სამსახურში, როგორც დღესასწაულზე

რედაქციისაგან
ჟურნალ “Fortune-ში გამოქვეყნდა ინფორმაცია აშშ-ის სამუშაოს მიმცემების რეიტინგის შესახებ, რომლის მიხედვით, ამერიკაში ყველაზე კარგად ინტერნეტ-კომპანია “Google-ის თანამშრომლები ცხოვრობენ. მათ კომპანიისგან უფასო სადილი და სამედიცინო დახმარება აქვთ, ასევე შეუძლიათ სამუშაო დროის ნაწილი დამოუკიდებელ პროექტებზე დახარჯონ, ფირმის ხარჯზე ისარგებლონ წყლის პროცედურების ცენტრის მომსახურებით, სამრეცხაოთი და ქიმწმენდით. მაგრამ ყველაზე მეტს უხდიან არა პროგრამისტებს, არამედ ამერიკელ იურისტებს.
ჟურნალ “Fortunე-ის გამოკვლევა გამოკითხვის გზით ჩატარდა. ჟურნალის სპეციალისტებმა სულ 446 კომპანიაში 105 ათას თანამშრომელს გაუგზავნეს გამოკითხვის ანკეტები. მათ უნდა ეპასუხათ 57 კითხვაზე. რეიტინგის ლიდერი გახდა კომპანია “Google�. 2006 წლის გამოკვლევებში ეს კომპანია წარმოდგენილი არ იყო, ხოლო ახალ 2007 წელს იგი პირველ ადგილზე წარმოჩინდა. “Fortune-მა ეს იმით ახსნა, რომ სწრაფად განვითარებადი ინტერნეტ-ძებნა თავისუფალ ვაკანსიებზე დღეში 1300 რეზიუმეს იღებს.
რეიტინგით მეორე ადგილზეა შარშანდელი გამარჯვებული – ფარმაცევტული კომპანია “Genentech-ი. ეს ფირმა აღსანიშნავია იმით, რომ მისმა 537-მა თანამშრომელმა 2006 წელს ექვსკვირიანი შვებულება მიიღო. თვენახევრიანი შვებულება შეუძლია მიიღოს კომპანია “Genentech-ის ყველა იმ თანამშრომელმა, რომელმაც ამ კომპანიაში 6 წელზე მეტი იმუშავა.
მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს არც ისე ცნობილმა ამერიკულმა სამომხმარებლო ბაზრის კომპანიებმა – სუპერმარკეტების ქსელმა “ჭეგმანს, საცალო გაყიდვების კომპანია “Container Store- მა და ქსელმა “Whole Foods Market-მა. რეიტინგში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქსელ “Whole Foods Market-ის დამფუძვნებელს – ჯონ მაკკეის (John Mackey). 2006 წელს მან დემონსტატიულად შეამცირა თავისი ხელფასი ერთ დოლარამდე, ამასთან განსაზღვრა ტოპ-მენეჯმენტის ბონუსები.
ზოგიერთი კომპანიის რეტინგი არც ისე მაღალია. მაგალითად, კომპანია Boston Consulting Group-ის ამონაგები, რომელიც რეიტინგის მიხედვით მერვე ადგილზეა, 1,5 მლნ დოლარზე მეტი არ არის. აშშ-ში კომპანიებში საშუალოდ მუშაობს მხოლოდ 1434 ადამიანი. ამაზე მცირეა სუპერმარკეტების “Nugget Market-ის ოპერატორის თანამშრომელთა რიცხვი – 1099 თანამშრომელი რომლებიც 13 ვაკანსიაზე მუშაობენ.
ამ კომპანიებთან ერთად რეიტინგში წარმოდგენილია ამერიკის ეკონომიკის ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Cisco Systems (11 ადგილი) და Ernst & Young (25 ადგილი). კომპანია Adobe-ს, რომელიც განთქმულია PDF-ის ტექნოლოგიით და Photoshop-ის პროგრამით, “Fortune�-ის სპეციალისტებმა 31-ე ადგილი მიაკუთვნეს, ხოლოMicrosoft-ი ზუსტად სიის შუა ნაწილში მოხვდა და 50-ე ადგილზეა: ბილ გეიტსის კომპანიის თანამშრომლებისათვის მოწყობილ ყოველწლიურ პიკნიკზე 2006 წელს 30 ათასი ადამიანი შეგროვდა. სპორტული საქონლის მწარმოებელმა კომპანია Nიკე-მა 69-ე ადგილი დაიკავა, ხოლო American Express-მა – 74 ადგილი.
“Fortune-ის რეიტინგში მოხვდნენ ასევე არაამერიკული კომპანიები, რომლებიც მოქმედებენ აშშ-ის ტერიტორიაზე და დასაქმებული ჰყავთ ამერიკელი თანამშრომლები. კერძოდ, 96-ე ადგილი აიღო შვედური ავეჯის ფირმის IKEA-ს შვილობილმა კომპანია IKEA North America-მ. ის ჟურნალის სპეციალისტებმა შეაფასეს იმის მიხედვით, რომ თანამშრომლებს, რომლებიც აქ მუშაობენ კვირაში 20 საათს, სთავაზობენ უფასო სამედიცინო და სტომატოლოგიურ მომსახურებას.
