მსოფლიოს ენერგო სიურპრიზები

მოამზადა ნინო არველაძემ

გაცეცხლებულ გულზე მსოფლიო ენერგოსიურპრიზებით გაერთო. 2009 წელს ნაბუქო მხოლოდ ოცნების საგანი აღარ არის. 13 ივლისს, ანკარაში თურქეთმა ნაბუქოს შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ნაბუქოს შესახებ ხანგრძლივ მოლაპარაკებებზე, მისი მშენებლობის, დაფინანსებისა და შევსების ბუნდოვანებაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ახლა მთელი მსოფლიო თურქეთის პრემიერ-მინისტრ ერდოგანის კმაყოფილებაზე საუბრობს (მას ამის მიზეზი ნამდვილად აქვს). თურქეთი ევროპის კავშირის სტრატეგიული პარტნიორი ხდება, რასაც ის უსათუოდ მაქსიმალურად გამოიყენებს.

ევროპის კავშირის პრეზიდენტი ხოსე მანუელ ბაროზო აცხადებს, რომ ახალ ერაში ახალი ფურცლიდან დაიწყება ევროკავშირის არა მხოლოდ თურქეთთან, არამედ, კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან ურთიერთობაც.

BP-ის 2009 მსოფლიო ენერგეტიკის სტატისტიკური მიმოხილვა
17 ივნისს BP Europe-მ საზოგადოებას მსოფლიო ენერგეტიკის 2008-2009 წლების სტატისტიკური მიმოხილვა წარუდგინა. BP Europe-ის ხელმძღვანელმა დოქტორმა ქრისტოფერ რუჰლმა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა მიმოიხილა და მომავლის სავარაუდო კონტურები მოხაზა. მოხსენებას ესწრებოდნენ ევროპის კავშირის ინსტიტუტებისა და ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე, EUBGBC-ის გენერალური მდივანი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი. გთავაზობთ ამონარიდებს მოხსენებიდან.
ქრისტოფერ რუჰლი, ლონდონი, ივნისი 2009
1. შესავალი
2008 წელი ძალზედ განსაკუთრებული იყო.
ეს იყო დიდი ცვლილებების წელი, საიდანაც სტარტი აიღო II მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა. 2008 წელს, პირველად ისტორიაში, OECD-ის არაწევრი ქვეყნების ენერგომატარებლების მოხმარებამ OECD-ის წევრი ქვეყნებისას გადააჭარბა.
ეს ორი უდიდესი და ურთიერთგადაჯაჭვული მოვლენაა. OECD-ის არაწევრი ეკონომიკები ბოლო ხუთ წელიწადში განსაკუთრებით სწრაფი ტემპით იზრდებოდა. ამიტომ ისინი ენერგომატარებლებზე მსოფლიო მოთხოვნაში ათასწლეულის დაწყებისთანავე უმაღლეს წილს იკავებენ. კრიზისის გაღვივებაში ასევე უმნიშვნელოვანესია ენერგომატარებლების ფასების როლი.
თემები ისე უნდა დალაგდეს, რომ გამოიკვეთოს მათი აქტუალობა და პრობლემატიკა. პრობლემები ეჭვქვეშ აყენებს ეკონომიკურ ზრდასა და ენერგომატარებლების რესურსების უსაფრთხოებას. მიიღებენ კი ბაზრები ენერგომატარებლების უსაფრთხოებისათვის საკმარის ინვესტიციებს? როგორია მთავრობების როლი ამ საკითხში? თუ მეტი ენერგომატარებლები მეტი ეკონომიკური ზრდისათვის შეუსრულებელი მისია ხდება? თავდაპირველად ორი დიდი თემა განვიხილოთ.
პირველი, ეკონომიკა
2008 წელს მსოფლიო ეკონომიკა 2%-ით გაიზარდა, რაც 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აშშ “ოფიციალურად” რეცესიაში 2007 წლის დეკემბერში, მსოფლიო წარმოების მკვეთრად დაცემამდე შევიდა. მეოთხე მეოთხედისთვის მსოფლიო ეკონომიკამ შეკუმშვა დაიწყო.
პირველი, რეცესიამ სათავე აშშ-ის საპროცენტო განაკვეთების უკიდურესად შემცირების შემდეგ დაიდო. მეორე, ეს ტენდენცია მსოფლიოში განსაცვიფრებელი სისწრაფით გავრცელდა. გაჩნდა კრედიტისა და სამუშაო კაპიტალის ნაკლებობა, რასაც საერთაშორისო ვაჭრობის ნგრევა მოჰყვა. ბანალურია, მაგრამ მსოფლიომ აღმოაჩინა, რომ ქვეყნები მოსალოდნელზე მეტად იყვნენ ურთიერთგადაჯაჭვულნი. მესამე, გადამწყვეტ პოზიციაზე აღმოჩნდა ეკონომიკური პოლიტიკა, მსოფლიოს მომავალი კი – მასზე დამოკიდებული. როდესაც მსხვილმა ეკონომიკებმა კრედიტზე დამყარებული კერძო მოხმარება დეფიციტზე დამყარებული სამთავრობო დანახარჯებით ჩაანაცვლეს, მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღება რისკის წინაშე აღმოჩნდა. ამიტომ შესაძლებელია მაღალი საპროცენტო განაკვეთების დაბრუნებით ეკონომიკების ხსნა მხოლოდ ილუზია აღმოჩნდეს.
