საქართველოს საგარეო ვაჭრობა – 2008 წ. იანვარი-სექტემბერი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური; შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა; შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
2008 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5909,9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 34,0 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1242,5 მლნ. აშშ დოლარია (შესაბამისად 43,4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 4667,4 მლნ. აშშ დოლარი (31,8 პროცენტით მეტი). 2008 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3425,0 მლნ. აშშ დოლარია.
2008 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს 102 პარტნიორ ქვეყანასთან, რომლებთანაც სავაჭრო დეფიციტი 3617,3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ნაცვლად 98 ქვეყნისა და 2771,8 მლნ. აშშ დოლარისა, რაც დაფიქსირდა 2007 წლის იანვარ-სექტემბერში.
2008 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანას დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს 21 ქვეყანასთან (192,3 მლნ. აშშ დოლარი), ნაცვლად 22 ქვეყნისა და 96,1 მლნ. აშშ დოლარისა, რაც დაფიქსირდა გასული წლის იანვარ-სექტემბერში.
2008 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მილიონ აშშ დოლარზე მეტი დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს 5 ქვეყანასთან: კანადა (98,0 მლნ. აშშ დოლარი), მექსიკა (53,0 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (34,8 მლნ. აშშ დოლარი), ალბანეთი (1,3 მლნ. აშშ დოლარი) და ტაჯიკეთი (1,1 მლნ. აშშ დოლარი).
2008 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 1561,9 მლნ. აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24,5 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 278,6 მლნ. აშშ დოლარი (40,1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 1283,3 მლნ. აშშ დოლარია (21,5 პროცენტით მეტი). ამ ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 26,4 პროცენტი, მათ შორის ექსპორტის 22,4 პროცენტი და იმპორტის 27,5 პროცენტი (2007 წლის იანვარ-სექტემბერში – შესაბამისად 28,5 – 23,0 და 29,8 პროცენტი). ამ ქვეყნებზე მოდის სავაჭრო დეფიციტის 29,3 პროცენტი (2007 წლის იანვარ-სექტემბერში – 32,0 პროცენტი).
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2008 წლის იანვარ-სექტემბერში 1955,8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (2007 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 23,4 პროცენტით მეტი), აქედან ექსპორტი 409,8 მლნ. აშშ დოლარი (25,5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 1545,9 მლნ. აშშ დოლარია (22,9 პროცენტით მეტი). ამ ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 33,1 პროცენტი, მათ შორის ექსპორტის 33,0 პროცენტი და იმპორტის 33,1 პროცენტი (2007 წლის იანვარ-სექტემბერში – შესაბამისად 35,9 – 37,7 და 35,5 პროცენტი). ამ ქვეყნებზე მოდის სავაჭრო დეფიციტის 33,2 პროცენტი (2007 წლის იანვარ-სექტემბერში – 34,8 პროცენტი).
2008 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67,4 პროცენტს შეადგენს. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის არის დსთ-ის 3 ქვეყანა და მათზე მოდის მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 26,6 პროცენტი, 2007 წლის ამავე პერიოდში კი დაფიქსირდა შესაბამისად 4 ქვეყანა და 30,9 პროცენტი.
2008 წლის იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. თურქეთთან სავაჭრო ბრუნვა 937,1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 51,3 პროცენტით მეტია. ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვის წილი 1,8 პროცენტული პუნქტით – 14,1 პროცენტიდან 15,9 პროცენტამდე – გაიზარდა. თურქეთში ექსპორტი 242,3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 110,5 მლნ. აშშ დოლარით მეტია. გაზრდილია ისეთი სასაქონლო ჯგუფების ექსპორტი, როგორიცაა: ფეროშენადნობები (63,2 მლნ. აშშ დოლარით), შავი ლითონების ჯართი (39,5 მლნ. აშშ დოლარით) და აზოტოვანი სასუქები (6,2 მლნ. აშშ დოლარით). ასევე გაიზარდა (207,2 მლნ. აშშ დოლარი) თურქეთიდან იმპორტი გაიზარდა. განსაკუთრებით გაზრდილია ნავთობი და ნავთობპროდუქტების (14,8 მლნ. აშშ დოლარით), სამკურნალო საშუალებების (12,2 მლნ. აშშ დოლარით), ცემენტის (11,1 მლნ. აშშ დოლარით) და მერქან-ბურბუშელის ფილების (7,0 მლნ. აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების იმპორტი.
აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა 643,5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 85,4 პროცენტით მეტია. აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვის წილი 3,0 პროცენტული პუნქტით – 7,9 პროცენტიდან 10,9 პროცენტამდე – გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი აზერბაიჯანში გაზრდილია 68,2 მლნ. აშშ დოლარით. უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებია ცემენტი (68,9 მლნ. აშშ დოლარი) და მსუბუქი ავტომობილებს (45,8 მლნ. აშშ დოლარი). აზერბაიჯანიდან იმპორტი გაზრდილია 228,2 მლნ. აშშ დოლარით და 477,0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 91,7 პროცენტით მეტია.
უკრაინა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში მესამე ადგილზეა. ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვა 591,9 მლნ. აშშ დოლარია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 35,9 პროცენტით მეტია. უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვის წილი 0,1 პროცენტული პუნქტით – 9,9 პროცენტიდან 10,0 პროცენტამდე – გაიზარდა. ექსპორტი გაზრდილია 65,2 პროცენტით, რაც გამოიწვია ძირითადად ფეროშენადნობების (16,0 მლნ. აშშ დოლარით), რკინიგზის ლოკომოტივების (14,8 მლნ. აშშ დოლარით) და ყურძნის ნატურალური ღვინოების (4,4 მლნ. აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების ექსპორტის გაზრდამ. იმპორტი უკრაინიდან 31,4 პროცენტით არის გაზრდილი და 497,1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. ყველაზე მეტად გაზრდილია რკინისა და ფოლადის წნელების (30,9 მლნ. აშშ დოლარით), ხორბლის ფქვილის (22,8 მლნ. აშშ დოლარით) და სიგარეტების (18,5 მლნ. აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების იმპორტი.
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია – მის წილად 2008 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის 20,8 პროცენტი მოდის და 258,9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. შავი ლითონების ჯართის ექსპორტი შეადგენს 117,8 მლნ. აშშ დოლარს, რაც ექსპორტის 9,5 პროცენტია. მესამე ადგილზე მყოფი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი გაზრდილია 33,5 მლნ. აშშ დოლარით და 106,0 მლნ. აშშ დოლარია.
2008 წლის იანვარ-სექტემბერში, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის წილი 13,1 პროცენტია და 612,6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზე მყოფი მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფის იმპორტი 418,3 მლნ. აშშ დოლარია, რაც იმპორტის 9,0 პროცენტია. მესამე ადგილზე სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფმა გადმოინაცვლა, მისი იმპორტი გაზრდილია 35,2 მლნ. აშშ დოლარით და 140,3 მლნ. აშშ დოლარია. შემცირებულია ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების ჯგუფის იმპორტი და 140,0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 74,4 მლნ. აშშ დოლარით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.