მექსიკა – ამომავალი ვარსკვლავი
ბრაზილია, როგორც ჩანს, თავისი ეკონომიკური ზრდის გაფლანგვას აპირებს, მაშინ როცა, მექსიკა, ექსპერტების პროგნოზით, ჯიუტად მიიწევს წინ. რა არის მიზეზი. მექსიკისა და ბრაზილიის ეკონომიკების მართვაში მნიშვნელოვანი განსხვავებებია და ეს განსხვავებები, შესაძლოა, სხვა განვითარებადი ქვეყნებისთვის საგულისხმო იყოს. დაახლოებით ორი წლის წინ ბრაზილიის სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ და საშუალო კლასის მომძლავრებამ, ქვეყანა საიმედო საფინანსო ბაზრად აქცია.
არადა, მექსიკა ცნობილი იყო ძალადობითა და დანაშაულებრივი ჯგუფების დომინირებით. საფინანსო ბაზრები უკვე მზად იყვნენ მექსიკა ჩამოეწერათ, როგორც ერთ-ერთი უიმედო ქვეყანა, რომელსაც ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებელი აქვს და არ ატარებს ეკონომიკურ რეფორმებს. თუმცა, შესაძლებელია ასე სულაც არ არის და ქვეყნის რეპუტაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. ექსპერტების აზრით, დღეს ბრაზილიის ეკონომიკა სტაგნაციაშია, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების წინ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები არ ხორციელდება, რათა ეკონომიკა ისევ ამოძრავდეს. მექსიკის ეკონომიკა, პირიქით, თანაბარ ზრდას აჩვენებს აშშ-ის მხრიდან სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის ფონზე. რაშია საქმე?
საქმე იმაშია, რომ საფინანსო ბაზრებს ყოველთვის არ შეუძლიათ სწორად შეაფასონ მიმდინარე მოვლენები ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, რომლებიც უფრო კონცენტრირებულნი არიან მოკლევადიან მაჩვენებლებზე, ვიდრე სტრუქტურულ დინამიკაზე. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ ბრაზილიური და მექსიკური ეკონომიკების მართვის განსხვავებულ მოდელებზე. პირველი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მექსიკის ეკონომიკა ბევრად გახსნილია, ვიდრე ბრაზილიის. მექსიკა არა მხოლოდ შედის ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ზონაში (NAFTA) კანადასა და აშშ-სთან ერთად, არამედ მონაწილეობს სხვა მთელ რიგ შეთანხმებებში, რომელიც ევროპასა და აზიას მოიცავს. ბრაზილიის ღიაობა, პირიქით, შეზღუდულია მერკოსურის სტრუქტურით – რეგიონალური დაჯგუფების, რომლის ერთგულებაც იმ იდეის მიმართ, რომ ვაჭრობის გზით ეკონომიკური ზრდა შესაძლებელია – არამყარია. რასაკვირველია, ეს განსხვავება ქვეყნებს შორის დიდი ხანია ცნობილია, ახალი მხოლოდ ის არის, რომ დროთა განმავლობაში ეს განსხვავებასავაჭრო პოლიტიკაში მომავალში ქვეყნების ეკონომიკურ მაჩვენებლებში მნიშვნელოვანი განსხვავების მიზეზი გახდება. ჯერ კიდევ 1994 წელს, როცა NAFTA-ს შეთანხმება ძალაში შევიდა, მისი მომხრეები ეკონომიკური ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პირობას დებდნენ. ასე არ მოხდა. თითქმის ორი ათწლეული დასჭირდა მექსიკაში საკმარისი ფირმების შექმნას საიმისოდ, რომ აშშ-ის ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონოდა.
სხვა ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ყველა უპირატესობა ჩინეთს აქვს და, საბოლოო ჯამში, თავისკენ გადაქაჩავს მექსიკიდან ვაჭრობასთან დაკავშირებულ ყველა სამუშაო ადგილს. ისინიც მართლები იყვნენ. სამუშაო ადგილების დაკარგვა ჩინეთის სასარგებლოდ 2000-იანი წლების პირველ ნახევარში შეინიშნებოდა, მაგრამ ბოლო წლებში ჩინეთში ხელფასების სწრაფ ზრდასთან დაკავშირებით, მექსიკაში წარმოების უპირატესობამ დაბრუნება დაიწყო. მექსიკა ბევრად იგებს აშშ-ში წარმოების ოპერატიული სისტემით.