მკაცრი და მოულოდნელი იყო ენერგეტიკული ბაზრების უარყოფითი მაჩვენებლები. 2008 წლის მეორე ნახევარში ბაზრის შემკუმშვამ მოხმარებისა და ფასების დაღმასვლა გამოიწვია. მოპოვებული საწვავის ფასებმა პიკს 2008 წლის ზაფხულში მიაღწია, შემდეგ კი დაცემა დაიწყო. მიმდინარე წლის იანვარში, მონაცემების მიხედვით Brent-ის ფასი 75%-ით შემცირდა, Hენრყ Hუბ აირი 58%-ით, ჩრდილოეთ-დასავლეთის ქვანახშირი კი – 62%-ით. გაიზარდა საწარმოო მარაგები და გაჩნდა თავისუფალი საქონელი, რადგან ყველა ენერგომატარებლის წლიურმა წარმოებამ წლიურ მოხმარებას გადააჭარბა. 1992 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ელექტოენერგიის წარმოების უდაბლესი ზრდა. პირველადი ელექტროენერგიის ზრდა 1,4%-მდე შემცირდა, ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდა 2001 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე შეჩერდა, ქვანახშირისამ 2002 წლის მონაცემები დააფიქსირა, ნავთობის მსოფლიო მოხმარება კი უპრეცენდენტოდ დაეცა და 1993 წლის მონაცემი აჩვენა.
მსოფლიო დიდი გარდატეხის წინაშე აღმოჩნდა, წლის პირველ ნახევარში ფასები და მოხმარება პიკს აღწევდა, მეორე ნახევარში კი ეკონომიკური კრიზისის გამო მათი ვარდნა საგანგაშო გახდა.
2008 წელმა მსოფლიოს კიდევ მრავალი სიურპრიზი გაუკეთა.
ქვანახშირი
2008 წელს, OECD-ის არაწევრი ქვეყნების პირველადი ენერგიის მოხმარებამ პირველად გადააჭარბა OECD-ის ქვეყნებისას. იგი ახლა მსოფლიო კომერციული ენერგეტიკის მოხმარებაში 51,2%-იანი წილით გამოდის. 2000 წლიდანOECD-ის ქვეყნების წილი ენერგომატარებლების მოხმარებაში აღემატებოდა არაწევრი ქვეყნების მოხმარებას. 2008 წელს კი არაწევრმა ქვეყნებმა უფრო მეტი ბუნებრივი აირი გამოიყენეს. ჩინეთის ელექტოენერგიის მოხმარებამ გადააჭარბა ევროპის კავშირისას, ხოლო ჩინეთის ნახშირბადის გამოყოფამ კი აშშ დაჯაბნა.
განხილული სტრუქტურული გადალაგება მსგავსი კანონზომიერებით არ ვრცელდება საწვავზე. 1988 წლიდან ქვანახშირზე მოთხოვნა ინდუსტრიალიზებული ეკონომიკების მიერ იმართებოდა. OECD-ის არაწევრ ქვეყნებზე ახლა მოხმარების 65% მოდის. ნავთობზე მოთხოვნა 1999 წლიდან იზრდება OECD-ის წევრ ქვეყნებში, ახლა კი ნავთობის 45%-ზე მეტს OECD-ის არაწევრ ქვეყნებში იყენებენ. როგორ უკავშირდება ეს ორი თემა ერთმანეთს? ექსტრემალური სიტუაცია რეალური მიზეზების გამოაშკარავებას დააჩქარებს. გავრცელდა თუ არა ეკონომიკური შოკი საწვავზე, თუ ის მხოლოდ ქვეყნებს შეეხო? გვიკარნახებს ცვალებადი 2008 წელი ენერგომატარებლების უსაფრთხოების გრძელვადიან პერსპექტივებს?
