აშშ-ის საუკეთესო ბიზნეს-სკოლად უორტონი დასახელდა

რედაქციისაგან

ჟურნალ Fortune-მა აშშ-ის საუკეთესო ბიზნეს-სკოლების რეიტირგი გამოაქვეყნა, რომელშიც პირველი ადგილი პენსილვანიის უნივერსიტეტის სკოლამ – უორტონმა დაიკავა. ამ სკოლაში ბიზნესის მართვის სწავლისთვის, 90 ათასი დოლარის გადახდაა საჭირო, ხოლო უორტონის კურსდამთავრებულის საშუალო ხელფასი წელიწადში 100 ათას დოლარს, ბონუსების ჩათვლით კი – 140 ათას დოლარს აღემატება.
პენსილვანიის უნივერსიტეტი, რომელიც 1751 წელს დაარსდა, აშშ-ში პირველი უნივერსიტეტია. ბიზნეს-სკოლა უორტონი ამერიკელი მეწარმის ჯოზეფ უორტონის მიერ მოგვიანებით – 1881 წელს შეიქმნა. მიუხედავად დიდი გადასახადისა, ამ ბიზნეს-სკოლაში სწავლის მსურველთა ნაკლებობა არ იგრძნობა: კონკურსში ერთ ადგილზე 6 ადამიანი მონაწილეობს. 2006 წელს მიღებული 1165 სტუდენტიდან, მესამედი უცხოელია, მსოფლიოს 70 ქვეყნიდან. სტუდენტების საშუალო ასაკი 28 წელია, ხოლო მუშაობის გამოცდილება – 6 წელი. სტუდენტებს მრავალ სპეციალიზაციას სთავაზობენ (მარკეტინგი, სტრატეგიული მენეჯმენტი, მეწარმეობა და ა.შ.).
ბიზნეს-სკოლების რეიტინგში მეორე და მესამე ადგილები ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლამ Harvard Business School-მა და მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბიზნეს-სკოლამ Massachusetts Institute of Technology, MIT-მა დაიკავეს. ისინი ქალაქ კემბრიჯში მდებარეობენ. მათი სწავლების კურსი ორი წელიწადია, ხოლო სწავლის საფასური ჰარვარდის სკოლაში 90 ათასი დოლარია, მასაჩუსეტში კი – 86 ათასი დოლარი. ამასთან სამსახურში მიღების დროს უპირატესობა ენიჭება ჰარვარდის კურსდამთავრებულს და ის წელიწადში დაახლოებით 115 ათას დოლარს მიიღებს.
რეიტინგით მეოთხე ადგილზეა სტენდფორდის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლა Stanford University Graduate School of Business. ის ქალაქ სტენდფორდში მდებარეობს, აქ სწავლების კურსი წელიწადნახევარი, ხოლო სწავლის საფასური 86 ათასი დოლარია, რომელსაც კურსდამთავრებული აინაზღაურებს სამუშაო ადგილით რომელშიც წელიწადში 124 ათას დოლარს გადაუხდიან. მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა ჩიკაგოს ჩრდილოეთ-დასავლეთის უნივერსიტეტის Kellogg-ის ბიზნეს-სკოლა – The Kellogg School of Management-ი. მასში სწავლების ხანგრძლივობა 2 წელია, ხოლო სწავლის საფასურია 86 ათასი დოლარი, მის კურსდამთავრებულს სამუშაო ადგილი წელიწადში 115 ათასი დოლარით აუნაზღაურდება.
მეექვსე ადგილი რეიტინგში კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლამ Columbia Business School-მა დაიკავა, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს. მას შემდეგ რაც სტუდენტი ამ სკოლის კედლებში 20 თვეს გაატარებს და სწავლის საფასურს 82 ათას დოლარს გადაიხდის, მისი ხელფასი წელიწადში 115 ათასი დოლარი იქნება.
რეიტინგით მეშვიდე ადგილს იკავებს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლა The University of Chicago Graduate School of Business-ი, მერვეს – დიუკას უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლა ფუკუა (Fuqua School of Business, Duke University). მეცხრე ადგილზე არიან დარტმუტის კოლეჯთან არსებული ამოს ტაკას სახელობის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტთან არსებული ლეონარდ სტერნის სახელობის ბიზნეს-სკოლები.
მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს-სკოლების ათეული
1. პენსილვანიის უნივერსიტეტი, ვარტონი (აშშ)
2. კოლუმბიის ბიზნეს-სკოლა (აშშ)
3. სტანდფორდის უნივერსიტეტი (აშშ)
4. ჰარვარდის ბიზნეს-სკოლა (აშშ)
5. ლონდონის ბიზნეს-სკოლა (დიდი ბრიტანეთი)
6. ჩიკაგოს უნივერსიტეტი (აშშ)
7. Insead (საფრანგეთი)
8. New York University, Stern (აშშ)
9. Dartmouth College, Tuck (აშშ)
10. Yale School of Management (აშშ)
Fortune-მა რეიტინგში ჩართო მხოლოდ აშშ-ში არსებული ბიზნეს-სკოლები, მაგრამ ამ რეიტინგში მსოფლიო დონის ბიზნეს-სკოლები ლიდერობენ.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთშიც აპირებენ მსოფლიო დონის ბიზნეს-სკოლის “სკოლკოვოს გახსნას, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ოცეულში შევა. “სკოლკოვოს დამაარსებელია რამდენიმე კომპანია და ბიზნესმენი. თითოეული მათგანის შენატანი 5 მილიონი, ხოლო პროექტის მთლიანი ღირებულება – 300 მილიონი დოლარია. “სკოლკოვო 2008 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას.