ულტრაბგერის დადებითი ზეგავლენა მოსავლიანობის ზრდაზე
დავით სიჭინავა
შემუშავებული მაქვს მეცნიერული სიახლე, რომელიც პირველი სიტყვაა მეცნიერებაში, კერძოდ, სოფლის მეურნეობის დარგში. ამ სიახლის რეალიზებისთვის საჭიროა სულ მარტივი ექსპერიმენტის ჩატარება და ისიც მხოლოდ წელიწადის ვეგეტაციურ პერიოდში.
მინდა ვაღიარო, ყოველი შემთხვევისათვის, რომ პირადი შესაძლებლობის ფარგლებში არ ჯდება ექსპერიმენტთან დაკავშირებული როგორც მცირე დანახარჯი, ისევე ორგანიზების არც თუ ისე რთული პროცესი.
სიახლე ასაბუთებს, რომ ულტრაბგერის რხევითი თვისების ზეგავლენა მოსავლიანობის ზრდასთან უშუალო მჭიდრო კავშირია.
ზემოთ თქმული სიახლის პრაქტიკული შემოწმება ხდება მარტივი გზით, თანდართული მარტივი სქემის შესაბამისად, რომელიც ჩემთვის როგორც ფიზიკურად, ისე მატერიალურად სირთულეს წარმოადგენს. სიახლის პრაქტიკაში წარმატება კი მოვლენაა.
ვერ მივაღწიე თანხმობას კომპეტენტურ პირებთან – მათ რაციონალურ მიდგომას ექსპერიმენტის ჩატარების ორგანიზებაში, რაც არა კერძო, არამედ საერთო შრომითი საშუალების შექმნის ახალ წყაროს ითვალისწინებს.
ექსპერიმენტი ითვალისწინებს მხოლოდ ტექნიკური მოწყობილობის – სირენას მიწის ფართობებზე განლაგებას, ჩაირთვება მხოლოდ 30 წუთით და შემდგომ ისევ უბრუნდება მფლობელს. დანახარჯი მცირეა, ამდენად ექსპერიმენტი მარტივია.
სიახლე ეყრდნობა, 1909 – 1970 წლების ანალიზიდან გამომდინარე, 19953 – 1958 წლებში გარეფაქტორით მოსავლიანობის ზრდის მაღალი პროცენტის გამოვლინებას, რომელიც ეკონომიკურ შიდაფაქტორებს ცილდება.
გვესახება ამოცანა, ვეძიოთ რა უცნობ, ჯერ დაუდგენელ ბუნებრივ პროცესებს შეიძლებოდა გამოეწვია მოსავლიანობის, გარეფაქტორებით მაღალი პროცენტით ზრდა 1953 – 1958 წლებში; რა ბუნებრივ მოვლენებს შეიძლებოდა ჰქონოდა უშუალო კავშირი ამ წლების მოსავლიანობის ზრდასთან, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ამ კითხვას პასუხობს ერთადერთი, მეცნიერებაში ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ ბუნებაში არსებული უხილავი, რთული შესამჩნევი საიდუმლო, რომელიც ბინადრობს ბუნებაში, მაგრამ თავს იჩენს, ვლინდება მხოლოდ, ადამიანის მიერ ულტრაბგერის მასიური წარმოების შემთხვევაში. მოსავლიანობის გარეფაქტორით ზრდა 1953 – 1958 წლებში განაპირობა მასიურმა ულტრაბგერის წარმოებამ 1953 წლის 9 მარტს – ი. ბ. სტალინის დასაფლავების დღეს, როდესაც ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მასიურად ჩაირთო, ეგრეთწოდებული – სირენა ხუთი წუთის განმავლობაში.
სირენა კი ულტრაბგერას გამოასხივებს, ულტრაბგერას კი რხევითი თვისება ახასიათებს, რომელიც ვლინდება ატმოსფერული სივრცის ნაწილაკებზე; ატმოსფერულ ნაწილაკებს კი ახასიათებს თვისება გადასცეს თანამიმდევრობით რხევითი ენერგია ყოველი მომდევნო სივრცის ნაწილაკებზე და ა.შ. მთელ სივრცულ ნაწილაკებში ვრცელდება ურთიერთრხევითი ენერგია. სწორედ ნაწილაკების ამ რხევითმა თვისებამ განაპირობა მოსავლიანობის ზრდა მოცემულ პერიოდში.
