კონკურენციის გლობალური ტენდენციები და კონკურენტუნარიანობა
როზეტა ასათიანი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს სრული პროფესორი
ჩვენ ახალი პერსპექტივა და კონკურენტუნარიანობაზე ორიენტირებული მიდგომა გვჭირდება, რომელიც იქმნება უშუალოდ იმ დარგების ანალიზის საფუძველზე, რომლებმაც საერთაშორისო მასშტაბით მიაღწიეს წარმატებას და არ ითვალისწინებს ტრადიციულ იდეოლოგიას თუ თანამედროვე ინტელექტუალურ მოდას. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ იმის ცოდნა გვჭირდება, თუ რა მუშაობს და რატომ, და შემდეგ – ამ ცოდნის გამოყენება.
მაიკლ პორტერი
ცალკეულ კომპანიებში, ისე როგორც მთელ ეკონომიკაში მიმდინარე რთული პროცესების შესწავლა ხელს უწყობს კონკურენციის თეორიის განვითარებასა და მის პრაქტიკაში გამოყენებას, რაც მათ შორის არსებული უფსკრულის ამოვსების საშუალებას იძლევა [1.15]. ეს სიტყვებიც ეკუთვნის კონკურენტული სტრატეგიისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის კონცეფციების მსოფლიოში აღიარებულ ავტორს მაიკლ პორტერს.
კონკურენციისა და კონკურენტუნარიანობის პრობლემებზე მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვთ აგრეთვე ე. ჩემბერლინს, ჯ. რობინსონს, ფ. ეჯოურტს, ბ. ოლინს, ე. ჰექშერს, გ. ჰოტელინგს, მ. ერლიხსა და ა.შ.*
ეკონომიკის განვითარების პრაქტიკულ ამოცანათა გადასაწყვეტად ეკონომიკური თეორია ყოველთვის იმპულსს იძლეოდა. ამის ნათელი მაგალითი მრავლადაა ეკონომიკური თეორიის, როგორც მეცნიერების, გენეზისში. “არაფერია კარგ თეორიაზე უფრო პრაქტიკული” (ე. ჰექშერი). ჩვენც შევეცადეთ ძირითადად თეორიულ ასპექტში გაგვეშუქებინა კონკურენციისა და კონკურენტუნარიანობის აქტუალური პრობლემები. ამ მიზნით კონკურენციის გლობალური ტენდენციების, კონკურენციის გლობალიზაციის გაძლიერების ჭრილში განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საკვანძო კომპეტენტურობის თეორია და მასთან დაკავშირებული “ქრეათიული ქსელი”, კონკუ-რენტული უპირატესობის თეორია, ლოკალური და გლობალური კონკურენტუნარიანობა, რეგიონების კონ-კურენტუნარიანობის უზრუნველყოფის ფაქტორები, მაიკლ პორტერის დაიმონდის მოდელი და გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი. განსახილველ თემასთან დაკავშირებული თეორიული მემკვიდრეობის გამოყენება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრაქტიკულ ამოცანათა გადასაწყვეტად ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდი-ნარე რეფორმების საერთაშორისო სტანდარებთან მიახლოებას, რაც, ჩვენი აზრით, “ეროვნული მუნდირის” შენარჩუნების გარანტია.
დღეს ჭეშმარიტ კეთილდღეობას ის ქვეყნები აღწევენ, რომლებიც სწრაფად აღიქვამენ გარე სამყაროში მიმდინარე პროცესებს. საქართველომაც, ბუნებრივია, უნდა გაითვალისწინოს გლობალიზაციის მოთხოვნები, ამასთან, საკუთარი ეკონომიკის განვითარების, ტრადიციებისა და ისტორიული ფასეულობების შენარჩუნების საფუძველზე, ააშენოს ევროპული ცივილიზაცია.
