ამერიკა-გაგრძელდება თუ არა ინფლაცია 2022 წელს

ავტორის სტილი დაცულია

ნიკა მელიქიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
nika.meliqishvili.98@mail.ru

ანოტაცია

ვაშინგტონი, 10 თებერვალი  – აშშ-ში სამომხმარებლო ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა იანვარში, რამაც გამოიწვია ინფლაციის ყველაზე დიდი წლიური მატება ბოლო 40 წლის განმავლობაში. შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით ფასების ფართო ზრდას განაპირობებდა ქირის, ელექტროენერგიისა და საკვების ხარჯების ზრდა და შესაძლოა ამან პოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე, რომლის პოპულარობა მცირდება ცხოვრების გაძვირების გამო შეშფოთების ფონზე. მაღალმა ინფლაციამ, რომელმაც გადააჭარბა ფედერალური ბანკის 2%-იან მიზნებს, შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბაიდენის ეკონომიკურ დღის წესრიგს. ბაიდენმა განცხადებაში აღიარა გაჭირვება ამერიკული ოჯახების წინაშე, მაგრამ აღნიშნა, რომ “ასევე არის ნიშნები იმისა, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გადავლახავთ”. მოცემულ სტატიაში თქვენ გაეცნობით აშშ-ში მიმდინარე ინფლაციის ტემპებს, სხვადასხვა ეკონომისტების შეფასებებსა და პროგნოზებს.

annotation

Washington, 10 February – Consumer prices in the US rose sharply in January, leading to the biggest annual rise in inflation in 40 years. According to the Department of Labor, the sharp rise in prices has led to rising rent, electricity and food costs, and may put political pressure on President Joe Biden, whose popularity is declining amid concerns over the rising cost of living. High inflation, which has exceeded the Federal Reserve’s 2% targets, could threaten Biden’s economic agenda. Biden acknowledged the plight of American families in a statement, but said that “there are also signs that we will overcome this challenge.” In this article you will learn about current inflation rates in the US, estimates and forecasts of various economists.

ინფლაციამ გასული წლის განმავლობაში ანაზღაურება 1,7%-ით შეამცირა

გასულ წელს მაღალმა ინფლაციამ მთლიანად გადაფარა ხელფასების დიდი ზრდა და 10 თებერვალს გამოქვეყნებული ფედერალური მონაცემების მიხედვით, საშუალო მუშაკის ხელფასი თითქმის 2%-ით შემცირდა.

ამავდროულად ადგილი ჰქოონდა ხელფასების ზრდის ყველაზე სწრაფ ტემპს ბოლო 15 წლის განმავლობაში, რადგან დამსაქმებლები კონკურენციის ფონზე ცდილობენ შეინარჩუნონ ნიჭიერი თანამშრომლები. თუმცა პარალელურად იზრდება სამომხმარებლო ფასების ინდექსი საქონელსა და მომსახურებაზე ყველაზე სწრაფი წლიური ტემპით ბოლო 4 წლის განმავლობაში, რაც აუფასურებს ამ მიღწევებს ამერიკელებისთვის.

შედეგად „რეალური“ საათობრივი ანაზღაურება (შემოსავლებს მინუს ინფლაცია), აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, რომელიც გამოქვეყნდა 10 თებერვალს, დაეცა 1,7%-ით 12 თვეში, 2022 წლის იანვრამდე, რაც ნიშნავს 11,41 აშშ დოლარიდან 11,22 დოლარამდე ვარდნას.  რეალური შემოსავლის შემცირება უკეთ ჩანს ყოველკვირეულ შემოსავლებში, წმინდა ყოველკვირეული შემოსავალი შემცირებულია 3,1%-ით ანუ 399,52 აშშ დოლარიდან 387,06 აშშ დოლარამდე. „ ფასის ზეწოლა შინამეურნეობებზე უბრალოდ არ მთავრდება“-ამბობს გრეგ მაკბრაიდი, Bankrate-ის მთავარი ფინაანსური ანალიტიკოსი.

თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ანაზღაურების მნიშვნელოვანმა ზრდამ ზოგიერთ ინდუსტრიაში, როგორიცაა დასვენება და სტუმართმოყვარეობა, გადააჭარბა ინფლაციის მაჩვენებელს და დეკემბრიდან იანვრამდე მუშაკების ანაზღაურება ამ დარგში 0,1%-ით მეტი აღმოჩნდა ინფლაციაზე. ამ ყველაფერზე კი ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსმა ეკონომმისტმა გულდმა ასეთი განცხადება გააკეთა „თუ ეს ყოველთვიური ტენდენცია შენარჩუნდება, მუშები დაიწყებენ თავიანთი მსყიდველობითუნარიანობის ზრდას“. თუმცა მუხედავად მათი განცხადებებისა ვფიქრობ, რომ წინასწარ პროგნოზის გაკეთება უახლოეს თვეებში, ხელფასებთან და ინფლაციასთან დაკავშირებით, რთულია.

მოსალოდნელია, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა მარტში დაიწყებს საპროცენტო განაკვეთების ამაღლებას, რათა ინფლაცია დაძლიოს, თუმცა გაურკვეველია რამდენად აგრესიულად გააკეთებენ ამას Fed-ის წარმომადგენლები. ბევრი ეკონომისტი თვლის, რომ თუ მიწოდების ჯაჭვის პრობლემები გაუმჯობესდება და, მაგალითად, ფიზიკურ საქონელზე მომხმარებელთა მოთხოვნილება შემცირდება, ეს გამოიწვევს ინფლაციის შემცირებას 2022 წელს.

გულდმა ასევე განაცხადა, რომ პანდემიის შემცირების შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელფასების ზრდის ამგვარი ტემპები კიდევ გაგრძელდება და ამის ფონზე გაიზრდება მუშაკთა მიწოდება და გაადვილდება დაქირავება.

ინფლაცია და ხელფასების ზრდა

შრომის დეპარტამენტის მონაცემებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ინფლაციის მთავარი მაჩვენებელი, იანვარში 7,5%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, რაც ყველაზე სწრაფი ზრდაა 1982 წლის თებერვლის შემდეგ. ინდექსი ითვალისწინებს ბევრ საყოფაცხოვრებო ხარჯებს საქონელსა და მომსახურებაზე, ალკოჰოლიდან დაწყებული ხილით, ავიაბილეთებით, საავადმყოფოს მომსახურებით და მუსიკალური ინსტრუმენტებით დამთავრებული (იხ.გრაფიკი1). საშუალოდ, მომხმარებელი, რომელიც 100 დოლარს იხდიდა, დღეს გადაიხდის 107,50 დოლარს. ამავდროულად, საშუალო საათობრივი ხელფასი 2022 წლის იანვარში 5,7%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მაგრამ ინფლაცია და ანაზღაურება ოჯახებზე თანაბრად არ მოქმედებს-ეს საშუალო სტატისტიკაა.

გრაფიკი 1-ნახაზზე მოცემულია აშშ-ში სურსათის ფასების ცლილება 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე.

წყარო:შრომის სტატისტიკის ბიურო

თეთრი სახლის ეკონომიკური საბჭოს თანახმად, ბოლო 12 თვის ინფლაციის ზრდის დაახლოებით ნახევარი მიეკუთვნება ენერგიას, სატრანსპორტო სშუალებებს (ახალი და მეორადი ავტომობილები) და „პანდემიით დაზარალებული სერვისები“, როგორიცაა ავიაბილეთები, სასტუმროები და სხვადასხვა ღონისძიებები.

სამომხმარებლო ფასების ყოველთვიური ზრდა ოქტომბრის შემდეგ შენელდა, რაც ინფლაციის შენელებაზე მიუთითებს, მაგრამ ინფლაცია ასევე გახდა უფრო ფართო, რაც გავლენას ახდენს საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე, როგორიცაა საკვები, კომუნალური მომსახურება და საცხოვრებელი.

მაკბრაიდმა განაცხადა „გასულ წელს არა მხოლოდ სახლების ფასები გაიზარდა 20%-ით, არამედ ქირის გადასახადიც, რაც მხოლოდ იანვრის თვეში 0,5%-ით არის გაზრდილი“. „არაფერი არ ამცირებს საყოფაცხოვრებო ბიუჯეტს ისე, როგორც თავშესაფრისა და ქირის ხარჯების ზრდა, რომელსაც ამჟამად აქვს ადგილი“.