ულტრაბგერის რხევითი ამპლიტუდა ინტენსიურია, რაც ჩვენს მტკიცებას ძალას მატებს, ასაბუთებს. ატმოსფერული ნაწილაკების რხევითი ენერგია ვრცელდება მცენარეთა უჯრედების ნაწილაკებზე, უჯრედის ნაწილაკები მოცემულ დროში გადადიან რხევით მდგომარეობაში, რაც ხელს უწყობს სუნთქვას, ჟანგბადის უფრო თავისუფლად შეღწევის ნიადაგის შექმნას.
სწორედ ულტრაბგერისა და ატმოსფერული ნაწილაკების ეს რხევითი თვისება, ნიადაგს უქმნის მეტწილი ჟანგბადის შემოსვლას მცენარეთა სამყაროს უჯრედოვან ქსელში, უქმნის პირობას მოსავლიანობის ზრდას, რაც მცენარეთა უჯრედების, ნაწილაკების, ნიადაგის, ერთგვარი პროფილაქტიკის შედეგია.
მასიური ულტრაბგერის წარმოება, ულტრაბგერისა და სივრცული ნაწილაკების რხევითი თვისებები, გარეფაქტორით მოსავლიანობის ზრდის აღმოჩენა ემთხვევა ჩვენს მტკიცებას: 1953 წლის 9 მარტს წარმოიქმნა მასიური ულტრაბგერა; 1953 – 1958 წლებში გარეფაქტორით მიღებული მოსავლიანობის მაღალი პროცენტი.
აქ ზეფაქტორია მნიშვნელოვანი წყარო, ყველა ჩამოთვლილი მტკიცებისა.
რას, რომელ ბუნების მოვლენას მივაკუთვნოთ ზეფაქტორის წარმოქმნა, რომელმა ბუნების მოვლენამ ჩასახა ეს ზეფაქტორი, ყოფილა თუ არა პირველი მსოფლიო ეკონომიკაში მსგავსი მოვლენა. ამაში უნდა გავერკვეთ და შევიცნოთ, რომ ეს უკვე მოვლენაა, აღმოჩენაა, პირველი სიტყვაა მეცნიერებაში, რომელიც გვაიძულებს ვეძიოთ რამ შვა ზეფაქტორი, დავამტკიცოთ და ჩავაყენოთ ხალხის სამსახურში. მეცნიერებაში დისკუსიის მსჯელობის შემთხვევაში მსგავსი მიდგომა რატომღაც არ აღინიშნება, ხშირად გაურბიან ხელი შეუწყო რეალობის დადგენას, გაურბიან მთავარს, ზეფაქტორის წარმოშობის დადგენას, თუმცა, ზეფაქტორის არსებობა 1953 – 1958 წლებში მოცემულ ნაშრომში უკვე დასაბუთებულია.
გარეფაქტორი და ულტრაბგერის თვისება, აი ეს არის მსჯელობის საგანი მოცემულ სიახლეში, რომელსაც წერტილს დაუსვამს ელემენტარული ექსპერიმენტის ჩატარება, რომლითაც სრულდება სიახლის რეალიზაცია მოცემულ ვარიანტში.
სიახლის დანერგვის სპეციფიკა ართულებს ექსპერიმენტის ჩატარებას, ტექნიკის – სირენის დანადგარების გამოყენების გამო, რომელიც ჩვენი წარმოდგენით, სამხედრო არსენალს მიეკუთვნება, თან ამ ტექნიკის გამოყენება, ამუშავება – ხალხში პანიკას იწვევს და ამიტომ ეს საკითხი უნდა იყოს შეთანხმებული სათანადო სახელმწიფო სტრუქტურებთან. აი ეს არის პრობლემა იდეის დანერგვის, იდეის რეალობის დადგენაში. სიახლის რეალობა აქ თეორიულად ახსნილია და პრაქტიკული შემოწმების ეტაპზეა, რომელიც ითხოვს უმნიშვნელო დანახარჯს და კომპეტენტური პიროვნებების ყურადღებას ექსპერიმენტის ჩატარების ორგანიზებაში.
