რუსეთი გეგმავს, სომხეთი ვერ ასრულებს
ეკა წირღვავა
“სომხეთის ეკონომიკის აღმავლობის მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთის ინვესტიციებიც ხდება, რომელთა მოცულობამ უკვე 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა” – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის ხელისუფლების ხელმძღვანელთან ტიგრან სარქისიანთან.
“დღეს ჩვენ შევეხეთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა საკითხს ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, მთავარი მიმართულება იყო ეკონომიკურ სფეროში ურთიერთქმედების საკითხები” – განაცხადა ვ. პუტინმა. მისი თქმით, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კარგი დინამიკაა, სტაბილურად იზრდება ტვირთბრუნვა.
ვ. პუტინი თვლის, რომ სასარგებლოა სომხეთში ისეთი რუსული მსხვილი კომპანიების საქმიანობის გაფართოება, როგორიცაა “გაზპრომი”, “ინტერ-რაო-იესი”, რუსეთის რკინიგზა, ასევე რუსული ბანკები, კერძოდ, ბანკისა.
ვ. პუტინის აზრით, საერთო პროექტებისათვის კარგი პერსპექტივები იხსნება ისეთ სფეროებში, როგორიცაა საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსები, ფერადი მეტალურგია, ტრანსპორტი, მშენებლობა, საბანკო სფერო და საინფორმაციო ტექნოლოგიები.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სომხეთის საგარეო-სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2008 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, გაიზარდა 19,2%-ით და 866,2 მლნ დოლარი შეადგინა.
არტერიული წნევა ირანთან და სომხეთთან მიმართებაში, რომელიც ენერგორესურსებითა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სტიმულირდება
სამეცნიერო-კვლევითი ფონდის “ნორავანკის” დირექტორის მოადგილე სევაკ სარუხანიანი თავის ინტერვიუში საუბრობს რეგიუნალური უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე, სომხეთ-ირანის ეკონომიკურ ურთიერთობაზე და ენერგორესურსების ტრანზიტისა და ექსპორტიორის სახით სომხეთის პერსპექტივებზე.
– თქვენი აზრით, როგორია ირან-სომხეთის რკინიგზის მშენებლობის პროექტის პერსპექტივები და რა ღირებულებისაა ეს პროექტი?
– ჯერ-ჯერობით ირან-სომხეთის რკინიგზის მშენებლობის ღირებულება კონკრეტულად დათვლილი არ არის. განსაზღვრული არ არის რკინიგზის კონკრეტული მარშრუტი და არ არსებობს შეთანხმებები უცხოელ პარტნიორებთან რკინიგზის მშენებლობაზე, ყველაფერი ეს კი არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავიანგარიშოთ ამ პროექტის ღირებულება. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს ძალიან ძვირიანი პროექტია და მისი მნიშვნელობა სომხეთისათვის შეუფასებელია. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ პროექტით ჩვენ მივიღებთ არა მხოლოდ საქართველოს გზის ალტერნატივას საქონლის ექსპორტ-იმპორტისათვის, არამედ შევუერთდებით ირანს საერთო სარკინიგზო არტერიით. ირანს კი დღესდღეობით პრეტენზია აქვს გახდეს რეგიონალური სატრანსპორტო ცენტრი მსხვილი ნავსადგურებით ბენდერ-აბბასით და ბენდერ-ენზელით, ამუშავებს თანამედრიივე სარკინიგზო მაგისტრალის ირან-პაკისტან-ინდოეთის მშენებლობის პროექტს. ირან-სომხეთის რკინიგზის მშენებლობით ჩვენ გავალთ ირანის გზებზე, ინფრასტრუქტურაზე და კასპიის, სამხრეთ-აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან უფრო ეფექტური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის დამყარებას შევძლებთ.
– ირანი სომხეთისთვის ყოველწლიურად 1,1 მლრდ კბმ გაზის მიწოდებას გეგმავს. 2009 წელს კი ეს მოცულობა 2,3 მლრდ კბმ-ს მიაღწევს. ამის სანაცვლოდ ირანი სომხეთისგან მიიღებს 3,3 მლრდ კლვტ/სთ ელექტროენერგიას. როგორია გაზსადენის მნიშვნელობა სომხეთის ენერგოუსაფრთხოებაში?