წლიური ინფლაციის ნაწილი ასევე გამოწვეულია ეგრეთ წოდებული „საბაზისო ეფექტებით“, თქვა გოლდმა.  ეს ნიშნავს, რომ ინფლაციის ამჟამინდელი მაჩვენებელი ფასდება 2021 წლის იანვართან შედარებით, როდესაც პანდემიის დროს ბენზინზე და სხვა საქონელზე სამომხმარებლო ფასები შემცირდა. [1]

უფრო მაღალი მოლოდინი განაკვეთების მატებასთან დაკავშირებით

CPI არის ბაზრებისთვის მთავარი, რადგან ინფლაცია განიხილება, როგორც ფედერალური სარეზერვო ბანკის საპროცენტო განაკვეთის ზრდის პირდაპირი გამომწვევი ფაქტორი და ეკონომისტები ეყრდნობიან ცენტრალური ბანკის მონაცემებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შენელდება ინფლაციის მაჩვენებელი (იხ გრაფიკი 2). Fed-მა ნათლად აჩვენა, რომ ის შეებრძოლება ინფლაციას და მოსალოდნელია, რომ საპროცენტო განაკვეთი, მარტის თვიდან, რამდენჯერმე გაიზრდება. [2]

მაღალი საპროცენტო განაკვეთის მოლოდინში გაიზარდა ობლიგაციებზე სარგებელი. იანვრის თვეში კი იპოთეკაზე მოთხოვნა 10%-ით დაეცა, რადგან 30 წლიანი ფიქსირებული სესხის საშუალო განაკვეთი 3,83%-მდე გაიზარდა.

ჩვენ ველოდებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 3.4%-ით 2022 წელს და 2.9%-ით 2023 წელს (შესაბამისად, 3.9%-დან და 3.1%-დან, გასული თვის პროგნოზით) – განაცხადა ბულარდმა,Wells Fargo Corporate & Investment Banking-ის მმართველი დირექტორი და უფროსი ეკონომისტი.

„შეერთებულ შტატებში შემოსული უცხოური საქონელი ხუთი თვის განმავლობაში რეკორდულად  259,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა დეკემბერში“, წერს  The Economic Outlook Group-ის მთავარი გლობალური ეკონომისტი ბერნარდ ბაუმოლი. „ეს იმპორტი ხელს უწყობს ამოწურული საწყობების შევსებას. მაგალითად, საცალო მარაგები გაიზარდა 4,4%-ით დეკემბერში ანუ $643,8 მილიარდამდე, რაც ყველაზე მაღალია პანდემიის დაწყებიდან.” მან ასევე განაცხადა, რომ იანვარში ხელფასებზე ნახევარი მილიონი მუშის დამატება შეაჩერებს ხელფასის ინფლაციის ზრდას. [3]

გრაფიკი 2-გრაფიკზე ნაჩვენებია სამომხმარებლო ფასების იდექსის ცლილება წინა წლებთან შედარებით ამერიკაში.

შენიშვნა: დაჩრდილული ადგილები მიუთითებს აშშ-ს რეცესიაზე.

წყარო: შრომის სტატისტიკის ბიურო. ’21 დეკემბრის მდგომარეობით.

არასწორი წარმოდგენები ინფლაციის შესახებ

ბევრ მოწინავე ინდუსტრიულ ქვეყანაში, 2021 წლის ბოლოსთვის მთლიანი ინფლაცია ორი ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს დონემდე გაიზარდა: დეკემბერში აშშ-ში 7% და ევროზონაში 5% (ორი რეგიონი ინფლაციას ოდნავ განსხვავებული გზით ზომავს). ამავდროულად, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის აჩქარებამ საწყისი პანდემიის ვარდნის შემდეგ, ბუნებრივია, ადგილი დაუთმო ზრდის ნელ ტემპს. ეს ემთხვევა უფრო ნორმალურ ტენდენციებს ახლა, როდესაც ძირითადი ეკონომიკა დაუბრუნდა ან უახლოვდება პანდემიამდე აღნიშნულ დონეს. ზრდის შენელებისა და ფასების მატების ეს კომბინაცია – რომელსაც ხშირად “სტაგფლაციას” უწოდებენ – დამღუპველია, თუ ის გაგრძელდება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს საფრთხე გადაჭარბებულია. ფასების მატება დიდწილად აიხსნება იმით, რომ მომწოდებლებს არ შეუძლიათ საკმარისი საქონლის მიწოდება სამომხმარებლო მოთხოვნის აღდგენისთვის. ერთი მთავარი მოვლენა, რომელიც აშკარა გახდა 2021 წლის ბოლოს, იყო ის, რომ წარმოებული საქონლის მიწოდება საკმარისად აღდგა ამ ინფლაციური დისბალანსის გამოსასწორებლად.[1][4]