ენერგომატარებლებზე მოთხოვნის ლოკომოტივი ყოველთვის ეკონომიკური ზრდა იყო. პირველად მთელს მსოფლიოში 2008 წელს ენერგომატარებლებზე მოთხოვნა იყო მშპ-ის შემცირების პირდაპირპროპორციული. OECD-ის არაწევრ ქვეყნებში გარკვეულწილად ნარჩუნდებოდა სტაბილურობა, მაგრამ წევრ ქვეყნებში მოხდა გადალაგება მშპ-ის ზრდასა და მოთხოვნას შორის. პირველადი ენერგიის მოხმარება დაახლოებით 1,3%-ით შემცირდა, აშშ-ში კი მოხმარების დონე 1980 წლის მონაცემს გაუტოლდა. OECD-ის ქვეყნებში პირველადი ენერგიის მოხმარების ვარდნა 2006 წლიდან დაიწყო. სწორი არ იქნებოდა ენერგომატარებლების მოხმარების ვარდნის მხოლოდ ეკონომიკის ვარდნასთან დაკავშირება. მონაცემები აჩვენებს, რომ OECD-ის ქვეყნებში ენერგომატარებლებზე მოთხოვნა ძალიან მგრძნობიარე იყო მზარდი ფასების მიმართ, ხოლო არაწევრ ქვეყნებში კი ეკონომიკის ზრდის მიმართ. მონაცემები საწვავის მიმართ ასიმეტრიულ რეაქციას ადასტურებს. OECD-ის არაწევრ ქვეყნებში ნავთობისა და ქვანახშირის მოხმარება მშპ-ის შემცირების პარალელურად მცირდებოდა. ერთადერთი საწვავი, რომელზეც მოთხოვნა იზრდებოდა, ბუნებრივი აირია. OECD-ის ქვეყნებში შემცირდა ნავთობისა და ქვანახშირის მოხმარება, რაც ნაწილობრივ ჩაანაცვლა ბუნებრივი აირის მოხმარებამ.
ამ მრავალფეროვანი რეაქციის უკეთ გასაგებად თვალი უნდა გადავავლოთ მონაცემებს საწვავისათვის.
ნავთობი
გადაუმუშავებელი ნავთობის ფასები: რა მოხდა? მთელი წლის განმავლობაში Brent-ის ფასი ბარელზე საშუალოდ 97 დოლარი იყო. 2007 წლის შემდეგ ფასი დაახლოებით 25 დოლარით გაიზარდა ბარელზე. ეს იყო რიგით მეშვიდე წლიური ფასების ზრდა ნავთობზე, რაც არასოდეს მომხდარა ინდუსტრიის 150 წლიანი ისტორიის განმავლობაში. 2008 წლის პირველ იანვარს ერთი ბარელი ნავთობი 96 დოლარი ღირდა. ეს ფასი 144 დოლარამდე გაიზარდა, შემდეგ 34 დოლარამდე დაეცა, მერე ისევ აღმასვლა დაიწყო და ბარელზე 60 დოლარს მიუახლოვდა.
როგორ უნდა აიხსნას ეს ფაქტი?
მსჯელობა მოხმარებიდან უნდა დავიწყოთ. მსოფლიო ნავთობის მოხმარება 2008 წელს 0,6%-ით დაეცა, რაც 1982 წლის შემდეგ არ მომხდარა. OECD-ის ქვეყნების წარმომადგენლები ნავთობის მოხმარების ვარდნას მაღალ და მზარდ ფასებს მიაწერენ. OECD-ის არაწევრი ქვეყნების მოხმარება კი გაიზრადა და სტაბილურობას ეკონომიკური ზრდის შეკუმშვამდე ინარჩუნებდა. აშშ-ში ნავთობის დღიური მოხმარება 1,3 მლრდ ბარელით შემცირდა, რაც 1980 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. მოხმარების ვარდნამ მსოფლიოს კვალი მოგვიანებით დაატყო, როდესაც საშუალო გადამამუშავებლებზე მოთხოვნა შემცირდა, პარალელურად, მაღალი ფასის გამო ეცემოდა მოთხოვნა ბენზინზე. სექტემბერში არსებული მდგომარეობა გაამძაფრა ქარიშხალმა აიკმა და აშშ-ის საწვავის მოხმარება იმდენითვე დაეცა, რამდენითაც ინდოეთის მთლიანი ნავთობის მოხმარება. მთელი წლის განმავლობაში აშშ-ის ნავთობის მოხმარების ვარდნამ თითქმის გადააჭარბა OECD-ის ქვეყნების პირველადი ენერგიის მოხმარების ვარდნას.
კიდევ ერთი მთავარი მოვლენა ნავთობის მოხმარებაში OECD-ის არაწევრი ქვეყნების იმპორტიორების მხრიდან მოთხოვნის შემცირება იყო, რაც ყველაზე მეტად აზიის იმპორტიორებს ეხებათ, სადაც ზრდა განახევრდა. 2007 წლის მონაცემებით, იგი დღიურად 750 ათასი ბარელი იყო. 2008 წელს კი 340 ათას ბარელამდე შემცირდა. შენელდა ჩინეთის მოხმარების ზრდის ტემპი. 2008 წელს იგი 360 ათასი ბარელიდან დღეში 260 ათას ბარელამდე ჩამოვიდა, თუმცა ჩინეთი მაინც ერთადერთი მზარდი ნავთობის მომხმარებლია მსოფლიოში.
1999 წლიდან მსოფლიო ნავთობის მოხმარების ზრდის დიდი წილი OECD-ის არაწევრ ქვეყნებზე მოდიოდა. ტენდენცია 2008 წელსაც გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ გაძვირებული ნავთობის გამო ვერ შეძლო სუბსიდიების გამოყოფა, სუბსიდირებული ნავთობის მოთხოვნა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გაიზარდა. ასე გრძელდებოდა 2008 წელსაც.
