მსოფლიო ეკონომიკის აქტიურად ზრდა გრძელდება

მოამზადა ნატალია ბიკაშვილმა

მსოფლიო ეკონომიკის აქტიური ზრდა კვლავაც გრძელდება და მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზები, (2007 წლის აპრილში 4,9%-ს შეადგენდა), ხელახალი გადასინჯვის შემდეგ 5,2%-მდე გაიზარდა. ეს არის პროგნოზი 2007 და 2008 წლებისთვისთვის. რაც შეეხება ამ ხელსაყრელი პერსპექტივების რისკებს, ისინი გარკეულწილად სიტუაციას აუარესებენ.

2007 წლის პირველ ნახევარში მსოფლიო ეკონომიკის განვითარება სწრაფი ტემპებით გრძელდებოდა. მართალია, აშშ-ში წლის პირველ კვარტალში ზრდა შენელდა, მაგრამ უკვე მეორე კვარტალში, უკანასკნელი მონაცემების შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის ტემპებმა კვლავ იმატა. უმეტეს ქვეყნებში კი გრძელდებოდა ეკონომიკური საქმიანობის აქტიური ზრდა. ევროს ზონაში და იაპონიაში ეკონომიკური ზრდის დინამიკა აჭარბებდა ტრენდს და გაჩნდა გარკვეული დადებითი ნიშნები, რაც ეკონომიკის განვითარებაში შიდა მოთხოვნის როლის ზრდას მოწმობს. ქვეყნები, სადაც ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, ინარჩუნებს ზრდის საგრძნობ ტემპებს, ამასთან, წამყვანი როლი ითამაშა ეკონომიკის სწრაფმა ზრდამ ჩინეთში, ინდოეთსა და რუსეთში.
მსოფლიო ეკონომიკის აქტიური ზრდის მიუხედავად, ინფლაცია საერთოდ კონრტოლქვეშაა, თუმცა ქვეყნები, სადაც ბაზარი ჩამოყალიბებული არ არის და განვითარებადი ქვეყნები მის ზრდად ზეგავლენას განიცდიან, განსაკუთრებით ენერგომატარებლებზე და კვების პროდუქტებზე ფასების მომატების შემდეგ. შეზღუდული სარეზერვო საწარმოო სიმძლავრეების პირობებში ნავთობზე ფასმა კვლავ რეკორდულ მნიშვნელობას მიაღწია, მაშინ, როდესაც კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა დაჩქარდა არასაკმარისი მიწოდებისა და ბიოსათბობის უფრო ფართო მოხმარების გამო.
ზემოხსენებული პირობების გათვალისწინებით, 2007 და 2008 წლებისთვის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5,2%-ს შეადგენს, რაც როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში 0,3 პუნქტით მეტია 2007 აპრილის პროგნოზთან შედარებით (იხ. ცხრილი). შეფასებების გადასინჯვა ყველაზე მეტად განვითარებად ქვეყნებს და იმ ქვეყნებს შეეხო, სადაც ფორმირებადი ბაზარია. ჩინეთში, ინდოეთსა და რუსეთში ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს შორის აშშ-ში მოსალოდნელია 2%-იანი ზრდა, (რაც 0,2 პუნქტით ნაკლებია 2007 წლის აპრილის პროგნოზთან შედარებით), თუმცა მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური აქტივობის ტემპები მთელი წლის განმავლობაში კვლავ იმატებს და დაუბრუნდება პოტენციალის შესაბამის დონეს 2008 წლის შუა პერიოდისთვის. ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო შეფასებები ევროზონისთვის, განსაკუთრებით გერმანიისთვის და იაპონიისთვისაც, ასევე გაიზარდა.
მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებული რისკების საერთო ბალანსმა გარკვეულწილად გააუარესა სიტუაცია. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რისკის ცალკეული ფაქტორების შეფასებებში ცვლილებები იქნა შეტანილი. მაღალი, მდგრადი ეკონომიკური ზრდის პირობებში ძლიერდება შეზღუდვები მიწოდების სფეროში და 2007 წლის აპრილის შემდეგ გაიზარდა ინფლაციის რისკი, რის შედეგადაც გაიზარდა იმის ალბათობა, რომ ცენტრალურ ბანკებს აუცილებლად მოუწევთ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დამატებით გამკაცრება. კვლავაც შეშფოთებას იწვევს ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდის რისკი. როგორც “ფინანსური ბაზრის სიახლეები”-ს გამოცემაშია აღნიშნული, რისკები ფინანსურ ბაზრებზეც გაიზარდა, რაც დაკავშირებულია ზოგიერთ სექტორში კრედიტის ხარისხის გაუარესებასა და საბაზრო ვოლატილურობის გაძლიერებასთან.
იმავდროულად, ზოგიერთი სხვა რისკი შედარებით დაბალანსებულია, კერძოდ, მართალია, გრძელდება საბინაო სექტორის გამოსწორება, მაგრამ სიტუაციის გაუარესების საერთო რისკები, რომლებიც აშშ-ში შიდა მოთხოვნასთანაა დაკავშირებული, გარკვეულ წილად შემცირდა. საბაზისო პროგნოზების შედგენისას ევროს ზონაში და ქვეყნებში, სადაც ბაზარი ჩამოყალიბების პროცესშია, გათვალისწინებული იყო და ნაწილობრივ რეალიზებული კიდეც ზრდის გაძლიერების რისკები, რომლებიც 2007 წლის აპრილში “მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები”-ს გამოცემაში განიხილებოდა. გარდა ამისა, გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული გლობალური დისბალანსების მოუწესრიგებელი დარეგულირების რისკების შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა კვლავაც შეშფოთებას იწვევს პროტექციონისტული მოთხოვნები.

1