“იყავი ის, ვინც ხარ” – ნიცშე, ასე ამბობდა ზარატუსტრა
ემზარ ჯგერენაია
თქვენ გაიარეთ გზა ჭიაყელიდან ადამიანამდე, მაგრამ ბევრი რამ თქვენში კიდევ დარჩა ჭიაყელის. ოდესღაც თქენ იყავით მაიმუნი და ადამიანი დღეს უფრო მეტი მაიმუნია, ვიდრე რომელიმე მაიმუნი მაიმუნთა შორის, გვ.8. გამომცემლობა მისი 1990, გვ. 171
საოცარია ადამიანის ბუნება. როგორც ნიცშე ამბობს, ის თოკია, ბაწარი, გაკიდული ცხოველსა და ზეადამიანს შორის, ბაწარი, რომელიც უფსკრულზე გადადის და ეს უფსკრული მისი სიხარბე და მომხვეჭელობაა, ბოროტებაში არეული. სიხარბე სრულყოფილი და ბუნებრივი ეკონომიკური კატეგორიაა, მისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადამიანის მოთხოვნილებების დაკმაკოფილებასა და რესუსების სიმწირეს შორის დევს და რა ქნას ადამიანმა, ის ეკონომიკის კანონების მიხედვით მოქმედებს. აბა, ქარის საწინაღმდეგოდ ხომ არ წავა? სიხარბე ახლოსაა მოტივაციასთან და ხარბი ადამიანი, თუ ბიზნესმენი – მოტივირებულ კაცთან. ჰოდა, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ამ გზაზე ყველაფერი გამართლებულია. დიდი დავა მქონდა ჩემს კოლეგასთან, უნივერსიტეტის პროფესორთან, ქალბატონ მზიასთან – არის თუ არა ბიზნესი და ზნეობა თავსებადი ელემენტები. ის ამტკიცებდა, რომ აუცილებლადო, მე ვუმტკიცებ, რომ დიდი ბიზნესი შეუძლებელია იყოს ზნეობრივი დღეს ამ კონკურენციის, მგლური კანონების და პოლიტიზირების პირობებში. ჰოდა, ამ ეკონომიკური კანონის თანახმად, ბუნებრივია, რომ ატყუებს ახალგაზრდა გულუბრყვილო სულებს – ახალგაზრდობას. ბევრი მედია, თუ არამედია, ბიზნესი, უფრო მეტიც, მათი ინსტიქტურა, ცხოველური მადა შეიძლება სრულიად ადამიანური იყოს, აქედან გამომდინარე გრძნობების გაშიშვლებით შოულობს ფულს. აბა, რა არის აქ ახალი? არაფერი, მაგრამ მაინც. . .
გაფიცებთ, 1400 წლოვან ჯვრის მადლს, რა გეგონათ, ვის ეკუთვნის სიტყვები: იყავ ის, ვინც ხარ? რომელიც ასე ხშირად ისმის სპრაიტის და კოსმოს რეკლამაში? – ნიცშეს. მაგრამ სპრაიტი რა მოსატანია, ეს კოსმოპოლიტენის რეკლამა და სლოგანია.
