ერაყის ომი ოპეკისთვის შანსია გაძარცვოს მსოფლიო
მოამზადა ლინა ეპიშევამ
ოპეკის ქვეყნების მინისტრები ვენაში შეიკრიბნენ და ნავთობის წარმოების დღეში 1,5 მლნ ბარელით გაზრდაზე შეთანხმდნენ. ახლა ოპეკი ნამდვილად აღარ იკამათებს რუსეთის ნავთობის ექსპორტის მოცულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ყველას სურს ისარგებლოს ნავთობის საკმაოდ მაღალი ფასებით.
შეგახსენებთ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები მსოფლიოში ნავთობის წარმოების ზრდის გარშემო. 8 იანვარს კარტელმა განაცხადა იმის შესახებ, რომ 12 იანვარს ვენაში კონფერენციას მოიწვევდა და განიხილავდა ნავთობის ფასების შემცირების შესაძლებლობას, რომლებიც უახლოეს მომავალში აშშ – ერაყის კონფლიქტის გამწვავების შესაძლებლობის და ვენესუელაში ნავთობმომპოვებლების გაფიცვის გამო ძალზე მაღალია. გამოდის, რომ ოპეკ-ის გადაწყვეტილება, რომელიც მან დეკემბერში მიიღო, იმის შესახებ, რომ კვოტები დღეში 1,3 ბარელით 23 მლნ ბარელამდე გაეზარდა, საკმარისი არ აღმოჩნდა, ნავთობის სასურველი რაოდენობა ბაზარზე მაინც არ არის. ვენესუელის გაფიცვის გამო ბაზარს უკვე დააკლდა დღეში 2,7 მლნ ბარელი, ერაყის ომმა კი შეიძლება კიდევ 2 მლნ ბარელი დააკლოს. ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი, კარტელში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი, მოპოვების დღეში 1, 5 მლნ ბარელით გაზრდას სთავაზობს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუყონებლივ განაცხადა, რომ მიესალმება ოპეკ-ის განზრახვას “მნიშვნელოვნად გაზარდოს წარმოება”. ეს სულაც არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განაცხადებას, რომ ოპეკი ხელოვნურად ზღუდავს წარმოებას და ზრდის ფასებს, რომლებიც წესით ბარელში 20 დოლარს არ უნდა აღემატებოდეს, დღეს კი ნავთობის ფასი თითქმის 30 დოლარს შეადგენს.
ოპეკი დაინტერესდა იმით, რომ ნორვეგია და რუსეთი ასევე შემოუერთდნენ მას ნავთობის ფასების დაწევის საქმეში (ისევე, როგორც ადრე მოითხოვდა ერთობლივი ღონისძიებების გატარებას ნავთობის ფასის გაზრდასთან დაკავშირებით). ნორვეგიამ მაშინვე ოფიციალურად განაცხადა უარი და Aაღნიშნა, რომ მას ნავთობის მოპოვების გაზრდის შესაძლებლობა არ გააჩნია. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა იგორ იუსუფოვმა კი, რომელიც ერთი კვირის წინ საუდის არაბეთში და ირანში იმყოფებოდა, ნავთობის უკმარისობის ლიკვიდაციის და ზედმეტად მაღალი ფასების შემცირების საქმეში რუსეთის თანამშრობლობის და მზადყოფნის შესახებ განაცხადა. ამგვარად, რუსეთი წინასწარ დაეთანხმა ნავთობის ექსპორტის გაფართოების იდეას (თუმცა, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე არავითარი ფორმალური ვალდებულებები არ აუღია).
აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა სპენსერ აბრაჰამმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ოპეკ-ის ქვეყნები მზად არიან მიიღონ გადაწყვეტილება წარმოების მნიშვნელოვანი გაზრდის შესახებ, მაგრამ, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დღე დადგა და ოპეკ-ის ქვეყნების წარმომადგენლები ვენაში შეიკრიბნენ, საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა, ალი ნაიმიმ, მოულოდნელად განაცხადა, რომ კვოტების გაფართოება საჭირო არ არის. საუდის არაბეთს შეუძლია თვითონ გაზარდოს წარმოება 10,5 მლნ ბარელამდე.
ახლა კი, ნაიმის განცხადებით, ნავთობის დეფიციტი არ არსებობს. ამით მან მიახვედრა ოპეკის ქვეყნები, რომ საუდის არაბეთმა უკვე მოაგვარა ყველა ვენესუელური პრობლემა. ამ შემთხვევაში გაუგებარია, რისთვის შეიკრიბნენ ოპეკ-ის მინისტრები ვენაში. მითუმეტეს, რომ ალჟირის ნავთობის მინისტრმა ჩაკიბ ხელიმ დაუყონებლივ განაცხადა, რომ, მისი მონაცემებით, ვენის კონფერენციის მონაწილეები წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებენ, “იმიტომ, რომ ბაზარს დღეში 2 მლნ ბარელის დეფიციტი აქვს”. შემდგომში გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ არავითარი კონფერენცია საერთოდ აღარ ჩატარდება. თუმცა აქვე გაირკვა, რომ არ იქნება კონფერენციის ოფიციალური ნაწილი – მინისტრები ყველაფერზე სასტუმროში მოილაპარაკებენ.