მეორე მნიშვნელოვანი განსხვავება მდგომარეობს ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკის შეხამებაში ორ ქვეყანაში. ორივე ქვეყანა – მექსიკა და ბრაზილია ახორციელებდნენ ანტიკრიზისულ საბიუჯეტო ღონისძიებებს 2009 წლისთვის. მაგრამ მექსიკამ სწრაფად შეწყვიტა მხარდაჭერა, როგორც კი ეკონომიკა აღდგა და საბიუჯეტო პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. რაც შეეხება ბრაზილიას, მან ამის გაკეთება წლების შემდეგ დაიწყო.
მექსიკამ შეძლო დაბალ დონეზე შეენარჩუნებინა საპროცენტო განაკვეთები: საბაზისო განაკვეთი შეადგენს მხოლოდ 4,5%-ს, ხოლო ბრაზილიაში 7%-ს (და ეს ქვეყნისთვის წარმოუდგენლად დაბალ განაკვეთად მიიჩნევა). გარდა ამისა, მექსიკამ შეძლო ბევრად დაბალი ინფლაცია შეენარჩუნებინა.
ორივე ქვეყანა მოწყვლადია მდიდარი ქვეყნებიდან ცხელი ფულის მოდინების წინაშე, მაგრამ მექსიკის შედარებით დაბალმა საპროცენტო განაკვეთმა უკეთესად დაიცვა ქვეყანა აღმავალი სავალუტო ზეწოლის საშიშროებისგან. ბრაზილიაში რეალური სავალუტო კურსი ბოლო სამი წლის მანძილზე მკვეთრად გამყარდა (თუ არ ჩავთვლით, ბოლო თვეებში მცირეოდენ რყევებს), მაშინ როცა მექსიკაში თითქმის უცვლელი დარჩა. და, რასაკვირველია, მექსიკის კონკურენტუნარიანი სავალუტო კურსი არის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ძირითადი მიზეზი, რომელიც სამეწარმეო სექტორს მოიცავს და საქონლის ექსპორტის 80% მასზე მოდის.
მესამე განსხვავება იმაში მდგომარეობს, თუ როგორ პოზიციონირებას ახდენენ საკუთარი თავის მსოფლიო ეკონომიკაში ეს ქვეყნები. თუკი გვერდზე გადავდებთYამასწინანდელ აფრიკულ სანედლეულო ბუმს, ყველაზე ძლიერი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება მსოფლიოს სამ რეგიონში, რომლებთაც ერთმანეთის მსგავსი საწარმოო მექანიზმი აქვთ. აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც საექსპორტოდ დეტალებს ამზადებენ ჩინეთისთვის მზა საქონლის ასაწყობად (ან რეგიონის სხვა ქვეყნებსთვის); ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც მსგავსი მოვლენები შეინიშნება გერმანიასთან, ჩრდილოეთ ამერიკასთან ურთიერთობაში, კანადა და მექსიკა სულ უფრო მეტ ინტეგრირებას ახდენენ აშშ-ის ბაზარზე.
ამ ცვლილების უმსხვილესი შემადგენელი ჩრდილოეთ ამერიკაში ავტო სათადარიგო ნაწილები და მზა ავტომობილებია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: ელექტრონიკა, ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობები და სხვა ბევრი საქონელი წარმოადგენს ზრდის ნაწილს.