კონკურენცია საბაზრო ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. იგი ეკონომიკური ზრდისა (ქვეყნის მასშტაბით) და ეკონომიკური ეფექტიანობის (კომპანიის, დარგის, სექტორის) ამაღლების საფუძველია. ქვეყნის კონკურენტუნარიანობა სწორედ მათი სიმბიოზით მიიღწევა. გამომდინარე იქიდან, რომ კონკუ-რენცია ორგანულად უკავშირდება ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებლ-ებს, იგი არ ასახავს მხოლოდ ისეთ საბაზრო სიტუაციას, როდესაც ბაზარზე მრავალი მწარმოებელი (გამყიდველი) და მრავალი მომხმარებელია (მყიდველი). კონკურენცია, პირველ ყოვლისა, მეტოქეობაა, ლეგალიზებული, ცივილიზებული ბრძოლის ფორმაა კონტრაჰენტებს, კონკურენტებს (ცალკეულ პირებს, გარკვეულ ჯგუფებს, კომპანიებსა და ა.შ.) შორის საუკეთესო შედეგების (მაღალი მოგებისა და სხვა სარგებლობის) მიღწევისათვის, რაც, საბოლოო ანგარიშით, კონკურენტულ უპირატესობაში აისახება.
იყო პერიოდი, როცა კონკურენცია, ფაქტობრივად, არ არსებობდა ბევრ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, მათ ბაზრებზე დომინირებული პოზიციები მკვეთრად გამოხატული იყო. ამასთან, იქ, სადაც იგი არსებობდა, არ იყო ისეთი მწვავე, როგორც დღესაა. კონკურენციის რეგულირებაში მონაწილეობას ღებულობდნენ მთავრობები და მსხვილი მონოპოლისტური გაერთიანებები. აშშ-შიც კი, ეკონომიკის მსხვილი სექტორები ახლო წარსულამდე მკაცრ რეგულირებას ექვემდებარებოდა.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით კი 60-70-იანი წლებიდან მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები განვითარდნენ შიგა კონკურენციის გაძლიერების საფუძველზე. ამას კი ხელი შეუწყო საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებამ და განვითარებამ ამ ქვეყნებში. ეს პერიოდი ხომ გლობალიზაციის წარმოშობასაც უკავშირდება. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ გლობალიზაციის ერთ-ერთ თავისებურებად კონკურენციის გლობალური ტენდენციების გაძლიერებაა აღიარებული.
მზარდი გლობალური ეკონომიკის სამყაროში კონკურენციის ხელოვნების დაუფლება როგორც შიგა, ისე საგარეო სფეროში ქვეყნის წარმატების საფუძველია.
კონკურენტული უპირატესობა ყველაზე პროგრესულ, დინამიკურ და გამომწვევ დარგებში მიიღწევა. მათი წარმატება დიდად არის დამოკიდებული ისეთი ბიზნეს-გარემოს შექმნაზე, რომელიც კომპანიებს არ მისცემს მოდუნების საშუალებას. “კომპანიებისათვის ხელსაყრელია, რომ თავიანთ ქვეყნებში ძლიერი მეტოქეები, ენერგიული მომწოდებლები და მომთხოვნი მომხმარებლები ჰყავდეთ” [1.18-19]. კონკურენტული კომპანიები იბრძვიან წარმოების მუდმივი განახლებისა და განვითარებისათვის, ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად დანერგონ სიახლეები თავიანთ წარმოებაში და ამით მიაღწიონ კონკურენტულ უპირატესობას.
ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში ყურადღების ცენტრშია კონკურენციისადმი გლობალური მიდგომის საკითხი. კონკურენციის გლობალიზაცია კომპანიებისაგან ახლებურ აზროვნებას, ინფორმაციის ყველა დონეზე გაფილტვრას მოითხოვს. ამიტომ კონკურენცია არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ დინამიკური და ცვალებადი პროცესია.
დღეს კონკურენციული ბრძოლის მეთოდები სულ უფრო და უფრო არაფასისმიერ კონკურენციაში აისახება, რაც მაღალი ხარისხის, ტექნოლოგიურად სრულყოფილი საქონლისა და მომსახურების ბაზარზე მიწოდებაში გამოიხატება.
