დიდი შემოსავლის სწრაფად მიღება უბრალო ოცნება აღარაა, ამას ჰეჯ-ფონდები ახორციელებენ, მაგრამ…
თეონა აბდუშელიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი
გასული თვე ამერიკული ჰეჯ-ფონდების კრიზისის ეპოქა იყო, სერიოზული ციებ-ცხელება ალბათ ივლისშიც გაგრძელდება. რა ხდება ფულის შოვნის ამ ეფექტურ გზაზე, რამ შეაშფოთა ისინი და საქართველოშიც დადის ჰეჯ-ფონდების აჩრდილი?
ინვესტორების ოცნებას – მაღალი შემოსავლის სწრაფად მიღებას ბაზარზე ფასების მერყეობის წყალობით ჰეჯ-ფონდები ახორციელებენ, მთავარია მათ არჩევაში არ შეცდეთ.
2001 წელს ყოველი თვის განმავლობაში AJW offshores ამერიკულმა ჰეჯ-ფონდმა ინვესტორებს 625 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა, ოღონდ ამ თანხას უნდა გამოვაკლოთ საკომისიო გადასახადების 25,7%. არც თუ ისე ცუდი შედეგია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია განსაკუთრებულობით არ გამოირჩევა, ათიდან მხოლოდ ერთ-ერთი ჰეჯ-ფონდია, და მისი მენეჯერებიც ბაზარზე ფასების მერყეობის მიუხედავად, სასურველ შედეგებს აღწევენ.
1950-იან წლებამდე სპეკულანტები, რომლებიც ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ფასების მომატებაზე ან დაწევაზე მუშაობდნენ, კერძო პირები იყვნენ. 1949 წელს ალფრედ უინსლოუ ჯოუნზმა პირველი ჰეჯირული ფონდი შექმნა. ამის შემდეგ მსოფლიოში ბევრი ასეთი ფონდი შეიქმნა. რაც მსოფლიო ინვესტიციაში განსაკუთრებული მოვლენაა. ჩვეულებრივი საპაიო ფონდებისგან განსხვავებით, მათ შეუძლიათ ინვესტირება ნებისმიერ ფინანსურ ინსტრუმენტში, ნებისმიერი პროპორციით, მაშინ როცა ყველა ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილია ინვესტირების უმკაცრესი ნორმატივები საპაიო საინვესტიციო ფონდების მიმართ. ჰეჯ-ფონდებს კარგი შედეგები აქვთ, ისინი ყიდულობენ ოფციონებს ან ხსნიან მოკლე პოზიციებს, ერთი სიტყვით, შეუძლიათ ბაზარზე ფასების პროგნოზირება და შემდეგ შესაბამისად მოქმედება. ამ წლის თებერვალში ჰეჯირულმა ფონდმა Paulso Credit Opportunities (PCO), აშშ-ში იპოთეკური სესხების კრიზისის ხარჯზე, შემოსავლების 66.7% გამოიმუშავა. PCO ასევე ინვესტიციას დებს სვოპში, როცა იზრდება იპოთეკური სესხების დაუფარაობა და ამით დიდ შემოსავალს იღებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჰეჯ-ფონდების უმეტესობა დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონებში, ისინი ფულს ძირითადად განვითარებული ბაზრების მეშვეობით მოიზიდავენ, პირველ რიგში ამერიკაში. აშშ-ში HedgeFund Intelligence სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს ჰეჯ-ფონდების საერთო აქტივებმა 2 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ამ ფონდების კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ ისინი მოიზიდავენ მხოლოდ ეგრეთწოდებული კვალიფიციური ინვესტორების ფულებს, ე.ი. იმათ ფულს, ვისაც საკმაოდ დიდი ოდენობის აქტივი (1 მილიონზე ზევით) აქვს, ან წლიური შემოსავალი 200000 დოლარზე მეტი აქვთ. ფონდის გარანტია მენეჯერის რეპუტაციაა. ისინი კლიენტების ნდობას მათ კალათაში საკუთარი სახსრების მონაწილეობით მოიპოვებენ, ანუ კლიენტის ფულთან ერთად თავიანთ ფულსაც დებენ.
ინვესტორებს კარგი შედეგი იზიდავს, მაგრამ ბევრი მათგანი იმედგაცრუებული რჩება, როცა იგებენ ყველაზე წარმატებული ფონდების აქციების მფლობელთა რიცხვში მოხვედრა არც თუ ისე იოლია. უფრო ადვილია ჰეჯ-ფონდებზე საუბარი წამყვანი ბანკებისა და საინვესტიციო კომპანიების პრივატე ბანკინგ განყოფილების თანამშრომლებთან დავიწყოთ. მათ ყოველთვის აქვთ სხვადასხვა ფონდების ჩამონათვალი და ხშირად რთავენ ჰეჯ-ფონდებს თავიანთი კლიენტების პორთფელში.
