ტყიბული-შაორის საბადოს ნახშირშემცველ მოედანზე თანამედროვე 3,5 მლნ ტ ნახშირის წლიური მწარმოებლურობის შახტზე მოპოვებული 1 ტ ნახშირის თვითღირებულება*
ი. რეხვიაშვილი, ზ. გორდეზიანი, თ. ფირცხალავა, მ. ბასილაძე, გ. სოლოღაშვილი, ს. მახარაძე
საქართველოს ბაზისურ ელექტროგენერაციაში 2020 წლისათვის დეფიციტი სულ ცოტა 1000 მეგავატს მიაღწევს. ამ სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება 7 მლრდ კვტ სთ-ში შეადგენს წელიწადში. თანამედროვე, მაღალეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა თბოელექტროსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი 40%-ს აღწევს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტყიბულის ნახშირის თბოუნარიანობა 4000-4500 კკალ/კგ-ის ფარგლებში მერყეობს, მივიღებთ, რომ 1 კვტ სთ-ის საწარმოებლად საჭიროა 500 გრამი ქვანახშირი, ანუ წელიწადში 3,5 მლნ ტ.
ამრიგად, ტყიბული-შაორის საბადოს ნახშირის ბაზაზე თეს-ის მშენებლობის აუცილებელ პირობად ახალი 3,5 მლნ ტონა ნახშირის წლიური სიმძლავრის შახტის ექსპლუატაციაში გაშვებას უნდა ითვალისწინებდეს.
ლიტერატურული წყაროების შესაბამისად, 3,5 მლნ ტ წლიური მწარმოებლურობის შახტის მშენებლობის მთლიანი ღირებულება, რომლის სამთო-გეოლოგიური პირობები მიახლოებულია ტყიბული-შაორის საბადოს სამთო-გეოლოგიურ პირობებთან, საშუალოდ 215-230 მლნ დოლარს შეადგენს.
გასაღების ფასები მიღებულია დღევანდელი პირობების გათვალისწინებით.
გაანგარიშება შესრულებულია აშშ დოლარებში.
ძირითადი მონაცემები:
– შახტის სიმძლავრე 3,5 მლნ ტ ნახშირი წელიწადში (სამუშაო დღე – 300, დღეღამეში ოთხი ცვლა – სამი ნახშირის მოპოვებაზე, ერთი – სარემონტო);
– კაპდაბანდება შახტის მშენებლობაზე – 215 მლნ აშშ დოლარი.
1. შახტის ძირითადი ფონდები და მათი საამორტიზაციო ანარიცხები.
კაპიტალური დაბანდება სულ – 215 მლნ დოლარი, აქედან:
– სამთო-გაყვანითი სამუშაოები – 97 მლნ დოლარი (45%);
– სამშენებლო სამუშაოები – 32 მლნ დოლარი (15%);
– სამონტაჟო სამუშაოები – 21 მლნ დოლარი (10%);
– მოწყობილობა და მექანიზმები – 54 მლნ დოლარი (25%);
– სხვადასხვა ხარჯები – 11 მლნ დოლარი (5%).
მშენებლობის სხვადასხვა ხარჯები ნაწილდება შენობა-ნაგებობათა და სამონტაჟო სამუშაოებს შორის, რის შედეგადაც ვიღებთ:
– შენობა-ნაგებობა სულ – 135 მლნ. დოლარი;
– მოწყობილობა და მისი მონტაჟი 80 მლნ. დოლარი.
შენობა-ნაგებობების ანარიცხები (ამორტიზაცია) საგადსახადო კოდექსის თანახმად, 5%-ს ტოლია და სულ 135?0,05=6,75 მლნ დოლარს შეადგენს.
შახტის მანქანა-მექანიზმები ორი სახეობისაგან შედგება. ნაწილი მალე ცვეთადია და მას ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში შეცვლა ესაჭიროება. ტყიბულში მომუშავე შახტების მონაცემებით, ასეთი მექანიზმების წილი შახტზე გამოყენებული მექანიზმების მთლიანი ღირებულების 40%-ს
შეადგენს, ანუ მათი ღირებულება 80 ? 0,4 = 32 მლნ დოლარი იქნება.