ნიშანდობლივია, რომ თანამედროვე გამოკვლევებში წინა პლანზე კონკურენციის თეორიამ წამოიწია [20]. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საკვანძო კომპეტენტურობის (ცორე ცომპეტენცე) თეორია. იგი ასახავს იმ ახალ ტენდენციას, რომელიც ყალიბდება კომპანიაში კოლექტიური ცოდნის სახით. ურთიერთთანამშრომლობის პრინციპზე აგებული საკვანძო კომპეტენტურობა ეხმარება კომპანიებს არსებული სამეწარმეო თვისებების კოორდინირებასა და განვითარებაში, ინოვაციებზე ორიენტირებული, მუდმივად ცვალებადი ტექნოლოგიური ნაკადების ინტეგრირებაში.
იმის გამო, რომ თანამედროვე ბიზნესმა განიცადა დივერსიფიკაცია, შეუძლებელი ხდება ცენტრიდან ეფექტიანი მენეჯმენტის განხორციელება. ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. ამიტომ დღეს დიდი ყურადღება ექცევა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნას. ასეთ ორგანიზაციულ სტრუქტურას წარმოადგენს “ქრეათიული ქსელი”. მასში შემავალი კორპორაციები ერთმანეთზეა დამოკიდებული, რომელთა წარმატება ურთიერთთანამშრომლობაზეა აგებული. “ქრეათიული ქსელი” ახდენს მასში შემავალი კომპანიების საქმიანობის კოორდინაციას. დიდი კომპანიები (ტრადიციული იერარქიული პირამიდისგან განსხვავებით) სულ უფრო მეტად აკისრებენ პასუხისმგებლობას მცირე კომპანიებს გადაწყვეტილების მიღებაში, გადასცემენ მათ პროდუქციის ცალკეულ დეტალებს დასამზადებლად და ა.შ. მენეჯმენტში განხორციელებული ეს ახალი მიდგომა სტიმულს აძლევს კომპანიათა ცალკეულ ჯგუფებს სიახლეების დანერგვისთვის, ახალი პროდუქციის, მომსახურების ახალი სახეობების წარმოებისთვის და სხვ. ამიტომ XXI საუკუნეში “ქრეათიული ქსელის” განვითარებაზე დიდად იქნება დამოკიდებული მენეჯმენტის წარმატება.
კონკურენციის განვითარებაში ასახული პოზიტიური ცვლილებები უდიდეს გავლენას ახდენს როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ კონკურენტუნარიანობაზე.
რა არის კონკურენტუნარიანობა? ჩვენი აზრით, ეს საკითხი ორ დონეზე უნდა განვიხილოთ:
პირველი. კონკურენტუნარიანობა მიკრო- და მეზოდონეზე. ეს არის ეკონომიკური ურთიერთობების სუბიექტების, საქონლისა და მომსახურების თვისება კონკურენცია გაუწიოს ქვეყნის შიგა ბაზარზე ანალოგიური თვისებების მქონე ეკონომიკური ურთიერთობების სუბიექტებს, საქონელსა და მომსახურებას. ამ თვისების შეფასება დაბალი, საშუალო და მაღალი ლოკალური კონკურენტუნარიანობის განსხვავების საშუალებას იძლევა;
მეორე. კონკურენტუნარიანობა მაკრო- და მეგადონეზე. ეს არის ქვეყნის თვისება კონკურენცია გაუწიოს მსოფლიო ბაზარზე სხვა ქვეყნების ანალოგიური თვისებების მქონე ეკონომიკური ურთიერთობების სუბიექტებს, საქონელსა და მომსახურებას, რაც, საბოლოო ანგარიშით, ამ ქვეყნის კონკურენტუნარიანობაში აისახება. აქედან გამომდინარე, გლობალური კონკურენტუნარიანობა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია, რომელიც განსაზღვრავს მის ადგილსა და როლს მსოფლიო ეკონომიკაში. ამიტომ იგი ყოველი სახელმწიფოს მიზანი და მისი განვითარების დონის ამსახველია, რაც, საბოლოო ანგარიშით, ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის დონეში აისახება.