მაგალითად, კლაუს კორნერმა Deutshe Bank-ის რუსეთის განყოფილებიდან, რამდენიმე ჰეჯ-ფონდი შემოგთავაზათ, რომელსაც მისი საბანკო ჯგუფი მართავს და თუ ეს ფონდები არ მოგეწონებათ, მას შეუძლია სხვა მოგიძებნოთ, თუმცა ყველაზე წარმატებული ფონდების კარებს ყოველთვის ვერ გააღებს მსხვილი კერძო ბანკი. თქვენი დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ შეძლებთ ინვესტიციის განხორციელებას PCO-ში, რომლის საპროგნოზო შემოსავალი უკვე 3 წელია 200%-დან 500%-მდე მერყეობს.
ჰეჯ-ფონდის დამოუკიდებლად არჩევის დროს უნდა მოემზადოთ დიდი დროისა და ძალისხმევის დასახარჯად. შესაძლებელია ათასობით ფონდის პოვნა ფასიანი ქაღალდების ბაზრების ამ საიტებზე: www.hedgefundresearch.comდა www hedgefund.net. შეგიძლიათ შეისწავლოთ ფონდები, რომლებიც შედიან Credit Suisee/Tremont ინდექსის სტრუქტურაში. ამ შემთხვევაში საინტერესოა, თუ როგორ იქცევიან ბანკირები, რომლებიც მუშაობენ კერძო კლიენტების მსხვილ კაპიტალზე? კლაუს კორნერი 3 წელზე ნაკლები მმართველობის გამოცდილების მქონე ჰეჯ-ფონდებს გვერდს უვლის. მით უმეტეს, თუ 12 თვიდან 3 თვე ფონდისთვის წამგებიანი იყო, ეს, მისი აზრით, არაეფექტური მმართველობის ბრალია. ასევე იგი ყურადღებას ამახვილებს ფონდის ისტორიაში არსებულ ყველაზე დიდ ზარალზე. თუ წლიური ვარდნა 20-30%-ს აღწევს ასეთ ფონდს სიიდან საერთოდ იღებს. კორნერი თვლის, რომ დასაშვებია თვეში 1-2% უარყოფითი შედეგი დაღმავალი ბაზრის შემთხვევაში.
ყოველთვის უნდა ვეცადოთ, გავიგოთ ბანკირისგან თუ ვინ მართავს ჩვენს მიერ შერჩეულ ჰეჯ-ფონდს. ჰეჯ-ფონდების შემქმნელებსა და კონსულტანტებს შორის ბევრი ცნობილი სახელი ფიგურირებს, მაგალითად, ყოფილი ამერიკის სახელმწიფო მდივანი – მადლენ ოლბრაიტი, რომელმაც დააფუძნა კომპანია Albright Capital Managment, ან ჰენრი კისინჯერი, რომელიც რამდენიმე ფირმის კონსულტანტი იყო. ცნობილი გვარები, რა თქმა უნდა, ვერ დაგვიცავს ზარალისგან, მაგრამ შეიძლება დაგვიცვას თაღლითებისგან. მაგალითად, ისეთებისგან, როგორებიც არიან კომპანიაBayou Managment-ის თანამშრომლები, სემუელ იზრაელი და დანიელ მარინი, რომლებმაც 2005 წელს წარმოადგინეს განცხადება მათი ჰეჯ-ფონდის მუშაობაში შედეგების ფალსიფიკაციაზე და 450 მილიონი დოლარის გატაცებაზე.
უმჯობესია ფონდის მენეჯერებს პირადად იცნობდეთ. წინასწარი ანალიზით ან საათნახევრიანი საუბრის შემდეგ შეიძლება მიხვდეთ სწორედ ამ ხალხს უნდა ანდოთ თუ არა ფული, – ამბობს ვადინ კიტიკოვი. სწორედ ის და ჯორჯ სოროსის გუნდის ანალიტიკოსი ჯეიმს ნეილი უძღვებიან Aton Global Hedge რუსულ ჰეჯ-ფონდს, რომლებსაც სხვა ჰეჯ-ფონდები აინვესტირებენ. ფონდების შერჩევა მათი პროფესიაა.