იყავი ის, ვინც ხარ და იყავი განსაკუთრებული და ეს როგორ კაცო! თუ არ ვარ განსაკუთრებული და ის ვარ ზუსტად, ვინც ვარ, მაგრამ ეს ნიცშეს ფილოსოფიური ბორგვა უწყინარია, თუ სრულად არ აღვიქვამთ ამ კოსმოპოლიტენის – და ან თუ არ გავხდებით კოსმო გოგონა სულს
თქვენ იტყვით – როგორო! წაიკითხეთ “კოსმოს” ბოლო ნომერი და თქვენ გაიგებთ. ახალს არაფერს – თუ როგორი პოზებია სექსში, ეს ახალი ქართული კამასუტრაა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლოა პოზა – ურიკა). რატომ არ აძლევს ქმარი ცოლს უფლებას “მინე . . ორალური სექსი მომწონს. ის კი თვლის, რომ ეს არანორმალურია. როგორ მოვიქცე, მინდა სრულფასოვანი სექსი მქონდეს, გვ.22. ასეა, გინდა საჭირო რჩევა ასეთ მტკივნეულ თემაზე – უნდა გადაიხადო 8 ლარი. ისე არც არაფერია, კალკულაციის მიხედვით ძალიან იაფია საშვილიშვილო პრობლემის გადასაწყვეტად. აგერ კიდევ ერთი ჩემი ნაცნობის ოჯახი დაინგრა ამ ნომრის შემდგომ ქმარმა მეუღლეს ურიკის პოზაში მოთხოვა ესა და ახალიაო, იმან უთხრა – მკლავში ამდენი ძალა არ მაქვსო, ჰოდა მკლავში ძალა თუ არ გქონდა რას თხოვდებოდიო და გაშორდა. “ჯი-დი-პის” შემქმნელი ერთი მნიშვნელოვანი რგოლი დაიშალა, ზიანი მიადგა ქვეყნის ეკონომიკას, ასევე ბიუჯეტსაც, რადგან ერთად რომ ცხოვრობდნენ 40 000-ზე მეტი ქონდათ შემოსავალი და ყველა გადასახადს იხდიდნენ, ახლა გაიყო ეს შემოსავალი და გადასახადის გადამხდელებიც არ არიან (ისე ზოგი ჭირი მარგებელია).
რთულია ეს ყველაფერი, თქვენ როგორ ფიქრობთ გაუკეთოს? ან ის მოზარდები როგორ ფიქრობენ სიხარულით რომ კითხულობენ “კოსმოს და უნდათ კოსმო-გოგონები გახდნენ. არა, ინკვიზიცია არ გვინდა, ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ ფულს ეკონომიკური ღირებულებების გარდა მორალური მხარე აქვს რამე? ალბათ არა ტყუილად ვიკლავთ თავს, არა აქვს!@ხმას არ ამოვიღებდი მაგრამ ეკონომიკაში პრობლემები შეიქმნა, ჩავარდა ჩინური და ინდური საქონლით ვაჭრობა, რადგან ჭრელი ქალის ტრუსები თუ ბიკინები ამ ნომრის მერე არ იყიდება. რატომ? იმიტომ, რომ ქალბატონებს მკაცრი რჩევა მისცეს გადააგდეთო, რას შვები იმ დღეს რომ თაყვანისმცემელმა დაგპატიჟოს და სექსი შემოგთავაზოს – ჭრელი, ყვავილებიანი ტრუსიკით ხომ არ იქნებიო, ახლავე გადააგდეო და ლა-პერლა ჩაიცვიო შავი. გაკოტრდა საწყალი მცირე და საშუალო ბიზნესი. არა, ფანტასტიური ჟურნალია და კაია რომ ასეთი რამეები არსებობს და ჩვენს მოქალაქეებს დაგროვილ კითხვებზე პასუხობს და საჭირო რჩევებს აძლევს, მაგრამ ეკონომიკას უნდა გავუფრთხილდეთ და მოზარდების ტვინებს, რომელთაც მოსწონთ ეს ჟურნალი და ასეთი რჩევებისათვის ნამდვილად არა. მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხია, თუ როგორ უნდა მოიქცე კაცთან ლოგინში პირველ და შემდგომ ღამეებში. არა, მე ინკვიზიტორი არა ვარ, არც ცენზორი და საერთოდ ეს ქვეყანა თავისუფალი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ის მაიმუნები ვართ – ნიცშე რომ ამბობს?…
მაშინ არაა აუცილებელი ყოველ წუთს შევახსენოთ ჩვენს თავს – იყავი ის, ვინც ხარო! ან იქნებ მართლა დარჩა ჩვენში რაღაც ჭიაყელის?
მაისის თვეში ამაზე ბევრი დაფიქრდა, იმ სტატიის ავტორის გარდა. თქვენ?