ეკონომიკური თანამშროლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განმარტებით, “კონკურენტუნარიანობა არის კომპანიის, დარგის, რეგიონისა და ერის უნარი უზრუნველყოს სხვებთან შედარებით შემოსავლისა და ხელფასის მაღალი დონე, დარჩეს რა ღიად საერთაშორისო კონკურენციისთვის” [2.3].
დღეს კონკურენციის გლობალიზაციის ფონზე შეიცვალა ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის საფუძველი. შემთხვევით არაა, რომ თანამედროვე საგარეო ვაჭრობაში შეფარდებითი უპირატესობის თეორია თანდათან ადგილს უთმობს ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის თეორიას. ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ეს ახალი თეორია გასცდა წარმოების ხარჯების ანალიზს და აქცენტს ისეთ ფასეულობებზე აკეთებს, როგორიცაა ხარისხი, “ნოუ-ჰაუ”, ბაზრისადმი ახლებური მიდგომა, ახალი დიზაინი, ახალი სახეობის პროდუქციის შექმნა და ა.შ.
მიუხედავად კონკურენტუნარიანობის ამაღლების საერთო ნიშნებისა, დიდი სხვაობაა ქვეყანათა კონკურენტუნარიანობის მოდელებს შორის. არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა ეკონომიკის ყველა დარგში, არც ცალკეული სექტორების უმეტეს დარგებში. ქვეყნები წარმატებას აღწევენ მხოლოდ კონკურენტულ დარგებში. მაგალითად, ცნობილია, რომ აშშ-მა კონკურენტუნარიანობის ზრდის საკმაოდ მაღალ ტემპებს მიაღწია ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში, თვითმფრინავების წარმოებაში და ა.შ. იაპონია, როგორც ერთ-ერთი ძლიერი კონკურენტუნარიანი ქვეყანა, მსოფლიოში წარმოდგენილია ისეთი დარგებით, როგორიცაა ელექტრონიკა, მანქანათმშენებლობა და ა.შ.
მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კომპანიებმა წარმატებას საერთაშორისო ბაზარზე ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული სტრატეგიით მიაღწიეს (თუმცა ამ სტრატეგიათა განვითარების გზა ზოგადად ერთი და იგივეა).
მაგრამ რა არის სტრატეგია? იგი კომპრომისების გადაჭრის ხელოვნებაა კონკურენციაში [1.69]. ცნობილია, რომ კომპანიები ზემოგებას ორი გზით აღწევენ: კონკურენტებთან შედარებით მაღალი ფასების დაწესებით ან წარმოების დანახარჯების შემცირებით. პირველი განპირობებულია ოპერაციულ ეფექტიანობაში განსხვავებით, რაც გამოიხატება წარმოების ორგანიზაციის უკეთესი მეთოდების მიღწევაში, ხოლო მეორე – პოზიციურ სტრატეგიაში განსხვავებით. კონკურენტული (ცალკეული ბიზნესის) და კორპორატიული (მთლიანად კორპორაციის) სტრატეგიის ეს ორი ფორმა მართალია ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ მათ შორის არსებობს მჭიდრო ურთიერთკავშირი, რაც კონკურენტულ უპირატესობაში აისახება. კორპორატიულ დონეზე კონკურენტული უპირატესობის მიღწევა ბიზნესის ცალკეული მიმართულებების წარმატების გარეშე შეუძლებელია.
