როგორ აფასებენ მენეჯერებს დასავლეთში

რედაქციისაგან

ამერიკულმა ჟურნალმა Fortune ბრიტანული კვლევითი კომპანია BოარდEხ-ის დახმარებით ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერების რეიტინგი შეადგინა. ანალიტიკოსებმა ყურადღებით შეისწავლეს Fortune Global 500-ის სიაში შემავალი კომპანიების მმართველთა წლიური ხელფასები, შეღავათები და ბონუსები.

სულ სიაში მოხვდა მსხვილი კორპორაციების 20 მმართველი. ერთად აღებული, მათ გასულ წელს გამოიმუშავეს 249,7 მილიონი დოლარი- თითოეულზე დაახლოებით 12,5 მილიონი. რეიტინგში მოსახვედრად აუცილებელი იყო ყოველწლიურად სულ მცირე 6,7 მილიონი დოლარის გამომუშავება.
2006 წელს პირველი ადგილი დაიკავა ფრანგული ავტომწარმოებელი კომპანია ღენაულტ-ის ხელმძღვანელმა კარლოს გონმა ( Carlos Ghosn ), რომელმაც 45,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხაში არ შედის მილიონობით დოლარი, რომელსაც იგი იღებს ღენაულტ-ს “შვილობილი” კომპანიის, იაპონური Nissan-ის მმართველობისთვის. 2005 წლის შემდეგ მისი ხელფასი 7-ჯერ გაიზარდა.
მეორე ადგილი ასევე ფრანგმა დაიკავა. იგი არის L’Oreal-ის გენერალური დირექტორი ჟან პოლ აგონი ( Jean-Paul Agon ). იგი გაცილებით ნაკლებს იღებს, ვიდრე გონი, სულ 19,3 მილიონ დოლარს.
მესამე ადგილზეა ალესანდრო პროფიუმო, იტალიური საბანკო ჯგუფის Unicredit-ის ხელმძღვანელი, 18,1 მილიონ დოლარიანი შემოსავალით. მეოთხე ხაზი წილად ხვდა არუნ სარინს (Arun Sarin), ბრიტანული კომპანია Vოდაფონე-ის გენერალურ დირექტორს, რომელმაც 2006 წელს 15,2 მილიონი დოლარი მიიღო. მეხუთე ადგილზეა იტალიური Aსსიცურაზიონი General-ის თავმჯდომარე ანტუან ბერნხაიმი (Antoine Bernheim), რომელმაც 14,2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მეექვსე ადგილი ერგო გერმანული Deutsche Bank-ის ხელმძღვანელსა და თავმჯდომარეს იოზეფ აკერმანს (Josef Ackermann ). მას კომპანიამ 2006 წელს 12,4 მილიონი დოლარი გადაუხადა. მეშვიდე ადგილზეა ფრანგი ანრი დე კასტრი (Henri De Castries) კომპანიიდან AXA (12,1 მილიონი დოლარი). მას ოდნავ ჩამორჩა ფრანგული ნავთობკომპანია თოტალ-ის გენერალური დირექტორი ტიერი დემარესი (Thierry Desmarest), რომლის შრომის ანაზღაურება 10,8 მილიონი დოლარია. საინტერესოა, რამდენს მიიღებს იგი კომპანიისთვის გადამწყვეტ 2007 წელს, რომელმაც შეთანხმება დადო რუსეთის “გაზპრომთან” გიგანტური შტოკმანის გაზის საბადოს ერთობლივად დამუშავების შესახებ.
