ბარაკ ობამა კლინტონის მრჩევლებს ენდობა
მომზადებულია Financial Times-ის მიხედვით
ბარაკ ობამას ლიბერალური კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა პროგრესულობის კურსს მის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე უღალატა, როდესაც თავისი ეკონომიკური გუნდისათვის კლინტონის ერის მრჩევლები უხვად შეარჩია. ობამა შიშობდა, რომ 2008 წლის ეკონომიკური სირთულეების გამო, მისი პრეზიდენტობა რელსებს დაწყებამდე ასცდებოდა, ამიტომ მან ყველაზე საჭირო და გამოსადეგი უწოდა ყველაზე გამოცდილ და ბაზართან მომეგობრე დემოკრატ ეკონომისტებს. პრეზიდენტი უპირველესად ლარი სამერსს გულისხმობდა, რომელიც ბილ კლინტონის უკანასკნელი ფინანსთა მინისტრი იყო, ახლა კი, ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელია.
თვრამეტი თვის შემდეგ, კრიტიკოსები კამათობდნენ, რომ პრეზიენტი 1990-იანი წლების უოლ სტრიტის დერეგულაციის ავტორების ტყვეა, აღნიშნულმა დერეგულაციამ 2008 წლის კრიზისს დაუდო სათავე. უარესი, ის სტოკჰოლმის სინდრომითაა დაავადებული – ტყვე, რომელსაც მისი ციხის ზედამხევდველები უყვარს.
ვაშინგტონის შეცვლის ნაცვლად, ვაშინგტონმა ობამა შეცვალა. ასე თხრობისას, მოთხრობა ლამაზად ჟღერს. ყველაზე დიდი სირთულე ის არის, რომ ობამა საკუთარ ინტუიციას, ცენტრალობასა და რწმენას (არასწორი შეხედულებები, როცა მარცხენას მარჯვნისგან მოძრაობით ასხვავებს) კარგავს. ობამას იმ გულუბრყვილო ადამიანის ელფერი დაჰკრავს, რომელსაც შეზღუდული ბაზისი გააჩნია. მისი ეკონომიკური გუნდისა და სხვა მთავარი ფიგურების (თეთრი სახლიდან და მის გარეთ) ინტენსიური ინტერვიუებიდან ნათლად სჩანს, რომ ძალაუფლებაში მოსვლის დროს, უკეთესი გარემოებების შემთხვევაში, პრეზიდენტი მრჩევლებად მაინც იგივე ხალხს აირჩევდა. უფრო მეტიც, დანიშვნის საშუალებით ის ეძებდა იმას, რასაც მისმა ერთმა მეგობარმა “რატიფიკაცია” უწოდა. “ნუ დატოვებთ შეფასების გარეშე ფაქტს, თუ რამდენად მტკივნეულად განიცადა არჩეულმა ობამამ მისი გამოუცდელად მოხსენიება”.
ობამას პრეზიდენტობა მისი ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებასა და ფიასკოზეა დამოკიდებული. ჰყავს თუ არა მას შესანიშნავი გარემოცვა? და, თუ ისინი ფინანსური კრიზისის კოცონს ჩააქრობენ, შეძლებენ კი 21-ე საუკუნის ეკონომიკის აშენებას?
ობამას “ბირთვული” ეკონომიკური გუნდი 5 ადამიანისგან შედგება, რომელსაც ის ყოველ დილით დაახლოებით 45 წუთით ხვდება, სამერსის მეთაურობით შეხვედრა “ატომურად” ყალიბდება, რომელიც ადმინისტრაციის ეკონომიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობს. პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის, დევიდ ექსელროდისა და მისი სპიკერის, რობერტ გიბსის წინადადებით ეს ბრიფინგი დამატებითია და უფრო ხანგრძლივად გრძელდება, ვიდრე პრეზიდენტის შეხვედრები ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე. გუნდში დანარჩენი ოთხი არიან: ტომოტი გაიტნერი, ფინანსთა მინისტრი და სამერსის ყოფილი პროტეჟე, პიტერ ორსზაგი, ბიუჯეტის დირექტორი, რომელიც კლინტონის დროს თეთრ სახლში მსახურობდა, ქრისტინა რომერი, რომელიც ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეობს, სახლის ტვინის ცენტრი, ის კალიფორნიის უნივერსიტეტის აკადემიკოსი და ჯო ბაიდენის მრჩეველი იყო ეკონომიკის დარგში.
