ბარაკ ობამა: ჩვენ ერთი გუნდი ვართ! კაპიტალისტები და კომუნისტები ერთიანდებიან

ემზარ ჯგერენაია

მსოფლიო კრიზისი სიღრმებისაკენ ტაატით მიიზლაზნება. ის, მხოლოდ ობამას გადაწყვეტილებებმა და გამონათქვამებმა შეაშფოთა – ერთი მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორ ჩინეთს სავაჭრო ომი გამოუცხადა საბურავების ვაჭრობაში, საბაჟო გადასახადები 4%-დან 30%-მდე გაუზარდა და ფაქტიურად, სამწლიანი ემბარგო მოუწყო. მეორე მხრივ, გაეროს გენერალური ანსამბლეის წინა შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერ ჰუ ძინტაოს პირისპირ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ჩვენ, აშშ-ისა და ჩინეთის მთავრობები ერთი გუნდი ვართ და ყველა გამოწვევას ერთად უნდა ვუპასუხოთო. ვეუვ, ამას, წლის ფრაზად ვაღიარებდი – კომუნისტური ჩინეთისა და დემოკრატიული ამერიკის მთავრობები ერთი გუნდია!

რა ხდება მსოფლიოში, ნუთუ, ადამ სმიტის 250 წლის წინანდელი წინასწარმეტყველება ხდება? კომუნიზმიკაპიტალიზმთან ერთიანდება?! თუ ეს, ეკონომიკური პრობლემიდან გამომდინარე, უბრალოდ, ორმაგი სტანდარტია? აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა გაიაფებული დოლარის მხარდაჭერას განაგრძობს. დოლარი-ევროს წყვილი ისევ 1.5 ნიშნულს უახლოვდება. მართალია, ეს ჯერ რეკორდი არაა, მაგრამ ახლოსაა და აშშ იაფი დოლარით, მისი ექსპორტის წახალისებას და სავაჭრო ბალანსის დეფიციტის პრობლემის მოგვარებას განაგრძობს, რასაც აგვისტო-სექტემბერში მიაღწია კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური სარეზერევო სისტემის სააღრიცხვო-საპროცენტო განაკვეთი 0.25%-ის პოზიციებზეა გამაგრებული, ინვესტორებმა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი, გარკვეულწილად, დაკარგეს, რაც კაპიტალის იმპორტზე უარყოფითად აისახა, დანაკარგის კომპენსაცია კი, ექსპორტის წახალისებით მოხდა. დოლარის გაუფასურებით აშშ, როგორც მსოფლიო ლიდერი და საერთაშორისო სარეზერვო ვალუტის ემისიის ცენტრი, სენიორაჟული შემოსავლის მიღებას განაგრძობს. აგვისტო-სექტემბერში, მეორე საერთაშორისო ტენდენცია იყო ოქროს ფასის ფსიქოლოგიურ ნიშნულზე – უნციაზე 1000 დოლარის გადაბიჯება და ნედლეულის ბაზრის გაძვირება, განსაკუთრებით, ლითონებისა და საშენი მასალების (ამაში, ლომის წვლილი ჩინეთს მიუძღვის, სადაც მოხმარებაც გაიზარდა და სტრატეგიული მარაგების შექმნაც დაიწყეს. დოლარის გაუფასურების პირობებში და აშშ-ის ბონდების მოცულობის რეკორდული ზრდის ფონზე, ჩინეთისათვის სასაქონლო ბაზარი საინვესტიციოდ მიმზიდველი ხდება). ექსპერტთა აზრით, წლის ბოლომდე შენარჩუნდება დოლარის დაბალი კურსი, ამ მონაკვეთში კრიზისის ფსკერიც გამოჩნდება და აშშ-ის ეკონომიკა ამ პერიოდს ადვილად გადაიტანს. ასევე, ნავთობის ძირითად რინგებზე აშშ-ის New York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweetგადაუმუშავებელი ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსი ბარელზე 68 აშშ დოლარად იყიდებოდა, ხოლო ლონდონში Bრენტ-ი – 67.44 დოლარად. ყველაზე მთავარი ინტრიგა სანავთობო ბაზარზე – ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟამ (CME) ნავთობით ვაჭრობის წესი შეცვალა და ღია პოზიციებზე კონტროლი გაამკაცრა. ახალი წესების თანახმად, ტრეიდერები, რომელთა პოზიციები გარკვეულ ლიმიტს აღემატება, საფასო მანიპულაციაში (სპეკულაციებში) დასდებენ ბრალს და დაჯარიმდებიან. შეზღუდვა ნავთობის ფასის სპეკულაციური ზრდისკენაა მიმართული, რომელიც NYMEX-CBOT-ის (SBOT – Chicago Board of Trade) მიერ კონტროლირებად ყველა სავაჭრო მოედანზე გავრცელდება.
