საბანკო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების ისტორიული გამოცდილება და პერსპექტივები
ვლადიმერ ზესაშვილი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მაძიებელი ეკონომიკაში
საბანკო სისტემის წარმოქმნა და მისი ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირება
XVIII-XXს. დასაწყისში რევოლუციამდელ საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში, განშტოებული და მძლავრი მრავალსუბიექტიანი საკრედიტო-საბანკო სისტემა არსებობდა, რომელიც იურიდიული და ფიზიკური პირების საკრედიტო და სხვა საბანკო მომსახურების ფართო სპექტრით უზრუნველყოფას ახორციელებდა. ამასთან ერთად ეს სისტემა ნამდვილად ორდონიანი მაინც ვერ გახდა, რაზედაც ნათლად მეტყველებს მისი ზედა დონის მდგრადობა (იხ. სქემა #1).
სინამდვილეში საკრედიტო-საბანკო დაწესებულებების მართვის სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოები ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ (სახელმწიფო საკრედიტო დაწესებულებების საბჭო და სხვა), მიუხედავად ამისა, ისინი ყოველთვის მეორეხარისხოვან როლს ასრულებდნენ, რადგან ამ სისტემის მართვაში გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნოდა სახელმწიფო საბჭოს, სახელმწიფო კონტროლს, სხვადასხვა სამინისტროებს (ცალკეულ შემთხვევებში სამხედრო სამინისტროს ჩათვლით), რომლებიც ამავე დროს მათ მიერ სამართავი სისტემის ელემენტები არ იყვნენ და არც შეიძლება ყოფილიყვნენ. ყოველივე ეს ქვეყნის საკრედიტო-საბანკო სისტემას ართმევდა საჭირო ხარისხის დამოუკიდებლობას მთავრობისაგან, რომელიც მისი ზედა დონის საქმიანობას მთლიანად აკონტროლებდა და ამით მნიშვნელოვნად ზღუდავდა კომერციული ბანკების თვითმართველობის შესაძლებლობებს.
რევოლუციამდელი საკრედიტო-საბანკო სისტემისა და მისი მართვის სისტემის არასაკმარისი სიმწიფის შესახებ ასევე ნათლად მოწმობს სახელმწიფო ბანკის იურიდიული სტატუსი და ფაქტიური საქმიანობა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირდაპირ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. დე-იურე არ იყო ცენტრალური ბანკი, ხოლო დე-ფაქტო რიგ უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს ასრულებდა, რომლებიც ევროპული ქვეყნების ცენტრალური ბანკებისათვის იყო დამახასიათებელი: იყო მონოპოლისტი საკრედიტო ბილეთების ემისიის ნაწილში, თანდათან დგებოდა რა “ბანკების ბანკად” გამოდიოდა უკანასკნელი ინსტანციის კრედიტორად, თუმცა ასეთად, ამ ტერმინის სრული მნიშვნელობით, მან გახდომა მანც ვერ მოასწრო.
ამავე დროს სახელმწიფო ბანკს რიგი ისეთი ფუნქციების შესრულებაც უწევდა, რომელიც სავსებით არ იყო ცენტრალური ბანკისათვის დამახასიათებელი: იგი კომერციული ბანკების მსგავსად უშუალოდ ახორციელებდა სამეურნეო დაკრედიტებას, ხოლო 1911 წლიდან კი, ხორბლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობამ უშუალოდ ელევატორების მშენებლობა და ექსპლოატაცია დაავალა.
მაგრამ სახელმწიფო ბანკის ფუნქციონალური მახასიათებლების სახით, მთავარი ნაკლოვანება იმაში მდგომარეობდა, რომ მას არ ჰქონდა და არც ასრულებდა საკონტროლო-მარეგულირებელ უფლება-მოსილებებს საკრედიტო-საბანკო სისტემის ქვედა დონის სუბიექტებთან მიმართებაში, რომლებიც ქვეყნის უმსხვილესი სააქციო კომერციული ბანკების ჩათვლით, მნიშვნელოვნად მთავრობაზე იყვნენ დამოკიდებულები, რაც ასევე საკრედიტო სისტემისა და მისი მართვის მოუმწიფებლობის გამოვლინება იყო.
ახალი ეკონომიკური პოლიტიკის (ნეპი) გატარების პერიოდში სახელმწიფო საკრედიტო სისტემის ფორმირების პროცესში განასხვავებენ სამ პერიოდს:
I პერიოდი (1921-1923 წწ.) – ახალ ეკონომიკურ პოლიტიკაზე გადასვლის პერიოდი და საბანკო საქმის განვითარებისათვის საჭირო წინაპირობების შექნა;
II პერიოდი (1923-1926 წწ.) – იწყება სსრ კავშირის შექმნის დროიდან და იმ ელემენტების შექმნით ხასიათდება რომლისგან შემოდგომში ქვეყნის საკრედიტო სისტემის აშენება უნდა დაწყებულიყო;
III პერიოდი (1926-1930 წწ.) – ქვეყნის საკრედიტო ქსელის რაციონალიზაციისა და მისი საკრედიტო სისტემად გარდაქმნის პერიოდი.
