ნავთობის სექტორის ფუფუნება უნდა დასრულდეს
მოამზადა ნინო არველაძემ
დროა დასრულდეს დიდი ნავთობის სუბსიდიები, საგადასახადო ლგოტები, წიაღისეულის გადამუშავებისთვის საგადასახადო შეღავათები, საგადასახადო სამოთხეები საზღვარგარეთ და ა.შ. ამერიკულმა მედია-საშუალებებმა ივლისში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს საგადასახადო შეღავათებისა და სუბსიდიების წარმოუდგენელ ნაკადს, რომლითაც აშშ-ის კონგრესმა ნავთობის წარმოების სექტორი აავსო. ეს განსაკუთრებით მსხვილ ნავთობს ეხება, თუმცა, არც მომცრო საწარმოები დარჩენილან გულნაკლულნი. “ნიუ იორკ ტაიმსი” მიჰყვა ყველაზე უსარგებლო საჩუქრების გაუქმებასთან დაკავშირებულ აღშფოთებას.
არც ერთი ინდუსტრია არ სარგებლობს ისეთი საგადასახადო ლგოტებითა და სუბსიდიებით, როგორც ეს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის შემთხვევაში ხდება და არც ერთ სხვა ინდუსტრიას მასზე ნაკლები საჭიროებები არ გააჩნია.
ახლა არენაზე ყველაზე დიდი ზარალი დგას, მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრამ შესაძლებელია ისეთი პოლიტიკური იმპულსი გამოიწვიოს, რომელიც ამ განსაკუთრებული მიდგომის დასასრულს მოიტანს.
რეზიდენტ ობამას 2011 წლის ბიუჯეტში, რომელიც ნავთობის ჩაღვრამდე შედგებოდა, გათვალისწინებული იქნებოდა 4 მლრდ დოლარიანი წლიური საგადასახადო შეღავათების გაუქმება ნავთობის და გაზის კომპანიებისათვის. კანონპროექტები ორივე პალატაში, რომელიც ნავთობის ჩაღვრის შემდეგ იქნებოდა შემუშავებული იგივე შედეგით დასრულდებოდა.
ინდუსტრიამ გასული ორი წლის განმავლობაში 340 მლნ დოლარი დახარჯა მსგავსი სახის ინიციატივების დასაბლოკად და ბოლო დრომდე კონგრესი ენერგიულად ცდილობდა საკუთარი ფასის შეთავაზებას. შესაძლებელია, მიმდინარე წელი განსხვავებული ყოფილიყო. თეთრი სახლის წინადადებით, შეთავაზებულია 9 საგადასახადო ლგოტის გაუქმება. ზოგიერთი მოკრძალებული, ყველა რთული, მაგრამ მთლიანობაში ისინი უზრუნველყოფენ მსუბუქი ლგოტების დიაპაზონს – ჭაბურღილის პირველადი სამუშაოების პირველადი დანახარჯების ჩამოწერას, გადამუშავების ღირებულების ხელგაშლილ ჩამოწერას, რომელიც ხელმისაწვდომია კვლევისა და წარმოების ფაქტიურად ყველა ეტაპზე.
ჯამური შედეგია ეფექტური საგადასახადო განაკვეთი ინვესტიციაზე, რომელიც გაცილებით ჩამოუვარდება სხვა ინდუსტრიების მიერ გადახდილებს.
ფინანსთა სამინისტრო დავობს, რომ მსგავსმა მიდგომამ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში ეკონომიკის სხვა სფეროების ხარჯზე ჭარბი ინვესტიციების შედინება გამოიწვია.
ინდუსტრია კი ამტკიცებს, აღნიშნული და სხვა ლგოტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შიდა წარმოების ზრდისთვის და მათი გაუქმების შემთხვევაში, ინვესტიციებისა და დასაქმების მაჩვენებლი შემცირდებოდა.