კომპანიები კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, ან მიღწეული დონის შესანარჩუნებლად არა მხოლოდ ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს, არამედ აფუძნებენ ახალ სტრატეგიებს, ეუფლებიან საერთაშორისო სტანდარტებს. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ტრენინგს, ინვესტიციებს დებენ ახალი უნარ-ჩვევების ათვისებასა და ცოდნის განახლებაში. მაიკლ პორტერის მთავარი თეზაა ის, რომ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა იქმნება არა გარე, არამედ შიგა ბაზრებზე. მისი აზრით, არასწორი იქნება, თუ ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის გასაღებს გლობალურ მასშტაბებში დავუწყებთ ძებნას [3.218].
ტელეკომუნიკაციის სფეროში მომხდარმა რევოლუციამ არსებითად შეამცირა დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებული იყო ფირმებს შორის ხელშეკრულების გაფორმებასთან. ტრანსპორტის სფეროში მომხდარმა კოლოსალურმა პროგრესმა ძალზე შეამცირა გადაზიდვებთან დაკავშირებული დანახარჯები. ასეთი ტრანსფორმაციის პირობებში შეიცვალა თავად წარმოების მასშტაბის ეფექტიც.
მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პრაქტიკა აჩვენებს, რომ დღეს ყველაზე მომგებიანი ის დარგებია, რომლებიც აწარმოებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, კავშირგაბმულობის საშუალებებსა და ტელეკომუნიკაციების მთელ სისტემას. მათ წარმატებას მსოფლიო ბაზარზე, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს ინოვაციების დანერგვა და არა წარმოებრივი შესაძლებლობების ზრდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინტენსიური და არა ექსტენსიური წარმოება. დღეს განვითარებული ქვეყნების წარმოების მატების 75%-დან 100%-მდე სწორედ ინოვაციების გამოყენებით მიიღწევა [4].
მსოფლიო პრაქტიკიდან ჩანს, რომ ინოვაციური ბიზნესის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს მცირე საწარმოები ასრულებენ. ეს ტენდენცია გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო და XXI საუკუნის დასაწყისში მან კანონზომიერი ხასიათი მიიღო. ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მცირე მეწარმეობის სფეროში მეცნიერებატევადი ბიზნესის განვითარებისათვის ქვეყნების მთავრობათა მიზანმიმართულმა პოლიტიკამ, რაც გამოიხატა სამართლებრივი რეგულირების სრულყოფაში, შეღავათიანი სესხების გაცემაში, კონტრაქტების დადებაში და ა.შ.
თანამედროვე პირობებში ინოვაციური პროცესების სტიმულირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ვენჩურული დაფინანსების ინსტიტუტები გახდა. მაგალითად, აშშ-ში ფუნქციონირებს 5 ათასამდე ვენჩურული ფირმა, რომელთა კაპიტალის ფორმირებაში მონაწილეობას იღებენ ბანკები, საპენსიო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ. ვენჩურული კაპიტალი, რომელიც ხასიათდება რისკის მაღალი დონით, გამოიყენება მეცნიერულ-ტექნოლოგიური დამუშავებებისა და გამოგონებების დაფინანსების მიზნით [11,49].
ამასთან, ინოვაციური პრიორიტეტები მეტწილად მიმართულია ინტელექტუალური კაპიტალის განვითარებისა და საზოგადოების მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ. დასავლეთში ფართოდ არის გავრცელებული დევიზი – “hi-tech” ინდუსტრიიდან “hi-hum” ინდუსტრიისაკენ, რაც ინტელექტუალურ კაპიტალსა და ინოვაციურ ბიზნესში ცვლილებების ტენდენციას ასახავს.
კონკურენტული უპირატესობის თეორიაში განსაკუთრებული ადგილი კლასტერის ფენომენს უჭირავს. კლასტერი, პირველ ყოვლისა, სტრატეგიული დაჯგუფებაა [1.16]. იგი ურთიერთდამოკიდებული კომპანიების (მწარმოებლები, მიმწოდებლები და ა.შ.) ჯგუფი და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციებია (სახელმწიფო მართვის ორგანოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ინფრასტრუქტურის კომპანიები და ა.შ.), რომლებიც მართალია ფუნქციონირებენ სხვადასხვა სფეროში, მაგრამ სიმბიოზურ გავლენას ახდენენ ერთმანეთზე. კლასტერები ტექნოლოგიური პარკებია, რომლებსაც შესწევთ უნარი ეფექტიანად გამოიყენონ რესურსები, რითაც დიდ როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში [9].
