თავისუფალი ბაზარი, თუ მკაცრი კონტროლი?
მოამზადა ნინო არველაძემ
რვა წლის წინ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯორჯ ბუშმა ელ გორთან დებატების დროს დანარჩენი მსოფლიოს მიმართ აშშ-ის ახალი, საკმაოდ მოკრძალებული დამოკიდებულება ჩამოაყალიბა. კერძოდ, მან აღნიშნა: “აშშ-ის როლი არ არის შემოიაროს მსოფლიო და განაცხადოს – ეს არის გზა, რომელიც ასეც უნდა იყოს. მე უბრალოდ არ ვფიქრობ, რომ აშშ თავის როლის თანახმად, უნდა შევიდეს ქვეყანაში და განაცხადოს: ჩვენ ამას ასე ვაკეთებთ, ამიტომ თქვენც ასე უნდა გააკეთოთ”.
ერთ სფეროში ჯორჯ ბუშს სურვილი აუხდა, მაგრამ ალბათ არა იმ სახით, როგორც ამას პრეზიდენტი ელოდა.
ბოლო დროს “უოლ სთრითზე” განვითარებულმა მოვლენებმა თავისუფალი ვაჭრობის ოპონენტებს ძლიერი საბრძოლო იარაღი მისცა. თავისუფალი დაფინანსების მოდელი, რომლის პროპაგანდასაც აშშ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწეოდა და რომელმაც ბოლო დეკადაში რამდენიმე ტაქტიკური უკუსვლა გამოსცადა, ახლა უკვე გამალებით იხევს უკან.
ვაშინგტონის მოდელი ბევრისთვის ხდება სარისკო. ბილ კლინტონის კომერციული განყოფილების უფროსი დევიდ როსკოფტი აცხადებს, რომ მსოფლიო გადამწყეტ ფაზაშია. “ეს რეიგან-ტეტჩერიზმის 25-წლიანი ეპოქის დასასრულია, ყველაფერი მივანდოთ ბაზარს, “ნაკლები მართვა მმართველობის საუკეთესო ფორმაა”, ეს პერიოდი დასრულებულია,” – აცხადებს როსკოფტი.
ზოგიერთი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ლიბერალიზაციის კურსის შესუსტება გადამწყვეტ ცვლილებებს არ მოიტანს. ბევრი ეკონომისტი ყურადღებას ამახვილებს ერთ მოსაზრებაზე, რომ ყველა ლიბერალიზმი ერთნაირი არ არის და რომ ფინანსური კრიზისი არ ამართლებს ყველა თავისუფალი ბაზრის მოშლას, მაგრამ აშშ-ის წარმატებულმა ადმინისტრაციებმა შექმნეს განსხვავებული სახეობები, მოათავსეს ერთ პოლიტიკურ პაკეტში და მიყიდეს სხვადასხვა ბაზრებს – სსფ-ის, მსოფლიო ბანკს, მსო-სა და აშშ-ის შორის ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები გაფორმდა. ახლა კი ამ აზრის აღმოფხვრა უცხოური მთავრობებისა და მათი ამომრჩევლების “ტვინებიდან” ძალიან რთული იქნება.
ამ პაკეტმა შეიძლება საქონლის იმპორტზე დაბალი ტარიფების დაწესების იდეას შეუწყოს ხელი. ეს ის პოლიტიკაა, რომელიც ორთოდოქს ეკონომისტებს შორის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, მაგრამ მას გავრცობასთან ერთად საკმაოდ წინააღმდეგობრივი სტრატეგიები შეემატა: ის ნებას რთავს უცხოურ ინსტიტუტებს შეიძინოს ადგილობრივი ბანკები, ან ჰქონდეთ საკუთარი ფილიალები და არეგულირონ შიდა ფინანსური ბაზრები და საერთაშორისო კაპიტალის მოძრაობაზე კონტროლი დაასრულონ.
კოლუმბიის უნივერსიტეტის წამყვანმა ეკონომისტმა სავაჭრო საკითხებში ჯედიშ ბოგვატმა გაფრთხილების სახით განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ლიბერალურ ბაზრებს სახიფათო დაბნეულობამდე მიიყვანდა, რაც კიდევ ერთხელ გახდება პანიკისა და ვარდნის მიზეზი. ვაშინგტონმა სავაჭრო გარიგებებში საკუთარი ფინანსური მოდელის ექსპორტის გახორციელება გადაწყვიტა. მოდელი, რომელსაც აშშ ორმხრივი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის იყენებს და მისი ამოსავალი წერტილია, იმ მკაცრ ლიმიტებს შეიცავს, რომელიც ფინანსური კრიზისის სამართავად კაპიტალის კონტროლს გულისხმობს.