არგუმენტები ტოტალურად შეუსაბამოა, როდესაც ნავთობის ფასები ბარელზე 80 დოლარის გარშემო ტრიალებს და ნავთობკომპანიები, მათ შორის, BP უზარმაზარ მოგებას იჯიბავს.
საყურადღებოა, რომ ფინანსთა სამინისტროს ანალიზის მიხედვით, საგადასახადო ლგოტების გაუქმება შიდა წარმოებას 1%-ზე ნაკლებად შეამცირებს.
ცალკე, კონგრესის გაერთიანებული ეკონომიკის საბჭოს კვლევა ცხადყოფს, რომ უმსხვილესი ლგოტების შემცირებით, 9% კვალიფიციური შემოსავალი ნავთობისა და წარმოებული აშშ-ში ნულოვან გავლენას იქონიებს სამომხმარებლო ფასებზე.
ამ ლგოტების გარდა, ორი სხვა სფეროსთვის შეუძლებელია რეფორმის გარეშე არსებობა.
ერთი მათგანია წიაღისეულის გადამუშავებისთვის საგადასახადო შეღავათების პროგრამა, რომელიც კონგრესმა 1995 წელს მიიღო ღრმა წყალში ნავთობის მოპოვებისთვის ჭაბურღილების განვითარების ხელშესაწყობად, რამაც ახლა ყურეში გადაინაცვლა და მის ცოცხალ ბუნებასა და მეზობელ მოსახლეობას ურთულესი პრობლემები შეუქმნა. ამჟამად, წიაღისეულის გადამუშავებისთვის საგადასახადო შეღავათები ერთი ბარელის ფასზე სანაპირო არენდის შეთანხმების შესაბამისად 12,5%-ია და 18,75% ოფშორზე. კანონმა დროებით შეწყვიტა ლიცენზირებული გადასახადები, რამდენადაც ნავთობის ზღვრული ფასი ბარელზე 28 დოლარზე ნაკლები ფიქსირდებოდა. უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ფასებმა ზღვრულ მაჩვენებელს გადააჭარბეს, ამიტომ ინფლაციის საფრთხესაც ქმნიან და იმის გამო, რომ კანონი დეტალურად არ იყო გაწერილი და კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ ექსპლოატაცია გაეწიათ მისი ორაზროვნებისთვის და მილიარდობით დოლარის დანაზოგი გაეკეთებინათ.
საგადასახადო ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა შეღავათმა კონგრესის მიერ კანონის შესწორების გარეშე, შესაძლებელია, 80 მლრდ დოლარს გადააჭარბოს. ამიტომ, ცხადია, რომ ამერიკამ მთლიანად უნდა გადახედოს პროგრამას, რომელიც აშკარად მოძველებულია და შესაძლებელია, არააუცილებელიც. ასევე, ცხადია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ნავთობინდუსტრიის მიერ საზღვარგარეთ საგადასახადო სამოთხეების გამოყენების საკითხსაც ყურადღებით უნდა გადახედოს. სენატის ფინანსურმა საბჭომ უკვე განაცხადა, რომ დაწვრილებით შეისწავლის ნავთობმწარმოებლების სათავო ოფისების კაიმანის კუნძულებსა და შვეიცარიაში გადატანის კანონიერ მხარეს.
ბევრ ნავთობკომპანიას უცხოური ფილიალები აქვთ, საკითხავია, იყენებენ თუ არა ისინი და როგორ იყენებენ მათ გადასახადების შესამცირებლად.
ნავთობკომპანიების გამდიდრების ნაცვლად, კონგრესმა სჯობს დაასრულოს გაუმართლებელი ლგოტები და ორიენტირება მოახდინოს ალტერნატიული საწვავის განვითარების ხელშეწყობაზე, რომელიც უფრო სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. რა თქმა უნდა, თუ ობამას ადმინისტრაცია ამ ფულს ამ აუცილებელი დასასრულის დასაწყებად გამოიყენებს, მაშინ საკითხი სრულიად სხვა იერს შეიძენს.