დიდი ოცეულის სამიტზე 2013 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაზე შეთანხმდნენ

რედაქციისგან 

კანადაში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე მიაღწიეს შეთანხმებას, შეამცირონ ქვეყნების სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტები ეკონომიკური ზრდის წახალისებისათვის სახსრების გამოძებნის მიზნით. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჰოსტ სტეფენ ჰარპერმა განაცხადა, რომ ეკონომიკური აქტივობის სტიმულისათვის მოკლევადიან პერსპექტივაში საჭირო გახდება ზომების მიღება. კორესპონდენტები აღნიშნავენ, რომ დიდი ოცეულის ქვეყნების უმეტესობამ უკვე გაანახევრა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა და პროცესი მომდევნო სამ წელიწადზე გაწერა. 

      საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი დომენიკ შტრაუს-კანი აცხადებს, რომ სახელმწიფო დეფიციტზე ფოკუსირება პრობლემისადმი სწორი მიდგომა არ იყო, რადგან მდგომარეობა სხვადასხვა ქვეყნებში ერთმანეთისგან განსხვავდება და დასძენს, რომ საჭიროა უფრო ძლიერი ზრდა უმუშევრობის დონისა და საგარეო ვალების შესამცირებლად. სამიტზე უარყვეს მიეღოთ უნივერსალური საბანკო გადასახადი. დიდი ოცეულის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ბანკებს უფრო მაღალი დონის კაპიტალი და ლიკვიდურობა ჰქონდეთ, პროცესი 2012 წელს დაიწყება. 
      სამიტის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უფრო გამკაცრებული რეგულაციები, რომელიც მოიცავს უფრო დიდი კაპიტალის მოთხოვნას ბანკებისათვის განიხილება დიდი ოცეულის მომდევნო სამიტზე სეულში, სამხრეთ კორეაში, ნოემბერში. 
      “ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლოდროინდელი ფინანსური კრიზისის განმეორება””, – აცხადებს ბარაკ ობამა. 
      ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ჩინეთისგან მოელის იუანის შეფასების ზრდას დოლართან მიმართებაში. “მტკიცე და განგრძობადი გაჯანსაღება ქვეყნებისგან მოითხოვს დათმონ შეუსაბამო უპირატესობები, პრეზიდენტ ჰუს უკვე ვუთხარი, რომ ამერიკა მიესალმება ჩინეთის გადაწყვეტილებას, ნება დართოს ვალუტას ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შეფასდეს”. 
      მაგრამ ჩინეთი დაჟინებით მოითხოვს სამიტის საბოლოო განაცხადში, სადაც ქვეყნებს ვალუტით მანიპულირებისას გადასახადები ევალებათ, შესწორება შეიტანონ და აცხადებს, რომ ეს სუვერენიტეტული საკითხების დარღვევაა. 
      გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი აცხადებს, რომ პროგრესის მისაღწევად საჭიროა დოჰას მოლაპარაკებათა რაუნდი გლობალური ვაჭრობის შესახებ უნდა გაფართოვდეს, რადგან მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი პროგრესის მიღწევა, “მთლიანად ვეთანხმები დოჰას დასრულებას, მაგრამ სახეზე არ არის პროგრესი და გვჭირდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც რვაწლიან მოლაპარაკებებს დასკვნის სახით დადებს”. 
      შეხედულებები გაიყო სახელმწიფო ბიუჯეტების შეკვეცის საკითხის განხილვისას. აშშ-ის პრეზიდენტი არ ემხრობა სწრაფ და ღრმა საბიუჯეტო შეკვეცას და შიშობს, რომ ეს გადაწყვეტილება გლობალურ ზრდას ზიანს მოუტანს, მაგრამ ევროპელი წევრები, მათ შორის, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია უკვე მოქმედებენ სახელმწიფო დეფიციტის შესამცირებლად აშშ-ის წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელიც 2010 წელს 1.3 ტრილიონ დოლარიან საბიუჯეტო დეფიციტს გეგმავს. 
      ახალი ეკონომიკები, როგორიცაა არგენტინა და ბრაზილია ღელავენ, რომ საბიუჯეტო შეკვეცა მდიდარ ქვეყნებში მათ ექსპორტზე დამოკიდებულ ეკონომიკებს დააზარალებს და აცხადებენ, რომ დაწინაურებულ ქვეყნებში დეფიციტის შეკვეცა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იქნება, რადგან მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მაგივრად ისინი ფისკალურ პრობლემებზე იფიქრებენ და თუ ისინი ექსპორტიორები გახდებიან, რეფორმას ახალი ეკონომიკების ხარჯზე ჩაატარებენ. 
      სამიტი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა და პოლიციამ 500 ადამიანზე მეტი დააკავა.