არსებობს მეორე ვარიანტი ულტრაბგერის რხევითი თვისების შესაძლო გამოყენების დასაბუთებაში, რომელიც ატმოსფეროში მასიური, კონტენტრირებული გაზომტვეროვანი ნაწილაკების დაშლას ითვალისწინებს, რომლებისაგანაც აირეკლება დიდი ნაწილი მზის სხივების ენერგიისა და მცირდება დედამიწაზე შემოსული მზის სხივების რაოდენობა. მასიური, გაზომტვეროვანი კონცენტრაციების დაშლის პირობებში მცირდება მზის ანარეკლი სხივების რაოდენობა და მატულობს დედამიწაზე შემოსული სხივების სიმრავლე, რაც იწვევს ფოტოსინთეზის აღდგენას, გაძლიერებას და მასთან ერთად მიკროორგანიზმის აღდგენას, გამრავლებას, აძლიერებს მათ ქიმიურ გარდაქმნას მინერალად. უხვი ბუნებრივი მინერალი კი მოსავლიანობის ზრდის წყაროა და ზუსტად ამის გამო მივიღეთ 1933 – 1958 წლებში გარეფაქტორებით მოსავლიანობის ზრდის დიდი პროცენტები.
ულტრაბგერის თვისებების ზეგავლენა სივრცული ნაწილაკების მასიურ კონცენტრაციებზე, მათი დაშლის შესაძლებლობა და მათი დაშლის შემდგომი, ეფექტურობა მზის უხვი სხივების შემოსევით დედამიწაზე, მოსავლიანობის ზრდა დასამტკიცებელია პრაქტიკაში ექსპერიმენტის ჩატარებით, რომელიც ბევრად რთულია პირველ ვარიანტზე, ითხოვს ბევრად რთულ სამუშაო პროცესებს და დიდ კაპიტალდაბანდებას.
უკანასკნელი ართულებს ექსპერიმენტის პროცესს იმის გამო, რომ აუცილებელია ტერიტორიული სიდიდე, რის შედეგადაც არა თუ საკმარისია პირველ ვარიანტში მოცემულ სქემაში 2 კმ2 ფართობის სიდიდე, არამედ საეჭვოა საქართველოს 70 ათასი კმ2 ტერიტორიაც კი. აქ ხელს უშლის მეტწილი მთაგორიანი ტერიტორიაც.
საქმე იმაშია, რომ ატმოსფერული სივრცე, მათ შორის ჭარბი რაოდენობით სხვადასხვა ელემენტებისაგან შემდგარი ნაწილაკები, მასიური მტვეროვანი ნივთიერებების კონცენტრაცია იმყოფება მუდმივ მოძრაობაში, გადაადგილებიდან, ამიტომ, როცა ჩვენ ვგულისხმობთ ულტრაბგერის ზემოქმედებას, ატმოსფეროს მტვეროვანი კონცენტრაციის დაშლას, უნდა ვივარაუდოთ, რომ, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს დაშლილი მტვერიანი ნაწილაკები გადაადგილდეს საექსპერიმენტო ტერიტორიიდან პერიფერიაში და პირიქით, დაუშლელი მტვეროვანი კონცენტრაცია შემოვიდეს საექსპერიმენტო ტერიტორიაზე. აქ ტერიტორიულად დიდ ქვეყნებში ექსპერიმენტის შედეგის ეფექტურობა სივრცული მტვრისა და ნაწილაკების მიგრაციულ პროცესში სასარგებლო კოეფიციენტი ყოველთვის მეტია დანაკარგებზე. ამიტომ ვთვლით, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, მეორე ვარიანტის ექსპერიმენტის შემთხვევაში – საუკეთესოა როგორც ტერიტორიული სიდიდით (10 მლნ. კმ2), ისე ორგანიზების მაღალი დონით, როგორც აუცილებელი გარანტი ექსპერიმენტის ჩასატარებლად, რეალობის გამოსავლენად.
