რუსეთი აშშ-ის კონკურენტი არ არის
რედაქციისაგან
ამერიკის შეერთებული შტატები, კონკურენტუნარიანობის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკური რეიტინგის ლიდერია. რუსეთი კი ამ რეიტინგში 58-ე ადგილზეა. გასულ წელთან შედარებით, რუსეთი ორი პოზიციით მაღლა გადაადგილდა. რეიტინგის ავტორები რუსეთის ეკონომიკის ძლიერ მხარედ მის ბუნებრივ რესურსებს და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს მიიჩნევენ, ხოლო სუსტ მხარედ – ბიზნეს-კლიმატის ხარისხსა და კომპანიების კონკურენტუნარიანობის დონეს.
რეიტინგში შეტანილია 131 ქვეყანა. აშშ ინარჩუნებს თავის სტატუსს, როგორც მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა.
კონკურენტუნარიანობის მიხედვით შერჩეული ქვეყნების ლიდერი აშშ-ია, ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრო აცხადებს, რომ იქ მშპ 2007 წლის მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,9%-ით გაიზარდა.
აშშ-ის შემდეგ რეიტინგში მეორე ადგილზეა შვეიცარია, შემდეგ დანია, შვეცია, გერმანია, ფინეთი და სინგაპური. ათეულის ბოლო ადგილებზეა იაპონია, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები.
“აშშ მსოფლიო ეკონომიკის ლიდერია კონკურენტუნარიანობის მიხედვით, მაგრამ ასევე არსებობს რამდენიმე სისუსტეები, რომელიც ძირითადად ქვეყნის მაკროეკონომიკურ დისბალანსთანაა დაკავშირებული და რაც კვლავ რჩება რისკის მატარებლად როგორც მთლიანად ქვეყნის პოტენციალისათვის, ასევე მთლიანი გლობალური ეკონომიკისთვის – ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური რეიტინგის პრესრელიზში.
რუსეთი ამ რეიტინგში 58-ე ადგილზეა, ჩინეთი – 34-ზე, ხოლო ინდოეთი კი – 48-ზე.
ქვეყნების შეფასების პარამეტრად გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი იყო მიჩნეული, რომელშიც შედის 12 მაჩვენებელი: ინსტიტუტების ხარისხი, ინფრასტუქტურა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ჯანმრთელობა და დაწყებითი განათლება, უმაღლესი განათლება და პროფესიული მომზადება, საქონლისა და მომსახურების ბაზრის ეფექტურობა, შრომის ბაზრის ეფექტურობა, საფინანსო ბაზრის განვითარების დონე, ტექნოლოგიური განვითარების დონე, ბაზრის მოცულობა, კომპანიების კონკურენტუნარიანობა და ინოვაციური პოტენციალი.
როგორც აღნიშნულ რეიტინგიდან ჩანს, ყველა ფაქტორიდან შეიძლება რამდენიმეს გამოყოფა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ძირითადი უპირატესობაა. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, უმაღლესი განათლების დონე, ინფრასტრუქტურა, ინსტიტუტების ხარისხი, სასაქონლო და მომსახურების ბაზრის ეფექტურობა.
ბაზრის კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით რუსეთი რეიტინგში 71-ე ადგილზეა.
ამ ინსტიტუტების შეფასება ორი ძირითადი ფაქტორით ხდება: კომპანიების კონკურენტუნარიანობით და ეროვნული ბიზნეს-კლიმატის ხარისხით.
რუსეთს სასწრაფოდ სჭირდება კომპანიების კონკურენტუნარიანობის დონის ამაღლება, რათა სრულიად გამოიყენოს თავისი რესურსები და შექმნას დივერსიფიცირებული და დინამიური ეკონომიკა – აცხადებს რეიტინგის ერთ-ერთი თანაავტორი, ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის პროფესორი მაიკლ პორტერი.