მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ბრენდები

რედაქციისაგან

კონსალტინგურმა კომპანია “Interbrand”-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ბრენდების მორიგი 2008 წლის სია. გასული წლის რეიტინგთან შედარებით, ყველაზე მეტი ქულა მოემატა “Google”-ს, “Apple”-ს, “Amazon.com”-ს, “Zara”-ს და “Nintendo”-ს, ხოლო საინვესტიციო ბანკებმა – ” errill”, “Lynch”, “Citi” და”Morgan Stanley” საწინააღმდეგო სურათი აჩვენა, რაც მსოფლიო საფინანსო სფეროში ამჟამინდელი მოვლენების ფონზე არც არის გასაკვირი.

Coca-Cola უკვე მერვე წელია რეიტინგში პირველ ადგილს ინარჩუნებს. ამ ბრენდის ღირებულება 66,7 მლრდ დოლარია. ახალბედები კი გახდნენ იტალიური საავტომობილო ბრენდი ” Ferrari”, საერთაშორისო გადაზიდვების სამსახური ” Fed Ex” და პლასტიკური ბარათების სისტემა – Visa.
მაღალტექნოლოგიური ბრენდების სფეროს საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ შემდეგი კომპანიები: “IBM”, “Microsoft”, “Nokia”, “Intel” და “Google”. ამასთან აღსანიშნავია, რომ “ლურჯმა გიგანტმა” და “Windows”-ის შემმუშავებელმა ადგილები გაცვალეს – გასულ წელს “IBM”-ს რეიტინგში მესამე ადგილი ეკავა, “Microsoft”-ს კი – მეორე, ეხლა კი ყველაფერი პირიქითაა.
მობილური ტელეფონების უმსხვილესი მწარმოებელი ” Nokia” მეხუთე ადგილზე დარჩა, ხოლო კორპორაცია “Intel”-მა კი მეშვიდე ადგილი შეინარჩუნა.
“Google”-თან დაკავშირებით საქმე სულ სხვაგვარადაა – ექსპერტების აზრით, ამ კომპანიამ მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა და ერთი წლის განმავლობაში მეოცე ადგილიდან პირდაპირ მეათე ადგილზე გადაინაცვლა. “Google”-ის ბრენდის ღირებულება 4%-ით 17,8 მლრდ დოლარიდან 25,6 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
“The Best Global Brands 2008″ მსოფლიო ეკონომიკას ასახავს, რა ცვლილებებიცაა ეკონომიკაში, ის აისახება ჩვენს სიაში – აცხადებს ” Interbrand”-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეზ ფრემპტონი.
ამასთან არიან განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნები, რომლებიც რეიტინგის ფორმირებაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ. ამ ქვეყნების მოსახლეობა მდიდრდება და მათ სურთ ამის დემონსტრირება. ისეთმა ბრენდებმა,’ როგორებიცაა ” Porsche”-მ (75-ე ადგილი), ” Ferrari”-მ (93-ე ადგილი) და ” Pრადა”-მ (91-ე ადგილი) მნიშვნელოვანი ქულები ზუსტად ამ ქვეყნებში აიღეს.
მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების უმსხვილესმა მწარმოებელმა “Hewlett-Packard”-მ სიაში მე-12-ე ადგილი დაიკავა და ინტერნეტ-ტექნოლოგიების კომპანიებში “Google”-ის შემდეგაა. ელექტრონიკისა და საოჯახო ტექნიკის კორეული მწარმოებელი “Samsung Electronics”, წინა წელს დაკავებულ 21-ე ადგილს ინარჩუნებს.
“iPod”-ის პლეერებისა და “Macintosh”-ის კომპიუტერების მწარმოებელი კომპანია “Apple”-მა 33-ე ადგილიდან 22-ზე გადაინაცვლა, მის შემდეგ, 25-ე ადგილზე კი “Sony” მოკალათდა.
“Interbrand”-ის წესების თანახმად, ” The Best Global Brands”-ის რეიტინგის მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს: ღიად გამოაქვეყნონ თავიანთი ფინანსური ანგარიში; შემოსავლის არანაკლებ 1/5 უნდა მიიღონ უცხოურ ბაზრებზე გაყიდვებით; ბრენდი უნდა ასოცირდებოდეს ინდუსტრიასთან, რომელსაც ის ეკუთვნის; ბრენდს უნდა ჰქონდეს დადებითი ფინანსური ანგარიში და მუშაობდეს არა მარტო სხვა კომპანიებთან, არამედ საბოლოო მომხმარებლებთან. გამოკვლევის პროცესში ფასდება ბრენდის ფინანსური შემადგენელი, მისი ზეგავლენა მომხმარებელთა არჩევანზე და მისი პერსპექტივები – ექნება თუ არა მას ასეთივე ან უფრო მაღალი ღირებულება მომავალშიც.