ულტრაბგერის გამოყენების შესაძლებლობის სინჯი პირველი ვარიანტით, რა თქმა უნდა, უფრო დადებითია მეორეზე, სირთულის თვალსაზრისით და თან მიგვითითებს, რომ იდეა დამტკიცდა მოცემული ვარიანტით თუ სიახლის რეალობა ვეძიოთ მოცემულ მეორე ვარიანტში. რადგან გარეფაქტორის არსებობა დადგენილია, რა ბუნების მოვლენამ განაპირობა, შვა ზეფაქტორი – დადგენა გარდაუვალია.
შესაძლო ილუზია, რომელიც ყალიბდება მეორე ვარიანტის ექსპერიმენტის ჩატარებისას, რომელიც დიდი დანახარჯის ჩადებასთანაა დაკავშირებული, დრომ თუ მოგვითმინა, რეალური ფაქტის მაჩვენებლები, თანდართული ბოლო ##7 და 8 ცხრილებშია მოცემული, სადაც მკვეთრად გამოიკვეთება – სად დანახარჯი და სად მისი ეფექტი.
ულტრაბგერის მასიური წარმოება 1953 წელს და გარე ფაქტორით მოსავლიანობის მაღალი პროცენტი 1953 – 1958 წლებში, ემთხვევა ერთი მეორეს. ულტრაბგერის რხევითი თვისება და ატმოსფერული ნაწილაკების თვისება – რხევითი ენერგიის გადაცემა მომდევნო ნაწილაკებზე, რომლის შედეგადაც ყალიბდება სივრცული, გაზმტვეროვანი კონცენტრაციის დაშლის შესაძლებლობა, რის შედეგადაც იცვლება პირობა, მზის სხივების უფრო თავისუფალი შემოჭრა დედამიწაზე, ესეც ჩამაფიქრებელი დამთხვევაა. შემდგომ, ვეგეტაციურ პერიოდში, როცა მცენარეთა კვირტები იშლება, იღვიძებს მცენარეთა სამყარო ნაწილაკების დიდი რხევითი ამპლიტუდის შედეგად, შემდგომ, მცენარეთა უჯრედებს ექმნებათ ნიადაგი, გარდაქმნის პროდუქტიული პირობა, ნივთიერებათა ფოტოსინთეზის პროცესში. მატულობს მოსავლიანობა. ესეც მთლიანად ემთხვევა გარეფაქტორით მიღებული მოსავლიანობის ზრდის ტექნოლოგიას.
ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულების წყაროები, თანდართული ##1, 2, 3, 4, 5, 6 ცხრილებშია მოცემული. თეორიული მონაცემები, ულტრაბგერის მოსავლიანობაზე ზეგავლენა ეყრდნობა – მასიური ულტრაბგერის წარმოებას 9 მარტს 1953 წელს, ხუთი წუთით ამოქმედება – სირენას ჩართვა ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ი. ბ. სტალინის დასაფლავების დღეს; ულტრაბგერისა და ატმოსფერული ნაწილაკების თვისებებს.
თუ პირველმა ვარიანტმა ვერ დაამტკიცა, დაასაბუთებს მეორე; თუ მეორე ვარიანტის ექსპერიმენტის ჩატარება ვერ გადაწყვიტა დღევანდელმა ქართველმა ინტელიგენციამ, გადაწყვეტს მომავალი ინტელეგენცია, რათა დაამტკიცონ, რომ მოცემული მტკიცებულება მიეკუთვნება ქართველს და არა ვინმე სხვა ერს, სხვა ქვეყანას, რაც მოსალოდნელია.
საჭირო დროს მოცემული ნაშრომი გამოდგება რეალური ავტორის დადგენაში.
მოცემულ სქემაში მჭიდრო ინტერვალი საექსპერიმენტო მომენტია, თუ სიახლე დამტკიცდა, დანერგვის პროცესში, მოცემული ინტერვალი გადაინაცვლებს, გადიდდება ასჯერ, 1953 წლის 9 მარტის მაგალითზე. ეს ნაშრომი რეგისტრირებულია საქპატენტში და მაქვს საავტორო უფლება.