ამ მექანიზმების წლიური საამორტიზაციო ნორმა 20%-ს უდრის (საქართველოს საგადასახადო კოდექსი), – 32?0,2=6,4 მლნ დოლარის ტოლია.
დანარჩენი მექანიზმები შახტს პრაქტიკულად მისი არსებობის ბოლომდე ემსახურება და მხოლოდ რემონტს საჭიროებს, ასეთი მექანიზმების ღირებულება 80 ? 0,6 = 48 მლნ დოლარის ტოლია. აღნიშნული კატეგორიის მექანიზმების საამორტიზაციო ნორმა 8%-ს შეადგენს (48 ? 0,08) = 3,84 მლნ დოლარი.
მთლიანი საამორტიზაციო თანხა 6,75+6,4+3,84=17 მლნ დოლარი იქნება.
ძირითადი ფონდების შენახვა, ანუ სარემონტო სამუშაოების ღირებულება საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ყოველწლიურად ძირითადი საშუალებათა ღირებულების 5%-ს შეადგენს:
215 ? 0,05 = 10,75 მლნ. დოლარი.
კუზბასის მოთავე საპროექტო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, შახტს, რომლის წლიური მწარმოებლურობა 3,5 მლნ ტ ნახშირია, შემდეგი რაოდენობის მასალები (გვირაბების რემონტი, მათი გაყვანისა და სხვა საჭიროებისათვის) ყოველ 1000 ტ ამოღებულ ნახშირზე ესაჭიროება:
– ხე-ტყე – 2,5 მ3;
– ფეთქებადი ნივთიერება – 0,02 ტ;
– ლითონი – 0,6 ტ;
– რკინა-ბეტონის ნამზადი – 0,8 მ3;
– სავენტილაციო მილი წელიწადში – 5000 მ.
აღნიშნული მასალების ჯამური ღირებულება სულ 3,1 მლნ დოლარს შეადგენს. ამას გაუთვალისწინებელი, სატრანსპორტო და სასაწყობო ხარჯების სახით, წინა ხარჯებს 25% ემატება:
3,1+0,77=3,87 მლნ დოლარი.
ზემოთ ხსენებული საპროექტო ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ანალოგიურ შახტზე, ერთ ტონა ნახშირის მოპოვებაზე 40,0 კვტ.სთ იხარჯება. 3,5 მლნ ტ ნახშირის მოსაპოვებლად 140,0 მლნ კვტ.სთ დასჭირდება. ამ რაოდენობა ელექტროენერგიას თესი შახტს თვითღირებულების ფასში გადასცემს, რომლის ღირებულება ჩვენი წინასწარი გათვლებით, 3,6 ცენტს შეადგენს. ამრიგად, შახტის მიერ თეს-იდან მიღებული ელექტროენერგიის ფასი 140 000 000?0,036=5,04 მლნ დოლარის ტოლია. მომუშავეთა განლაგების თანახმად (ფაქტიური და საპროექტო მონაცემების გათვალისწინებით), მიწისქვეშა სამუშაოებზე ცვლაში შახტს ესაჭიროება 175 მუშა (კომპლექსი, ტრანსპორტი, გაყვანა-გამაგრება, უსაფრთხოება და სხვა). სამ ცვლაში – 525 მუშა. იმის გათვალისწინებით, რომ შახტი 300 დღეს მუშაობს წელიწადში, მუშების სიობრივი რაოდენობა 525?1,41=740 კაცი იქნება.
მიწისქვეშა სამუშაობზე დაკავებული მუშების საშუალო ხელფასი მიღებულია 620 დოლარი. აქედან გამომდინარე, მიწისქვეშა სამუშაოებზე დაკავებულ მომუშავეთა წლიური ხელფასის ფონდი 12?740?620=5,51 მლნ დოლარს შეადგენს.
მეოთხე ცვლა სარემონტოა, ცვლას ესაჭიროება 60 მუშა. მომუშავეთა სიობრივი რაოდენობა 60?1,61=97 კაცს შეადგენს.
სარემონტო სამუშაოებზე საშუალო ხელფასი თვეში 560 დოლარია მიღებული, ხელფასის ფონდი კი წელიწადში 1297560=0,65 მლნ დოლარი იქნება.
შახტის ზედაპირზე ყოველ ცვლაში (შახტის მუშაობის პერიოდში) დაკავებულია 76 მუშა. სამ ცვლაში მათი რაოდენობა 208 კაცს შეადგენს. მომუშავეთა საჭირო რაოდენობა (სიობრივი) 2281,41 = 321 კაცი იქნება.