კლასტერების საწყისად აღიარებულია XX საუკუნის 50-იანი წლები, როდესაც აშშ-ში, კალიფორნიის შტატში სტენფორდის უნივერსიტეტთან შეიქმნა სამეცნიერო პარკი და საფუძველი ჩაეყარა მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მეცნიერულ კვლევა-ძიებას. ამჟამად აშშ-ში 170-მდე კლასტერია, რაც მსოფლიოში არსებული კლასტერების 30%-ზე მეტს შეადგენს. ევროპაში კლასტერები შეიქმნა 70-იანი წლების დასაწყისში, 80-იანი წლებიდან კი კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, სინგაპურში, ბრაზილიაში, მალაიზიასა და ჩინეთში.
დღეს მსოფლიოში მაღალტექნოლოგიური წარმოებით პირველ ათეულშია ფინეთი, აშშ, შვედეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, ნიდერლანდი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და სინგაპური. მათ მოჰყვება ჩინეთი და ინდოეთი. რაც შეეხება რუსეთს, სამეცნიერო პოტენციალის საკმაოდ მაღალი დონის მიუხედავად, მაღალი ტექნოლოგიების მსოფლიო ბაზარზე მხოლოდ 10% უჭირავს.
საქართველო, ტექნიკურ მიღწევათა ინდექსისა და ეკონომიკის ინტელექტუალიზაციის დონის მიხედვით, ჯერჯერობით ჩამორჩენილი ქვეყნების ჯგუფშია [17], [13.]. მრავალ სხვა მიზეზთან ერთად, ამის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის რეგიონების ეკონომიკური განვითარების ძალზე დაბალი დონეა.
გლობალურ ეკონომიკაში რეგიონების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის ფაქტორების შესწავლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დღეს ქვეყნის რეგიონებს კონკურენციის დამოუ-კიდებელ სუბიექტებად განიხილავენ [8]. იგი თანამედროვეობის ერთ-ერთ ტენდენციადაცაა აღიარებული. ამის საფუძველს უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ ქვეყნებში რეგიონებს შორის კონკურენციის ზრდის სულ უფრო მაღალი ტემპები წარმოადგენს. დინამიკური კონკურენტული საბაზრო გარემო ხელს უწყობს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებასა და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას [6]. ეს კი ინოვაციური სამრეწველო კლასტერების ფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ერთ ტერიტორიაზე ტექნოლოგიური ნიშნით რამდენიმე კომპანიის ინფრასტრუქტურის კონცენტრაცია კლასტერების სახით არა მხოლოდ აძლიერებს მათ შორის კონკურენციას, საინვესტიციო რესურსების მოზიდვასა და ამის საფუძველზე წარმოების მოდერნიზაციას, არამედ ხელს უწყობს ინოვაციების სფეროში მათი საქმიანობის კოორდინაციასა და, საბოლოო ანგარიშით, ბაზრებზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას. ამიტომაცაა აღიარებული აზრი იმის შესახებ, რომ გლობალიზაციის ეპოქაში ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება – კონკურენტული უპირატესობის მოპოვება დიდადაა განპირობებული კლასტერების ადგილმდებარეობით [6].
რეგიონები, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები, კონკურენტულ ბაზრებზე ერთმანეთისგან განსხვავდებიან ბუნებრივ-კლიმატური, სოციალურ-ეკონომიკური, ტექნიკური, ინფორმაციული, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურული და ინსტიტუციური პირობებით, განვითარების სტრატეგიითა და ზოგჯერ ეკონომიკური პოლიტიკითაც კი. ამიტომ, ბუნებრივია, ისინი განსხვავებული კონკურენტუნარიანობით ხასიათდებიან.