მექსიკის საექსპორტო კალათა დღეს ბევრად დიდი და მრავალფეროვანია, ვიდრე სამი ათწლეულით ადრე. იგივეს ვერ ვიტყვით ბრაზილიასთან დაკავშირებით და სამხრეთ ამერიკის ვერც ერთ სწრაფად განვითარებად ქვეყანაზე. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმა, მათ შორის, ბრაზილიამ, უნდა იფიქრონ როგორ შეინარჩუნონ ეკონომიკური ზრდა მას შემდეგ, რაც სანედლეულო ბუმი დასრულდება. საინტერესოა, ათი წლის შემდეგ ბრაზილიიდან და რეგიონის სხვა ქვეყნებიდან რომელი ახალი საქონელისა და მომსახურების ექსპორტირება მოხდება და რომელ ბაზრებზე? ექსპერტები ფიქრობენ, რომ სამწუხაროდ, რეგიონის პოლიტიკურ ლიდერებს ბევრი არაფერი აქვთ ამის შესახებ სათქმელი.
რასაკვირველია, საბოლოო დასკვნების გაკეთება საფრთხილო საქმეა. ბოლო თვეებში მექსიკური ექსპორტის ზრდა ნელდება, მაშინ როცა შიდა მოხმარება ძლიერდება როგორც მოთხოვნის წყარო. ამიტომაც, შეუძლებელია ბრაზილიის შესაძლებლობები ჯეროვნად არ შეფასდეს მთელ მსოფლიოში საქონლის გაყიდვასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მას კარგი სპეციალისტები და ხარისხიანი ფირმები ჰყავს.
გლობალური საფინანსო კრიზისის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკა ისევ არამდგრადია, ხოლო შემოსავლების მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში ეკონომიკის ზრდა ისევ უმნიშვნელოა. მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ მსოფლიო ბანკის მოხსენებაში ”გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები” ნათქვამია, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა ძალისხმევის კონცენტრირება საკუთარი ეკონომიკური ზრდის პოტენციალის განვითარებაზე უნდა მოახდინონ ბუფერული მექანიზმების გამყარების პარალელურად იმისთვის, რომ შეამცირონ რისკები, რომელიც ევროზონისა და აშშ-ის საგდასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკას უკავშირდება. აქამდე განვითარებადმა ქვეყნებმა წარმოუდგენელი მდგრადობა გამოიჩინეს, მაგრამ, ექსპერტების თქმით, არ შეიძლება გულხელდაკრეფილი იმის ლოდინი, როდის განახლდება ეკონომიკური ზრდა შემოსავლების მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში, ამიტომ აუცილებელია განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერის გაგრძელება ინფრასტრუქტურაში, ჯანდაცვასა და განათლებაში ინვესტიციების დაფინანსების კუთხით. ეს მოამზადებს საფუძველს მათი ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად.
გასულ წელს განვითარებად ქვეყნებში დაფიქსირდა ათწლეულის მანძილზე ეკონომიკური განვითარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რაც დიდწილად დამოკიდებული იყო ევროზონის მაის-ივნისის გაურკვეველ სიტუაციებთან. მას შემდეგ მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე კონიუნქტურა ბევრად გაუმჯობესდა. განახლდა განვითარებად ქვეყნებში მსოფლიო კაპიტალის მოდინება (თუმცა, 2012 წლის მეორე კვარტალში 30%-ით შემცირდა), ხოლო ობლიგაციების სპრედი შემცირდა გრძელვადიან საშუალოზე დაბალ დონემდე, რომელიც დაახლოებით 282 საბაზისო პუნქტს უდრის. ივნისთან შედარებით განვითარებადი ქვეყნების საფონდო ინდექსი 12,6%-ით გაიზარდა მაშინ, როცა მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში საფონდო ბაზრების ზრდამ 10,7% შეადგინა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მომხდარ ცვლილებაზე ეკონომიკის რეალური სექტორის რეაქცია თავშეკავებული აღმოჩნდა. წარმოების მოცულობის ზრდა განვითარებად ქვეყნებში დაჩქარდა, მაგრამ მას ინვესტიციებისადა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისსამრეწველო აქტივობის დაბალი დონე ამუხრუჭებს.
