საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა
რედაქციისგან
მიმდინარე წლის 25 იანვარს, “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა ალექსანდრე თვალჭერლიძის, ავთანდილ სილაგაძის, გიული ქეშელაშვილისა და დავით გეგიას წიგნის, “საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის” პრეზენტაცია.
ნაშრომი აანალიზებს საქართველოს ამჟამინდელ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მისი განვითარების პროგრამას შეიცავს.
წიგნში განხილურლია საქართველოს ბუნებრივი რესურსები, მისი დემოგრაფიული სურათი, დასაქმება და უმუშევრობა, საქართველოს ეკონომიკის რეტროსპექტიული და შედარებითი ანალიზი, საქართველოს მეწარმეობის დარგობრივი მიმოხილვა, საქართველოს ფინანსურ-საკრედიტო სექტორი, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა, სოციალური უსაფრთხოება და მისი როლი საერთაშორისო თანამეგობრობაში.
წიგნის პრეზენტაციისას გამოითქვა მოსაზრება, რომ სასწრაფოდ ჩასატარებელი ღონისძიებებისა და სამთავრობო ხელშეწყობის გარეშე, საქართველო ვერასოდეს გახდება მდიდარი ქვეყანა. ამ ნეგატიური ტენდენციის თავიდან ასაცილებლად გასატარებელია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა, რომლის ძირითადი დედააზრი და პათოსი მარტივია: საქართველოში უზრუნვეყოფილი უნდა იქნას მისი ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი ექსპლუატაცია და ხელი შეეწყოს ეროვნული მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას. ნაშრომში დასახულია ასეთი განვითარების პროგრამა და ჩატარებულია ამ პროგრამის რეალიზაციის ეკონომიკური ანალიზი.