ფინანსები
საუკეთესო დამსაქმებელთა სიაში მოხვედრილ ყველა კომპანიას, ანალიზი უკეთდებოდა სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე საინტერესო მათ შორის ხელფასია. გაირკვა, რომ ყველაზე მეტი ანაზღაურება სულაც არა აქვთ სამომხმარებლო სექტორის წარმომადგენლებს ან მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც რეიტინგში დომინირებენ. აშშ-ში ყველაზე ძვირად იურისტების შრომაა შეფასებული – იურიდიული კომპანიები რეიტინგში პირველ სამ ადგილს იკავებენ, ისინი ყველაზე მეტ ხელფასს უხდიან თავიანთ თანამშრომლებს. ამ მაჩვენებლის მიხედვით ლიდერობს ფირმა Nixon Peabody: ის თითეულ თანამშრომელს წელიწადში 181 ათას დოლარს უხდის.
საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავა კომპანია Adobe-მა. ყველას, ვისაც ის იღებს კომპიუტერული გამოკვლევების უფროსის თანამდებობაზე, უხდის წელიწადში 161 ათას დოლარს. Yahoo-ს თანამშრომლები იღებენ წელიწადში 126 ათას დოლარს, Microsoft-ისა – 118,5 ათას დოლარს.
ბონუსები და შეღავათები
კომპანიების მიერ თავიანთი თანამშრომლებისთვის შეთავაზებული ბონუსებისა და შეღავათების უმრავლესობა, სრულად გათვლილია : 16 კომპანია ტოპ-100-ეულიდან სრულიად უზრუნველყოფს სამედიცინო დაზღვევას თავის თანამშრომლებისთვის, 32 – სთავაზობს ბავშვთა მოვლის ცენტრის მომსახურებას. გარდა ამისა, 22 ფირმა აფინანსებს თანამშრომლების გრძელვადიან შვებულებებს.
სიაში არის ისეთი კომპანიები, რომლებმაც შემოიღეს საინტერესო შეღავათები. მაგალითად, Methodist Hospital System-მა (საერთო სიაში მე-9 ადგილი) 2006 წელს თითოეულ თანამშრომელს გადასცა ბარათი, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია გასამართ სადგურებზე 250 დოლარის საწვავი მიიღოს, ხოლო Quicken Loans-მა (მე-17 ადგილი) უზრუნველყო თავისი თანამშრომლები კორპორატიული ავტობუსებით, რათა საკალათბურთო ჯგუფიCleveland Cavaliers-ის თამაშებს დაესწრონ.
საინვესტიციო ჯგუფი Goldman Sachs ცდილობს გააქარვოს მითი იმის შესახებ, რომ ბანკირები ყველა, როგორც ერთი დაკავებული და საქმეზე გადაყოლილები არიან. კომპანია სთავაზობს ყველა ახალდაქორწინებულ თანამშრომელს დამატებითი ერთკვირიანი შვებულების დაფინანსებას, ხოლო ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ი თანამშრომლებს უფასოდ აძლევს თავის პროდუქციას.
იურიდიული კომპანია Arnold & Porter-ი უფრო რადიკალურ ნაბიჯებს დგამს: ის სთავაზობს თავის თანამშრომლებს მოიზიდონ სამუშაოზე თავიანთი ნაცნობები, იმ შემთხვევაში თუ ისინი გაივლიან გასაუბრებას და დაიწყებენ მუშაობას, იმ თანამშრომელს, ვინც მოიზიდა ახალი კადრები, უხდის პრემიას – 15 ათას დოლარს.
ქალი და გეოგრაფია
გენდერულმა თეორიამ “Fortune-ის საუკეთესო დამსაქმებლების სიაშიც შეაღწია. ჩატარდა ცალკე რეიტინგი, სადაც მოხვდა კომპანიები, რომლებსაც ყველაზე მეტი თანამშრომელი ქალი ჰყავთ.
ლიდერი გახდა Bright Horizons-ი. ბავშთა მოვლის ცენტრის კომპანიის პერსონალის 96% ქალია. შედარებისთვის -Google -ში მოცემული მაჩვენებელი 31%-ია, Cisco Systems-ში – 24%. ამ მაჩვენებლის მიხედვით ყველაზე ცუდი მდგომარეობა კონდიციონერების მწარმოებელ კომპანია TDIndustrie-შია. აქ თანამშრომელ ქალთა რაოდენობა 1%-ია.
ცალკე სია შეიქმნა ამერიკის ყველა შტატში. გაირკვა რომ საუკეთესო დამსაქმებელი ფირმები ძირითადად კალიფორნიასა და ტეხასში მდებარეობს.