ბოგვატი აცხადებს, რომ ეს არის “სალარო-უოლ სთრითი”-ს კავშირი, რომელსაც შეუქცევადი შეხება აქვს დერეგულირებასთან. “უოლ სთრითი” ცდილობს აშშ-ის პოლიტიკაზე რაც შეიძლება ძლიერი გავლენა იქონიოს და ეს იდეოლოგიური დანაშაულია, რადგან ამ აზრის მოწინააღმდეგეს თავს სოციალისტურად ახირებულ პიროვნებად აგრძნობინებენ.”
ეს კავშირი ხალხში დამკვიდრდა და გამოჩნდნენ კონსპირაციული თეორეტიკოსები. რობერტ რუბინი, ერთ-ერთი უძლიერესი ფინანსთა მინისტრი კლინტონის ადმინისტრაციაში “გოლდმენ სატჩიდან” მივიდა და შემდგომ “სითი გრუპში” გადავიდა. სტენლი ფიტჩერმა, სსფ-ის სტრატეგიების ერთ-ერთმა მთავარმა “არქიტექტორმა” 1990 წლის ფინანსური კრიზისის დროს “სითი გრუპი” დატოვა.
ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსური ლიბერალიზაციის კამპანიამ თავის აპოგეას 1990-იანი წლების შუა პერიოდში, 1997-98 წლების აზიის ფინანსურ კრიზისამდე მიაღწია. აშშ-მ ქვეყნების კაპიტალის ანგარიშების ლიბერალიზაციას ბიძგი განვითარებად ქვეყნებში მისცა და მიესალმა სსფ-ის კონსტიტუციის შეცვლას, რომელიც აშშ-ის ინიციატივის დასახმარებლად განხორციელდა. ყოფილი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ ფონდი იშვიათად ხედავდა იმ შიდა ფინანსური დერეგულირების ნაირსახეობებს, რომელიც მას არ მოსწონდა.
“აზიის კრიზისამდე, რომლის გაჩაღებაშიც წვლილი აშშ-ის მიუძღვის, სსფ ყველა სახის დერეგულირებას ეწინააღმდეგებოდა,” – აცხადებს მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი და სსფ-ის ოფიციალური პირი კარმენ რეინჰართი. ჩილესა და მალაიზიის მსგავსი ქვეყნები მკაცრად ისჯებოდნენ კაპიტალის კონტროლის გამო. სსფ-მ პოზიციები გასული წლის საკრედიტო კრიზისამდე შეცვალა, რაც განსაკუთრებით კაპიტალის ანგარიშებს შეეხო. სსფ-ის ყოფილი მთავარი ეკონომისტის კენ როგოფისა და სხვათა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ღარიბ ქვეყნებზე ფინანსური გლობალიზაციის შედეგები შერეულ ხასიათს ატარებდა.
მსოფლიო ბანკმა უფრო ღრმა შინაარსი მისცა აშშ-ის მოსაზრებებს. მისი უნარი, ეკონტროლებინა დერეგულაცია განვითარებად ქვეყნებში, შესუსტდა, რადგან ჩინეთი მსოფლიოს ფინანსების ალტერნატიულ წყაროდ მოევლინა. პეკინი გზებს აშენებს, ხელმომჭირნედ ხარჯავს ფულს და ხანდახან თავს წარმოადგენს, როგორც მოდელი, თუ როგორ უნდა გამდიდრდე საქონლისა და კაპიტალის ბაზრის მთლიანი ლიბერალიზაციის გარეშე.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ლიბერალიზაცია ხშირად ვაშინგტონის საერთაშორისო ვაჭრობის დიპლომატიის მნიშვნელოვან ნაწილს აყალიბებს. აშშ-ის ფინანსური სერვისის კომპანიები ტრადიციულად სავაჭრო გარიგებების ენთუზიასტ ლობისტებს შორის იდგნენ. ისინი ხშირად იღებდნენ კრედიტს იმის გამო, რომ გაიარეს გლობალური ვაჭრობის მოლაპარაკებების ე.წ ურუგვაის რაუნდი, რომელიც 1994 წელს დასრულდა და უფრო მეტი დათმობებისთვის იბრძოდნენ დოჰას რაუნდზე.