ფასების ტრაექტორიის ასახსნელად საჭიროა ნავთობის მიწოდების მიმოხილვა.
2007 წელს OPEC-ის წარმომადგენლებმა, რომლებიც კვოტებს ფლობენ, გადაუმუშავებელი ნავთობის წარმოება თითქმის 1 მლრდ ბარელით შეამცირეს დღეში. ამით ისინი მხარს უჭერდნენ 2007 წლის დასაწყისიდან დაწყებულ ნავთობის გაძვირების ტენდენციას. 2008 წლის დასაწყისში გადაუმუშავებელი ნავთობი კვლავ ძვირდებოდა. იზრდებოდა OPEC-ის მწარმოებლურობა. ლომის წილი საუდის არაბეთს ჰქონდა, მნიშვნელოვანი ზრდა იყო ერაყში, ყატარსა და კუვეიტში. როდესაც ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 120 დოლარს მიაღწია, საუდის არაბეთმა მაისსა და ივნისში პროდუქციის ზრდის შესახებ განაცხადა. ბაზრებზე დაბნეულობა დაიწყო, 2008 წლის ზაფხულში კი მსოფლიო მოთხოვნის კოლაპსი დადგა, რაც ნავთობის მკვეთრად გაიაფების მიზეზი გახდა.
OPEC-მა სასწრაფოდ გამოაცხადა პროდუქციის შემცირების შესახებ სექტემბერში, ოქტომბერსა და დეკემბერში. პროდუქციის კლებამ მთლიანობაში დღიურად 4 მლრდ ბარელს მიაღწია. მაგრამ, ეს ძალიან ცოტა და ძალიან გვიან იყო საიმისოდ, რომ წლის ბოლოსთვის თავიდან აეცილებინათ ნავთობზე ფასების სწრაფი ვარდნა. OPEC-ის მოქმედებამ შედეგი 2009 წელს მოიტანა. ისტორიული სტანდარტების მიხედვით OPEC-მა სოლიდური ნაბიჯები გადადგა. პროდუქციის კლებამ ფასების სტაბილურობა შეინარჩუნა მიმდინარე წლის დასაწყისში. ტენდენცია დღესაც გრძელდება.
არა-ოპეკის პროდუქცია დღეში 610 ათასი ბარელით შემცირდა, რაც 1992 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ოპეკის არაწევრი ქვეყნების პროდუქციის კლების მაპროვოცირებელი OECD-ის წევრი ქვეყნები იყო, სადაც კლებამ დღეში 750 ათას ბარელს მიაღწია. მექსიკური წარმოება 9,1%-ით შემცირდა. არახელსაყრელი საგადასახადო სისტემის პირობებში, მოპოვებითი სამუშაოების მკვეთრი კლება დაფიქსირდა რუსეთში (90 ათასი ბარელი დღეში). ოპეკის მიწოდება ბრძოლას განაგრძობდა. ოპეკის პროდუქციულობა წლის განმავლობაში 990 ათასი ბარელით გაიზარდა დღეში, რაც ოპეკის არაწევრი ქვეყნების კლებას აღემატებოდა. Mსოფლიო ნავთობის წარმოება 380 ათასი ბარელით გაიზარდა დღეში (0.4%-ით). გამონაკლისია ბიოსაწვავი: მთელი წლის განმავლობაში ოპეკის არაწევრი ქვეყნების მიერ მიწოდების შემცირებამ ოპეკის პროდუქციის ზრდას გადააჭარბა.
პროდუქციის მოცულობის მოთხოვნაზე გადაჭარბებამ მარაგების ზრდა გამოიწვია. OECD-ის მარაგები 134 მლრდ ბარელით გაიზარდა. ცხადია, გაიზარდა ოპეკის მარაგებიც.
1980 წელი საინტერესო შედარებისთვის გამოდგება. მაშინ, როგორც ახლა, ნავთობზე ფასების თითქმის 7 წლის განმავლობაში იზრდებოდა. 1973 წელს ბარელი ნავთობი 3 დოლარი ღირდა, 1980 წელს კი – 37 დოლარი. 1980-1985 წლებში ოპეკმა პროდუქცია 10 მლრდ ბარელით შეამცირა დღეში. საბჭოთა კავშირმა კი ცვლილებები არ შეიტანა. ამავე დროს, ოპეკის ქვეყნები და საბჭოთა კავშირი კერძო ინვესტიციებისათვის დახურულ ზონას წარმოადგენდნენ. იგივე პერიოდში ოპეკის არაწევრი ქვეყნების პროდუქცია დღეში 5 მლრდ ბარელით გაიზარდა. მისი 80% 14 ქვეყანაზე მოდიოდა. ყველა სხვა ოპეკის არაწევრმა ქვეყნებმა (მათ შორის, აშშ, კანადა და ჩინეთი) გაზარდეს მათი საერთო წარმოება მხოლოდ 4.3%-ით.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ მაღალი ფასები მიწოდებაზე ზეგავლენას ახდენს დიდი რესურსებისა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს პირობებში. იმ ქვეყნებიდან, რომლებიც დღეს მარაგების უმეტეს წილს ფლობენ, თითქმის ყველა ოპეკის წევრია გარდა ყაზახეთის, გაბონის, სუდანის და ვიეტნამისა. საკითხავი ისაა, დაუშვებენ თუ არა დიდი მოცულობის რეზერვის მქონე ქვეყნები ისეთი ინვესტიციის განხორციელებას, რომელიც პროდუქციას გაზრდიდა.
