“ლოჟებიდან” მართულ მსოფლიო
მაია რაზმაძე
“საზოგადოებრივი აზრის სადავეების ხელში ასაღებად უნდა გავავრცელოთ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები ისე, რომ დაიბნენ მის ლაბირინთებში და მიხვდნენ, რომ უმჯობესია არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდეთ პოლიტიკურ შეხედულებებზე, რადგან ამის შესახებ უნდა იცოდეს მხოლოდ მან, ვინც საზოგადოებას ხელმძღვანელობს – ეს პირველი საიდუმლოა”.
თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური თამაშების ლაბირინთებში გარკვევა ხშირად ძნელია, ზოგჯერ თითქმის შეუძლებელიც. ანუ ამ სიტყვების ავტორის თუ ავტორთა მიზანი მთლიანად თუ არა, თითქმის მიღწეულად შეიძლება ჩაითვალოს. ნაწყვეტი კი “სიონის ბრძენთა კრებების ოქმებიდან” გახლავთ, რომელიც მასონთა მსოფლიო დაპყრობის პროგრამას წარმოადგენს.
მასონობის სათავეებს თანამედროვე მკვლევარები იუდა-წარმართულ, გნოსტიკურ და მანიქეველურ სექტებში ეძებენ. იერუსალიმის სოლომონის ტაძრის მშენებლები შეიძლება ჩავთვალოთ პირველები “თავისუფალ ქვისმთლელთა საძმოს” დამფუძნებლებად. ებრაელთა პალესტინიდან განდევნის შემდეგ, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის ბოლოს ცრუსწავლებები თანდათან Mმთელ მსოფლიოს მოედო და ეგვიპტე-ესპანეთიდან ჩინეთ-ამერიკამდე გავრცელდა.
მასონობა ოფიციალურ და საიდუმლო ორგანიზაციათა საერთაშორისო ქსელია, რომლებსაც საერთო ფესვები აქვთ და სხვადასხვა დროს განსხვავებული სახელწოდებით იყო ცნობილი. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ შუა საუკუნეებში საიდუმლო მოძრაობამ გოთურ ტაძრებში მშენებელთა უფროსების წრეებში შეაღწია და მთელი ევროპა მოიცვა. XVII-XVIII საუკუნეებში ინგლისის საამშენებლო საამქროებისაგან საზოგადოებამ მიიღო სახელწოდება “მასონები”, ანუ “თავისუფალი ქვის მთლელები”.
საიდუმლო საზოგადოებები სხვადასხვა სახელწოდებებით ვრცელდებოდა. ევროპასა და შუა აღმოსავლეთში მათ ერქვათ – კაბალისტები, სიონის საძმო, ტაძრის რაინდები, ტამპლიერები, არსიინები, ისმაელიტები, ფრანკმასონები, ილუმინატები (განმანათლებლები); ჩინეთში – ტრიადა, თეთრი ლოტოსი, ტრაიპინები, იხეტუანები; ამერიკაში – ტყავის წინსაფრის კლუბი; რუსეთში – ხსნის კავშირი, კეთილდღეობის კავშირი ორფეოსი, ელიზავეტა და სათნოებები, მომაკვდავი სფინქსი, ნეპტუნი, სამი სათნოება, რჩეული მიხეილი, სამი ვარსკვლავი, სამი გლობუსი, პოლარული ვარსკვლავი და სხვა.
“მეტასტაზები მთელ მსოფლიოში”
დროთა განმავლობაში მასონობა მთელ მსოფლიოს მოედო და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შეაღწია, საშინელი ნგრევა შეიტანა. საიდუმლო ორგანიზაციები ყოველთვის ემტერებოდნენ სახელმწიფოს სადარაჯოზე მდგარ, ერის მთლიანობისათვის მზრუნველ მონარქისტულ წყობას. იქ, სადაც ემხობოდა მონარქია, ქვეყანა საერთაშორისო და რეგიონალური ომების ქარცეცხლში ეხვეოდა.