მეორე ინტრიგა ის არის, რომ აშშ-ის ეკონომიკის გაჯანსაღების გარეშე, რომელზეც მსოფლიო მოხმარების მეხუთედი მოდის, არც ერთი განვითარებული ეკონომიკის გაჯასანღება არ მოხერხდება.
სექტემბრიდან მსოფლიო ეკონომიკა ბაზარზე ყველანაირ ნედლეულზე ფასების მომატების ეიფორიაშია.მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო “ბლუმბერგის”” ცნობით, დიდი ოცეულის ქვეყნებში, ჩინეთისა და ინდოეთის გარდა, მთლიანი შიდა პროდუქტი ყველგან მცირდება, რეკორდი კი, რუსეთმა 9.8% მინუსით მოხსნა, დიდი ოცეული ისევ იკრიბება ლიდერების დონეზე და ეძებს პასუხს კითხვაზე – კრიზისმა ფსკერს მიაღწია თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ სსფ-ის პროგნოზით, ეკონომიკის მსოფლიო ზრდა 1.4% იქნება, მიმდინარე წლის ახლანდელი ეკონომიკის მაჩვენებლები უარესია, II მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდთან შედარებით. Lehman brothers-ის გარდაცვალების ერთი წლისთავთან დაკავშირებით, მსოფლიოს ბიზნეს-სამყარო კიდევ ერთხელ აანალიზებდა და შერბილებულ შეფასებას აძლევდა მიმდინარე კრიზისს. ჟურნალმა თიმეს-მა მას არცთუ ძლიერ დამანგრეველი უწოდა.3 (მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 10 სექტემბერს, ჩინეთში გაიმართა, ძირითადად იხილავდნენ, რომ რეცესიიდან გამოსვლა W, V, U ფორმით იქნება, არსებობს ახალი ფორმის იდეაც, რომ რეცესიიდან გამოსვლა იქნება L ფორმით) რეცესიას დიდი დეპრესიის პერიოდს აღარ ადარებენ. ბევრი ანალიტიკოსი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებში დადებით ძვრებზე ალაპარაკდა. ასე მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის საგადამხდელო ბალანსის უარყოფითმა სალდომ 2009 წლის მეორე კვარტალში 92.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2001 წლის შემდეგ ეს დეფიციტის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2009 წლის I კვარტლის დეფიციტს – 104.5 მილიარდ დოლარს. მონაცემები ნათლად ასახავს მოხმარების შემცირებას, რაც ეკონომიკის სრულ კრიზისზე მიუთითებს. სამომხმარებლო ფასების ბაზური ინდექსი ჩორე CPI (ინფლაცია ნავთობპროდუქტების და კვების პროდუქტების გარეშე) – აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო 2008 წლის აგვისტოსთან შედარებით, 1.5%-ით დაეცა. 12 სექტემბრის მდგომარეობით, უმუშევრობის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12 ათასით შემცირდა და 545 ათასი ადამიანი შეადგინა, მაგრამ ეს გაცილებით აღემატება შარაშანდელ მაჩვენებელს. აშშ-ში საცალო ვაჭრობა აგვისტოში 2.7%-ით გაიზარდა. ეს დადებითი მოვლენაა, მაგრამ ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, 351.4 მილიარდი დოლარი 5.3%-ით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. იგივე შეიძლება ითქვას ახალი სახლების მშენებლობის მაჩვენებელზე, რომელმაც აგვისტოში 598 ათას ცალს მიაღწია, რაც 1.5%-ით აღემატება წინა თვის მონაცემებს, მართალია, ეს პროგრესია, მაგრამ წლიური გათვლებით ის 29.6%-ით ნაკლებია 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დადებითი ტენდენციებია აშშ-ის