რა თქმა უნდა, ტექნოლოგიის ცვლილების მიერ მოტანილი ახალი შესაძლებლობების იგნორირება შეუძლებელია. ტექნოლოგიური და ინოვაციური ცვლილებები გრძელვადიან ცვლილებებს იწვევენ.
გადამუშავება
2008 წელს გადამუშავების მარჟამ უარყოფითი ცვლილებები განიცადა, როცა პროდუქციაზე მოთხოვნა დავარდა. მსოფლიოს საშუალო მარჟა 6.52 დოლარი იყო ბარელზე, რაც 2004 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წლის დასაწყისში, ეკონომიკის ზრდამ ხელი შეუწყო საშუალო გადამამუშავებლებზე მოთხოვნის ზრდას, რომლის კომპენსირებაც მოხდა აშშ-ში ბენზინზე მოთხოვნის შემცირებით, რაც გაზრდილ ფასებს უკავშირდებოდა. ნავთობზე მოთხოვნა მთლიანობაში შემცირდა, გადამამუშავბებლებმაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს რამდენიმე რეგიონში. ერთ ბარელ გადაუმუშავებელ ნავთობზე ფასი 25 დოლარიდან 35 დოლარამდე აიწია. ევროპაში გოგირდის გარეშე საწვავმა რეკორდულად დაბალ ფასს მიაღწია. Bრენტ-ი ბარელზე 43 დოლარით ფასდებოდა. აშშ-ში დასავლეთ-ტეხასური საწვავი მაისში 23 დოლარი ღირდა ბარელზე. გადამამუშავებელი მარჟა მკვეთრად შემცირდა რეცესიის გაძლიერების გამო. ყველა რეგიონში განხორციელდა მკვეთრი შემცირებები.
გადამუშავებაში თავისუფალმა ტევადობებმა “კარგი წლების” განმავლობაში ასახვა საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე ჰპოვა. მსოფლიო გამოუყენებელი ტევადობები დღეში 1.1 მლნ ბარელით გაიზარდა 2008 წელს: 800 ათასი ბარელი დღეში ახალი ტევადობაზე მოდიოდა. ახალი ტევადობა და ჭაბურღილების შეჩერება: მიმდინარე წლის აპრილში, გამოყენება 80%-ით შემცირდა. OECD-ის მარაგები სეზონურად ყველაზე მაღალ დონეს აღწევდა 19 წლის განმავლობაში.
ბუნებრივი აირი
გაზის ფასი სხვა საწვავის მსგავსად იცვლება. წლიური საშუალო ფასები 2008 წელს უმაღლეს წერტილს აღწევს. ლიბერალურ აშშ-ში ჰენრი ჰაბი და გაერთიანებული სამეფოს NBP ბაზრები 2008 წლის პირველ ნახევარში მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ მოთხოვნის შემცირებასთან ერთად ფასები დაეცა, რადგან მიწოდება იყო ჭარბი. მსოფლიო გაზის პროდუქცია 3,8%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი წილი აშშ-ზე მოდიოდა, მაგრამ მსოფლიო ზრდის ლოკომოტივებად რჩებოდნენ შუა აღმოსავლეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირი. 2008 წელს სწრაფად იზრდებოდა მოხმარება OECD-ის წევრ ქვეყნებში, მაგრამ შემდეგ 2.5%-მდე შემცირდა და გაზის მსოფლიო მოხმარება 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე შეჩერდა. არაწევრი ქვეყნები წევრ ქვეყნებზე მეტ გაზს მოიხმარდნენ შარშანდელი წლის პირველ ნახევარში. ბუნებრივი აირი იყო ერთადერთი საწვავი, რომელზეც მოთხოვნა იზრდებოდა არაწევრ ქვეყნებში, რაც ჩინეთის დამსახურება იყო. აშშ-მ და კანადამ ინტეგრირებული და ლიბერალური გაზის ბაზარი ჩამოაყალიბეს და იგივე ფასებით უპასუხეს ბაზრის სიგნალს. მაგრამ აშშ-მ მსოფლიოს უმსხვილესი ზრდა გამოაცხადა პროდუქციაში (7.5%), პარალელურად, კანადამ მსოფლიოს უდიდესი კლება (5.1%) დააფიქსირა.