საბჭოთა სახელმწიფოში ახალი ეკონომიკური პოლიტიკის ჩატარების პერიოდში განშტოებული მრავალსუბიექტური საკრედიტო სისტემა ჩამოყალიბდა, რომელიც იურიდიული და ფიზიკური პირებისთათვის საბანკო მომსახურების საკმაოდ ფართო სპექტრის უზრუნველყოფას ახორციელებდა. ამასთან ამ სისტემამ, შემდგომში ქვეყნის პოლიტიკის შეცვლის გამო თავისი ნამდვილი განვითარება ვერ ჰპოვა.
ახალი ეკონომიკური პოლიტიკის (ნეპ-ის) პერიოდის თეორიული იდეები და პრაქტიკული მიღწევები, რომლებიც შეიძლებოდა ქვეყნის საბანკო სისტემის შემდგომი გაუმჯობესებების თვალსაზრისით გამოგვეყენებინა თანამედროვე საქმიანობაში (იხ. სქემა 2):
პირველ რიგში, რამდენიმე სპეციალიზირებული ორგანოების არსებობა, რომელთა ამოცანაში საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი და რეგულირება შედიოდა (ფინანსთა სახალხო კომისარიატი, საბანკო საქმის კომიტეტი, სახბანკი, ცენტრალური სასოფლო-სამეურნეო ბანკი). აქ საბანკო სისტემის მართვის სფეროში, შეიძლება მონოპოლიზმის არარსებობის ნიშნებიც დავინახოთ, რაც ქვეყნის თანამედროვე საბანკო სისტემის ზედა დონის ერთ-ერთ მეტად სერიოზულ ნაკლოვანებას წარმოადგენს.
მეორე მხრივ, საკრედიტო ორგანიზაციებისათვის კონკრეტული ამოცანების განსაზღვრის მეშვეობით და ასევე მათ შორის კლიენტურის დაყოფის გზით თითოეული მათგანის ფუნქციების მიხედვით დაყოფის უზრუნველყოფა, თანამედროვე პირობებში საკრედიტო ორგანიზაციების ფუნქციების მიხედვით ასეთი მკაცრი დაყოფა აუცილებლობას არ წარმოადგენს, უფრო მეტიც, იგი ქვეყანაში ნამდვილად საბაზრო საბანკო სისტემის ფორმირების საზიანოც კი იქნებოდა, მაგრამ ჩვენი აზრით გარდამავალ პერიოდში მხედველობაში გვაქვს ქვეყანაში იპოთეკური ბანკების არ არსებობასთან, სოფლის მეურნეობის დაკრედიტების მკაფიო სისტემის ჩამოუყალიბებლობასთან, ასევე საჭიროდ მიგვაჩნია საკრედიტო პოლიტიკის გაუმჯობესება საბინაო მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებით და ა.შ.
მესამე მხრივ, შორეულ აღმოსავლეთისა და შუა-აზიური ბანკების არსებობა რეგიონული საკრედიტო ორგანიზაციების იდეის ჩანასახებზე მიგვანიშნებს, რომელთა ჩამოყალიბების საფუძველში არა ადმინისტრაციული ან ეროვნულ-ტერიტორიული პრინციპი, არამედ ეკონომიკური რეგიონების პრინციპია ჩადებული.
მეოთხე მხრივ, საბანკო საქმეთა კომიტეტში ადგილობრივი კომუნალური ბანკების წარმომადგენელთა არსებობა, რომელთა სავალდებულო წევრის სტატუსით ყოველწლიური არჩევა ამ ბანკების ყრილობაზე ხორციელდება. აქ აშკარად შეიმჩნევა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საერთო-სახელმწიფოებრივი და რეგიონული (ადგილობრივი) ინტერესების ოპტიმალური გათვალისწინების საწყისების პრაქტიკული დანერგვის იდეის ჩამოყალიბების მცდელობა, რომელიც ქვეყნის მთლიან საბანკო სისტემაზე იქონიებდა ზემოქედებას, აგრეთვე შესამჩნევია ასეთი გადაწყვეტილებების მიღების საკითხებში საკრედიტო ორგანიზაციების კავშირებისა და ასოციაციების როლის გაძლიერება.
სისტემური საბანკო კრიზისის ძირითადი მიზეზებია: საერთაშორისო ფინანსური კრიზისი, ეკონომიკის კრიტიკული მდგომარეობა, წარმოების განვითარების ექსტენსიური მოდელი. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, დეფოლტი, საგარეო და შიდა ვალის ზრდა, შეცდომიანი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელება, ქვეყნის სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო, საბანკო სისტემის ზედა დონის სახელისუფლებო შტოს არარსებობა, ცენტრალური ბანკის შიდა აგებულების ნაკლოვანებები, ფინანსური კაპიტალის ეკონომიკის “რეალური სექტორისაგან” განცალკევება და როგორც შედეგი, საფინანსო-სამრეწველო კაპიტალის არასაკმარისად განვითარება (იხ. სქემა 3).