”ეკონომიკის U-ს ფორმის ტრაექტორიით აღდგენის იმედები შეიცვალა W ტიპის ტრაექტორიის იმედით და თანდათანობით უფრო რთული ხდება ეკონომიკის აღდგენის ”ანბანური” პროგნოზების გაკეთება. ჯერჯერობით, მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ხელისუფლებები ცდილობენ თავიანთი ფისკალური პოლიტიკის მდგრადობის ამაღლებას, ხოლო განვითარებადმა ქვეყნებმა უარი უნდა თქვან, განვითარებულ ქვეყნებში ყველანაირი რყევის გამოცნობის მცდელობაზე. ამის მაგივრად უმჯობესი იქნება მიაღწიონ იმას, რომ მათი ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა საიმედო იყოს და ითვალისწინებდეს იმ პირობებს, რომელიც შიდა ბაზარზეა შექმნილი”, _ აცხადებს მსოფლიო ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი ეკონომისტი კაუშიკ ბასუ.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2013 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი 2,4%-ს შეადგენს, განვითარებადი ქვეყნების მშპ 2012 წელს 5,1%-ით გაიზარდა, ხოლო 2013 წლისთვის მისი ზრდა 5,7%-ს მიაღწევს. რისკებს შორის, რომლებთაც მსოფლიო ეკონომიკის განვითარების შენელებას გამოიწვევდა, შედის ევროზონის კრიზისის დარეგულირების საკითხში პროგრესის არ არსებობა, აშშ-ის სავალე და ფისკალური პრობლემები, ჩინეთის ეკონომიკაში ინვესტიციების მკვეთრი შესაძლო შემცირების მოლოდინი და ასევე მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის მიწოდებაში შეფერხების გაჩენა. თუმცა, ამ რისკების მატერიალიზების შესაძლებლობა და მათი პოტენციური ნეგატიური ზემოქმედება შემცირდა, ხოლო იმის შესაძლებლობა, რომ მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ეკონომიკა ბევრად სწრაფად გაიზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო – გაიზარდა. ამასთან, განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში არ არსებობს ფისკალური მდგრადობის, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემები და ამ ქვეყნების სახელმწიფო ვალი დღეს ბევრად მაღალია, ვიდრე 2007 წელს.
”იმისთვის, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა აამაღლონ თავიანთი ეკონომიკების მდგრადობა რისკების ნეგატიური ზემოქმედების მიმართ, რომლებსაც მათი ეკონომიკური ზრდის შენელება შეუძლიათ, ისინი ვალდებულნი არიან აღადგინონ დაცლილი საბიუჯეტო და სავალუტო რეზერვები, გაამყარონ მოსახლეობის სოციალური დაცვის სისტემები და აამაღლონ სასურსათო უსაფრთხოება”, _ განაცხადაენდრიუ ბერნსმა, მსოფლიო ბანკის მსოფლიო მაკროეკონომიკის საკითხების მმართველმა.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, ლათინური ამერიკის რეგიონისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების მშპ 2012 წელს 3%-მდე შემცირდა (2011 წელს ის 4,3% იყო), რისი მიზეზიც აღნიშნული რეგიონის ზოგიერთ მსხვილ ქვეყანაში შიდა მოთხოვნის დაცემა და არასასურველი საგარეო კონიუნქტურა იყო. ბრაზილიის ეკონომიკის ზრდის ტემპმა, რეიოგნის უმსხვილესი მოთამაშის, 2012 წელს შეადგინა მხოლოდ 0,9%, მოსალოდნელია, რომ 2013-2015 წლებში ზრდის ტემპი რეგიონში საშუალოდ 3,8%-ს მიაღწევს შედარებით სასურველი ეკონომიკური პირობების, კაპიტალის მოდინების და შიდა მოთხოვნის გააქტიურების წყალობით. ზოგიერთიმსხვილი ქვეყანა უკვე დღეს ატარებს რეფორმებს შრომით ურთიერთობებში და საგდასახადო სისტემაში, რამაც ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მოცულობის ზრდის პარალელურად ხელი უნდა შეუწყოს ზოგიერთი სტრუქტურული პრობლემის გადაჭრას, რაც რეგიონის ზრდას აფერხებს.