სისხლიანი ფული
მოამზადა მაკა ღანიაშვილმა
სექტემბერში გამოვლინდა იმ კონკურსის გამარჯვებული არქიტექტორი, ვინც იქნება ავტორი მონუმენტისა, რომელიც გაეროს ნიუ-იორკის ცენტრალური შტაბ-ბინის წინ აშენდება და რომელიც მონებით ვაჭრობის წინა საუკუნეების მანკიერ ტრადიციას ეძღვნება. როდნი ლეონი ჰაიტიან – ამერიკელი არქიტექტორია, მისი მონუმენტის სახელწოდება კი არის ”დაბრუნების კიდობანი”. თეთრი მარმარილოს ქანდაკებას ნავის ფორმა ექნება. თუმცა ეს არ იყო ერთადერთი სიახლე, რაც მონებით ვაჭრობის თემას უკავშირდება. მაშინ როცა სპეციალური კომისია ძეგლის ავტორის ვინაობას არკვევდა, გაეროს შტაბ-ბინაში კარიბის კუნძულების წარმომადგენლები, ითხოვდნენ კომპენსაციას იმ ზარალისთვის, რომელიც მათ ხალხს მონებით ვაჭრობამ მიაყენა. ‘
‘ჩვენ მსოფლიო ლიდრებისგან ხშირად მოგვისმენია, რომ წუხან იმის გამო, რაც ჩვენმა ხალხმა მონობით ვაჭრობის გამო გადაიტანა, ახლა კი დროა ამ ლიდერებმა, სიტყვებთან ერთად ქმედებაზეც იზრუნონ” – განაცხადა ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრმა ბელდვინ სპენსერმა.
ბრიტანეთმა მონებით ვაჭრობა 1807 წელს აკრძალა და კარიბის კუნძულების კოლონიებზე მონები 1838 წელს გაათავსუფლა. ბრიტანეთის მთავრობამ მაშინ 20 მილიონი ფუნტი ისესხა (მაშინდელი სახელმწიფო ბიუჯეტის 40%) იმისთვის, რომ დაეკმაყოფილებინათ მონების მეპატრონეთა ის ზიანი, რომელიც მათ მონების გათავისუფლების გამო მიადგათ, თუმცა მონებს არანაირი კომპენსაცია და ფულადი დახმარება არ მიუღიათ. კარიბის კუნძულებზე სპეციალური საკონსულტაციო კომპანიაც შეიქმნა, რომელიც მონებით ვაჭრობის დროს დაზარალებულთა შთამომავლებს კონსულტაციებს უწევს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საკითხებთან დაკავშირებით.
ისტორიას ცოტა მაგალითები ახსოვს მსგავსი შეცდომების ფულით ”გამოსყიდვის”. იყო მცდელობა, რომ გერმანიისათვის გადაეხდევინებინათ კომპენსაცია პირველი მსოფლიო ომის გამო, ასევე უკრაინას ჰქონდა მცდელობა ეიძულებინა რუსეთი, გაეღო კომპენსაცია იმ შიმშილობისა და წმენდისთვის, რომელიც სტალინმა უკრინელებს მოუწყო. მაგრამ ამ შემთხვევებში კომპენსაციების გადახდა არ მომხდარა. პირიქით, გერმანიის წინააღმდეგ წაყენებულმა პრეტენზიებმა მსოფლიო მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა. თუმცა იყო საპირისპირო შემთხვევებიც, მაგალითისათვის 1952 წელს ებრაელების წმენდიდან 7 წლის თავზე გაფორმდა ხელშეკრულება ფულადი ანაზღაურების შესახებ დასავლეთ გერმანიასა და ისრაელს შორის. იმავე წლის ივნისში დიდმა ბრიტანეთმა გადაუხადა 2 600-2 600 ფუნტ სტერლინგის მოცულობის კომპენსაცია 5 228 კენიელს, რომლებიც დაზარალდნენ მაუ მაუს აჯანყების ჩახშობის დროს 1950-იან წლბში. თუმცა ბრიტანეთის მთავრობა ახლა აღარ აპირებს 1954 წლის წინ მომხდარი მოვლენების გამო კომპენსაციის გაღებას. ესეც არ იყოს, ბუნდოვანი ბევრი საკითხია, რომელმაც კომპენსაცების გადახდის საკითხი შეიძლება ჩიხში შეიყვანოს.
ვინ უნდა გადაუხადოს დაზარალებულებს? მონების მესაკუთრეები უკვე აღარ არიან ცოცხლები, გამოდის, რომ კარიბიენები ეხლა ითხოვენ გადასახადების გადამხდელთა ფულს ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და ჰოლანდიიდან. ემანსიპაციის დროს დაახლოებით 3 000 მონათმფლობელი ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში. მათი ქონებაცა და შთამომავლობაც მთელ მსოლიოშია ახლა მიმოფანტული. ლივერპული ერთ დროს იყო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მონებით ვაჭრობის პორტი, ქალაქის ახლანდელ მკვიდრთა დიდი ნაწილი აფრო-კარიბიელების შთამომავლები არიან და მცირედით სარგებლობენ იმ ფულადი რესურსებით, რომელიც პორტისთვის მონობით ვაჭრობას მოჰქონდა.
გასარკვევია ისიც, თუ რამდენი უნდა გადაუხადონ დაზარალებულებს? შეუძლებელია იმათი ზარალისა და ტკივილის შეფასება, ვინც ახლა უკვე დიდი ხნის გარდაცვლილია, შეუძლებელია მათი ეკონომიკური ზარალის შეფასებაც. ის კომპენსაცია, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ მონათმფლობელებს გადაუხადა მონების გათვალისუფლების შემდეგ, ანუ 20 მილიონი ფუნტი, ახლანდელი ღირებულებით 16.5 მილიარდიდან 76 მილიარდამდეა, ამის ზუსტი გამოთვლა ახლა პრაქტიკულად შეუძლებელია. 1999 წელს აფრიკისათვის გასულ საუკუნეებში მიყენებული ზიანის გამო ანაზღაურება, რომელიც 5 წლის განმალობაში უნდა გადახდილიყო, 777 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. 10 წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი მსოფლიო მშპ-ზე 10-ჯერ მეტი შეიძლება იყოს.
ვინ უნდა გადაიხადოს ეს თანხა? კარიბიელები კომპენსაციის გადახდას ეროვნულ დონეზე მოითხოვენ. ამ უკანასკნელისა და იმის გათვალისწინებითაც, თუ რა მასშტაბებით იყენებდნენ აშშ და ბრაზილია მონურ შრომას, მათთვის კომპენსაციის გადახდის დაკისრება ძარცვის ტოლფასი იქნება. მხოლოდ ტრინიდადსა და გუანაში არალეგალურ მუშათა შთამომავლების რაოდენობა აღემატება შავკანიანი მოსახლეობის რაოდენობას.
გარდა ამისა, მონების ბევრი ყოფილი კოლონია, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ახლა არის წარმატებული საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანა მსოფლიო მასშტაბებით. მაგალითისათვის, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის გადანაწილებით ბაჰამა თითქმის ესპანეთსა და იტალიას უტოლდება. მართალია, პრობლემები აქვს იამაიკასა და გუანას, მაგრამ კარიბის ზღვის ქვეყნებს შორის მხოლოდ ჰაიტი შედის მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების სიაში. ამიტომაც მსოფლიო ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი კომპენსაცია, რომელც შეიძლება გადახდილ იქნას ამ ქვეყნებისთვის, უნდა იქნას დათვლილი დღევანდელი რეალობისა და საჭიროებების და არა წარსული შეცდომების მიხედვით.