მეცხრე ადგილი უკავია დენიელ ბუტონს (Daniel Bouton) ფრანგული ბანკიდან შოციეტე Gენერალე, ხოლო მეათე – ალფრედო საენცს (Alfredo Saenz), ესპანური Bანცო შანტანდერ-ის ხელმძღვანელს. სხვათაშორის, ამ უკანასკნელის ხელფასი პირდაპირ იქნება დამოკიდებული კონსორციუმის (რომელშიც შედის შანტანდერ-იც) წარმატებაზე, ჰოლანდიურ ბანკ ABN Amro-ს შესყიდვაზე. მოსალოდნელი ხელშეკრულება იქნება უდიდესი მოვლენა ბანკების გაერთიანების ისტორიაში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყიდის ბანკს: შანტანდერ-ი თავის მოკავშირეებთან ერთად, თუ მათი კონკურენტი Barclays.
შეღავათებით მოსარგებლენი
ამ რეიტინგში ყველაზე საინტერესოა ის, თუ როგორ არიან გადანაწილებულნი ევროპაში მაღალანაზღაურებადი მენეჯერები. სამ ხაზს იტალიელები იკავებენ. ორ-ორს ბრიტანელები და შვიცარიელები, ხოლო თითო-თითო ხაზს ევროპის რეიტინგში იკავებენ მენეჯერები გერმანიიდან, ესპანეთიდან და ნიდერლანდებიდან. თუმცა, 20 რეიტინგში მოხვედრილი მენეჯერიდან 10 საფრანგეთში მუშაობს.
რა არის ამის მიზეზი? ფრანგულ ბიზნეს-ტრადიციებში, რომლებიც ტოპ-მენეჯერებს კომპანიის აქციების ყიდვაზე უზარმაზარი ოპციონებითა და ე.წ. “ოქროს პარაშუტებით” უზრუნველყოფენ, სამსახურიდან დათხოვნა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ტრადიცია იმდენად სულელურად ჟღერს, რომ ახალმა ხელისუფლებამ უკვე დაიწყო იმ კანონის განხილვა, რომელიც ბოლოს მოუღებს ფრანგი მენეჯერების ტკბილ ცხოვრებას.
საკმარისია აღვნიშნოთ, რომ 2006 წელს ტოპ-მენეჯერების ხელფასი 59%-ით მეტი იყო, ვიდრე 2005 წელს და გარკვეული როლი ითამაშა აქ გონის 43 მილიონ დოლარად ღირებულმა ოპციონების პაკეტმა.
მოსალოდნელია, რომ ახალი დოკუმენტი ბონუსების ოდენობას მიაბამს კომპანიის მაჩვენებლებს და თუ არ აკრძალავს, შეზღუდავს მაინც ოპციონების დარიგებას. სხვა ევროპელი მენეჯერები უკვე დიდი ხანია, რაც ეფექტურობის ხანგრძლივად უზრუნველყოფის პირობებში მუშაობენ. თუმცა, ფრანგებიც უკვე ხვდებიან, რომ ოპციონები არამიმზიდველია – 7,6 მილიონი დოლარის პაკეტზე მომავალ წელს უარს იტყვის დამზღვევი AXA-ის ხელმძღვანელი, რომელსაც ამჟამად რეიტინგში მეშვიდე ადგილი უკავია.
ბოლოს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპა საკმაოდ ცოტას უხდის თავის ტოპ-მენეჯერებს, ხოლო მსხვილი კორპორაციის ხელმძღვანელობა გაცილებით უფრო ხელსაყრელია რუსეთში. ამას მოწმობს კონსალტინგური კომპანიაHay Group-ის მონაცემები, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში შეეცადა გაეგო კომპანიების უმაღლეს მმართველთა ხელფასები მთელ მსოფლიოში.
გაირკვა, რომ პირველ სამეულში შედის არაბეთის გაერთიანებული ემირატები, საუდის არაბეთი და ჰონკონგი. მეოთხე ადგილზეა რუსეთი , ხოლო მეხუთეზე-თურქეთი. განვითარებად ქვეყნებში დამატებით უხდიან რისკისთვის. თუ არა ეს, მაშინ რით აიხსნება ის, რომ მეორე ხუთეული შედგება მექსიკის, უკრაინის, ტაილანდის, სინგაპურისა და არგენტინისგან?
ევროპის არცერთი ქვეყანა ათეულში არ შევიდა.