რატომ არის ლონდონი მოღუშული და რა გვემუქრება ქართველებს ახლო მომავალში
სპეციალურად ლონდონიდან ჟურნალ “საქართველოს ეკონომიკისათვის” ემზარ ჯგერენაია, ანა ჯგერენაია
City-ში ძველებურად აღარ იღიმებიან. ადრე რომ გეკითხათ – რატომ არის ლონდონი მოღუშულიო, უცებ გიპასუხებდნენ – ეს ხომ ნისლიანი ალბიონია! მაგრამ განმარტება არასწორია – შეიცვალა სიტუაცია, ახლა მზე ზუსტად რომ წყალობს ამ მეგაპოლისს. ბუნება კი წყალობს ლონდონს, მაგრამ მას არ წყალობს ინფლაცია და ეკონომიკური პირობები. ეს უბრალო რიტოტიკა კი არა, რეალობაა და მან City-ს პრობლემები შეუქმნა – დაეცა ეკონომიკური აქტიურობა, PPI ინდექსი და მთლიანად GDP-ის ზრდის მაჩვენებელი საგანგაშო გახადა.
მთელი ზაფხული ევროპის წამყვან ბირჟებზე ინდექსის დაცემის პერიოდი იყო, მათ შორის “house”-ში FT 500 და S&P-ის ინდექსისაც. პროდუქტებსა და ნავთობზე ფასების მატებამ შეატორტმანა ლონდონის City – მსოფლიო საფინანსო ცენტრი. აქ, ისე როგორც არსად, იგრძნობა მომავალი კატაკლიზმების, მიწისძვრების გუგუნი, შორი, მაგრამ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების დარი და ეს აუცილებლად მოაღწევს საქართველომდე და შეეხება საქართველოს ეკონომიკასაც. მაინც რამ შეაშფოთა მსოფლიო ფინანსური ბიზნესის ცენტრი?
1. იბადება ახალი ეკონომიკა, რომელიც აქამდე უცხო იყო მეცნიერ-ეკონომისტებისათვის – პერმანენტულად მაღლა იწევს ფასები ძირითად ნედლეულზე და ასევე იზრდება წამყვანი კორპორაციების შემოსავლები. ასე მაგალითად,Shell-ის შემოსავალი 2007 წელს 15 მილიარდზე მეტი იყო. ბაზარი იზრდება მთლიანად და ბუნებრივია, ამ ზრდის მიზეზი ტექნოლოგიური ცვლილებებია.
საერთო შემოსავლებისა და სიმდიდრის ზრდა აღინიშნება მთელს მსოფლიოში, უფრო გაიზარდა მოხმარება, მათ შორის ისეთ ადრე უღარიბეს ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, ჩინეთი და ზოგიერთი აფრიკული ქვეყანა.
იზრდება ფასები ნედლეულზე და გადამწყვეტი ბრძოლაა ნედლეულის მომპოვებლებს, ტრანსპორტიორებსა და მომხმარებლებს შორის, რეგულაციების ომი და განვითარებული ქვეყნების გააფთრებული წინააღმდეგობაა, რათა არ დათმონ ტექნოლოგიური ფავორიტებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების სცენაზე დომინანტების როლი.