სამრეწველო ინდუსტრიის აღდგენის მაჩვენებლებში. აშშ-ში სამრეწველო წარმოების წლიურმა ვარდნამ 12.4% შეადგენდა და 10.7%-მდე შემცირდა, ივლის-აგვისტოში ზრდამ 0.7% შეადგინა.Dow ჟონეს-ის ინდუსტრიული მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით გამოირჩევა, აშკარაა, რომ დოლარის კურსის დაცემისა და ნავთობზე ფასების ზრდის მიუხედავად, ხარის ტრენდი სჭარბობს. გვაძლევს თუ არა ეს იმის მტკიცების საფუძველს, რომ კრიზისმა ფსკერს მიაღწია და სრული წარმოდგენა გვაქვს მასზე? შეგვიძლია ცალსახად განვაცხადოთ, რომ არა! ალბათ, კრიზისი უფრო ხანგრძლივი იქნება და ის ფსკერს წლის ბოლოსკენ მიაღწევს. ამაზე მეტყველებს ევროპის ქვეყნების ეკონომიკის მაჩვენებლების ზედაპირული განხილვა.
Eurostat-ის ინფორმაციით, წლიური განგარიშებით, აგვისტოში ევროზონაში სამომხმარებლო ფასები 0.2%-ით დაეცა, ივლისში ეს მაჩვენებელი 0.7%-სAშეადგენდა, რაც ყველაზე დიდ დეფლაციაზე მიუთითებდა 1997 წლის შემდეგ. ივლის-აგვისტოში, იგივე სააგენტოს ცნობით, სამრეწველო წარმოების მოცულობა, წლიური განგარიშებით, 15,9%-ით შემცირდა, ხოლო სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა იგივე პერიოდში 12,6 მლრდ ევრო შეადგინა, მაშინ, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული იყო 3.5 მილიარდ ევროიანი დეფიციტი. ძვირი ევროს მიუხედავად, ივლისში ექსპორტი 7.6%-ით გაიზარდა, აგვისტოში – 7.9%-ით. World Economics-ში გამოქვეყნებულმა გერმანული Kiel Institute-ის ეკონომისტების პროგნოზით, გერმანიის ეკონომიკური აქტივობის ვარდნა მხოლოდ 4.9% იქნება და 2010 წელს ეკონომიკა 1%-ით გაიზრდება. მწვავე საარჩევნო პერიოდის მიუხედავად, III კვარტალში გერმანიის ეკონომიკა 0.7%-ით გაიზრდება. ბუნებრივია, დადებითად აისახება ანგელა მერკელის საარჩევნო კამპანიაზე და მის გამარჯვებას უზრუნველყოფს. მერკელმა გერმანიის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად 80 მილიარდი ევრო დახარჯა და ყველაფერი გააკეთა რუსეთთან სავაჭრო-პოლიტიკური პარტნიორობის გასაღრმავებლად. გერმანიისათვის საკმაოდ დიდი ეკონომიკური ინდიკატორია საქმიანი წრების თავდაჯერებულობის ინდექსი, რომელიც ZEW Survey-ის (Economic Sentiment) გამოკვლევებით, სექტემბერში -67.5 პუნქტიდან -54.9-მდე აიწია. ექსპერტების აზრით, ეს გერმანიის ეკონომიკის გამოჯანსაღების ნიშანია და ამასთანავე, ის კვლავ ევროპის ეკონომიკის ლოკომოტივი იქნება, ოღონდ მას შემდეგ, რაც ზემოთ ნახსენები ეკონომიკები (პირველ რიგში, აშშ) გაჯანსაღდებიან, რომლებიც გერმანულ პროდუქციას მოიხმარენ. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთსა და იტალიაში საბიუჯეტო დეფიციტის არნახული ერა და უმუშევრობის მაჩვენებლები რეკორდებს ხსნიან, ზოგიერთი ექსპერტი და მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატი, პროფესორი, პოლ კრუგმანი მიიჩნევს, რომ კრიზისის საფრთხე უკან დარჩა. თუმცა, სამრეწველო პროდუქციის გამოშვების ძირითადი მაჩვენებლები, უმუშევრობის დონე და მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება ადასტურებს – ევროპა შუაგულ კრიზისშია.