მას შემდეგ რაც “მტვერი დაილექება”, ვაშინგტონი აღმოაჩენს, რომ ფერდაკარგულ ბრენდს ყიდის, თუ კვლავ გააგრძელებს ფინანსური სიყალბისა და იმ საინვესტიციო ბანკების თავისუფლების მხარდაჭერას, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობენ. ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა და სსფ-ის ყოფილმა მთავარმა ეკონომისტმა რეგარამ რაჯანმა ინდოეთის მთავრობას წარუდგინა მოხსენება ფინანსური ლიბერალიზაციის შესახებ, რომელსაც ინდოეთში მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. ის აცხადებს, რომ საზოგადოებრივი დებატები სათანადოდ ვერ წარმოაჩენს ფინანსური რეფორმების ფორმებს შორის განსხვავებებს. სახელმწიფო აქციების გაყიდვა კომერციულ ბანკებში, განვითარებადი საპროცენტო განაკვეთები და სავალუტო ფიუჩერსების ბაზრები, გაკოტრების ახალ სისტემას აყალიბებენ – აშშ-ის მოვლენებმა ყველა მათგანს სამარცხვინო დაღი დაასვა. “ისეთი გრძნობა ჩნდება, თითქოს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული – “უოლ სთრითი”, ჰეჯ-ფონდები, კერძო საკუთრება, ფიუჩერსების ბაზარი და ა.შ”, – აცხადებს რაჯანი. საკვებ პროდუქტებზე გლობალური კრიზისის გამო ინდოეთის მთავრობამ სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობა შეაჩერა.
სხვა განვითარებად ქვეყნებში განსხვავებული რეაქციებია. ჩინეთში ბაზრის მარეგულირებლებმა შეაჩერეს ფიუჩერსების ვაჭრობის შესახებ კანონის მიღება, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ჩინეთში საფეხურეობრივი ლიბერალიზაციის პოლიტიკის გატარების შეჩერებაში აშშ-ის წვლილი არ მიუძღვის. შანხაის ოფიციალური პირების მოსაზრებით, შესაძლებელია საკრედიტო ბაზრის კრიზისმა ზოგიერთი რეფორმის გატარება დააჩქაროს.
“ჩვენთვის გაკვეთილი არ არის ის ფაქტი, რომ აშშ-ის ბევრმა ფინანსურმა ინოვაციამ პრობლემები გამოიწვია და ამიტომ ჩვენ სიახლეებს გვერდი უნდა ავუაროთ. თუ ჩვენ გაკვეთილი უნდა მიგვეღო, ერთი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ – უნდა დაჩქარდეს ფინანსური რეფორმების გატარება, რადგან ჩვენ უკვე ვიცით თუ სად და როდის უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე,” – აცხადებენ შანხაიში.
ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სადაც ფინანსური კრიზისის გამოცდილების ნაკლებობას არ უჩივიან, აცხადებენ, რომ თავისუფალი ბაზრების დამცველებმა მათი მიზნებისა და გზავნილების ზომიერება უნდა დაიცვან, რაც კრიზისზე მათი პასუხი იქნება. ისევე როგორც ახალ ბაზრებთან ურთიერთობაში, აშშ მოუხეშავი პოლიტიკით გამოირჩევა შვიდეულის ჯგუფის მდიდარ ქვეყნებთან, რომლებსაც დერეგულირების სასარგებლოდ ლექციებს უტარებს.
გერმანიისა და საფრანგეთის მსგავსმა ქვეყნებმა ბოლო ორი დეკადის განმავლობაში ვაშინგტონი მკაცრად გააკრიტიკეს სამუშაო და კაპიტალის ბაზრების პროდუქტის არასაკმარისი მოქნილობის გამო. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკერმა განაცხადა, რომ უფრო დიდი ყურადღება დაეთმობა ბანკებისა და ფინანსური ბაზრების მოთხოვნილებებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლას სარკოზიმ მსოფლიოს “დარეგულირებული კაპიტალიზმის” ხელახალი აშენებისკენ მოუწოდა.
ბევრი ეკონომისტი კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი ღია ბაზრებისა და ფინანსური ინოვაციების უარყოფითი შედეგების შეფასების დროს. ბოგვატის აზრით, აზიის კრიზისის შემდეგ აღმოსავლეთ აზიის მთავრობებმა არ აღკვეთეს საქონლით თავისუფალი ვაჭრობა. როგოფი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ შეწყვეტს ფინანსური სიყალბეების მხარდაჭერას, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა სინგაპური, ჰონგ-კონგი და ბრაზილია, მას ჩაენაცვლებიან. “ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში უამრავი დადებითი ასპექტი მოიძებნება, ის ხელს უწყობს ზრდასა და სტაბილურობას. ზოგიერთი ქვეყანა აუცილებლად გაიფიქრებს, რომ რასაც აშშ აკეთებდა ძალიან კარგი იყო და ჩვენ ყველაფრის უკეთ გაკეთება შეგვიძლია”, – აცხადებს როგოფი. მაგრამ, თავისუფალ ბაზრებსა და კომპლექსურ ფინანსურ ტექნიკას ძირითადი გულშემატკივრები დასჭირდება.