გასაღების ბაზრებზე რეგიონების კონკურენტულ უპირატესობას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: განვითარების პრიორიტეტების სწორად შერჩევა; საინვესტიციო პოტენციალი; მეურნეობის დივერსიფიცირების დონე და სტრუქტურა; ინოვაციური პოტენციალი; ენერგეტიკული ბაზა; სამრეწველო პოტენციალი, განსაკუთრებით გადამმუშავებელი დარგების განვითარება; რეგიონული კლასტერების ფორმირება; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი; საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარება; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მასშტაბები; მაღალკვალიფიციური კადრები; ინფორმაციული მომსახურების განვითარების დონე და ტემპი; ეკონომიკაში მეცნიერებატევადი და მა-ღალტექნოლოგიური დარგების მაღალი ხვედრითი წონა.
დაბოლოს, რეგიონების კონკურენტულ უპირატესობას დიდად უწყობს ხელს მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტუნარიანი რეგიონები მეტად მგრძნობიარეა საბაზრო კონიუნქტურის მიმართ, ისინი, ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ქმნიან თავიანთი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობებს, რაც მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების საფუძველია.
კონკურენტუნარიანობის თეორიაში ცნობილია მაიკლ პორტერის დაიმონდის მოდელი (ეროვნული კონკურენტული უპირატესობის რომბი) [12]. იგი, როგორც სისტემა, აერთიანებს ლოკალური კონკურენციული უპირატესობის ოთხ დეტერმინატს. ესენია: 1. ფაქტორული პირობები; 2. მოთხოვნის პირობები; 3. საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი დარგებისა და დამხმარე სფეროების ერთმანეთთან დაკავშირების პირობები; 4. კომპანიის მყარი სტრატეგიის, სტრუქტურის და კონკურენტული გარემოს შექმნის პირობები.
ეროვნული კონკურენტული უპირატესობის რომბის ოთხი დეტერმინატი ხელს უწყობს კონკუ-რენტულ სფეროებში კლასტერების წარმოშობას. მაიკლ პორტერის აზრით, საერთაშორისო კონკუ-რენტუნარიანობის პრიზმაში ქვეყნის კონკურენტული უპირატესობა განხილული უნდა იყოს არა ცალკეული კომპანიების, არამედ კლასტერების მიხედვით [3.221-222]. კლასტერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დღეს მსოფლიოში ძალზე პოპულარული მოწოდების – “დღევანდელი ინოვაციებით მოა-ძველეთ თქვენი გუშინდელი პროდუქცია” – რეალიზაციაში [9].
საქართველოში ეკონომიკის სწრაფი მოდერნიზაციისთვის აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ეროვნული კონკურენტული უპირატესობის რომბის დეტერმინატების მოთხოვნებს როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და კეთილდღეობის ამაღლების მნიშვნელოვან მიმართუ-ლებებს.
1971 წელს ჩამოყალიბებულ ევროპული მენეჯმენტის ფორუმის სახით მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) ყოველწლიურად აქვეყნებს სახელმწიფოთა გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგს.
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი, რომელსაც ორი ათეული წელი ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF), ეყრდნობა გლობალური კონკურენტუნარიანობისა (Global Competitiveness Index, GCI) და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის (Business Competitiveness Index, BCI) ინდექსებს.
მათი გაანალიზება ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფი მსოფლიოს ქვეყნების კონკურენტუნარიანობის შეფასების შესაძლებლობას ქმნის [18].
2010-2011 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის მიხედვით 139 ქვეყნიდან საქართველომ დაიკავა 93-ე ადგილი (2008-2009 და 2009-2010 წლებში მას ეკავა 90-ე ადგილი), მაშინ როდესაც აზერბაიჯანმა, 2008-2009 წელთან შედარებით, 12 პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა და 69-ე ადგილიდან გადმოინაცვლა 57-ე ადგილზე.
