მსოფლიო ბანკის მეთერთმეტე პრეზიდენტი

რედაქციისაგან
“დედამიწაზე ჯერ კიდევ არსებობს ეშმაკი – ხალხი და იდეები, რომლებიც ამერიკის მიმართ სიძულვილს გამოხატავენ”.
2007 წლის 11 ივლისის შემდეგ რობერტ ზოელიკი მსოფლიო ბანკის რიგით მე-11 პრეზიდენტია, რისი კანდიდატურა ჯორჯ ბუშმა მიმდინარე წლის 30 მაისს წარადგინა. ილინიოსის შტატელმა და გერმანული წარმოშობის რობერტ ზოელიკმა ჰარვარდის იურიდიული სკოლა დაამთავრა და მოსამართლე ქალს პატრიცია უოლდს კლერკად ემსახურებოდა. 1985-1988 წლებში მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა აშშ-ის სახაზინო განყოფილებაში მრავალი პოზიცია შეიცვალა. 1993-1997 წლებში ის Federal National Mortgage Association-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და აშშ-ის ნავალის აკადემიაში პროფესორი იყო. 2000 წელს ის აქტიურად ჩაება საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში და აშშ-ს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯორჯ ბუშის მრჩევლად მოევლინა. ჯორჯ ბუშის გაპრეზიდენტების შემდეგ რობერტ ზოელიკი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის აქტიური ფიგურაა და სწორედ მან დააგვირგვინა ჩინეთთან და ტაივანთან მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელიც მათ WTO-ში გაწევრიანებას ეხებოდა.
მას მერკანტილურ პიროვნებად ახასიათებენ და არსებული ინფორმაციით, ის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ფილოსოფიას პატივს სცემს და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას აშშ-ის ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ იყენებს.
რობერტ ზოელიკის გაპრეზიდენტებიდან ჯერ ერთი თვეც არ გასულა, მაგრამ ის უკვე ბევრმა შეიძულა. მან მოხსენებაში განაცხადა, რომ რუსეთი, ჩინეთი, მექსიკა, არგენტინა და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანა ძალიან ცუდად იმართება, რაც აღნიშნულ ქვეყნებს კარგს არაფერს მოუტანს. ჩამოთვლილი ქვეყნების მნიშვნელოვანი ფიგურები მსოფლიო ბანკის ახალი პრეზიდენტის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას არ ფარავენ, ამ მხრივ, განსაკუთრებით ჩინეთი აქტიურობს.
თვალი მივადევნოთ რობერტ ზოელიკის შემდგომ მოღვაწეობას. მას მოკრძალებულ რჩევას მივცემთ და შევახსენებთ, რომ პოლ ვოლფოვიჩის მეგობარი ქალი და მისი ხელფასი მხოლოდ შესანიშნავი საბაბი აღმოჩნდა ვოლფოვიჩის არენიდან მოსაშორებლად. ჭექა-ქუხილის დროს კი ხშირად არ წვიმს.