ცნობისმოყვარეობით თუ კაცობრიობისათვის სიკეთის მოტანის სურვილით აღძრული უამრავი ადამიანი “თავისუფალ ქვისმთლელთა” რიგებში ეწერებოდა. ადამიანები ტყუვდებოდნენ და იხიბლებოდნენ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების, პროგრესის, ხალხთა საყოველთაო ძმობის, საუკუნო მშვიდობის და სულიერი სრულყოფის მასონური ლოზუნგებით. მხოლოდ უმაღლესი განდობის მასონებმა იცოდნენ, რისთვის იქმნებოდა “საიდუმლო საზოგადოება”. ეს ორგანიზაცია ყველგან და ყოველთვის სახელმწიფოთა დანგრევასა და ერთა გახრწნას, საიდუმლო ოკულტური მეცნიერებისა და მაგიის დაუფლებასა და მის ცხოვრებასა და პოლიტიკაში გამოყენებას ისახავდა მიზნად. ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ილუმინატები სავსებით შეფარულად მოქმედებდნენ მასონური ორდენის წიაღში. XIX საუკუნის დასაწყისიდან კარბონარებმა ღია ომი გამოუცხადეს სახელმწიფო ხელისუფლებას. მასონები ამაყობდნენ კიდეც იმ ნგრევით, რომელიც მათ რევოლუციათა ჯაჭვში მოქცეულ საფრანგეთს მოუტანეს. 1871 წელს საიდუმლო ორგანიზაციამ ღიად განაცხადა იმ კავშირის შესახებ, რომელიც პარიზის კომუნასთან ჰქონდა. როგორც ცნობილია, ეს უკანასკნელი ინგლისში წითელ ინტერნაციონალიზმში გადაიზარდა, ხოლო შემდგომში ლასალისა და მარქსის სოციალ-დემოკრატიად გადაიქცა.
მასონთა ბრძოლა ეკლესიისა და მონარქიის წინააღმდეგ ორი ათასწლეულის მანძილზე გრძელდებოდა და ყოველთვის, როგორც კი სახელმწიფო მოღვაწეებში სუსტდებოდა სარმწუნოება, ძლიერდებოდა მასონობა. მასონები მონაწილეობდნენ ყველა დროის გადატრიალებაში. მოამზადეს 1825 წლის დეკაბრისტთა აჯანყება, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევარში ნაროდოვოლცური რაზმები შექმნეს, რომლებიც მონარქიის დამხობას ისახავდნენ მიზნად.
XIX საუკუნის ბოლოდან მასონობამ ფართო გავრცელება ჰპოვა ლიტერატურულ, მხატვრულ და პოლიტიკურ წრეებში. მართლმადიდებლობაში მან ობნოვლენცობისა და გნოსტიკურ, “ადრექრისტიანულ” მოძღვრებათა სახით შეაღწია. 20-იანი წლების დასაწყისში მასონობის ერთ-ერთ ცენტრად ქრისტე-მაცხოვრის ტაძარი იქცა, რომლის წინამძღვარი, იოანე არსენიევი, 1922 წლამდე მასონური კავშირის ხელმძღვანელი იყო.
“ფიგურები და პაიკები მასონთა საჭადრაკო დაფაზე”
XIX საუკუნემდე მასონობა ღიად არ დაპირისპირებია რელიგიას. მასში არ იყო გამოკვეთილი ნეგატიური სატანისტური ფრთა. ეს არის მიზეზი, რომ ბევრი დიდი ადამიანი, ხელოვანი თუ პოლიტიკოსი გახდა მასონური ლოჟების წევრი, რომლებიც თავისი დეკლარაციებით კაცობრიობის სულიერ სრულყოფას ისახავენ მიზნად.
უკვე XIX საუკუნის შუა წლებიდან შავი მაგიის მიმდევარი სატანისტური მასონობა იატაკქვეშეთიდან გამოვიდა და ეშმაკის მსოფლიო ფარული რელიგიის შექმნა, ქრისტიანობის განადგურება და მსოფლიოს ხელში ჩაგდება გაიხადა მიზნად. ამ დროისათვის ამერიკის მასონთა ლოჟები და ევროპის ლოჟათა უმეტესობა ერთ ცენტრს დაექვემდებარა. ამ პერიოდიდან ამერიკაში, ევროპასა და აზიაში ლუციფერის ფარული ტაძრები გამრავლდა, სადაც უწმინდური, ეშმაკეული ორგიები ეწყობოდა. შეიქმნა სატანის ლიტურგია, ჰიმნები და ლოცვები ლუციფერისადმი, ეშმაკეული ხელდასმის რიტუალები და სხვა.