ყველა ადრე არსებული მათემატიკური მოდელით, თუ ეკონომიკური თეორიით უკვე უნდა იყოს ღრმა რეცესია, მაგრამ ეს ჯერ არ არის, რა იქნება ხვალ? ამაზე ფიქრობს მთავრობა და გორდონ ბრაუნიც, ახალ გეგმას აქვეყნებენ ლეიბორისტები, გორდონის პარტია, იკრიბებიან, რათა მდიდრებისათვის ახალი გადასახადის შემოღებაზე იმსჯელონ. მათთვის, ვისი შემოსავალიც 100 000 ფუნტზე მეტია, გადასახადები 50%-ით გაიზრდება. არა და, ლონდონში ცნობილი შავი ტაქსის მძღოლის ხელფასი წლიურად 80 000 ფუნტია, დიახ, ასეა, ოთხმოცი ათასი ფუნტი (ეს მძღოლები სპეციალური ნიჭით გამოირჩევიან, მათ 2 წელი ზეპირად უნდა ისწავლონ ლონდონის ყველა შესახვევი და ქუჩა, არასდროს ატარებენ რუკას მათი ევროპელი კოლეგებისაგან განსხვავებით და არც სხვა ქვეყნების დედაქალაქის ტაქსებივით სატელიტური მეგზურით დადიან და ზუსტად იციან სად მიდის კლიენტი, ყველა გზა იციან, თუნდაც მიგდებულ და პატარა შესახვევი, ამისათვის ორი წელი რუკით დადიან ლონდონის ქუჩებში და სწავლობენ მას, შემდეგ მკაცრ ჟიურის გამოცდას აბარებენ. ბრაუნმა მხარი არ დაუჭირა ამ გადასახადის გაზრდას, მიუხედავად იმისა, რომ ის ლეიბორისტია. მაგრამ როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, პარტიაში ამ საკითხს იხილავენ. ივლისში თემთა პალატაში იხილავდნენ ტრანსაციონალური კორპორაციების მოგების რეპატრიაციის საკითხებს, მათ დაცვას ორმაგი დაბეგვრისა და საკურსო ცვლილებებისაგან. მაგრამ ყველაზე მწვავე საკითხად პროდუქტებსა და საწვავზე ფასების ზრდა დარჩა, განსაკუთრებული განხილვის გარეშე. Downing st.-ზე ამაზე არ მსჯელობენ, პასუხი არა აქვთ იმაზე, თუ რა იქნება ხვალ.
1724 წელს ჯონათან სვიფტმა დაწერა – Whoevar makes Two blades of grass or two ears of corn grow where only one grew before serves mankind beter than the whole race of politicans. ეს სიტყვები მეტად აქტუალური ხდება დღეს – მსოფლიოს აშფოთებს სურსათსა და საწვავზე ფასების ზრდა.
იაპონიაში დიდი რვიანის შეკრებაზე ზუსტად ამაზე ბჭობდნენ და ამ კონტექსტში განვითარებად, განსაკუთრებით აფრიკული ქვეყნების მუდმივ პრობლემაზე – არასაკმარისი საკვების მიღებაზე მსჯელობდნენ. სამიტზე ვერაფერი გადაწყვიტეს კაცობრიობის სასარგებლოდ, თუმცა მილიონები დაიხარჯა მის მოწყობაზე. ექსპერტთა გათვლით ეს მილიონები საკმარისი იყო, რათა დარფურში მოშიმშილე მოსახლეობა ერთი თვე გამოეკვებათ ან აღედგინათ კენიის რევოლუციის შემდგომ განადგურებული ეკონომიკა. მეორეს მხრივ, იგივე პრობლემა განვითარებულ ქვეყნებსაც ემუქრება და არა იმიტომ, რომ არ ეყოფათ პროდუქტი, ფიზიკურად მათი ფასები ძალზე მაღალი იქნება, ხოლო მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი – დაბალი. ეს დისბალანსი პირველ რიგში მეგაპოლისებს შეეხო.
ლონდონში 7.5 მილიონი ადგილობრივი მოსახლეა და ალბათ, მინიმუმ 2.5 მილიონი – ჩამოსული ტურისტი თუ მომუშავე. თვით ლონდონელები ცხოვრების სიძვირის გამო გარბიან ქალაქიდან. შეიძლება ითქვას, ევროპის არცერთი დედაქალაქისათვის არ არის ეს პრობლემა უცხო, იგივე ათენისათვის, პარიზისათვის, ჰელსინკისათვის თუ ვენისათვის. მაგრამ ლონდონში სავალუტო კურსის თემა მეტად აქტუალურია. ცნობილი ეკონომიკური სკოლის – სკანდინავიური სკოლის ეკონომიკური თეორია ვალუტის კურსის პარიტეტულ სისტემაზე ეტყობა თანამედროვე მსოფლიოში სერიოზული ცვლილებებით ჩამოყალიბდა და ალბათ არც მუშაობს.