ცენტრალური ბანკის როლი

Fed-ის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი მკაცრად საუბრობს ინფლაციაზე, ის ფიქრობს, რომ ბევრი ცენტრალური ბანკი შეიძლება შეცდეს, როდესაც ისინი შეეცდებიან, რომ ძალიან გაზარდონ საპროცენტო განაკვეთები ინფლაციის გასაკონტროლებლად. ინგლისის ბანკი ლიდერობდა დეკემბერში პირველი პოსტ-პანდემიური განაკვეთის ზრდის გამო (0,1%-დან 0,25%-მდე). რაც შეეხება ამერიკას, ფედერალური სარეზერვო სისტემა პირველი კურსის ზრდას გეგმავს მარტში-იმავე თვეში, როდესაც ის მიზნად ისახავს შეწყვიტოს ობლიგაციებისა და სხვა ფინანსური აქტივების ყიდვა ეკონომიკის გასაძლიერებლად. თუმცა რამდენიმე ეკონომისტი თვლის, რომ ეს ნაბიჯები საკმარისი არ იქნება და ისინი ამტკიცებენ, რომ ინფლაციის მუდმივი საფრთხის გათვალისწინებით, ცენტრალურმა ბანკებმა უფრო აგრესიულად უნდა გაზარდონ განაკვეთები. ცენტრალური ბანკების სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ფასების ზრდა, რა თქმა უნდა, შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდსი განმავლობაში. მაგალითად, როდესაც ომიკრონის ტალღა დაიკლებს, გაჩნდება საქონელზე დამატებითი მოთხოვნა, რომელსაც ძალიან მცირე მიწოდება, რომელიც გამოწვეული იქნება პანდემიური მდგომარეობით და რომლის აღდგენასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება, ვერ დააკმაყოფილებს, რაც გამოიწვევს ფასების ზრდას სხვადასხვა სერვისებში.  მრავალი განვითარებული ქვეყანა უკვე ხედავს ზეწოლას ხელფასებზე , რომელიც ბუნებრივად ვითარდება დასაქმების აღდგენის შედეგად , რადგან ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულებზე მეტი მოთხოვნაა. ამ ტენდენციას კიდევ უფრო აძლიერებს მუშახელის დეფიციტი, რომელიც ძირითადად გამოწვეულია მიგრაციის შეფერხებებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასების ზეწოლის შესახებ შეშფოთება საფუძვლიანია, ისინი მაინც უნდა ანაზღაურდეს მნიშვნელოვანი დეზინფლაციური იმპულსით, რომელიც სავარაუდოა 2022 წელს.[4]

დასკვნა

2021 წლის განმავლობაში აშშ-ს ეკონომიკა ძლიერად აღდგა, მაგრამ ინფლაციის ზრდამ ბევრი გააკვირვა. მოსალოდნელია, რომ აშშ 2022 წელს მშპ-ს ძლიერ ზრდას დააფიქსირებს. თუ უფრო მაღალი ინფლაცია შენარჩუნდება და შინამეურნეობების მსყიდველუნარიანობას კიდევ უფრო დაკარგავს, ამან შესაძლოა ზრდა რისკის ქვეშ დააყენოს. ვფიქრობ, რომ თუ მაღალი ინფლაციის შედეგად შინამეურნეობების მსყიდველუნარიანობის შემცირება შენარჩუნდება, მომხმარებლებმა ან უნდა შეამცირონ რეალური ხარჯები, ან დაზოგონ დანაზოგი. ნებისმიერმა განვითარებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სამომხმარებლო ხარჯებს და შესაბამისად, მშპ-ს რეალურ ზრდას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.cnbc.com/2022/02/10/inflation-eroded-pay-by-1point7percent-over-the-past-year.html
  2. https://www.cnbc.com/2022/02/09/january-consumer-inflation-expected-to-rise-7point2percent-highest-since-1982.html
  3. https://www.usnews.com/news/economy/articles/2022-02-10/consumer-inflation-continued-to-soar-in-january-rising-7-5
  4. https://theconversation.com/inflation-will-probably-melt-away-in-2022-central-banks-will-do-far-more-harm-trying-to-tackle-it-174564