დღევანდელ მასონთა შორის მხოლოდ უმაღლესი წოდებისა და შავი ხელდასმის მქონე პირებმა იციან, რომ მასონობა სატანის ფარული მსოფლიო რელიგიაა. მასონთა რიგით წევრებს კი ჰგონიათ, რომ ეს ჩვეულებრივი სულიერი ძმობაა, რომლის მიზანია პოლიტიკაში მასონთა ძმობის მიზნების განხორციელება.
“სცენარი გოების მომავლისათვის”
მასონთა მიზნები და სამოქმედო პროგრამა ყველაზე ნათლად და თანმიმდევრულად “სიონის ბრძენთა კრებების ოქმებშია” ასახული. ფრანგული ჟურნალის “ლა ვილლე ფრანსეს” მიხედვით, “სიონის ბრძენკაცთა საიდუმლოებანი”-ს სახელით ცნობილი ეს თხზულება, რომელიც 1905 წელს გამოიცა, რაბი აშერ გისბურგის კალამს ეკუთვნის, რომელიც ასად ხაამის სახელითაცაა ცნობილი.
XIX საუკუნის 50-იან წლებში ოდესაში ებრაულ ენაზე დაწერილი ეს ნაშრომი მის მიერვე ჩამოყალიბებული საიდუმლო საზოგადოებისათვის – “ბნე მოსნე”-სთვის იყო განკუთვნილი.
1897 წელს თხზულება ფრანგულ ენაზე ითარგმნა და ბაზელის სიონისტურ კონგრესზე იყო წარდგენილი. მისი ასლი კი იმავე წელს რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრს გადაეცა რუსეთის საიდუმლო პოლიციის მეთაურის მეშვეობით. 1905 წელსვე სწავლულმა ნილუსმა იგი რუსულ ენაზე თარგმნა და თავის წიგნში “ახლო არს კარსა ზედა” დაბეჭდა. ამ წიგნის ერთი ეგზემპლარი ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.
ამ დოკუმენტში მოყვანილი პუნქტები მეტად საყურადღებოა. ეს არის პროგრამა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ხორციელდებოდა და ჩვენ თვალწინ დასრულდა.
თანამედროვე მსოფლიო ისევე თმობს და წირავს თავის სულიერ ძალებსა და ფასეულობებს მატერიალური, ამქვეყნიური ღირებულებებისათვის, როგორც ეს ოქმებშია ასახული: “იმისათვის, რომ ურჯულოთა გონი და ყურადღება დავაოკოთ, საწარმოო და სავაჭრო მიმართულებით უნდა წარვმართოთ მათი აზრები”.
მატერიალიზმისკენ ასეთი გადახრა გზას უხსნის პროგრამის განმხორციელებლებს მიზნის მიღწევისკენ: “საბოლოო ნგრევისა და ურჯულოთა საზოგადოებრიობის გახრწნისათვის აუცილებელია წარმოების დაფუძნება სპეკულაციურ ნიადაგზე: სპეკულაციის გარეშე მრეწველობა კერძო კაპიტალის ზრდას შეუწყობდა ხელს და გააუმჯობესებდა სოფლის მეურნეობას… ჩვენმა მრეწველობამ კი უნდა გააპარტახოს ქვეყანა, როგორც კაპიტალის, ასევე მუშა ძალის მხრივ და მით ურჯულონი პროლეტარიატად აქციოს…” ანუ, სულიერი ჩარჩოს ნაცვლად – მიუღებელი სოციალური პრობლემები, ხოლო დასვენებისათვის განკუთვნილ ჟამს – მსუბუქი ყოფაქცევისაკენ მიმზიდველი თავშესაქცევები. ეს არის მეთოდები, რომლის მიღმაც მოცემული პროგრამა უნდა განხორციელდეს.
