საქართველოს საგადამხდელო ბალანსი

გიორგი დემეტრაშვილი, ბესიკი მაჭარაშვილი, ფრიდონ გოგოტიშვილი, კახა ბრეგვაძე, გიორგი ფიცხელაური

საქართველოს საგადამხდელო ბალანსი წარმოადგენს სტატისტიკურ ანგარიშს, რომელიც სისტემატურად აღრიცხავს ეკონომიკური ოპერაციების ერთობლიობას ეროვნულ ეკონომიკასა და დანარჩენ სამყაროს შორის დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მასში რეგისტრირდება ყველა ეკონომიკური გარიგება დადებული რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის.

ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეების, ფირმების, სახელმწიფო დაწესებულებების და უწყებების მიერ სხვა ქვეყნების ანალოგიურ წარმომადგენლებთან დადებულ გარიგებათა კრებსით ბალანსს. იგი იძლევა ქვეყნის სავაჭრო, სავალუტი-საფინანსო და სხვა სახის უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობების დახასიათებას და ასახავს ყველა ოპერაციათა მიხედვით სავალუტო სახსრების შემოსავალ-გასავალს შორის თანაფარდობას.
ეკონომიკური გარიგება წარმოედგენს ნებისმიერი ღირებულების გაცვლას, ე.ი. აქტს, რომლითაც გაიცემა ეკონომიკურ საქონელზე საკუთრების უფლება, გაიღება ეკონომიკური მომსახურება, ე.ი. აქტივებზე საკუთრების უფლება, მოცემული ქვეყნის რეზიდენტიდან გადადის მეორე ქვეყნის რეზიდენტის ხელში.
ნებისმიერ გარიგებას გააჩნია ორი მხარე. მოცემული ქვეყნის თვალსაზრისით გარიგება ასე განისაზღვრება:
კრედიტი – ღირებულებათა გადინება, რომელსაც მოსდევს კომპენსირებული ღირებულებების შემოსვლა, ან შესაბამისი გადასახდელი მოცემული ქვეყნისათვის.
დებეტი – იმ ღირებულებეთა მოდინება, რომელიც უნდა გადაიხადონ მოცემული ქვეყნის რეზიდენტებმა.
როგორც წესი, საგადამხდელო ბალანსის შედგენა ემყარება ეროვნულ ანგარიშთა სისტემის აგების პრინციპს – ანგარიშზე ორმაგი ბუღალტრული ჩაწერის სისტემას, ე.ი. თითოეული ოპერაციის გატარება ხდება ორი ურთიერთშემცველი აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი ჩანაწერების საფუძველზე. ერთი ჩანაწერი ხორციელდება, როგორც კრედიტი, ხოლო მეორე – როგორც დებეტი.
საგადამხდელო ბალანსი შეიძლება იყოს აქტიური და პასიური. ბალანსი მაშინ არის აქტიური, როდესაც ესა თუ ის ქვეყანა დროის განსაზღვრულ პერიოდში მეტ შემოსავლებს იღებს, ე.ი. მეტი ღირებულების საქონლისა და მომსახურების ექსპორტს ეწევა, ვიდრე შემოაქვს.
საგადამხდელო ბალანსი პასიურია, როცა ქვეყანა დროის განსაზღვრულ პერიოდში უცხოეთის ქვეყნებს მეტს უხდის, ვიდრე ისინი მას უხდიან, ე.ი. მეტი ღირებულების საქონელის და მომსახურების იმპორტს ეწევა, ვიდრე მას ექსპორტში გააქვს.
ქვეყნის საგადამხდელო ბალანსს ერთი ქვეყნის მიმართ შეიძლება აქტიური სალდო ჰქონდეს, ხოლო მეორის მიმართ – პასიური, ასევე ზოგიერთი მუხლი შეიძლება პასიური ჰქონდეს, ხოლო ზოგიერთი – აქტიური.
საქართველოს საგადამხდელო ბალანსს ადგენს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპერტამენტი. იგი არ მოიცავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებულ საგარეო ეკონომიკურ ოპერაციებს.
საგადამხდელო ბალანსის გაანგარიშება ხდება კვარტალურად და წლიურად.
საგადამხდელო ბალანსს აქვს შემდეგი განყოფილებები:
– სავაჭრო ბალანსი, ე.ი. საქონლის შემოზიდვა-გაზიდვის თანაფარდობა;
– მომსახურებისა და არაკომერციული გადასახადების ბალანსი (“უხილავი ოპერაციების ბალანსი);
– კაპიტალისა და კრედიტების მოძრაობის ბალანსი.