დილის ბრიფინგი, ასევე, მოიცავს ობამას შიდა წრიდან რაჰმ ემანუელისა და სხვა მრჩევლების დასწრებას, საკითხზე დამოკიდებულების მიხედვით, რომელიც შესაძლოა ეხებოდეს დერივატივების პრობლემას ან მამრობითი სქესის უმუშევრობას, ზოგჯერ ბრიფინგს უერთდებიან ჯეისონ ფარმენი, ან დაიანა ფარელი და ა.შ
ყველა ნიშნიდან სჩანს, რომ ობამას გუნდის შენარჩუნება სურს. მართლაც, ბოლო ხანს, ბატონი ორსზაგი გუნდში დარჩენის აუცილებლობაში დაარწმუნა. ენეთუზიაზმით სავე სტილის მიუხედავად, სამერსის ამბიციას ეხელმძღვანელა ფედერალური სარეზერვო სისტემისათვის, დაბრკოლებები შეექმნა, გასულ აგვისტოში – ობამამ თავმჯდომარედ კვლავ ბენ ბერნანკი აირჩია, თუმცა, სამერსი პრეზიდენტისგან ძალიან დაფასებულია.
სამერსი ჯგუფის ინტელექტუალური მმართველი ძალაა. გაიტნერთან ერთად, რომელიც დიდი ხანია მისი მეტოქე პარტნიორია, მან ოვაციები დაიმსახურა საავადმყოფოში მეხანძრის როლის შესრულებისას კრიტიკოსებისგანაც კი, რომლებიც ერთი წლის წინ ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის ნაციონალიზაციის გამო აკრიტიკებდნენ. მაგრამ ზოგიერთები, რომლებიც ადმინისტრაციას ძალაინ ცენტრალიზებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, სვამენ კითხვას – არის თუ არა ეს ის გუნდი, რომელიც მის მიერვე დანგრეულ სახლს ხელახლა ააშენებს?
“სანამ ეს ადმინისტრაცია პოლიტიკური მრჩევლების შიდა წრით იმართება, სამერსი შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ობამას ჰენრი კისინჯერი”, აცხადებს დევიდ როზკოპფი, კლინტონის ყოფილი ჩინოვნიკი. “ლარი არის ჯგუფის შეუცვლელი ცენტრი, რომელიც დაეხმარა პრეზიდენტს დიდი გამოცდილების გარეშე დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე უარესი კრიზისის ნავიგაცია მოეხდინა. მთავარი საკითხია, შეძლებს თუ არა იგივე ჯგუფი წარმატებულად შეებრძოლოს პოტენციურად უზარმაზარ პრობლემას, რომელსაც ამერიკის ეკონომიკის მომავალი ხედვის განვითარება წარმოადგენს”.
პასუხი უმთავრესად პრეზიდენტის საკუთარ, გამოუსწორებლად ოპორტუნისტულ მისწრაფებებზე იქნება დამოკიდებული. გუნდის ყველა წევრი მისი ეკონომიკური ფილოსოფიის აღსაწერად იყენებს სიტყვას “პრაგმატული”, რომელიც მოსდევს მტკიცებას, რომ ობამა თავისუფალი ბაზრის მომხრეა.
სამერსი პრეზიდენტს აღწერს, როგორც “პრაგმატული, არაიდეოლოგური და ბაზარზე ორიენტებული, მაგრამ არა ფუნდამენტალისტი”. ორსზაგისათვის ის არის “პრაგმატული, მაგრამ ცენტრისტი და თავისუფალი ბაზრის მომხრე”, რომერი აცხადებს: “მთავარი მახასიათებელია პრაგმატიზმი – მისი ფილოსოფია არ არის იდეოლოგური, მაგრამ ის ბაზარზე ორიენტებულია”, ბერნსტეინი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ბუდიზმი მიიღო, ასახელებს ზედსართავებს: “დაბალანსებული, პრაგმატული, დედუქციური”, გაიტნერი აცხადებს: “ვიტყოდი, რომ ის ფუნდამენტალურად ცენტრისტი და ბაზარზე ორიენტებულია, მაგრამ ის აღიარებს, რომ ბაზარი ყველა პრობლემას ვერ გადასწყვეტს”.
ყველა ხაზს უსვამს, რომ ობამას არ მიუღია სიამოვნება, როდესაც დროებით ფლობდა “ჯენერალ მოტორსს”, მანქანათმწარმოებელს, ან პრობლემური ბანკების კაპიტალის წილს. დამატებით, პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლები მიუთითებენ, რომ მათ ცეცხლის გამოშვების გარდა გასულ წლებში ძალიან ბევრი რამ გააკეთეს. მისი ეკონომიკური მრჩევლები ამტკიცებენ, რომ ობამას მარტის დადგენილება ჯანდაცვის რეფორმაზე, სადაც 1, 000 მლრდ დოლარი 10 წელიწადზეა გაწერილი, ამერიკის ახალი ეკონომიკის შენების მთავარი ქვაკუთხედია.