სომხეთისგან ირანის გაზის შესყიდვის თაობაზე არანაირი შეთანხმებები არ არის. ჩვენ ირანისგან 1-კბმ-დან 2,3 მლრდ კბმ-მდე გაზის მიღება შეგვიძლია, ეს დამოკიდებულია სომხეთის მოთხოვნის ზრდაზე და პირიქით, ირანის მხრიდან მეტი ან ნაკლები ელექტროენერგიის მოთხოვნაზე. აშენებული გაზსადენი ნაწილობრივ წყვეტს ბუნებრივი აირის მოწოდების დივერსიფიკაციის საკითხს, თუმცა გაზსადენის შემდგომი განვითარება დაკავშირებულია სომხეთის ელექტროენერგიის ექსპორტიორად გადაქცევის პერსპექტივასთან. ასეთი შესაძლებლობები კი არსებობს, განსაკუთრებით სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პირობებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სომხეთიდან თურქეთში ელექტროენერგიის მიწოდების დარეგულირება.
თუ ასეთი მიწოდებები დაიწყება, სომხეთის ელექტრომწარმოებელი სიმძლავრეებისათვის აუცილებელი გახდება ელექტროენერგიის წარმოებისათვის დიდი მოცულობის ნედლეულის მიღება და ირან-სომხეთის გაზსადენის განვითარება სომხეთისთვის ძალიან მომგებიანი და რენტაბელური გახდება.
– კიდევ რა ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციას გეგმავთ უახლოეს პერსპექტივაში?
– რაც შეეხება სხვა ენერგეტიკულ პროექტებს, შეიძლება ისინი ორ ჯგუფად დაიყოს. პირველი, რომლებზედაც დამოკიდებულია სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება და მეორე, ის პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სომხეთის ეკონომიკურ განვითარებას. აუცილებელია იყოს არა მხოლოდ ინვესტიციები, არამედ რუსეთის, ირანისა და სომხეთის შეთანხმებული და ურთიერთმომგებიანი პოზიცია. მე არ ვიცი რამდენად მოახდენს “გაზპრომი” ირანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის ლობირებას და როდის ჩაერთვება სერიოზულად ირანის მხარე პროექტის რეალიზაციაში.
მე ასევე მგონია, რომ ფინანსური კრიზისის დაწყებასთან დაკავშირებით, პროექტის მიმართ ინტერესი შემცირდება, რადგან რუსეთს სომხეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის “თავისუფალი ფული” არ აქვს.
– როგორ აფასებთ თქვენ თურქეთის ინიციატივას რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის “სტაბილურობისა და უსაფრთხოების პლატფორმის” შექმნასთან დაკავშირებით? იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პლატფორმა შეიქმნა, თქვენი აზრით, როგორი იქნება პერსპექტივები სომხეთისათვის?
– ძალიან რთულია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან მე წარმოდგენა არ მაქვს რა არის “სტაბილურობისა და უსაფრთხოების პლატფორმა”. მე მგონია, რომ სომხეთის ძირითადი პერსპექტივები დაკავშირებულია არა ამ კონკრეტულ “პლატფორმასან”, არამედ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციასთან. სომხეთის პრეზიდენტმა უკვე გადადგა მთავარი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ეხლა ბევრი რამ დამოკიდებულია თურქეთზე და მის ხელისუფლებაზე.
– როგორ აფასებთ “ინტერ-რაო-იესის” სომხეთის ენერგეტიკულ ბაზარზე ყოფნის ეფექტურობას?
– ჩემთვის ძნელია შევაფასო “ინტერ-რაო-იესის” საქმიანობა სომხეთში, რადგან ეს საქმიანობა არ არის გამჭვირვალე, რაც ძალიან ცუდია.
– როგორ ფიქრობთ, გაიზარდა თუ არა სომხეთის მიმზიდველობა ენერგეტიკული კორიდორის სახით?
– ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ვითარებაზე საქართველოში, რომელმაც აჩვენა თავისი არასრულყოფილება ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტში. ბაქო-ჯეიჰანი და ბაქო-ერზრუმი მართალია აშენებულია, მაგრამ მათ საიმედო ენერგოსატრანსპორტო პროექტებს ვერ უწოდებ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სომხეთს შეუძლია ამ პროექტების ჩანაცვლება. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მოუგვარებელი კონფლიქტი მთიან ყარაბახთან, ეს კი ხელს უშლის სომხეთის ტერიტორიით ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების შესაძლებლობას. კონფლიქტი რომც მოგვარდეს, ორ ქვეყანას შორის უნდობლობა ერთ და ხუთ წელიწადში არ გაქრება და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მნიშვნელოვან თანამშრომლობაზე საუბარი არც ღირს. რაც შეეხება ირანს, ის მაინც ბუნებრივი აირის ევროსაბჭოში თურქეთის გავლით ექსპორტზეა ორიენტირებული. ირანისთვის სომხეთის მარშრუტი ჩიხში შედის, რადგან აქვეა საქართველო თავისი ცნობილი პრობლემებით. ასე, რომ სომხეთს პრაქტიკულად არ გააჩნია პერსპექტივები.