ამის შესახებ მეცამეტე ოქმში პირდაპირ არის გაცხადებული: “იმ მიზნით, რომ მჭმუნვარე ინტელექტთა პოლიტიკურ საკითხებზე საჯაროდ ბჭობა დავაოკოთ – ჩვენ დავსახავთ ახალ პრობლემებს… პრობლემებს სოციალურს….”
პროგრამაში განსაზღვრულია საზოგადოებრიობის სრული დაცემა, ყოველი საერო გაერთიანების თუ ერთობის სრული დაქუცმაცება, ქვეყნის დაუძლურება და ნანგრევებად ქცევა, რაც მრეწველობის მოშლას, წესრიგის და ზნეობრიობის განადგურებასაც გულისხმობს.
“ოქმების” სახელით ცნობილ დოკუმენტებში, რომელიც სახელმწიფოს ყველა სასიცოცხლო ელემენტის მჭიდრო სალტეში მოქცევის პროგრამას წარმოადგენს, მნიშვნელოვანი ადგილი აქვს მიკუთვნებული მიწის საკითხს, რაც მეექვსე ოქმშია ასახული: “ურჯულოთა არისტოკრატია, როგორც პოლიტიკური ძალა, უკვე აღარ არსებობს. ამ მხრივ, ჩვენ მათ ანგარიშს არ ვუწევთ. სამაგიეროდ, იგი ხელს გვიშლის, როგორც მიწის მესაკუთრე, რამეთუ დამოუკიდებელს ხდის მას არსებობისათვის. ამიტომ, რადაც უნდა დაგვიჯდეს, უნდა გამოვაცალოთ ხელიდან მას მიწა. ამის მისაღწევ საუკეთესო საშუალებას კი გადასახადთა ზრდა და ეპიტეტური დავალიანება წარმოადგენს”.
“მიწის მესაკუთრეებს ჩვენ ვერ ვეთვისებით იმიტომ, რომ მათ არსებობის დამოუკიდებელი საშუალება გააჩნიათ”. – ეს ოქმების ერთ-ერთი ძირითადი კრედოა.
მიწის მესაკუთრეობა ადამიანს თავისთავად დამოუკიდებელს ხდის. დამოუკიდებლობის ნებისმიერი სახით გამოვლინება კი ამ პროგრამის განხორციელებას მსოფლიოში წინააღმდეგობას უქმნის.
ფერმერის უპირატესობა ის არის, რომ იგი თავის სასიცოცხლო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საკითხში დამოუკიდებელია – მას მიწა კვებავს. ამიტომ, აუცილებელი ხდება გამოიწვიონ ისეთი მიზეზები, რაც მის დამოუკიდებლობას შეარყევს. ფერმერს უკავებენ კრედიტს ისე, როგორც არავის. გარდა ამისა, მიწის მუშაკები ქალაქში ჩამოიტყუეს. მიწათმოქმედება “ჩამორჩენილობად” გამოცხადდა.
პროგრამის განსახორციელებელი მიზნები ოთხ ნაწილად შეიძლება დაიყოს: 1. ფინანსური გაბატონება მსოფლიოზე; 2. პოლიტიკური ბატონობა; 3. ზეგავლენა აღზრდა-განათლების საკითხებზე. 4. სულიერ ღირებულებათა გაუფასურება.
ხშირი პოლიტიკური ცვლილებები ოქმებში დადებითად არის შეფასებული. მიზანშეწონილია არჩევნები, კონსტიტუციის შეცვლა, სახალხო წარმომადგენელთა ხშირი ცვლა: “თავისუფლებაზე გაურკვეველი წარმოდგენის გამო, საშუალება გვეძლევა დავარწმუნოთ ხალხი იმაში, რომ დასაშვებია რჩეულ ხელისუფალთა ცვლა ხელთათმანივით. სახალხო წარმომადგენელთა ხშირმა ცვლამ, ისინი ჩვენი მიზნებისა და განგებულების განმახორციელებლად აქცია… ხელისუფლების ის წარმომადგენელი, რომელიც ეცდება კრიტიკულად მიუდგეს ოქმების განმხორციელებელთა მისწრაფებას, ძალიან მალე იქნება გადაყენებული თავისი პოსტიდან ჩვენგან…”
მერვე ოქმში კი ვკითხულობთ: “მანამ, სანამ არ დადგება ის დრო, როცა შეგვეძლება საპასუხისმგებლო სამთავრობო თანამდებობები ჩვენს ძმებს მივანდოთ, ამ ადგილებზე ისეთ ადამიანებს განვაწესებთ, რომელთაც ხასიათი და წარსული იმგვარი ექნებათ, რომ ხალხსა და მათ შორის უფსკრული წარმოიშვება; ისეთ ხალხს, რომელთაც ჩვენი ბრძანებების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სამსჯავრო, ან გაძევება დაემუქრება და ამის გამო იძულებულნი იქნებიან ჩვენი ინტერესები ბოლო ამოსუნთქვამდე დაიცვან…”
“შენც, ბრუტუს?”