არატრადიციული გაზის განვითარების მთავარი მახასიათებელია ბუნებრივი აირის შემცირება და ნახშიროვანი მეთანის მოპოვება აშშ-ში. მზარდმა ფასებმა ტექნოლოგიების განვითარება თავისთავად მოიტანა. არატრადიციული გაზის მოცულობა გასულ დეკადაში თითქმის გაორმაგდა და 1990 წელს აშშ-ის მთლიან პროდუქციაში მისმა წილმა 15% დაიჭირა, შემდეგ 28%-მდე გაიზრდა 1998 წელს და 2008 წელს დაახლოებით 50% იყო. მსგავსმა ზრდამ აშშ-ის ჰენრი ჰაბს ნება დართო მსოფლიოში უდაბლესი ფასი ეჩვენებინა გასულ წელს. ინდუსტრიები ელექტოენერგიას გაზს ამჯობინებდა. პარალელურად, ბუნებრივმა აირმა ევროპაში ძვირადღირებული ელექტროენერგია ჩაანაცვლა.
არატრადიციული გაზი კარგი მაგალითია, თუ როგორ მოქმედებს ინვესტიცია და ტექნოლოგიური პროგრესი რეზერვებზე. “დამტკიცებული რეზერვები”, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ შესაძლებლობლებსა და რესურსებზეა დამოკიდებული. ტექნოლოგიებში ინვესტიციების განხორციელებამ აშშ-ის გაზის რეზერვი 45%-ით გაზარდა გასულ დეკადაში.
როდესაც ფასები აშშ-ში 2008 წლის ივლისში პიკიდან დაცემამდე მივიდა, მოწყობილობები თითქმის განახევრდა, რაც უარყოფითად აისახება აშშ-ის გაზის წარმოებაზე, რომლითაც ვაჭრობა მილსადენით და 7% კი თხევადი სახით იწარმოება. თხევადი გაზით ვაჭრობაში 2008 წელს მცირე ვარდნა დაფიქსირდა (0.5%), რაც ძირითადად ახალი პროექტების ტექნიკური პრობლემებით იყო გამოწვეული. თუმცა, თხევადი გაზი მსოფლიო ბაზარზე ინტეგრირებულია. 2008 წელს თხევადი გაზი ყველაზე გრძელ ტრასებზე მოგზაურობდა ტანკერებით – ნორვეგიიდან ტოკიომდე. შემოდგომაზე ბელგიამ თხევადი გაზი ტანგერში მოათავსა და რეექსპორტით აზიაში გაგზავნა. 2008 წელს თხევადი გაზის რეკორდული მოცულობა გაიგზავნა აზიაში, სადაც იაპონიას კვლავ პრობლემები ჰქონდა ატომურ იარაღთან დაკავშირებით და უფრო მეტი გაზი სხვა ქვეყნებმა შეიძინეს, რადგან ნავთობი ძალზე გაძვირებული იყო. მსოფლიო გაზის ბაზრის დადებითი მხარეა ატლანტის ოკეანის აუზის ტვირთის დივერსიფიკაცია რეგიონში. ატლანტის აუზში აზიური იმპორტის ტვირთების მოცულობა 12%-მდე გაიზარდა 2008 წელს. 2007 წელს იგი 7% იყო, 2000 წელს კი – 0%.
აშშ-ის პროდუქციის სიჭარბემ შტატებში თხევადი გაზის იმპორტის განახევრება გამოიწვია. მიმდინარე წელს, რეცესიის გამო, აზიის თხევად გაზე მოთხოვნა უარყოფითია, მაგრამ პროდუქტის წარმოება იზრდება.
ქვანახშირი
ქვანახშირიც ფასიც სხვა საწვავის მსგავსი მოდელით იცვლება – პიკს აღწევს 2008 წლის ივლისში და შემდეგ დაღმასვლას იწყებს. ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ქვანახშირის ფასმა ტონაზე 219 დოლარს მიაღწია 2008 წლის ივლისში და 2009 წლის მარტში ტონის ფასი 58 დოლარამდე დაეცა. ქვანახშირი კვლავ მსოფლიოს უსწრაფესად მზარდი პირველადი ენერგიის საწვავია, თუმცა მსოფლიო მოხმარების ზრდის 3,1% ძალიან დაბალია. ამ მხრივ გამონაკლისია ჩინეთი და ინდოეთი. ქვანახშირის მოხმარება OECD-ის ქვეყნებში 1992 წლის შემდეგ ყველაზე მეტად დაეცა, არაწევრ ქვეყნებში კი დაფიქსირდა 6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ქვანახშირი და ჩინეთი განუყოფელი თემაა. ჩინეთის ენერგეტიკულ მოთხოვნაზე ქვანახშირის 70% მოდის, ჩინეთზე კი მსოფლიო მოხმარების 34%. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2003 წლის შემდეგ ჩინეთის ქვანახშირის მოხმარება მცირდება, რაც 2008 წელსაც გაგრძელდა. ელექტრო ენერგიის ზრდა 2009 წლის I მეოთხედში დაეცა, რადგან მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ჩინეთში შეაღწია და ექსპორტის სექტორი დააზარალა. მოხმარების ვარდნის ვარდნის საპირისპიროდ მოხდა პროდუქციის დაგროვება. საყოველთაო მოლოდინის საპირისპიროდ, რომ ჩინეთი ქსელური ქვანახშირის იმპორტიორი გახდებოდა, ამ ქვეყანამ მცირე მოცულობის ექსპორტი განახორციელა.
