მოთოკეთ ენთუზიაზმი

რედაქციისგან

მსოფლიო ეკონომიკის ნანატრი, მაგრამ არათანაბარი გაჯანსაღება – რომელიც სახიფათოა, როგორც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ევროპისათვის, ასევე დუღილის პროცესში მყოფი ახალი ეკონომიკებისათვისაც.

მსოფლიო ეკონომიკას აპრილში დოვლათის ნიავმა დაჰბერა. ფინანსური ბაზრები ენერგიულები გახდნენ, ბიზნესის ნდობის მაჩვენებელი გლობალური ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელთან ერთად იზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზების თანახმად, გლობალური წარმოების მაჩვენებელი მსიყდველობითუნარიანობის ზრდის საფუძველზე მიმდინარე წელს 4.2%-ით გაიზრდება, რაც 6 თვით ადრე ნავარაუდევ მაჩვენებელს ერთი მთელით აღემატება. სხვა პროგნოზები კიდევ უფრო დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევიან, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 4.5%-ია, რომელიც მაქსმალურად უახლოვდება რეცესიამდელი ეკონომიკური ბუმის პერიოდს, იგივე უნდა ითქვას მსოფლიო წარმოების დონეზეც. ფინანსური კრიზისის მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, გაჯანსაღების ტემპი საკვირველ მაჩვენებლებს აფიქსირებს. აჩქარებულია მსოფლიო ბიზნესის ინვესტიციების ზრდის ტემპი და მყარია სამომხმარებლო დანახარჯები, იზრდება ოპტიმისტური შეხედულება, რომ მსოფლიო ეკონომიკა კრიზისს ამარცხებს.
ზოგიერთი ოპტიმიზმი გამართლებულია. ფინანსურმა დაძაბულობამ რეცესია გაამძაფრა, ახლა კი, შედარებით გაჯანსაღებული ფინანსური ბაზრები მასშტაბური გაჯანსაღებისკენ ისწრაფვიან. აქტივებზე გაზრდილი ფასები სამომხმარებლო დანახარჯებს ზრდის და შემცირებული კორპორატიული საწარმოო ფასიანი ქაღალდების გავრცელება ფირმების სესხის ღირებულებას ამცირებს. ეკონომიკური გაჯანსაღება ფინანსურ ტკივილსაც აყუჩებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დადგენილი საბანკო ზარალი – 2.3 ტრილიონი დოლარი 500 მლრდ დოლარით შეამცირა.
საქმე კი იმაშია, რომ ეს დოვლათი თანაბრად არ ნაწილდება. გლობალური ეკონომიკის ზრდისკენ მიმავალი ჯანსაღი ბილიკი რეგიონებს შორის სხვაობას აღრმავებს, რომელიც უკვე დიდია და უფრო და უფრო იზრდება. ისტორიულად, ღრმა რეცესიების ძლიერი გაჯანსაღება მოჰყვება. მაგრამ ახლა, ქვეყნების ეკონომიკები, რომელებიც ყველაზე ნაკლებად დაზარალდნენ რეცესიის გამო (უპირველეს ყოვლისა ახალი ეკონომიკები), ახლა ძალიან სწრაფად იზრდებიან. ჩინეთის ეკონომიკა გაორმაგებული ტემპით იზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინდოეთის მშპ მიმდინარე წელს თითქმის 9%-ით გაიზრდება. ზოგიერთი პროგნოზი ბრაზილიის ეკონომიკის 7%-იან ზრდას ვარაუდობს, რაც საუკუნის მეოთხედის განმავლობაში ზრდის უსწრაფესი ტემპია. ამის საპირისპიროდ, იმ ქვეყნებში, სადაც დაღმავლობა უფრო ძლიერი იყო, გაჯანსაღების ყველაზე სუსტი ნიშნები შეინიშნება. ბრიტანეთისა და ევროზონის წარმოების მაჩვენებელის კლება ამერიკისას აღემატება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინით, მიმდინარე წელს წარმოების ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ით გაიზრდება ევროზონაში და 1.3%-ით ბრიტანეთში, ამერიკაში კი, 3%-იან ზრდას მოელიან.
