მსოფლიო ეკონომიკაში სერიოზული დაძაბულობაა
მოამზადა ეკა წირღვავამ
ივლისში მსოფლიო ეკონომიკის ძირითადი ინტრიგა იყო: დოლარის ევროსთან მიმართებაში უპრეცედენტო ვარდნა, ის 1.4 ნიშნულს უახლოვდება, როგორც ამას ჩვენ ვვარაუდობდით წლის დასაწყისში (იხილეთ ს.ე. #1) და ნავთობპროდუქტებზე ფასების ასევე რეკორდული ზრდა, რომელიც ბარელზე 78-80 დოლარს უახლოვდება.
ყველა მონაცემით ეს ორი ძირითადი ტენდენცია შენარჩუნებული იქნება მსოფლიო ბაზარზე სექტემბრის ბოლომდე, კერძოდ, ისევე როგორც ოქროზე და ლითონებზე, ფასები გაიზრდება საკვებ პროდუქტებზე – ხორბალზე, შაქარზე, ზეთზე და ხორცზე. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო ინდექსი და ბინათმშენებლობის მაჩვენებელი, ისევე როგორც სავაჭრო ბალანსის დეფიციტი აშშ-ში სახარბიელო არ არის. საერთოდ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და აშშ-ში ეკონომიკის ზრდის ტემპი დამაკმაყოფილებელია. ძვირდება ცხოვრება და იზრდება კორპორატიული მოგება და ინვესტიციების დონე. კონკურენცია საერთაშორისო ბაზარზე მძაფრდება, მაგრამ კომპანიების შეძენის და შერწყმის კუთხით რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა
მიმდინარე განაკვეთები: 5.25%
ბოლო ცვლილებები 29.06.2006, +0.25%
სავარაუდო მონაცემები 2007 წლის ბოლოსათვის და 2008 წლის დასაწყისისთვის: 5.25%/5.50%
კომენტარი: აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საბაზო განაკვეთები ცვლილებების გარეშე – 5,25%-ის დონეზე დატოვა. 2007 წლისბოლომდე საბაზო განაკვეთი და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული პოლიტიკა უცვლელი დარჩება. განაკვეთების შემცირების ალბათობა არ არსებობს, პირიქით, სავარაუდოდ 2008 წლის დასაწყისში ეს განაკვეთები გაიზრდება. ეს დადებით ზეგავლენას მოახდენს დოლარის კურსზე 2007 წლის მეორე ნახევარში.
ივლისის შუა რიცხვებში დოლარის კურსის ვარდნამ სავალუტო ბაზრის შეშფოთება გამოიწვია, საქმე ისაა, რომ მეორად ბაზარზე იპოთეკური დაკრედიტება პროვოცირებას ახდენს დაკრედიტებაზე, მასშტაბური შეზღუდვების შემოღებაზე, რაც აშშ-ის ეკონომიკის უკან სვლას და წლის ბოლოსთვის ფედერალურ ფონდებში განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს.
პროგნოზები უახლოესი მომავლისთვის: აგვისტოს დასაწყისისთვის მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მოვლენების განვითარება როგორც აშშ-ის ეკონომიკის განვითარების, ასევე ინფლაციის დონესთან მიმართებაში. მოსალოდნელია, რომ მეწარმეთა ფასების ინდექსი 0,2%-ით გადიდდება, რაც ბოლო 5 თვის მანძილზე ყველაზე მცირე ზრდა იქნება. ამავე დროს სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0,1% იქნება, მაისში ეს მაჩვენებელი 0,7% იყო. ეს მონაცემები ინფლაციურ ზეწოლას შეამცირებს და ფედერალურ სარეზერვო სისტემას იძულებულს გახდის შეამციროს ფედერალური ფონდების დისკონტის განაკვეთები. დოლარზე გარკვეულ დადებით ზეგავლენას მოახდენს სამრეწველო წარმოების მონაცემები (პროგნოზი – 0,4% მაისის თვის 0,0%-თან შედარებით). სუბსტანდარტული დაკრედიტებისათვის დიდი მნიშვნელობა ექნება სამშენებლო სექტორის მონაცემებს: მშენებლობების დაწყება (1,45 მლნ მაისში – 1,47 მლნ-თან შედარებით), მშენებლობებზე ნებართვების გაცემა (პროგნოზი – 1,49 მლნ 1,52 მლნ-სთან შედარებით).