ის, რაც პარიზში 3 ევრო ღირს, მაგალითად, ყავა, აქ სამი ფუნტი ღირს, კრუასანს ლონდონში 1 ფუნტად იყიდით, პარიზში კი – ერთ ევროდ, ხორცისა და ყველის ფასი 4-5 ფუნტით მეტია ლონდონში, ვიდრე პარიზსა და ვენაში მაშინ, როცა ევრო ღირებულებით მინიმუმ 25-30%-ით ნაკლებია ფუნტზე. ლონდონში ერთადერთი, რაც გაიაფდა, საცხოვრებელი სახლებია და თბილისზე უფრო იაფი გახდა. ჩელსის მიდამოებშიც კი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი ღირს 1600-1700 ფუნტი, ანუ 2000 ევრომდე და 3500 დოლარი, თან იგულისხმება არა კარკასები, რომელიც აქ საერთოდ არ არსებობს, არამედ მზა გამართული ბინა და მოწყობილი კომუნიკაციები. ასეთი ბინა თბილისში, რუსთაველის და ჭავჭავაძის გამზირის მიდამოებში კვმ 5000 დოლარზე ნაკლები არ ღირს.
ასევე გაიაფდა ელექტრონული ტექნიკაც, რადგან ხალხი მას არ ყიდულობს ძველებური სიხალისით და 2008 წლის 6 თვეში საოჯახო ტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი 13.5%-ით დაეცა. Financial Times-მა 16 ივლისის ნომერში Andrew Taylor-ის და Delphina Strauss-ის ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც დაწვრილებით იხილავენ მიმდინარე ვითარებას ინგლისში, ფასების ზრდა შედარებულია 16 წლის წინანდელ კრიზისთან.
ასეთი ინფლაცია ბოლო 16 წელი არ ყოფილა და ის მაისში 3.35%-ით გაიზარდა (წლიური მაჩვენებელი), ივნისში კი 3.8%-ი შეადგინა (ნაციონალური სტატისტიკის ოფისი).
ინგლისის ბანკის (Bank of Englend) გეგმური პროგნოზი (ტარგეიტი) 2% იყო, ამასთან საკვებზე ფასები 10%-ით მეტია ინგლისში, ვიდრე შარშან. ამ დროს საწვავზე ფასებმა საშუალოდ 5.3 პენით მოიმატა გასულ თვეს და ლიტრზე 1.177 ფუნტი, ანუ დაახლოებით 3.6 ლარი შეადგინა. უკვე ივლისის ბოლოს ბენზინი 1.22 ფუნტამდე გაძვირდა. სააგენტო თჰომსონ დატასტრეამ-ის და Bანკ ოფ Eნგლენდის-ის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასები 12 თვის განმავლობაში გაიზარდა: ხილზე – 8.2%-ით, პურზე – 11.9%-ით, ყველზე – 19.1%-ით, ხორცზე – 11.2%-ით, ბენზინზე – 24%-ით, სამომხმარებლო საქონელსა და ელექტრონულ ტექნიკაზე კი 21.7%-ით დაეცა.
მთლიანად წლიური ზრდა აღინიშნა: საკვებზე და ალკოჰოლზე – 9.5%-ით; ტრანსპორტზე – 7.3%-ით; კომუნალურ მომსახურებაზე (გაზი, ელექტროენერგია) – 7.0%-ით; ტანსაცმელზე – 7.5%-ით.
ბრიტანული ინფლაციის ტემპი შოკია ევროპისათვის – თუ ავიღებთ 1970 წლიდან მაჩვენებელს გერმანიის, საფრანგეთის, აშშ-ის მაჩვენებელს, ინგლისი რეკორდსმენია, რა თქმა უნდა, აშშ-ის შემდეგ. 1965 წელს ინგლისში რეკორდული წლიური ინფლაცია წლიურად უდრიდა 27%-ს, საფრანგეთში – 17%-ს, აშშ-ში – 12%-ს და გერმანიაში – 7%-ს. ეს იყო დიდი კრიზისის წლები.