OECD-ის ქვეყნებში ქვანახშირის მოხმარება 1,9%-ით დაეცა. ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც მოხმარება 5,4%-ით დაეცა, გაზის დაბალმა ფასებმა გამოიწვია შიდა საწვავის კონკურენცია ბუნებრივ გაზთან. ქვანახშირის გამო ელექტრო პროდუქცია გაზთან შედარებით უფრო ძვირადღირებული გახდა. შედეგად, 2008 წელს გაერთიანებული სამეფოს ელექტროენერგიის მოხმარება 8,3%-ით დაეცა, გაზისა კი 8,9%-ით გაიზარდა. გერმანიაში ქვანახშირის მოხმარება 6,5%-ით შემცირდა, გაზისა კი 9,1%-ით გაიზარდა. ქვანახშირით საერთაშორისო ვაჭრობა 2008 წელს ზრდას განაგრძობდა. ჩამოაყალიბდა საერთაშორისო ვაჭრობის ნაკადი. მაგალითად გამოდგება ავსტრალიური და სამხრეთ აფრიკული ექსპორტების ევროპიდან აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონში გადატანა. კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად გაიზარდა ევროპული ფასები. ამ ნაბიჯმა ვერ გადაწონა ინდოეთის ოკეანის ექსპორტიორთა საფრახტო ტარიფების კონკურეტული უპირატესობა, მაგრამ მან მიიზიდა იმპორტი აშშდან. საბოლოოდ, 2008 წელს ევროპამ დაკარგა 14 მლნ ტონა ქვანახშირის იმპორტი ავსტრალიიდან, ინდონეზიიდან და სამხრეთ აფრიკიდან (2007 წლის მთლიანი იმპორტის 6.8%), მაგრამ სამაგიეროდ მიიღო 8.8 მლნ ტონა (4.2%) აშშ-დან. ქვანახშირი კვლავ მსოფლიოს უსწრაფესად მზარდ მოპოვებულ საწვავად რჩება, მაგრამ ეს მხოლოდ ჩინეთისა და ინდოეთის დამსახურებაა. სხვა შემთხვევაში ეს პრემია ბუნებრივ აირზე გადანაწილდებოდა. გაზისა და ქვანახშირის ვაჭრობა მხარს უჭერდა ევროპული საწვავის გადანაწილებას და საშუალებას აძლევდა გაზს ჩაენაცვლებინა ქვანახშირი OECD-ის ბაზარზე.
სხვა საწვავები
ჰიდროელექტრო და ბირთვული ენერგიები
ჰიდროელექტროენერგიასა და ბირთვულ ენერგიაზე მსოფლიო პირველადი ენერგიის მოხმარების 11% მოდის. თოთოეულის წილია შესაბამისად 6% და 5%. წილები დეკადების განმავლობაში სტაბილურობას ინარჩუნებდა. გამონაკლისი არც 2008 წელი ყოფილა. ჰიდროელექტროენერგიის წარმოება დაახლოებით 2,8%-ით გაიზარდა, რაშიც მთავარი როლი ჩინეთმა ითამაშა. ბირთვული ენერგიის წარმოება 0,7%-ით შემცირდა. გადამწყვეტი გავლენა ამაზე იაპონიის უმსხვილესი ბირთვული სადგურის მთელი წლით დახურვამ მოახდინა. 2008 წელს მომსახურებაში ახალი ერთეულის ჩაშვება არ მომხდარა.
ალტერნატიული ენერგიის წყაროები
ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს ჯერ ძალზე მცირე წილი აქვთ ენერგიის მთლიან მოხმარებაში და ჯერ კიდევ საჭიროებენ მთავრობის მხარდაჭერას. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ალტერნატიული ენერგიის წყაროები საკმაოდ სწრაფად მზარდი სექტორია. ყველა სხვა საწვავისგან განსხვავებით, ალტერნატიული ენერგიის წყაროების ზრდაOECD-ის ქვეყნების დამსახურებაა, სადაც ალტერნატიულ ენერგიას მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს.
მსოფლიო ნავთობის მოხმარებაში ეთანოლზე 0,9% მოდის. 2008 წელს პროდუქცია 31%-ით გაიზარდა. აშშ-ზე მსოფლიო მომარაგების ზრდის 62% მოდის. საკრედიტო კრიზისმა და პროდუქციაზე ფასების ვარდნამ აშშ-ის ეთანოლოს პროდუქციის ჭარბწარმოება გამოიწვია. 2008 წლის ბოლოს აშშ-ის ეთანოლის პროდუქციის 15% გამოუყენებელი იყო.