იაპონია, იაპონიის ბანკი
მიმდინარე განაკვეთები: ოვერნაითის განაკვეთები= 0.50%
ბოლო ცვლილებები 21.02.2007, +0.25%
სავარაუდო მონაცემები 2007 წლის ბოლოსათვის და 2008 წლის დასაწყისისთვის: 0.75%/1.50%
კომენტარები: ივლისში იაპონიის ბანკმა ოვერნაით-ის განაკვეთები ცვლილებების გარეშე – 0,5%-ის დონეზე დატოვა. თებერვალში საბაზო განაკვეთის 0,25%-დან 0,5%-მდე გაზრდის შემდეგ ბაზარი ამ მაჩვენებლის აგვისტოსა და სექტემბერში კიდევ 0,25%-ით ზრდას ელოდება.
დიდი ბრიტანეთი – ინგლისის ბანკი
მიმდინარე განაკვეთები – 5,75%
ბოლო ცვლილებები – 05.07.2007, +0.25%
სავარაუდო მონაცემები 2007 წლის ბოლოსათვის და 2008 წლის დასაწყისისთვის: 5,75 / 6,00%
კომენტარები: ინგლისის ბანკმა ივლისში საპროცენტო განაკვეთები 0,25%-დან 5,75%-მდე გაზარდა. ვითარების მიხედვით ინფლაციური ზეწოლის დინამიკამ ბრიტანეთში ინგლისის ბანკს შეიძლება განაკვეთების კიდევ რამდენჯერმე – 6,25%-მდე გაზრდისკენ უბიძგოს.
ფუნტის გამალებული ზრდა ივლისის შუა რიცხვებში მწარმოებლების ფასების ინფლაციამ გამოიწვია, რომელმაც ნავთობზე ფასების ზრდის ფონზე, ივლისის დასაწყისში ექვსთვიან მაქსიმუმს მიაღწია. ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა ზემოქმედებას ახდენს მწარმოებლების ფასების ზრდაზე, მაგრამ ამავე დროს ქმნის ინფლაციის საშიშროებას. ბრიტანეთის ვალუტაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა საცალო გაყიდვების მაჩვენებლებმა და სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა, რომელიც მაისის თვის მონაცემთან – 6,9 მლრდ-თან შედარებით 6,3 მლრ-მდე შემცირდა.
ევროზონა – ერთიანი ევროპული ვალუტა – ევრო
ივლისის შუა რიცხვებში ევროს ზრდას ხელი შეუწყო, პირველ რიგში, ტექნიკურმა ფაქტორებმა, ევრო/დოლარის წყვილის კურსმა წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია. მეორე, ერთიანი ვალუტის კურსის ზრდას ხელი შეუწყო ევროზონის სხვადასხვა ჩინოვნიკების მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა. კერძოდ, ევროზონის ცენტრალური ბანკის მმართველობის საბჭოს წევრის იურგენ შარკის კომენტარებმა იმის შესახებ, რომ ისინი არ არიან ვალდებულნი ინტერპრეტაცია გაუკეთონ ერთიანი ვალუტის კურსის მაჩვენებლებს, რომელსაც ის ყოველდღიურად აღწევს, არ უნდა ახდენდნენ ვალუტის კურსის ფასების ცვლილების გაზვიადებას. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა მიხაელ გლოსმა კი განაცხადა, რომ ევროს კურსის ზრდა ევროზონის ძლიერი ეკონომიკის დამსახურებაა. მან აღნიშნა, რომ ევროს კურსი ისეთია, რაც ევროზონის უბრალოდ არსებობისთვისაა საჭირო. მან ასევე აღნიშნა, რომ წინააღმდეგია ყოველგვარი ჩარევისა, რაც ევროს დასუსტებას გამოიწვევს. “ვალუტის კურსი უნდა განსაზღვროს ბაზარმა და არა ხელისუფლებამ – აცხადებს გლოსი.
ფერადი ლითონის ბაზრის განვითარების მდგომარეობა და პროგნოზები
ფერადი მეტალურგიის აქტივობა კონსოლიდაციური გარიგებების მომზადებაში მაღალ დონეზე რჩება. ახალი სიმძლავრეების გამოჩენის შედარებით მნიშვნელოვანი პოტენციალი ფორმირდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც შიდა მოხმარების ზრდა უზრუნველყოფს ლითონების ექსპორტის შემცირებას. მნიშვნელოვნად ფართოვდება PP-ის გეოგრაფია და ახალი საწარმოების მშენებლობა აფრიკის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და რუსეთის ფედერაციის ხარჯზე. პოსტსაბჭოურ სივრცეში მოდური გახდა უცხოური კომპანიების შევიწროება და პრივატიზაციის შედეგების გადახედვა.
ტყვია – იზრდება ამ ლითონის მოხმარება და დეფიციტი, რაც განაპირობა ბოლო ნახევარი წლის მანძილზე მასზე ფასის ზრდამ.