იგივე საგანგაშო დონე იყო 1980 წელს ინგლისში – 21%, საფრანგეთსა და აშშ- ში – 14% და გერმანიაში – 9%. 1985 წლიდან, როდესაც საბჭოთა კავშირმა დაშლა დაიწყო, ავღანეთის ომმა დასავლეთს ეკონომიკის ზრდის პირობა შეუქმნა და ამუშავდა რეგიონალური ეკონომიკა, ინფლაცია 1992 წლამდე 4%-ს არ აცილებია. მხოლოდ 1992 წელს მიუახლოვდა ის ინგლისსა და აშშ-ში 7-8%-ს და საფრანგეთში – 7%-ს. ამის შემდგომ ინფლაციის დონე ალან გრინსპენს ეჭირა 1-3%-ის დონეზე და მსოფლიო სტაბილურად ვითარდებოდა. ალან გრინსპენი წავიდა პოსტიდან და როცა ბენ ბერნანკეს მოუწია მოღვაწეობა, 2004 წლის აპრილიდან ნავთობზე ფასმა 25 დოლარიდან ბარელზე 145 დოლარს მიაღწია, ასევე კატასტროფულად გაიზარდა ფასები საკვებზე და ლითონზე. გადიდდა გაზისა და ელექტროენერგიის ფასები და ინფლაციამ აშშ-ში 4.3%-ს მიაღწია, ინგლისში – 3.8%-ს, ანალოგიური მაჩვენებელი იყო გერმანიასა და საფრანგეთში. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 16 წელიწადში. რა იქნება შემდეგ? ამაზე არც ციტყ-ში და არც გაწნინგ სტრიტზე პასუხი არა აქვთ. არც დიდი რვიანის შეკრებამ მოიტანა რაიმე სიახლე.
ივლისის შუა რიცხვებში რძეზე, პურზე და კვერცხზე ფასებმა 21%-ით მოიმატა, ივლისში 3 პენით მოიმატა ბენზინის ფასმა და ამაზე გორდონ ბრაუნის სპიკერმა თქვა: “ამ ცვლილებებს ჩვენ ვამჩნევთ, მაგრამ ეს ყველა ქვეყნისთვისაა ამჟამად დამახასიათებელი”. სხვათაშორის ყველა ქვეყნის პირველი პირი იგივეს აღნიშნავს – “მე რა ვქნა, მსოფლიოში ყველგან ასე ხდებაო” (Paul Kenny, of GMB union ,said: The Government will pay a high price at the polls if it does not take more active steps to curb speculation in the oil market, Which has hiked the price of everything, and take steps to dismantle the energy regulatory regime left by the Tories, which has delivered the highest electricity and gas prices in Europe� (პ-4). ძალზე საინტერესოა TORy-ლილდერი David Cameron-ის მოსაზრება (ალბათ მომავალი პრემიერ-მინისტრის). იგი აკრიტიკებს გორდონ ბრაუნის კაბინეტს ბიუჯეტის გაფლანგვის, ახალი სამზარეულოს მოწყობის გამო და არა ამ კრიზისიდან გამოსავლის პროგრამის არქონის გამო, თითქოს გორდონის სამზარეულო უფრო მნიშვნელოვანი იყოს.
ასევე სერიოზულად ფიქრობენ ექსპერტები, რომ ფუნტი ბოლო 16 წელი სერიოზულად გადაფასებული იყო. იმის შემდეგ, რაც სოროსმა 1992 წელს კატასტროფა მოუწყო ფუნტს. დღეს ის ისევ სერიოზული დილემის წინაშე დგას – მარტო წელს ფუნტი ევროს მიმართ 11%-ით დაეცა და შეიძლება ითქვას, ეს მხოლოდ დასაწყისია.