აზიაში, განსაკუთრებით იაპონიაში, კრიზისამდე დაწყებული სტაგნაცია გრძელდება. იაპონიის არჩევნების შედეგები ჯერ არც Nikkei-ის ძირითად ინდექსზე და არც იენის გაცვლით კურსზე ასახულა სასიკეთოდ. ახალი პრემიერ-მინისტრის გეგმა ჯერ კიდევ მუშავდება, ხოლო იაპონიის ბანკის სააღრიცხვო პროცენტი 2009 წლის განმავლობაში ისევ 0.1%, ანუ ფაქტიურად ნულია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 2001-2006 წლებში იაპონიის ცენტრალური ბანკი თითქმის 0%-იანი განაკვეთით მუშაობს, ეკონომიკა სტაგნაციიდან ვერ გამოვიდა. იაპონიის ვაჭრობის, მრეწველობისა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ივლისში სამრეწველო პროდუქციის ზრდამ 2.1% შეადგინა, წინა თვეში ეს მაჩვენებელი 1.9%-ს შეადგენდა.
ხანმოკლე შესვენების შემდეგ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა კალაპოტში ჯდება და მთლიან აზიას მიათრევს. “ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევა – ეკონომიკური და ფინანსური ვარდნა თავიდან აცილებულია””, აცხადებს ლონდონის საკონსულტაციო ფირმის ჩაპიტალ Economist-ის მთავარი საერთაშორისო ეკონომისტი, ჯულიან ჯეზოფი, Goldman Satchs-ის მთავარი ეკონომისტი, ჯიმ ონეილი კი ხმამაღლა აცხადებს: “მსოფლიომ გადალახა რეცესია””.
ტაივანში, სადაც ექსპორტზე ორიენტებულმა ეკონომიკამ ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო, მთავრობა იწყებს ახალი შიდა ინდუსტრიის განვითარებას, როგორიცაა ტურიზმი. “ჩვენ ძლიერ დავზარალდით აშშ-ის საექსპორტო ბაზრის შეკუმშვის გამო””, აცხადებს ტაივანის პრეზიდენტი მა ინგ-ჯეოუ, “ამრიგად, ჩვენ მწარე გამოცდილება მივიღეთ, აუცილებელია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია”.
აზია რეცესიიდან გამოსვლის პროცესში წამყვან ძალად გვევლინება, რომელიც ამას საკუთარი მომხმარებლის ჯიბის დახმარებით აპირებს. რეგიონის სამი უმსხვილესი ქვეყანა – ჩინეთი, ინდოეთი და ინდონეზია შიდა მოხმარების წყალობით ზედაპირზე “ტივტივებს”.
დიდი ოცეულის შეხვედრაზე და მსოფლიო ეკონომიკაში ახალ ინექციებზე ბევრი რამაა დამოკიდებული, მაგრამ ფაქტია, რომ 2009 წლის ბოლო კვარტალი ვარდნის ბოლო კვარტალი იქნება და – მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღების წინა დღე.

1

2