მართლაც, ოთხსაათიანი სხდომის შემდეგ სასტუმროდან გამოვიდა გაერთიანებული არაბული ემირატების ნავთობის მინისტრი ობაიდ ნასერი და უბრალოდ განაცხადა: “დიახ, გადაწყვეტილება მიღებულია”. იქვე გაირკვა, თუ რა გადაწყვეტილება იყო მიღებული, წარმოების დღეში 1,5 მლნ ბარელით ზრდა (ანუ 6,5 %, 24, 5 მლნ ბარელამდე). ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ოპეკ-ის პრეზიდენტმა აბდულა ოპეკის ქვეყნების მინისტრები ვენაში შეიკრიბნენ და ნავთობის წარმოების დღეში 1,5 მლნ ბარელით გაზრდაზე შეთანხმდნენ. ახლა ოპეკი ნამდვილად აღარ იკამათებს რუსეთის ნავთობის ექსპორტის მოცულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ყველას სურს ისარგებლოს ნავთობის საკმაოდ მაღალი ფასებით.
კვოტები 1 თებერვლიდან იქნება გაფართოებული. მარტში კარტელი ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდება, იქამდე კი ვნახოთ, რას იზამს ნავთობის ფასი.
როგორი დამოკიდებულება ექნება ამ ყველაფრის მიმართ რუსეთს?
გასაგებია, რომ ოპეკი აღარ შეეწინააღმდეგება მის მიერ ნავთობის ექსპორტის გაზრდას (გასულ წელს კარტელის ყოფილი პრეზიდენტი რილვანუ ლუკმანს არაერთხელ გამოუთქვამს აღშფოთება ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებით). რა თქმა უნდა, კონკურენცია ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გამძაფრდება, მაგრამ ის ისედაც საკმაოდ დაძაბული იყო. ახლა კი, ყველას უნდა, ისარგებლოს მაღალი ფასებით. ისინი ხომ, ადრე თუ გვიან, მაინც დავარდება, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ მომხდარა. ოპეკის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე ლონდონის ბირჟაზეც და ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის ელექტრონულ ვაჭრობებზეც ნავთობის ფასი მხოლოდ 37 ცენტით 29.67 დოლარამდე შემცირდება. ბროკერები ამტკიცებენ, რომ ნავთობის ფასის ასეთი უმნიშვნელო შემცირება ერაყის გარშემო არსებული გაურკვეველი სიტუაციითაა განპირობებული.
ერაყის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აშშ ნავთობის ფასების 13 დოლარამდე დაწევას აპირებს, რუსეთის ეკონომიკისადმი მიყენებული ზარალი კი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული პროგნოზების მიხედვით იყო ნავარაუდევი.
აშშ-ში ვიზიტის და რუსულ-ამერიკულ ენერგეტიკულ სამიტში მონაწილეობის დროს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა იგორ იუსუფოვმა განაცხადა, რომ რუსეთისათვის მისაღები იქნებოდა ნავთობის ფასების კორიდორი 20-25 დოლარის ფარგლებში. რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობკომპანია “?EIN”- ის პრეზიდენტმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ ამ ცოტა ხნის წინათ ნიუ-იორკში გამართული საინვესტიციო კონფერენციის დროს განაცხადა, რომ მისი კომპანიისათვის მისაღები ფასების ქვედა ზღვარი დაახლოებით 14 დოლარი უნდა იყოს.
ერაყის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო კომპანიის შედეგები გაცილებით უფრო სერიოზული იქნება, ვიდრე ამერიკულ ბაზარზე რუსული ნავთობის მიწოდების შეწყვეტა, რომელიც ეკონომიკურ მიზანშეწონილობას დაკარგავს და რუსეთის ეკონომიკას ფასების ვარდნის გამო პირდაპირ ზარალსაც კი მიაყენებს. ხაზი გადაესვა რუსეთის ნავთობკომპანიების გეგმებს კაპიტალიზაციის მკვეთრი გაზრდის პერსპექტივით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გასვლის შესახებ: ამერიკელი ინვესტორები, რომლებიც ნავთობის ფასების მომატების დღევანდელ პირობებშიც არ “ათამამებდნენ” რუსულ ენერგეტიკულ სექტორს, სავარაუდოდ, აღარ მოისურვებენ ხანგრძლივ პროექტებში ჩაბმას, უპრეცედენტოდ დაბალი ფასების პირობებში ინვესტიციების დაბრუნების გაურკვეველი პერსპექტივებით.
გარდა ამისა, ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ეფექტი უარყოფითად იმოქმედებს რუსეთის მანქანათმშენებლობაზე და მეტალურგიაზეც.
საბოლოოდ, როგორც ჩანს, არც იმას არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ შეაფასებენ აშშ ერაყში რუსული ინტერესების ღირებულებას და არც იმას, თუ რამდენად მოულოდნელი და არასაიმედო შეიძლება იყოს ამერიკული ადმინისტრაციის ქმედებები. ფასი, რომელსაც რუსული ეკონომიკა ნავთობის ფასების დავარდნაში გადაიხდის, გაცილებით უფრო მაღალი იქნება, ვიდრე აშშ-ის დაპირებული რუსეთის ინტერესების გათვალისწინება. ამ დროს, რაც არ უნდა გაკეთდეს რუსეთის ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკული სექტორის განვითარებისათვის, სიტუაციას არაფერი გამოასწორებს.