ეკონომიკური გაჯანსაღების დაჩქარებულ ტემპს (მხოლოდ ახალ ეკონომიკებში) ერთი მიზეზი გააჩნია: ფინანსურმა კრიზისმა მყარად მოიკიდა ფეხი მსოფლიოს მდიდარ ნაწილში და ამიტომ გაჯანსაღებაც ნელი ტემპით მიმდინარეობს. მაგრამ ნაპრალი, ამერიკისა და ევროპის ეკონომიკების ზრდას შორის იმას მიანიშნებს, რომ მხოლოდ აღნიშნული მიზეზით მიმდინარე მოვლენის ახსნა საკმარისი არ არის. ფინანსური სტრუქტურა სერიოზული საკითხია (ევროპა ბანკებზეა დამოკიდებული), ისევე როგორც ეკონომიკის მოქნილობა (პროდუქტიულობა გაზრდილია ამერიკაში, მაგრამ დაღმასვლას განიცდის ევროპაში). მეორე ფატორია პოლიტიკური სტიმულის ასპარეზი და ეფექტურობა. ვალის დაბალი მაჩვენებლის გამო, ბევ ახალ მსხვილ ეკონომიკას შეუძლია ფისკალური და სავალუტო სტიმულები სხვადასხვა მიზნებისათვის გამოიყენოს. ამერიკის დოლარის სარეზერვო ვალუტის სტატუსი ქვეყანას უჩვეულო ფისკალურ ასპარეზს აძლევს, საპირისპირო უნდა ითქვას ევრო ზონაზე, ცალკეული ქვეყნები მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობის ნაკლებობას განიცდიან.
აღგზნების საფრთხე
საფრთხეს წარმოადგენს ის მომავალი, რომელიც ეკონომიკურ ზრდებს შორის არსებულ სხვაობას შემცირებას კი არა, გაფართოებას უქადის. ევროპის მწარმოებლურობის ტემპი შესაძლებელია შეჩერდეს, რადგან არსებობს საბერძნეთის უზარმაზარი ვალების სხვა ქვეყნებზე გავრცელების საშიშროება, რაც პორტუგალიას აიძულებს მისი ფისკალური პოლიტიკა დაჩქარებული ტემპით შეავიწროვოს. მსხვილი ახალი ეკონომიკები, რომლებსაც მცირე ან საერთოდ არ გააჩნიათ სარეზერვო მწარმოებლური მარაგები და რომლებიც ძალიან სწრაფი ტემპებით იზრდებიან, შესაძლებელია იოლად გადახურდნენ. შესაბამისად, იზრდება ინფლაციისა და აქტივების ბუშტის ზრდის საშიშროება.
აჩქარებული გლობალური გაჯანსაღება, სამწუხაროდ, სინქრონიზირებულ გაჯანსაღებასთან შედარებით არასტაბილურია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური კომბინაციები მდიდარი ქვეყნებისათვის საფეხურეობრივად ავიწროვებენ ფისკალურ პოლიტიკას და ახანგრძლივებენ იაფი ფულის არსებობას, რაც ხელს უწყობს ახალ ეკონომიკებში კაპიტალის შედინებას მეტი ნაყოფიერების ნახვის მიზნით, რაც მათი ეკონომიკების გადახურების რისკს ზრდის.
მდიდარი ეკონომიკები, სადაც სახელმწიფო დავალიანება იზრდება, საჭიროებენ მკვეთრ და რეალურ გეგმებს საშუალო ვადის დეფიციტის შესამცირებლად. მათ ასევე ესაჭიროებათ მომარაგების საკითხების, საგადასახადო რეფორმის გატარება (ამერიკაში), სამუშაო ბაზრის თავისუფლების გაზრდა (ევროპაში), რაც ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს. გლობალური ეკონომიკის არათანაბარი ზრდის შედეგად, ბუშტის პრევენციისათვის საჭიროა ახალმა ეკონომიკებმა მოხერხებული მონეტარული და ფისკალური სივიწროვის პოლიტიკა, მოქნილი სავალუტო გაცვლითი კურსი და ჭკვიანური ინსტრუმენტები გამოიყენონ, როგორიცაა რეზერვის აუცილებელი პირობა და კაპიტალის შემოდინების კონტროლი. საჭიროება განსაკუთრებით შეიგრძნობა აზიაში. ჩინეთს სასწრაფოდ ესაჭიროება იუანის გაცვლითი კურსის გამყარება, ინდოეთის ბოლოდროინდელი საპროცენტო განაკვეთების ზრდა კრახით დასრულდა და ინფლაციასთან ერთად ვერ შენარჩუნდა. ახალი ეკონომიკების ზრდა გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების პერსპექტივაზე მიუთითებს, მაგრამ მისი მყარი განვითარება ეკონომიკური აღმავლობის გაკონტროლებაზე იქნება დამოკიდებული.