ყაზახეთში 2007 წლის იანვარ-მაისის თვეებში დაუმუშავებელი ტყვიის წარმოება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,4%-ით შემცირდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კი ამ პერიოდისთვის ტყვიის წარმოება 6,7%-ით გაიზარდა. ექსპორტი 49,1%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტი 7,1%-ით გაიზარდა. ქვეყანაში ლითონის გაძვირების ტენდენცია შეიმჩნევა წარმოების მოცულობის შემცირებისა და ჩინეთის მიერ ტყვიის ექსპორტის 13%-იანი გადასახადის მოხსნის ხარჯზე, რაც საგარეო ვაჭრობის პროფიციტს ამცირებს.
განსუს პროვინციაში სრულდება ტყვიისა და თუთიის მეტალურგიული კომბინატის მშენებლობა, რომლის სიმძლავრეც წელიწადში 50 ათასი ტონა იქნება. საწარმოში დანადგარების 90% უკვე დამონტაჟებულია.
სინცზიანში შეიქმნა “სინცზიანის ფერადი მეტალურგიისა და “ჩინეთის ცენტრალურ-აზიის ოქროს ჯგუფის ერთობლივი საწარმო – ლითონის მომპოვებელი კომპანია ციანსინი, რომელიც კეტალის საბადოს დაამუშავებს ფუინ სუარის ოლქში.
თუთია – ბაზარი სტაბილურია – ნახევარი წლის მანძილზე ფასების ზრდის ტენდენცია არ შეინიშნება.
ყაზახეთში 2007 წლის იანვარ-მაისის თვეებში დაუმუშავებელი თუთიის წარმოება 0,6 %-ით გაიზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთთან შედარებით.
ჩინეთში 2007 წლის იანვარ-მაისის თვეებში თუთიის წარმოება 22,1%-ით გაიზარდა, რაფინირებული ლითონის ექსპორტი – 117,7%-ით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტი 47%-ით შემცირდა.
2007 წლის აპრილში თუთიის კონცენტრატის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 186%-ით გაიზარდა.
სპილენძი – 2007 წლის იანვარ-მაისის თვეებში რაფინირებული ლითონის წარმოება 3,8%-ით გაიზარდა, ამასთან ჩინეთში მისი წარმოება 47 ათასი ტონით გაიზარდა, ინდოეთში – 53 ათასი ტონით, ასევე გაიზარდა სპილენძის წარმოება იაპონიასა და ჩილეში.
2007 წლის იანვარ-აპრილში სპილენძის მსოფლიო მოხმარება 6,7%-ით გაიზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან ჩინეთის წილი მსოფლიო მოხმარებაში გასული წლის 1,2 მლნ ტონიდან 1,6 მლნ ტონამდე გაიზარდა.
ბოლო 6 თვის მანძილზე შეინიშნება სპილენძის ფასების ზრდის ტენდენცია.
ევროპაში უმსხვილესმა სპილენძგადამდნობმა კონცერნმა “Norddeutsche Affinerie -მა და მისმა კონკურენტმა ჩუმერიო -მ /ბელგია/ გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს.
კონგოში კი განახლდა ადრე კონსერვირებულ საბადოებში სპილენძის მოპოვება და მოსალოდნელია ახალი მოპოვებებისა და მეტალურგიული აქტივების ექსპლოატაციაში გაშვება.
ყაზახეთში 2007 წლის იანვარ-მაისში რაფინირებული სპილენძის წარმოება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,9%-ით გაიზარდა.
ჩინეთში 2007 წლის იანვარ-მაისში ამ ლითონის წარმოება 11,5%-ით – 1,27 მლნ ტონამდე გაიზარდა, იმპორტი – 37 %-ით შემცირდა. მოპოვება – ორჯერ და მარაგი სამჯერ გაიზარდა.
კალა – ბაზარი არასტაბილური რჩება, მაგრამ ბოლო 6 თვის მანძილზე ფასების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა.
ჩინეთში 2007 წლის იანვარ-მაისში ლითონის წარმოება 14%-ით გაიზარდა. ექსპორტი კი – 56,4%-ით.
ოქრო – ბოლო 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი მერყეობის ფონზე მისი ფასის ზრდის ტენდენცია შეინიშნება.
ტაჯიკეთში ბრიტანული კომპანია Aavocet-ი ყიდის ადგილობრივ კომპანია ზარავშანს ჩინურ Zijin Mining-ზე.
2007 წლის იანვარ-მაისში ყაზახეთში რაფინირებული ოქროს წარმოება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა.
ჩინეთში კანადური Golden China Resources Corp-მა დაიწყო ბეინხარში საბადოსა და წყაროს მშენებლობის პროექტი. ჩინეთის ხელისუფლება ტიბეტის მთებზე ოქროს მოპოვებას აკრძალავს.