ალტერნატიული ენერგია მექსიკის ჩრდილოეთის ზღვის ქარი
ქარის ენერგიის სიმძლავრის ზრდამ 2008 წელს 30% შეადგინა. ასპარეზზე ახალი მსხვილი მოთამაშეები გამოვიდნენ: უმსხვილესი ზრდა ჩინეთსა და აშშ-ში ფიქსირდება. აშშ ამ მხრივ უსწრებს გერმანიას. მსოფლიო ბაზარზე ქარის ენერგიის სიმძლავრის 21% ახლა აშშ-ზე მოდის. მზის ენერგიის სიმძლავრის ზრდამ გაუსწრო ქარისას. ესპანეთსა და გერმანიაზე მზის ენერგიის ზრდის 75%-ზე მეტი მოდის, რადგან მთავრობები აქტიურად უჭერენ მხარს ალტერნატიული ენერგიის განვითარებას. თუმცა მზის ენერგიის ტევადობა ქარისას მაინც ჩამორჩება. ქარის, მზისა და გეოთერმული ენერგიების მიწოდება მსოფლიო ელექტროენერგიის დაახლოებით 1,5%-ს მოიცავს.
ნახშირბადის გამოყოფა
2008 წელს ნახშირბადის გამოყოფა 1,6%-ით გაიზარდა, რაც გასული წლების ზრდას ჩამორჩება.
2008 წელს ენერგიასთან დაკავშირებული CO2-ის მსოფლიოს უმსხვილესი გამომყოფი ჩინეთი გახდა. OECD-ის ნახშირბადის გამოყოფა 1,7%-ით დაეცა, რაც უმეტესად ნავთობისა და ქვანახშირის მოხმარების კლებითაა გამოწვეული. ასევე ელექტროენერგიის წარმოებაში ქვანახშირი გაზმა ჩაანაცვლა ევროპის კავშირში.
2008 წელს მკვეთრად გაიზარდა გააქტიურებული ნახშირის ბაზარი: სავაჭრო მოცულობა 61%-ით გაიზარდა. სავაჭრო ღირებულება კი გაორმაგდა და 92 მლრდ დოლარიდან 126 მლრდ დოლარს მიაღწია. მაგრამ რეცესია თავის სიტყვას ამბობს: ენერგიაზე მოთხოვნა და ფასები მცირდება, ამიტომ გააქტიურებული ნახშირის ფასი 2008 წლის ბოლოს ტონაზე 16 ევრომდე დაეცა.
2008 წლის დეკემბერში ევროპის პარლამენტმა მიიღო კლიმატისა და ენერგიის პაკეტი. აშშ-ის კონგრესი ამ საკითხს განიხილავს.
დასკვნა
მკვეთრი ზრდის მიუხედავად OECD-ის არაწევრი ქვეყნების ეკონომიკებს მსოფლიო მშპ-ის მხოლოდ 25%-იანი წილი უჭირავთ, მაგრამ ეს მაჩვენებელი მსოფლიო მოსახლეობის 82%-ით არის წარმოდგენილი. ერთ სულზე შემოსავალი მხოლოდ 2 300 დოლარია, წევრ ქვეყნებში კი 32 000 დოლარი.
OECD-ის მთავარი დარტყმა პირველადი ენერგიის მოხმარებაზე აშშ-ის ნავთობის დამსახურებაა, დიდი გავლენა მოახდინა გადაუმუშავებელი ნავთობის მერყევმა ფასებმა.
გლობალურად, ჩინეთისა და ინდოეთის საზღვრებს გარეთ, ქვანახშირის მაღალი ფასები და ხელმისაწვდომი გაზმომარაგება იწვევს ქვენახშირის გაზით ჩანაცვლებას.
ევროპის კავშირში, ქვანახშირისია და გაზის ფასებმა ელექტროენერგიის გამოყენება ჩაანაცვლეს.
ასევე, შიდა-საწვავის ფასების სხვაობებმა გამოიწვია ის, რომ ევროპის კავშირმა აფრიკიდან და ავსტრალიიდან ქვანახშირის იმპორტი ჩაანაცვლა.
სადაც შესაძლებელი იყო ინვესტიციების გავლენის გამოყენება, მაღალმა ფასებმა აშშ-ში გაზის გამოყენება გაზარდა, ხოლო სადაც ინვესტიციები არახელმისაწვდომი იყო ეს მექანიზმი ჩავარდა.
ექსტრემალურ სიტუაციებს ზედაპირზე სიმართლე გამოაქვთ. ენერგომატარებლები კაპიტალტევადი ბიზნესია, პროდუქტებზე მოთხოვნა დამოკიდებულია ეკონომიკურ პირობებზე. ციკლებისა და ფასების მერყეობამ შესაძლებელია ახალი მოულოდნელობები გამოიწვიოს.
2008 წელს ეკონომიკურად მრავალი სიძნელემ იჩინა თავი, რაც ენერგომატარებლების ფასებზე აისახა. გამოწვევების დასაძლევად საჭიროა აღმართებისა და დაღმართების მართვა.