აშშ-ის მაკროეკონომიკა

რედაქციისაგან

აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის მშპ 2008 წლის III კვარტალში 0,5%-ით შემცირდა, II კვარტალში ეს მაჩვენებელი 2,8%-ით გაიზარდა. აშშ-ის მშპ-ის დეფლიატორი III კვარტლის შედეგებით 4,1%-ით გაიზარდა, რაც ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზზე (4,2%) ცოტათი დაბალია. საქონლისა და მომსახურების რეალური ექსპორტის ზრდამ III კვარტალში 3,4% შეადგინა (II კვარტალში – 12,3%), ხოლო საქონლისა – 7,3%-ით). აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, მშპ-ის შემცირება გამოწვეულია კერძო მომხმარებლების ხარჯების, გრძელვადიანი ინვესტიციებისა და კომპიუტერებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე ხარჯების შემცირებით.

ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს ანგარიშგების მიხედვით, ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, სამომხმარებლო შემოსავლები 0,3%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის 0,1%-იან ზრდას ვარაუდობდნენ. გადამოწმებული მონაცემებით, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 0,1 %-ით გაიზარდა. სამომხმარებლო ხარჯების მოცულობა აშშ-ში მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 1%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის 0,9%-იან შემცირებას ვარაუდობდნენ.
აშშ-ში სამომხმარებლო ნდობის ინდექსი 2008 წლის ნოემბერში 6,1 პუნქტით – 44,9 პუნქტამდე გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ ინდექსის 38-პუნქტს ვარაუდობდნენ. მიმდინარე წლის ოქტომბერში, გადამოწმებული მონაცემებით, სამომხმარებლო ნდობის ინდექსმა 38,8 პუნქტი შეადგინა.
მეორად ბაზარზე სახლების გაყიდვების მოცულობა ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით 3,1%-ით შემცირდა და 4,98 მლნ ერთეული შეადგინა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 5 მლნ ერთეული იქნებოდა. მიმდინარე წლის სექტემბერში მეორად ბაზარზე სახლების გაყიდვების წლიური მოცულობა, გადამოწმებული მონაცემებით, 5,14 მლნ ერთეული იყო.
აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, ახალი სახლების გაყიდვების მოცულობა ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით 5,3%-ით შემცირდა და 433 ათასი ერთეული შეადგინა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 450 ათასი ერთეული იქნებოდა. წლიური გამოთვლებით, ახალი სახლების გაყიდვის მოცულობა მიმდინარე წლის ოქტომბერში 40,1%-ით ნაკლები იყო, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (723 ათასი ერთეული).
აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის ოქტომბერში შეკვეთების მოცულობა ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე ქვეყანაში, წინა თვის მონაცემებთან შედარებით, 6,2%-ით შემცირდა და 193 მლრდ დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 2,6%-ით შემცირდებოდა.
აშშ-ში საქმიანი აქტივობის ინდექსი, რომელსაც ჩიკაგოში მენეჯერთა ასოციაცია (PMI) გამოითვლის, 2008 წლის ოქტომბრის 37,8 პუნქტთან შედარებით ნოემბერში 33,8 პუნქტით შემცირდა. ეს ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1982 წლიდან. ანალიტიკოსები ელოდებოდნენ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი საანგარიშგებო პერიოდში 36,5 პუნქტი იქნებოდა.
აშშ-ის შრომის სამინისტროს მოხსენების მიხედვით, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც უმუშევართა თავდაპირველ დახმარებას იყენებს, 22 ნოემბრის მონაცემებით, 14 ათასით შემცირდა და 529 ათასი ადამიანი შეადგინა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მონაცემი 537 ათასი იქნებოდა.