ვინ იყო პირველი ქართველი მასონი? რა თქმა უნდა, ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მაგრამ შეუძლებელია იმის თქმა, რომ მასონობა საქართველოში XVIII – XIX საუკუნეებში გავრცელდა და მხოლოდ არისტოკრატიის და ჩანასახში მყოფი ინტელიგენციის რომანტიკულ – უტოპიური იდეების ასპარეზს წარმოადგენდა. უდავოა, ის ფაქტი, რომ ცარიზმის ფრთებქვეშ საზოგადოების ბევრი პარაზიტი თავს მშვენივრად გრძნობდა. მით უმეტეს, უზარმაზარი იმპერიის ისეთ პროვინციაში, როგორიც კავკასიაა. თუ დავეთანხმებით მასონური მოძრაობის მკვლევარებს, საქართველოში “თავისუფალ ქვისმთლელთა საძმოს” მოღვაწეობის ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული. 1801 წლის მოვლენებზე ბევრად ადრე ერთიანი საქართველოს სამეფოში, შემდეგ კი დანაწევრებულ სამეფო – სამთავროებში ხშირად ჩამოდიოდნენ სხვადასხვა სასულიერო – სარაინდო ორდენების წარმომადგენლები. (ტამპლიერები, იოანიტები, როზენკროიცერები და სხვ.) პირველად, ალბათ მაშინ შეეცადნენ ევროპელები ქართველების მასონური იდეებით დაინტერესებას. მაგრამ თითო-ოროლა გაქუცული მსტოვარი მთელი ერის წინააღმდეგ ვერას გახდებოდა. საჭირო იყო ადგილობრივი “კადრები”, ამას კი საუკუნეები დასჭირდა. ეს საუკუნეებიც მალე გავიდა და მასონებმა საქართველოსთვისაც მოიცალეს. ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობების შემდეგ ბევრი ქართველი მოსკოვის გზას გაუდგა. იქ ჩაეყარა საფუძველი ახალ ქართულ მასონობას. ჩვენი თანამემამულეები უშუალოდ გაეცნენ სალონურ ცხოვრებას და ლოჟებს. ცნობილი ფაქტია, რომ “დიდი ელჩობის ” დროს პეტრე I არა მარტო არტილერიასა და ნავიგაციას სწავლობდა, მას შეხვედრები ჰქონდა ბევრ გავლენიან მასონთან, მათ შორის, ეგრეთ წოდებულ “შავი ხელდასმის” მასონებთან. იგივე შეიძლება ითქვას პტრეს უახლოეს მეგობარზე, ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონზე (იგი იყო რუსეთის პირველი ფელცეხმაისტერი).
მაშინდელ საზოგადოებაში მასონობა ბევრისთვის უცხო ხილს წარმოადგენდა და უწყინარ საზოგადოებრივ გაერთიანებასთან იყო გაიგივებული. გაუთვითცნობიერების გამო მასონების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ არსებობდა. მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა.
მასონთა იდეებს იზიარებდნენ და სხვადასხვა ლოჟების წევრები იყვნენ: ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონი, გენერალი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი (ციციშვილი), გენერლები ივანე და სიმონ დავითის ძე ფანჩულიძეები, გენერლები ვლადიმერ და ლევან მიხეილის ძე იაშვილები (ვლადიმერმა 1801 წელს მონაწილეობა მიიღო მალტის ორდენის მაგისტრის პავლე I-ის მკვლელობაში), ქართლ-კახეთის გამგებელი დავით გიორგის ძე ბაგრატიონი (დავით XII). 1825 წელს, დეკაბრისტების გამოსვლის შემდეგ, ყველა ფარული ორგანიზაცია აიკრძალა. ამ დროიდან მასონობამ საზოგადოებაში ნეგატიური დატვირთვა მიიღო.