ივლისში აშშ-მ განაცხადა, რომ უკვე ეკონომიკის ზრდა კი არაა მათი პრიორიტეტი, არამედ ინფლაციაა. ბენ ბერნანკეს ამ განცხადების შემდეგ მოსალოდნელია, რომ სექტემბერში fed-ი აწევს რეფინასირების პროცენტს და დოლარის კურსი დაიწყებს გამყარებას, მაშინ ფუნტს უფრო მეტი პრობლემა შეექმნება. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ City-ში ბიუჯეტის დეფიციტზე, საგადამხდელო და სავაჭრო ბალანსის დეფიციტზე და საგარეო ვალის ზრდაზე, რაც მოქმედებს ფუნტის კურსზე. ადგილობრივი იპოთეკური სესხის გადაუხდელი დავალიანება ერთ მოქალაქეზე (PER capita) ბრიტანეთში უდრის 136%-ს, ამერიკაში კი – 106%-ს და ეს მხოლოდ დასაწყისია, როგორც ამას ჩვენთან საუბრის დროს ექსპერტები აცხადებენ. ასევე იზრდება მოსახლეობის დავალიანება საკრედიტო ბარათებზე, ანუ მიმდინარე დავალიანება. ევროკავშირის GDP-ის ზრდის 10% მოდის ინგლისზე, ასევე მოსახლეობის საკრედიტო ბარათებზე დავალიანების 30% მოდის ინგლისზე. ამის გამო ინგლისში არა მარტო მთავრობას ადანაშაულებენ უყაირათო ფულის ხარჯვაში, არამედ მოსახლეობასაც, რადგან ის მეტს ხარჯავს, ვიდრე შემოსავალი აქვს. გორდონ ბრაუნი ცდილობს გადასახადები გაზარდოს, ამიტომ უკან დაუბრუნდნენ გამარტივებული შეღავათების კანონს. ამასთან სავაჭრო ბალანსის დეფიციტის 5%-იანი ზღვარი, რომელიც ინგლისმა გადალახა, არის საგანგაშო მისთვის, ამერიკისაგან განსხვავებით იმიტომ, რომ ძირითადი პარტნიორი, ვისთანაც დეფიციტური ბალანსი აქვს, არის ჩინეთი, რომელთანაც აშშ-ს ურთიერთობა აწყობილი აქვს იმით, რომ თუ საქონლის ექსპორტში ჩინეთს დადებითი სალდო აქვს, სამაგიეროდ ის ყიდულობს აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებს, ინგლისის შემთხვევაში კი ეს ასე არაა, აქ სუფთა დეფიციტია. ჩინეთი გააგრძელებს აშშ-ის ბონდების შეძენას და დოლარის გაძლიერებას, რის შედეგადაც დოლარი გაძლიერდება და ფუნტი კი შესუსტდება და ეს მინიმუმ ორი წელი გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ფუნტი დაეცემა მომავალ პერიოდში. მეორე არგუმენტი, თუ რატომ დაეცემა ფუნტი და ანალოგიურად – ევრო, არის ის, რომ თუ არ დაეცემა გაცვლითი კურსი, ბრიტანეთი ვერ შეძლებს სავაჭრო დეფიციტის შემცირებას. ეს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფუნტი გადაფასებულია.
ფუნტის კურსიც დაეცემა დოლარის მიმართ და ევროსიც მომავალ 12 თვეში. ბუნებრივია, ეს პროცესები საქართველოზეც მოახდენს ანალოგიურ ზეგავლენას. ყველა გათვლებით, ლარი დაეცემა დოლართან მიმართებაში უახლოეს ორ-სამ თვეში.
ბრიტანეთის პრობლემა ის არის, რომ ის მეტად დამოკიდებული გახდა ჩინეთზე, ასევე ევროპაც. მთელი წარმოება გადაიაქაჩა იქ და ინგლისი დარჩა წარმოების გარეშე, მაგრამ ხაზი მინდა გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჩინეთში ყოველწლიურად ხელფასები 19%-ით იზრდება და ასევე ტრანსპორტირების ხარჯებიც დიდდება ჩინეთიდან ევროპაში. საბოლოო ჯამში, ჩინეთის ეფექტი მცირდება. აქედან გამომდინარე, ციტყ-ში დაადგინეს, რომ აზიაში ბიზნესის წარმოება არც თუ ისე ეფექტურია, როგორც ადრე იყო. შეშფოთების მიზეზი არის ის, რომ აქ წარმოება არაა, აზიაში გადაიტანეს და იქ ძველებურად ეფექტური და მომგებიანი, ანუ ხარჯდამზოგავი არაა. ნედლეულის ფასების ზრდამ ბიზნესი აზიაში სერიოზულად დააზარალა.
საინტერესოა, რომ FT-ის ცნობით, ივლისში ქვანახშირზე ფასები ჩინეთსა და ევროპაში შემდეგი იყო: 2008 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ევროპაში ის ტონაზე 125 დოლარიდან 225 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ჩინეთში – 50 დოლარიდან 175 დოლარამდე.