ფონდის მმართველს შემდეგი სახის კითხვები უნდა დაუსვათ: როდის და რომელ კომპანიაში მუშაობდნენ ისინი, რატომ გახსნეს ჰეჯ-ფონდი, როგორია მათი სტრატეგია?
მიღებული ინფორმაცია ხანდახან უნდა გადაამოწმოთ. მაგალითად, Bayou Managment ფონდი წარმატებით ატყუებდა ინვესტორებს, კერძოდ, თითქოს სემუელ იზრაელი მუშაობდა მთავარ ტრეიდერად ცნობილ Oმეგა Advisorsფონდში, რომელიც ეკუთვნოდა Goldman Sachs ფონდის ყოფილ პარტნიორს ლეონ კუპერმანს. შემდეგში კუპერმანს მოუწია განემარტა, რომ იზრაელი მუშაობდა მასთან არა 4 წელი, არამედ წელიწადნახევარი და იყო არა მთავარი, არამედ რიგითი ტრეიდერი.
კონკრეტული ფონდის შერჩევამდე აუცილებელია გავიგოთ, როგორ გამოიმუშავებს ეს ფონდი ფულს, – გვირჩევს კიტიკოვი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტრატეგიაა – equity long/short. ამ შემთხვევაში ფონდის მენეჯერი ყიდულობს ფასიან ქაღალდებს, რომელთა ფასიც, მისი აზრით, ბაზარზე გასვლამდე გაიზრდება და ერთდროულად ხსნის მოკლე პოზიციებს იმ აქციებზე, რომელთა ფასიც ნელ-ნელა მატულობს, ან საერთოდ უფასურდება. ამის შედეგად ფონდის შემოსავალი დამოკიდებული არ არის იმაზე, თუ რა მოხდება ბაზარზე. მთავარია, არ შეცდეთ ფასიანი ქაღალდების არჩევაში. სამმხრივი შეთანხმების ყოფილმა სტრატეგმა ჯეიმს ფენკნერმა ამ პრინციპით შექმნა ფონდი Red Star Double Apple. ამ ფონდის გასული წლის შედეგი 39,5% იყო. ამ წლის I კვარტალის შედეგი – 11,8%. როგორც ხედავთ, ბოლო დროს equity long/short-ის სტრატეგია ბაზარზე წარმატებულად მოქმედებს, აღნიშნავს ფენკნერი. ეს არის საბაზრო რისკის ჰეჯირების კლასიკური სტრატეგია, რომელიც სახელს არქმევს ფონდს. ამასთნ იგი სხვადასხვა რისკის მქონე აქტივების ინვესტირებას სხვადასხვა სტრატეგიით ახორციელებს. ასეთ ფონდებში ფულის ჩადება საკმაოდ სარისკოა.
ასეულობით ჰეჯ-ფონდი გამოიმუშავებს თანხას ეგრეთწოდებულ მაკროსტრატეგიებზე, რომელიც დამყარებულია არა ცალკეული კომპანიების ანალიზზე, არამედ ეკონომიკურ ტენდენციებზე. ისინი ქმნიან მათემატიკურ მოდელებს, ცდილობენ წინასწარ განსაზღვრონ საქონელზე ფასების ცვლილება, ვალუტის კურსი და ასე შემდეგ. გასულ წელს ჰეჯ-ფონდმა Global alpha ივარაუდა, რომ იაპონური კომპანიების აქციები და დოლარის კურსი გაიზრდებოდა, მაგრამ დაკარგა აქტივების 9%, რადგან მისი პროგნოზი არ გამართლდა და პირიქით მოხდა.
ზემოხსენებული უდანაკარგო ფონდი – AJW ოფფსჰორეს პოპულარულ სტრატეგიას იყენებს – კრედიტს აძლევს პატარა კომპანიებს, ყიდულობს მათგან ობლიგაციებს, რომლებიც შემდეგ იცვლებიან აქციებში საბაზრო ფასს დამატებული დისკონტით. განვითარებად ბაზრებში ფულის დაბანდებაც სტრატეგიაა.
ისეთ ფონდებს, რომლებიც ცდილობენ მონაწილეობა მიიღონ კომპანიის მართვაში, ხშირად მოსდით მენეჯერებთან კონფლიქტი. მათ ევროპაში აქტიურ ფონდებს უწოდებენ. ზოგიერთი მათგანი სარგებლობს კორპორაციული შანტაჟირების რეპუტაციით და ხელს უშლის მენეჯმენტს.
