ბრძოლა ნავთობისთვის

ლევან ასათიანი

ამხრეთ სუდანმა დამოუკიდებლობა 9 ივლისს მიიღო და მაშინათვე მიაშურა ვაშინგტონის პოლიტიკის უღრანს. მიზანი – “ჩრდილოეთ სუდანის” მიმართ ამერიკული სანქციების გაუქმებაა, იმდენად, რამდენადაც სამხრეთში მოპოვებული ნავთობი შემდეგ ჩრდილოეთში მდებარე ნავთობსადენის სისტემის საშუალებით გაედინება და ექსპორტი წითელი ზღვის პორტის გავლით ხდება.

სამხრეთ სუდანის ვიცე-პრეზიდენტის რიკ მაშარის აშშ-ში ამასწინანდელი ვიზიტისას მან განაცხადა: “ჩვენ ნავთობიდან მიღებული შემოსავლების იმედად ვათრთ, მაგრამ ამერიკული სანქციის რეჟიმის თანახმად, რომელიც მთელს სუდანზე ვრცელდება, ჩვენი ნავთობიც ექცევა შეზღუდვის ქვეშ”.
თავის მხრივ, ჩრდილოეთ სუდანი ნავთობის ტრანზიტს ახალგაზრდა სახელმწიფოზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს. ასე მაგალითად, 22 ივნისს სუდანის პორტში “ჩრდილოელების” პრეზიდენტმა ომარ ალ-ბაშირმა განაცხადა, რომ სამხრეთიდან ნავთობს არ გაატარებს მანამ, სანამ ნავთობიდან მიღებული შემოსავლების გაყოფის სქემა შემუშავებული არ იქნება. ამასთან დაკავშირებული მოლაპრაკებები უკვე არა ერთი თვეა მიმდინარეობს, ორივე მხარე ცდილობს ვაშინგტონი არბიტრის როლში გამოიყენონ.
ლობისტების ანგარიშით, სამხრეთ სუდანის ინტერესებს აშშ-ში 2009 წლიდან კონსალტინგური ჯგუფი Independent Diplomat წარმოადგენს, ღირებულებით 293 ათასი დოლარი, ხოლო 2010 წლიდან U.S.-Southern Sudan Development Company 1,1 მილიონი აშშ დოლარით. ნავთობისა სხვა პროდუქტების ვაჭრობაში ამერიკული სანქციების მოხსნის გარდა ლობისტების ამოცანაა სამხრეთ სუდანის შეიარაღებული ძალების ტრეინინგის პროგრამების დაფინანსების უზრუნველყოფაც. ასევე, აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტიდან ასიგნებების მიღება სტატიით “უცხოური ქვეყნების დახმარება”.
სუდანის სამოქალაქო ომი 1962-2005 წლებში მიმდინარეობდა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ხან მწვავდებოდა, ხან კი მიწყნარდებოდა. 2005 წელს კი ქვეყნის ორ ნაწილს შორის მშვოდობა დამყარდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, თითქმის ბოლო დღეებამდე “ჩრდილოეთ” სუდანის შეიარაღებული ძალები სამხრეთში ეპიზოდურ რეიდს ატარებდნენ. ნავთობის გაყოფა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამხრეთელები დიდი ხანია ცდილობენ, ვაშინგტონის მხარდაჭერა მოეპოვებინათ დამოუკიდებლობის ბრძოლაში. 1990 წლიდან 2008-მდე ეროვნული დემოკრატიული მოძრაობა, შიმშილსა და ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ვოლონტიორების ალიანსი, სუდანელი ბიზნესმენი ანის ჰაგარი და სუდანის გამათავისუფლებელი მოძრაობა სამოქალაქო ომის დასრულების საკითში მხარდაჭერას აშშ-ში ეძებდნენ, სწორედ ამ მიზნისთვის დაიქირავეს ფირმები: FF Consulting, Steeplechase Group და კონსულტანტი mavia eliaki.
ამ ლობისტურ ძალისხმევაზე თეთრი სახლი როგორც შეეძლო, ისე რეაგირებდა. 1997 წელს ამერიკული სანქციები ამოქმედდა ნავთობის ვაჭრობაზე, რომელიც მიმართული იყო ალ-ბაშირის რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერისა და ქვეყანაში ადამიანების უფლებების დარღვევის გამო. აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა გამონაკლისი მხოლოდ ჰუმანიტარულ ტვირთებზე დაუშვა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრებისთვის იყო საჭირო.
შეზღდუვების მოხსნის ფუჭი მცდელობების შემდეგ ვაშინგტონში სუდანის საელჩომ 1997 წელს ლობისტური ფირმები: Dawkins, Dymally & Associates, McElligott Associates და კონსულტანტი ბრიუს ფეინი დაიქირავა, მათ მომსახურებაზე საბოლოო ჯამში სუდანმა დახარჯა 124 ათას დოლარზე მეტი, თუმცა ყოველივემ შედეგი არ გამოიღო, მიუხედავად იმისა, რომ დაქირავებულებს საკმაოდ გავლენიანი კავშირები ჰქონდათ ვაშინგტონის გარეპოლიტიკურ ისტებლიშმენტში.
სამხრეთ და ჩრდილოეთ სუდანს შორის განხეთქილების ვაშლმა – ეროვნულმა სანავთობე კომპანია “სუდანმა” 1993 წელს ვაშინგტონის ბაზარზე გაიბრწყინა. თავისი ინტერესების დასაწინაურებლად მან გამოიყენა არა დაქირავებული კონსალტინგური კომპანია, არამედ საკუთარი ვაშინგტონის ოფისი. ნახშირწყალბადის ნედლეულის მოპოვება სამხრეთ სუდანის ეკონომიკის ძირითადი სფეროა და შესაბამისად, კომპანია “სუდანის” გადასახადები ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლების 98%-ს შეადგენდა ბოლო ექვსი წელი.
ქვეყანაში ბევრი სასარგებლო წიაღისეულია – კალა, ოქრო, სპილენძი. მნიშვნელოვანი რესურსია სახნავ-სათესი მიწის დიდი ფართობები, რომელიც შესაძლოა დაექვემდებაროს უცხოელი სასოფლო-სამეურნეო კომპანიების არარაციონალურ ექსპლუატაციას ახალ სახელმწიფოში მარეგულირებელი რეჟიმის სუსტი განვითარების გამო. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილიც შეიძლება გადაიქცეს ჩრდილო და სამხრეთ სუდანს შორის საჯილდაო ქვად.
აშშ ახალ სახელმწიფოს დიდ მხარდაჭერას უცხადებს, ამას, პირველ რიგში, სამხრეთ სუდანის სახელმწიფოდ დაუყოვნებელი ცნობა ადასტურებს. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნის ლობისტურმა კამპანიამ შედეგად მართლაც მოიტანოს სანქციების გაუქმება თუ არა, მისი მოდიფიკაცია მაინც.