საქართველოში კონკურენტუნარიანობის ამაღლების ორიენტირს თვით GCR-ის მოთხოვნები იძლევა. წარმატება საქართველოს ეკონომიკაში მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაში უნდა აისახოს. თუ ასე არ არის, ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ სერიოზული შეცდომებია დაშვებული ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმირების გზაზე. გასათვალისწინებელია როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები, მოსალოდნელი საფრთხეები.
————————-
* მაგალითად, არასრულყოფილი კონკურენციის ფორმად აღიარებული მონოპოლიური კონკურენციის მოდელი 1933 წელს შექმნეს ე. ჩემბერლენმა (“მონოპოლიური კონკურენციის თეორია” და ჯ. რობინსონმა (“არასრულყოფილი კონკურენციის ეკონომიკური თეორია”).
* ეს ტერმინი პირველად გამოიყენეს ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის წარმომადგენლებმა ს. პრაჰალადისმა და მ. ჰამელმა სტატიაში – “საკვანძო კომპეტენტურობა და ორგანიზაცია”, რომელიც გამოქვეყნდა 1990 წელს Harvard Business Review-ში.
————————-
გამოყენებული ლიტერატურა
1. Porter M. The Competitivite Advantages of Nations. “Harvard Business Review”, 1990, #2;
2. თჰე OEჩD ობსერვერ. 1996, #97 (ჟანუარყ);
3. Портер М. Конкуренция. Санкт-Петербург, Москва, Киев, Издательский дом Вильямс;
4. http://www.clelt.ru/2001/12/uzbashianz-12.html
5. ჩამაგნი ღ. Oნ ტჰე ცონცეპტ ოფ ტერრიტორიალ ცომპეტიტივენესს: სოუნდ ორ მისლეადინგ? EღშA ჩონფერენცე. – Dორტმუნდ, 2002;
6. Портер М. Международная конкуренция. М., Международные отношения, 1993; 7. Проскурава Д.В. Проблемы обеспечения конкурентоспособности регионов, кластеризация и активизация инновационных процессов. Управленческое консультирование. 2007,2; 8. Кетелс К., Портер М. Конкурентоспособность: экономике нужны ясные цели;www.vedomosti.ru/newspaper/article/2007/11/26/13671111. ასათიანი რ. საქართველოს მდგრადი განვითარების ზოგიერთი ასპექტი გლობალიზაციის კონტექტში. “გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების პერსპექტივები”. I საერთაშორისო კონფერენციის მასალები. 22-24 ოქტომბერი, 2008, თბ., “უნივერსალი”, 2008;
12. ასათიანი რ. გლობალიზაციის ეპოქალური პროცესი და ეკონომიკური თეორია ახალი გამოწვევების წინაშე. “ახალი ეკონომისტი”, #3, 2010;
13. ასათიანი რ. ეროვნული კონკურენტული უპირატესობის რომბი. “ეკონომისტი”, 2010, #6;
14. ასათიანი რ. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ეკონომიკური თეორიის მეინსტრიმი. საერთა* ეს ტერმინი პირველად გამოიყენეს ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის წარმომადგენლებმა ს. პრაჰალადისმა და მ. ჰამელმა სტატიაში – “საკვანძო კომპეტენტურობა და ორგანიზაცია”, რომელიც გამოქვეყნდა 1990 წელს Harvard Business Review-ში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები. “სოციალური ეკონომიკა”, 2011, #1;
15. ასათიანი რ. გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი. “სოციალური ეკონომიკა”, 2010, #6;
16. ბარათაშვილი ე., თაკალანძე ლ., გრძელიშვილი ნ. ბიზნესის კონკურენტუნარიანობა და ადმინისტრირება. თბ., 2010;
17. პაპავა ვლ. ნეკროეკონომიკის ზომბირება. თბ., პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2010;
18. ჩიქავა ლ. ინოვაციური ეკონომიკა. თბ., გა