ანუ ჯამში ჩინეთში წარმოების ხარჯები თავისი ნედლეულით, ხელფასითა და ტრანსპორტირებით 2008 წელს 28%-ით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ერთი დასკვნა გავაკეთოთ – ევროპას წარმოების კრიზისი და სავალუტო კურსის დაცემა ელოდება. ძირითადი პრობლემაა საკვებ პროდუქტებზე და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, რაც მსოფლიო პოლიტიკის ძირითადი ძრავი ხდება. აქ ყველაფერი ხელახლა უნდა დალაგდეს და ყველამ საკუთარი ეკონომიკური სტრატეგია უნდა ჩამოაყალიბოს, მათ შორის საქართველომაც, იმის გათვალისწინებით, რომ დოლარის კურსი მოიმატებს, ევროპული ვალუტების კურსი დაეცემა და ნედლეულის ფასების ზრდა სტაბილური გახდება. ამასთან წარმოება გადავიდა აზიაში და აზია მოხმარების სექტორშიც მნიშვნელოვანი ხდება საქართველოს ექსპორტისათვისაც. ევროპა და ბრიტანეთი ტურისტული ქვეყნები ხდებიან. აქ აზიელები და არაბები ჩამოდიან სანახავად, სასწავლებლად, დროის გასატარებლად, სერვისის სამყარო ხდება ძველი ევროპა და ფინასური ცენტრის მექა და არა წარმოების. ეს კი ნამდვილად აშფოთებთ City-ში და ამიტომაც არიან მოქუფრულები.
თუმცა ლონდონის ტრაფალგარდიდან 100 მილის რადიუსში (1.6კმ) ბრიტანეთის ბიზნესის და მოხმარების თითქმის ნახევარია, ისევე როგორც თბილისში “ქართუ ბანკის” შენობიდან 10.0 კმ-ის რადიუსში. ერთი რამ ნათელია – მსოფლიოში ახალი ტიპის ეკონომიკა იბადება და ლონდონი ცდილობს მოემზადოს ამისათვის. აქ გაფაციცებით ეძებენ ახალ სტილს.
იქნებ ჩვენც აგვეღო ეს მაგალითი ევროპელებისაგან, ამ ეტაპზე შეიძლება მოკლევადიან პერიოდში ეს სერიოზული გამოსავალიც იყოს საქართველოსთვისაც.
City-ში შეშფოთებულები არიან იმითაც, რომ 2.3%-ით დაეცა PPI ინიდექსი, გაძვირდა ნედლეული, აზიურმა ნაწარმმა წალეკა ინგლისი. ყველა კომპანიას, მათ შორის ინგლისის ცნობილ ტექსტილის კომპანიებს თავისი ბიზნესი ჩინეთში და ვიეტნამში გადააქვს და იქედან ამარაგებენ თავის ქვეყანას. ასევე გაძვირდა ტრანსპორტის თვის აბონენტი ლონდონის მეტროსა და ავტობუსზე, ცენტრალურ ზონაში ის 100 ფუნტი ღირს (300 ლარი), ხოლო სრული დაფარვით ყველა უბნებიანად – 144 ფუნტი.
ივლისში ტაქსისტების გაერთიანება შეიკრიბა და საწვავზე ფასების გაძვირების გამო ლონდონის ცნობილი ტაქსის გაძვირებაზე და საერთო მუშაობის მოცულობის შემცირებაზე იმსჯელეს. ამასთან ლონდონმა თავისებური რეკორდი დამყარა – ის გახდა ავტოპარკინგიში მსოფლიოს უძვირესი ქალაქი – თვიური პარკინგის ფასი 585 ფუნტია ცენტრში,west End-ში – 565 ფუნტი, ანუ დაახლოებით 1700 ლარი. ამით ლონდონის მერია ზღუდავს ღარიბებს ისარგებლონ საკუთარი მანქანით ქალაქში.
ბრაუნის კაბინეტმა კრიზისიდან გამოსავალი იპოვა – ის, როგორც ნამდვილი ლეიბორისტი, გადასახადებს ზრდის. არადა, ინგლისელების შემოსავალი, ხელფასი 2001 წლიდან დღემდე რეალურად მცირდება. ევროპა ახალი, დიდი ცვლილებების წინაშეა და ეს ცვლილებები საერთოდ არ არის ჩვენგან შორს!