სამერსი, თავდაპირველად სკეპტიკურად იყო განწყობილი ასეთი დიდი რეფორმისადმი კრიზისის შუაგულში. ორივე, სამერსიც და რომერიც ენთუზიაზმით გამოირჩეოდნენ და აცხადებდნენ, რომ ჯანდაცვის ანგარიში დეფიციტის მომავალ შემცირებას გამოიწვევდა. “არსებობდა სერიოზული ეკონომიკური მიზეზი, თუ რატომ ვერ იღებდნენ ამერიკელები ანგარიშის ნახევარს ნახევარ ფასში”, აცხადებს სამერსი.
მაგრამ სკეპტიციზმი შეუპოვარია იმ საკითხთან მიმართებაში, რომ გუნდს მომავალი ფაზის ზრდის შექმნის შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა მოჰყვეს თანამედროვე ამერიკაში პირველ ციკლს, სადაც კერძო სექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილის რაოდენობა ნულია. შესაძლებელია დავუშვათ, რომ სამერსი, როგორც ხელმისაწვდომი მრჩეველი – საუკეთესო ეკონომიკური ტვინია, კრიტიკოსები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მის ენთუზიაზმს, რომელიც მისი სამსახურის მეორე ნახევარს ეხება – სააგენტოთაშორისი პროცესის მართვა.
“თუ პრეზიდენტი ობამა არის ბიჭი, რომელიც სტრუქტურული პროცესის მნიშვნელობას აფასებს, რაც საუკეთესოა ეკონომიკურ თემებზე საუბრისას, მაშინ კარგი, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ასე არ არის”, – აცხადებს კლინტონის სტაფის ყოფილი მმართველი, ჯონ პოდესტა.
სხვები, მათ შორის, უილიამ გალსტონი, კლინტონის ყოფილი ჩინოვნიკი, სხვა პრობლემას აშუქებს: ფაქტია, რომ სამერსი შეუცვლელი “ალფა ტვინია” თეთრ სახლში, მაგრამ გასულ თვეს კლინტონმა ბევრი გააოცა თავის სიტყვებით, როცა განაცხადა, რომ ნანობს ტობერტ რუბინს რომ დაუჯერა, მის “ნატოს” პირველი ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეს და ასევე, სამერსს, რომლებმაც კლინტონს ურჩიეს, 1990-იან წლებში დერივატივები არ დაერეგულირებინა. კლინტონი თავის განცხადებაში ხსნიდა, რომ დოლარი მასთან ერთად გაჩერდა.
“ჩემი კითხვის არსი იმაში არ მდგომარეობს, თუ რატომ არის სამერსი ბრწყინვალე ტვინი, არამედ მაინტერესებს, რატომ არ არის ვინმე, ვინც ეჭვქვეშ დააყენებდა მის შეხედულებებს”, აცხადებს გალსტონი. “იცის ობამამ, რომ შესაძლებელია ბრწყინვალე ტვინიც შეცდეს”?
კითხვები ასევე ჩნდება იმის შესახებ, თუ ვინ უარყოფს ეკონომიკური შიდა წრიდან გუნდის რჩევებს. მაგალითად, ობამამ აირჩია გამოეშვა ე.წ “ვოლკერის წესი” იმ შოკისდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ, რაც მან მასაჩუსეტის დამარცხებით იგემა. წესი, რომელიც ჩადებულია სენატში წარდგენილ ფინანსური რეგულაციების კანონპროექტში საჯაროდ დაზღვეულ ბანკებს აიძულებს გამოეყონ საკუთარ სავაჭრო დაფებს.
სამერსსა და გაიტნერს, მეგობრობის მიუხედავად, პირველ თვეებში კონფლიქტი მოუვიდათ, დაჟინებით ითხოვდნენ კვლავ “პროცესში წვას” მსაჩუსეტამდე რამდენიმე კვირით ადრე. “შემიძლია გულწრფელად განვაცხადო, რომ პოლიტიკურ და ეკნომიკურ რჩევებს შორის კონფლიქტი იყო, პრეზიდენტი ეკონომიკურ რჩევებს ეთანხმება, მაშინაც კი, როდესაც პოლიტიკური ღირებულება მაღალია”, – აცხადებს გაიტნერი.
ახლა საკითხავი ისაა, შეძლებენ თუ არა მეხანძრეები არქიტექტორობას. ობამა ორი გამოწვევის წინაშე დგას – მოაწესრიგოს ფისკალური შინამეურნეობა, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტში მდგომარეობს და შექმას ადგილები საინვესტიციო სივრცეებში, რომელიც მომავალ თაობებს ზრდას მოუტანს. ბარნი ფრენკი, ფინანსთა საბჭოს დემოკრატი თავმჯდომარე, ემხრობა გამოწვევას “სტვენა ცალ ფეხზე ხტომით”.