2005-2006 წლების მონაცემებით, საქართველოს საგადამხდელო ბალანსი შემდეგნაირია (იხ. ცხრილი):
ანუ, ამ მონაცემთა მიხედვით, სავაჭრო ბალანსი პასიურია. 2005 წლის ჯამური მდგომარეობით მისი დეფიციტია 1213903000 ა.შ.შ დოლარი. 2006 წლის მონაცემებით კი მისმა დეფიციტმა 190779000 ა.შ.შ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება საქონლის ექსპორტს, სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით, მისი დინამიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
ექსპორტის უდიდესი მოცულობა საქართველოდან გადის დსთ-ს ქვეყნებში, მათ შორის კი ლიდერობენ:
1. თურქმენეთი
2. სომხეთი
3. აზერბაიჯანი
4. უკრაინა (2006 წლის II კვარტლის მონაცემებით)
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ლიდერობენ:
1. თურქეთი
2. ბულგარეთი
3. გერმანია
რაც შეეხება რუსეთს, ამ მხრივ მას 2006 წლამდე ტრადიციულად პირველი ადგილი ეკავა. 2000-2005 წლებში რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა იზრდებოდა, გამონაკლისია 2006 წელი, როცა რუსეთის ხელისუფლების მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ქართულ პროდუქციაზე (ღვინო, მინერალური წყლები, ციტრუსი და სხვა) სანქციების დაწესების გამო.
საგარეო სავაჭრო ბალანსის დეფიციტის მაჩვენებლები 2000-2006 წწ შეგვიძლია გამოვსახოთ შემდეგი დიაგრამით:
ექსპორტის მაჩვენებლები 2000-2006 წწ შეგვიძლია გამოვსახოთ შემდეგი დიაგრამით:
იმპორტის მხივ 2005 წლის მონაცემებით ლიდერობენ დსთ-ს ქვეყნები, კერძოდ:
1. რუსეთი
2. აზერბაიჯანი
3. უკრაინა
4. თურქმენეთი
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს ამ მხრივ ლიდერობენ:
1. თურქეთი
2. გერმანია
3. ბულგარეთი
4. საფრანგეთი
იმპორტის მხრივ 2006 წლის მონაცემებით ლიდერობენ დსთ-ს ქვეყნები, კერძოდ:
1. რუსეთი
2. თურქეთი
3. გერმანია
4. აზერბაიჯანი
საგადასახადო ბალანსის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია საქართველოში ბიზნეს-გარემოს ფორმირება, კერძოდ:
1. აუცილებელია საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, ბიზნეს სამართლის ლიბერალიზაცია და კორუფციული მომენტების დაუშვებლობა;
2. პირველი პუნქტი აზრს კარგავს, თუ არ შეიქმნა კერძო, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ანუ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს ხელისუფლებისაგან და კანონის წინაშე ყველა ბიზნეს-სუბიექტი თავისუფალი უნდა იყოს.
აღნიშნული ღონისძიებების გატარება გამოიწვევს საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნას. გავიხსენოთ ისიც, რომ მსოფლიოში არსებობს ჭარბი ფინანსური რესურსები, რომელიც ეძებს ქვეყნებს, სადაც კაპიტალის დაბანდება უსაფრთხოა და მაღალი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას იძლევა.
მაგალითისთვის მოვიყვანოთ თურქეთი. მოგეხსენებათ რომ, ევროპაში თურქეთს დაუწესეს კვოტა (საქონლის რაოდენობრივი შეზღუდვა) აღნიშნულიდან გამომდინარე, თურქეთში კოლოსალური რაოდენობის თავისუფალი ფულადი სახსრები არსებობს, რომელიც საჭიროებს დაბანდებას თურქეთის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.
გამართლებულად მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ეროვნული მეურნეობის პრიორიტეტულ დარგებზე, დაუწესოს მათ შეღავათები გადასახადების მხრივ, შესაძლებელია ასევე ბონუსების სისტემის დამკვიდრებაც.

1

2

3

4