XIX საუკუნეში საქართველოშიც, კერძოდ, თბილისში აღმოცენდა მასონური ლოჟები. ვერავინ იტყვის დანამდვილებით, რა იმალებოდა განთქმული თბილისური სალონების უკან?! თუ ისევ მასონობის მკლევარებს დავუჯერებთ, “თავისუფალ ქვისმთლელებს” უთანაგრძნობდნენ: გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანი, ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე, გიორგი კონსტანტინეს ძე მუხრან-ბატონი, მიხეილ ტარიელის ძე ლორის – მელიქოვი, იოსებ დავითის ძე თარხნიშვილი, მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილი და მრავალი სხვა. XIX საუკუნის მთელი მასონური მოძრაობის, ანუ კოსმოპოლიტების ფარული ავანგარდის სააშკარაოზე გამოყვანა შესაძლებელია, თუ თვალს გადავავლებთ მაშინდელი საქართველოს ისეთი მამულიშვილების ოპონენტებს როგორებიც იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი და სხვ.
ხოლო, რაც შეეხება რევოლუციურ და XX საუკნის სხვა ქართველ მასონებს, ეს ცალკე განსახილველი თემაა.
“მოვა ყოვლად საძაგელი…, რათა ყველა აცთუნოს”
ღირსი ეფრემ ასური ქვეყნის აღსასრულის წინ ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნებს და მის თვისებებს ასე გადმოგვცემს: “მოვა ყოვლად საძაგელი ამგვარი სახით… რათა ყველა აცთუნოს. მოვა მორჩილი, მშვიდი, ყველას მიმართ ალერსიანი… ეშმაკურ ხრიკებს მიმართავს, ეცდება ყველას აამოს, რათა უმოკლეს დროში შეიყვაროს ხალხმა… არასოდეს ილაპარაკებს მრისხანედ, არავის ეჩვენება პირქუში სახით, არამედ კეთილსახიერი იერით დაუწყებს ცთუნებას ქვეყანას, ვიდრე არ გამეფდება… შემდეგ გაამპარტავნდება გულით და ეს გველი გადმოანთხევს ღვარძლს… ყველას შეავიწროვებს… არა კეთილმოკრძალებას აჩვენებს ამჯერად, არამედ ნებისმიერ შემთხვევაში იმოქმედებს, როგორც სასტიკი ადამიანი, მკაცრი, მრისხანე, დაუნდობელი, მძვინვარე, დამღუპველი, უსირცხვილო… მაშინ მწარედ აქვითინდება და ატირდება ყოველი სული; მაშინ ყველა დაინახავს, რომ ენითგამოუთქმელი მწუხარება სჭამს დღე და ღამე და ვერსად იპოვიან საზრდოს შიმშილის მოსაკლავად… ყველა ეცდება გაიქცეს და სადმე შეაფაროს თავი… ყველა, ვინაც ირწმუნა მძვინვარე მხეცისა, ერთბაშად გარემოადგებიან მას და გულისტკივილით ეტყვიან: – მოგვეც ჩვენ სასმელ-საჭმელი, რამეთუ შიმშილისაგან ჩამოვხმით – და ეს უბედური, არა აქვს რა საამისო საშუალება, უდიდესი სისასტიკით უპასუხებს მათ: – კაცნო, საიდან მოგიტანოთ სასმელ-საჭმელი? ცა წვიმას არ გვიგზავნის და მიწა სამკალსა და ნაყოფს. – ერები მოისმენენ რა ასეთ პასუხს, დაიგმინებენ და ატირდებიან, რამეთუ ვერ ჰპოვეს ნუგეში მწუხარებაში, უფრო მეტიც, მათ მწუხარებას სხვა მწუხარება დაემატა. კერძოდ ის, რომ ასე აჩქარებით ერწმუნენ მტარვალს”.