სამოქალაქო ინჟინრების ამერიკული საზოგადოება აფასებს აშშ-ის საჭიროებას, დახარჯოს 2,200 მლრდ დოლარი მხოლოდ მეორეხარისხოვანი ხარისხის ინფრასტრუქტურის ამაღლებაში. ახალი ხარჯების წინაშე ობამამ მკვეთრად დაიხია უკან, მას ჯერ კიდევ არ განუხორციელებია პირობა, შეექმნა ეროვნული ინფრასტრუქტურის ბანკი. დედააზრი იმაში მდგომარეობს, რომ თეთრმა სახლმა წამოსწია ფისკალური სამართლიანობა და უკანა პლანზე დააყენა საჯარო ინვესტიციები. ამასობაში, სხვა აზრის მქონენი შიშობენ, რომ აშშ-ის ეკონომიკა კვლავ ანემიურ ზრდას დაუბრუნდება, რაც კრიზისამდე იყო – საბინაო ბუშტის გამოკლებით.
“ყველა ჩვენი შეთავაზება ფისკალურმა საჭიროებებმა დაჩრდილა” აცხადებს ედ რენდელი, პენსილვანიის დემოკრატი მმართველი, რომელიც ინფრასტრუქტურულ ჯგუფს ხელმძღვანელობს, “საუბარი აღარ მინდინარეობს სწრაფ სამგზავრო ექსპრესზე ან ახალი თაობის ინფრასტრუქტურაზე, ფისკალური ფონი დომინირებს”.
და მაინც, ადრე პრეზიდენტი კრიტიკოსებს აშინებდა. “გასული ხუთი წლის განმავლობაში, ყველამ, ვინც ობამა მოატყუა, ფული დაკარგა”, – აცხადებს ერთი ეკონომისტი. ბევრი იმედოვნებს, რომ ის უფრო შემოქმედებით ეკონომიკური პოლიტიკის კურსს გაატარებს ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ. პროგნოზები მიუთითებენ, რომ, შესაძლოა, დემოკრატებმა მათ უმრავლესობას დაუმიზნონ და არა ანტი-ვაშინგტონური განცხადებები გააკეთონ.
ამის შემდეგ, ოპტიმისტები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი ხელს გაითავისუფლებს და ამერიკის ფისკალურ გამოცანას უფრო რადიკალურად გადაწყვეტს, ვიდრე გაქცეული ინფლაციის მოთოკვა და თავდაცვაზე გაბერილი დანახარჯებია, რომელიც მოცემულ დრომდე ყველანაირ საზღვარს სცდება.
“გვაქვს 11 საჰაერო ფორმაცია და სამი სხვადასხვა პლათფორმა ყოფილ საბჭოთა კავშირში ატომური იარაღის გასანადგურებლად”, აცხადებს ფრანკი.
რაც შეეხება სამერსს, ჭორების მიუხედავად, რომ ის განცალკევებას აპირებს, არავინ მიიჩნევს, რომ ის სადმე წავა. ზოგიერთი, მაგალითად, ვოლკერი, გულსბი და კაროლ ბროუნერი, ობამას ენერგიის მეფეები, თავს მისგან დაზარალებულად მიიჩნევენ, მაგრამ პრეზიდენტი სამერსს მეტად აფასებს. არის შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტი აცხადებს “შენ განავითარე პოლიტიკა, მე გამოვითვლი, თუ როგორ უნდა გავყიდო ის”, – აცხადებს რომერი.
როგორც მოსჩანს, სამერსმა მდგომარეობა გაიმყარა. ის განიცდის, რომ თეთრ სახლში გაიჭედა, ინაუგურაციამდე, სამერსმა გადაიკითხა დავიდ ჰალბერსტამის “საუკეთესო და ბრწყინვალე”, თუ როგორ მართავდა ჯონ კენედის ხუთვარსკვალვიანი გუნდი, როდესაც კოლოსალური შეცდომები დაუშვეს ვიეტნამში. სამერსმა განაცხადა, რომ ის მუდმივად ცდილობს მასა და კრიტიკოსებს შორის ხიდის აშენებას და მათ სთავაზობს ობამას ეკონომიკური გადაწვეყვეტილებების მიღების შეფასებას. “ზოგჯერ, ყველაზე დიდი ვაჟკაცობაა თავი შეიკავო დიდი კურსის აღებისგან”, აცხადებს ის. “იგივე შემართებით, რომ პრეზიდენტს არ სურს ბანკების მმართველობაში აღება, მას გააჩნია ჯანმრთელი სკეპტიციზმი იმ სქემების მიმართ, რომელიც მოიცავს სამთავრობო მოქმედებას და მოულოდნელი შედეგების შესაძლებლობას უშვებს.”
როგორც ნათქვამია, სამერსი პრეზიდენტის სიამოვნებისთვის არსებობს. ცხადია, მოცემულ მომენტამდე სიამოვნება ორმხრივია.