ცოტა ხნის წინ ამერიკელები ფრენკ პარტნოი და რედალ ტომასი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კომპანიის არსებობის პირველ წელიწადს დირექტორთა საბჭოს ხელფასები და ხელმძღვანელთა ბონუსები საშუალოდ 50%-ით მცირდება.
ჩინური წარმომავლობის ამერიკელი ბენჟამენ ჩუი კომპანია American Pegasus-ს ხელმძღვანელობს. ის ათეულობით ჰეჯ-ფონდს სხვადასხვა სტრატეგიით მართავს. ერთ-ერთი ფონდი Aმერიცან Pეგასს Aუტო Lოან Fუნდ ინვესტორებს ავტომობილების კრედიტით შეძენას სთავაზობს. საქმიანობის დაწყების დღიდან 2005 წლის ოქტომბრამდე ფონდს არ წაუგია, ხოლო შემოსავალმა გასულ წელს 23.6% შეადგინა. შეიძლება თუ არა ჩუიმ წააგოს? რა თქმა უნდა, – ამბობს ის, – თუ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაუარესდა, თუ მევალეები არ დაფარავენ სესხს, ხოლო მომხმარებლები არ შეიძენენ მანქანებს, ფონდი წაგებაზე გავა.
2006 წელს საქართველოს წამყვანმა უნივერსალურმა ბანკმა, სს “საქართველოს ბანკმა” თავისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაიტანა და იქ არსებულ ჰეჯ-ფონდებს მიყიდა. ეს რა თქმა უნდა, ბანკისთვის დიდი წარმატებაა. თუ ჰეჯ-ფონდებს ბანკის აქციები დიდი დროის განმავლობაში ექნებათ, ეს მის მზარდ შემოსავალზე მიგვითითებს, რადგან თუ ფონდებმა იგრძნეს, რომ საქმე ცუდად წავიდა, მაშინვე მოიშორებენ თავიდან ფასიან ქაღალდებს.
მრავალია ჰეჯ-ფონდების ცუდად დასრულების ისტორია. ამა წლის დასაწყისში UBS ბანკს თავისი ჰეჯირული განყოფილების (Dillon Read) დახურვა მოუწია, რომელიც ინვესტირებდა დაბალხარისხიან იპოთეკურ კრედიტებს. 2007 წლის I კვარტალში დანაკარგმა 150 მილიონი დოლარი შეადგინა. გასული წლის აგვისტო-სექტემბერში ფონდმა Aმარანტჰ Aდვისორს რამდენიმე კვირაში 4 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა. ამის მიზეზი წარუმატებლად განხორციელებული ინვესტიცია იყო, მან ფიუჩერსი ბუნებრივ გაზში ჩადო. ფონდი დაიხურა, ხოლო ინვესტორები პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ.
თუ ამგვარი ისტორიები თქვენ არ გაშინებთ და ფონდიც შერჩეული გაქვთ, თქვენი ბანკის მენეჯერი უკავშირდება ფონდის მმართველს და არკვევს შეიძლება თუ არა ფონდის აქციების ყიდვა. განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ გადაგაქვთ სახსრები ფონდში, ხოლო თქვენს ანგარიშზე ირიცხება აქციების შესაბამისი რაოდენობა. თქვენ გიწევთ მმართველობის საკომისიოს – დაახლოებით 1-2%-ის გადახდა. ფონდის მმართველებს საკმაოდ დიდი შემოსავლები აქვთ – აქტივების მოცულობას პლიუს შემოსავლების 20%. 1 წრეზე ამან შეიძლება 10-ჯერ უფრო მეტი თანხა შეადგინოს, ვიდრე საკომისიოა, რომელიც მიღებულია საპაიო საინვესტიციო ფონდების საშუალებით. სამაგიეროდ თუ არ არის მოგება, მენეჯერსაც არ ექნება შემოსავალი. ტყუილად კი არ უწოდა ერთ-ერთი პირველი ჰეჯ-ფონდის Quantum-ის დამაარსებელმა ჯორჯ სოროსმა ჰეჯ-ფონდს შედეგების ფონდი.
კიდევ ერთი რჩევა ახლად დამწყებებს: მიაქციეთ ყურადღება რამდენად აქტიურია ფონდი, მუშაობს თუ არა მოკლე პოზიციებზე, დიდხანს ხომ არ უკავია მმართველობას უპერსპექტივო ქაღალდები. არავინ უნდა უშლიდეს ხელს ფონდს დაარქვან ჰეჯ-ფონდი, მაგრამ ამასთანავე გადმოიღონ და განახორციელონ ჩვეულებრივი საპაიო ფონდების ტაქტიკა.