მიწის ზედაპირზე მომუშავეთათვის საშუალო თვიური ხელფასი 350 დოლარის რაოდენობით არის მიღებული. აქედან გამომდინარე, წლიური ხელფასის ფონდი 12321350=1,35 მლნ დოლარს შეადგენს.
ადმინისტრაციის, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ადმინისტრაციაში მომსახურე პერსონალის ტყიბულის შახტებზე დაგროვილი გამოცდილების შესაბამისად მომსახურე პერსონალი მიღებულია 65 კაცის რაოდენობით. სამუშაო დღეების გათვალისწინებით (წელიწადში 250 დღე) მათი რიცხვი 65?1,3= 74 კაცი იქნება. ამ კატეგორიის ხალხის საშუალო ხელფასი თვეში მიღებულია 650 დილარის ოდენობის, წლიური ხელფასის ფონდი კი 1274650 = 0,58 მლნ დოლარს შეადგენს.
ამრიგად, შახტზე მომუშავეთა გამოცხადებული რაოდენობა 878 კაცს შეადგენს, სიობრივი კი 1235 კაცის ტოლია.
შახტის ხელფასის წლიური ფონდი, ხელფასზე დანარიცხების გათვალისწინებით (20%), სულ 1,62 მლნ დოლარის ტოლია.
საკუთარი მოხმარებისათვის 100 ტ დიზელისა და შახტზე დარჩენილი თვითღირებულების ფასში 10 ათასი ნახშირის ჯამური ღირებულება 0,29 მლნ დოლარს შეადგენს.
საერთო საშახტო წლიური ხარჯები, რომლებიც უსაფრთხოების ტექნიკის ფასის, სპეცტანსაცმლის, მცირეფასიანი ინვენტარის, საკანცელარიო საგნების შეძენის, წყლის მოხმარებისა და გაუთვალისწინებელ ხარჯებს აერთიანებს და სულ 0,74 მლნ დოლას შეადგენს.
არასაწარმოო და სხვა ხარჯები (სამთო მაშველის შენახვა, სხვა ორგანიზაციების მიერ გეოლოგიური და სხვა ტიპის მომსახურება, პროდუქციის რეალიზაცია და სხვა) ტყიბულის შახტების პრაქტიკიდან გამომდინარე ერთ ტ ნახშირზე საშუალოდ 3,0 დოლარის, ანუ მათი საერთო რაოდენობა 3500000 ? 3,0=10,50 მლნ დოლარი.
ზემოთ ჩატარებული გაანგარიშების მიხედვით, შახტის მიერ ამოღებული ნახშირის მთლიანი დანახარჯები (ნახშირის თვითღირებულება) შემდეგნაირად გამოიყურება, მლნ დოლარებში:
1. საამორტიზაციო ანარიცხები – 17,0;
2. რემონტი – 10,75
3. მასალები – 3,83
4. ელექტროენერგია – 5,32
5. ხელფასის ფონდი – 8,10
6. დანარიცხი ხელფასზე – 1,6
7. საერთო საშახტო ხარჯები – 0,74
8. საწვავი – 0,29
9. არასაწარმოო და სხვადასხვა ხარჯები – 10,5
ამრიგად, სულ დანახარჯი 58,49 მლნ დოლარს, ხოლო ერთი ტ მოპოვებული ნახშირის თვითღირებულება დოლარს შეადგენს. ამ ფასით მოპოვებული ნახშირი თბოელექტროსადგურს მიეწოდება.
ტყიბული-შაორის საბადოს ნახშირზე 3,5 მლნ ტ ნახშირის წლიური მწარმოებლურობის შახტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შემთხვევაში, მოპოვებული ნახშირის თვითღირებულება არ აღემატება 17 დოლარს, რაც ამ ნახშირის კონკურენტუნარიანობის იმპორტირებულ გაზისა და ნავთობის მიმართებაში ეჭვგარეშე აყენებს და ქვეყნის ბაზისური ელექტროენერგიის წარმოებაში ტყიბულის ნახშირის მაღალი ეკონომიკური ეფექტით გამოყენების მიზანშეწონილობას ამკვიდრებს.