ქვეყანაში ოქროს წარმოება 2007 წლის I კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16 %-ით – 56,188 ტონამდე გაიზარდა.
ვერცხლი – ნახევარი წლის მანძილზე ფასების ზრდის ტენდენცია შეინიშნება.
მონღოლეთში მზადდება A30B-ის მნიშვნელოვანი საბადო, რომლის ინვესტირებაზეც რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერით ინტერესს კომპანია A30B-ი იჩენს.
ყაზახეთში 2007 წლის იანვარ-მაისში ვერცხლის წარმოება 5,5%-ით შემცირდა, ჩინეთში კი – 2007 წლის I კვარტალში 16%-ით 56,188 ტონამდე.
მსოფლიო ბაზრის განვითარების პროგნოზები
ფერად მეტალურგიაში ბაზრის აქტიურობის ზრდა ყველაზე მეტად მოსალოდნელია სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. გაიზრდება ახალი სიმძლავრეების მშენებლობის პროექტები, რომელთა რეალიზებაც პოსტსაბჭოურ სივრცეში მოხდება.
ტყვია – მოსალოდნელია, რომ ახალი ტყვია-თუთიის კომბინატი ჩინეთში ექსპლოატაციაში 2008 წლამდე შევა.
თუთია – მოსალოდნელია ახალი სიმძლავრეების შექმნა ავსტრალიაში, ბოლივიაში, კანადასა და სხვა ქვეყნებში.
ჩინეთში 2007 წელს თუთიის წარმოება 15%-ით გაიზარდა, 2005 წელთან შედარებით. 2010 წლისთვის ლითონის წარმოების სიმძლავრეები 5 მლნ ტონამდე გაიზრდება. მოსალოდნელია, რომ ახალი ტყვია-თუთიის კომბინატი განსუს პროვინციაში 2008 წელს შევა ექსპლოატაციაში. ნაკლებად სარწმუნოა, რომ 2008 წელს ექსპორტთან შედარებით იმსპორტის ზრდის ტენდენციები შეიცვლება.
სპილენძი – მოსალოდნელია, რომ ამ ლითონის ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უახლოეს წლებში ჩინეთში მასზე მოთხოვნის გაზრდა იქნება.
მექსიკაში 2013 წლამდე მოსალოდნელია სპილენძის კონცენტრატის წარმოების სიმძლავრის ზრდა.
ეგვიპტეში საერთაშორისო Glenkore-ი და ადგილობრივი EI Sewedy Cables- ი 2008 წელს დაიწყებენ 850 მლნ დოლარის ღირებულების ქარხნის მშენებლობას, წელიწადში 300 ათასი ტონა სპილენძის წარმოების სიმძლავრით, მას Glenkore-ი 1 მლნ ტონა კონცენტრატით მოამარაგებს.
კონგოსა და ზამბიაში პოლიტიკური სტაბილიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში, ჩინეთის ინვესტიციით 2013 წლისთვის შესაძლებელია სპილენძის წარმოება რეგიონში წელიწადში 2 მლნ ტონამდე გაიზარდოს.
ევროპაში ახალი გერმანულ-ბელგიური კონცერნი სპილენძის კატოდების მწარმოებელ მსოფლიო ლიდერებს შორის მე-3 ადგილს დაიკავებს.
ინდოეთი 2011 წლისთვის შიდა მოთხოვნის გაორმაგებისა და ექსპორტის შემცირების ფონზე,
შეიძლება სპილენძის ნეტო-იმპორტიორი გახდეს.
კალა – ინდონეზიაში მოსალოდნელია გაგრძელდეს ბაზრის რეგულირების პოლიტიკა, რაც ავსტრალიისთვის მაროკოში წყაროების მოპოვებისათვის უკეთეს პირობებს შექმნის და უზრუნველყოფს ინდოეთისა და ჩინეთში ამ ლითონზე გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
ოქრო – 2007 წელს მოპოვების მნიშვნელოვანი ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია.
ჩინეთში საიუველირო წარმოების მაღალი მოთხოვნა ხელს შეუწყობს ამ სფეროში ინვესტიციებს შემოდინებას უახლოესი 5-10 წლის მანძილზე. 2007 წელს წარმოება 8,3%-ით – 260 ტონამდე გაიზრდება, არც ჩინეთს მსოფლიოში, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზე გასვლის საშუალებას მისცემს.
მოსალოდნელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მონაწილეობა მიიღოს ოქროს მოპოვებაში აფრიკაში, ვიეტნამში, რუსეთში და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში.
ვერცხლი – აშშ-ში 2008 წელს შეიქმნება ახალი მომპოვებელი და გადამამუშავებელი სიმძლავრეები.