საბანკო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების ისტორიული გამოცდილების ანალიზი და პერსპექტივების შეფასება შემდეგი სახის შეფასებისა და დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა:
1. რევოლუციამდელ საქართველოში (მე-18 საუკუნის და მე-20 საუკუნის დასაწყისი) განშტოებული და მძლავრი მრავალსუბიექტიანი საკრედიტო-საბანკო სისტემა არსებობდა, რომელიც იურიდიული და ფიზიკური პირების საკრედიტო და
სხვა საბანკო მომსახურების ფართო სპექტრით უზრუნველყოფას ახორციელებდა. ამასთან ერთად ეს სისტემა ნამდვილად ორდონიანი (ორსაფეხურიანი) მაინც ვერ გახდა.
2. ახალი ეკონომიკური პოლიტიკის (1921-1930 წ.წ.) განხორციელების პერიოდში სახელმწიფო-საკრედიტო სისტემის ფორმირების პროცესში საკრედიტო სისტემის ფორმირებასა და მისი ნორმატულ-სამართლებრივ რეგულირებაში (ნეპ-ის პერიოდი) შემდეგ სამ პერიოდს განასხვავებენ: პირველი (1921-1923 წ.წ.) – საბანკო საქმის განვითარებისათვის შესაბამისი წინაპირობის შექმნის პერიოდი, მეორე პერიოდი (1923-1926 წწ.) იმ ელემენტების შექმნით ხასიათდება, რომლის მეშვეობით შემდგომში ქვეყნის საკრედიტო სისტემის აშენება უნდა დაწყებულიყო, ხოლო მესამე (1926-1930 წწ.) – ქვეყნის საკრედიტო ქსელის რაციონალიზაციისა და მისი საკრედიტო სისტემად გარდაქმნის პერიოდად ითვლება, მაგრამ აღნიშნულმა სისტემამ, ქვეყნის პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით, თავისი ნამდვილი განვითარება ვერ ჩამოაყალიბა.
3. საბაზრო ტიპისა და საბანკო კანონმდებლობის ადექვატური საბანკო სისტემის ჩამოყალიბება მე-19 საუკუნის 80-90-იან წლებს უკავშირდება, რაც გათანაბრებულობის პრინციპებს ამკვიდრებდა და იგი მხოლოდ ჩამორჩენილი საწარმოებისათვის იყო სასარგებლო, სადაც ადამიანური ფაქტორის სრული იგნორირება ხორციელდებოდა და წარმოებრივი ძალების ექსტენსიური განვითარებას ენიჭებოდა უპირატესობა. ფული, ფინანსები, კრედიტი – იმ პერიოდში დამხმარე, მეორეხარისხოვანი ეკონომიკური ინსტრუმენტები გახდა. საბჭოური მოდელის ძირითად თავისებურებას ისეთი ნეგატიური ფაქტორი წარმოადგენდა, რამაც დამუხრუჭების მექანიზმი წარმოქმნიდა და ეკონომიკა თანდათანობით მოდუნებამდე მიიყვანა.
4. სისტემური საბანკო კრიზისის სათავეები (1991-1998 წწ.) და მიზეზები ქვეყანაში არასწორი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკით იყო გამოწვეული, რომლის ყველაზე ნეგატიურ შედეგს მოსახლეობის ხელისუფლებისადმი ნდობის ტოტალუ-ფსიქოლოგიური ნგრევა წარმოადგენდა. ასევე ქვეყანაში სამართლისადმი, კანონისადმი, ნორმატიული წესრიგისადმი უარყოფითი, ხოლო საფუძვლიანობის თვალსაზრისით – მოსახლეობის ძირითადი მასის იურიდიული გაუნათლებლობისა და ჩამორჩენილობის მიზეზი იყო.
5. სისტემური საბანკო კრიზისის ძირითადი მიზეზია: საერთაშორისო ფინანსური კრიზისი, ეკონომიკის კრიტიკული მდგომარეობა, წარმოების განვითარების ექსტენსიური მოდელი, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, დეფლატორი, საგარეო და შიდა ვალის ზრდა, მცდარი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელება, ქვეყნის სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო, საბანკო სისტემის ზედა დონის სახელისუფლებო შტოს არარსებობა, ცენტრალური ბანკის შიგა აგებულების ნაკლოვანებები, ფინანსური კაპიტალის ეკონომიკის “რეალური სექტორისაგან” გამოცალკევება და როგორც შედეგი – საფინანსო სამრეწველო კაპიტალის არასაკმარისად განვითარება.