LIBOR-ს კარდინალური რეფორმა ელოდება
მოამზადა სოფიკო სიჭინავამ
LIBOR (London Interbank Offered Rate) – ეს არის ბანკთაშორისი კრედიტების საშუალო განაკვეთი, ანუ მაჩვენებელი, რომელიც მთელ მსოფლიოში საპროცენტო განაკვეთების დადგენის ორიენტირად მიიჩნევა. იგი განისაზღვრება ბრიტანული საბანკო ასოციაციის მიერ, სააგანტო Thomson Reuters-ის საშუალებით ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე, რომელიც 20 უმსხვილესი ბანკის სესხის ფასს მოიცავს. ლონდონის დროით 11:00 საათისთვის LIBOR-ის გაანგარიშების სიაში ჩართული ბანკებიდან თავს იყრის ინფორმაცია. შემდეგ ხდება შემოსული განაკვეთების რანჟირება. შორდება 4 ზედა და 4 ქვედა მნიშვნელი, დარჩენილი 8-დან კი საშუალო გამოითვლება, რაც იმ დღისთვის LIBOR-ის განაკვეთი ხდება. რაც უფრო მაღალია განაკვეთი, რითაც ბანკი ფულად სახსრებს იზიდავს, ბაზარი უფრო დიდად აფასებს მის რისკებს.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ეჭვი მიიტანა რამდენიმე ბანკზე, რომლებიც, მისი აზრით, განაკვეთებს შეგნებულად ამცირებდნენ. ამ ინცინდენტის საერთაშორისო გამოძიება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, დღეს კი ეჭვქვეშ დგას ათეულ ბანკზე მეტი. ამიტომაც დადგა დღის წესრიგში LIBOR-ის რეფორმირების საკითხი. დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, განაკვეთის გაანგა-რიშება რეგულირებადი მოქმედება უნდა გახდეს, ხოლო განაკვეთის მანიპულირების გამო სისხლის სამართლის სანქციები უნდა მოქმედებდეს. გარდა ამისა, LIBOR უნდა იანგარიშებოდეს არა ბანკების მოლოდინის, არამედ რეალური გარიგების საფუძველზე.
ბრიტანეთის საბანკო ასოციაცია (ВВА) მზად არის ბანკთაშორის დაკრედიტების ლონდონის განაკვეთის დადგენის დელეგირება სხვა ორგანოზე მოახდინოს. ეს ფუნქცია, შესაძლოა, გადავიდეს მარეგულირებელ ორგანოს ხელში იმ სკანდალის შემდეგ, რომელშიც ჩართული აღმოჩნდა მსოფლიოს უმსხვილესი არა ერთი ბანკი, მათ შორის, Barclays, RBS, Lloyds და HSBC. ევროზონის ბანკებს შორის ისეთი გიგანტები ფიგურირებენ, როგორებიც არიან Deutsche Bank და UBS. ამის გამო ივნისში Barclays 290 (453,6 მილიონი დოლარი) მილიონი ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდა და თანამდებობები დატოვეს ბანკის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ დაიმონდმა და მთავარმა საოპერაციო დირექტორმა ჯერი დე მესიემ.
თუკი ბრიტანეთის საბანკო ასოციაციას ჩამოერთმევა ეს უფლებამოსილება, ის შესაძლოა სახლემწიფო ორგანოებს გადაეცეს. გარდა ამისა, რეფორმის ფარგლებში განაკვეთებით მანიპულირება, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულადაც ცნონ. მოცემულ მომენტში, კონტრაქტების საერთო ღირებულება, სადაც LIBOR-ია ორიენტირად გამოყენებული, შეფასებულია 500 ტრილიონ დოლარად, საიდანაც 10 ტრილიონი კრედიტია. სწორედ ამიტომ, როგორც ფინანსისტები აცხადებენ,LIBOR-ის რეფორმირება ძველი სისტემიდან ახალზე შეუფერხებლად და უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს. მათ მიაჩნიათ, რომ რისკები სწორად უნდა შეფასდეს და შეიქმნას გადასვლის ადექვატური მექანიზმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები, შესაძლოა, კატასტროფული აღმოჩნდეს. თანაც, როგორც დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, ჯორჯ ოსბორნმა აღნიშნა, LIBOR-ის უცვლელად შენარჩუნება არასიცოხლისუნარიანი ვარიანტია.
ცოტა ხნის წინ ბრიტანული რეგულატორის წარმომადგენლებმა სხვა ალტერნატიულ ვარიანტებთან ერთად პროცენტის მაფორმირებელ საფუძვლად წარმოადგინეს სვოპი ოვერნაითის ინდექსზე (OIS). სპრედი LIBOR-OIS საკრედიტო ბაზრის ძალიან მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს და აჩვენებს საკრედიტო რისკზე პრემიას. ასევე, იგი ფულად ბაზარზე სიტუაციის დემონსტრირებას ახდენს, რაც უფრო მოცულობითია იგი, მით უფრო ცუდად აფასებენ მას ინვესტორები.
ასევე განიხილება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც გამოიყენება განაკვეთები მოკლევადიანი დაფინანსებისთვის უზრუნველყოფის ქვეშ, ანუ REPO-ს განაკვეთი. Bლოომბერგ LP-ის მეთაური, დენ დოქტოროფი ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა ახალი ორიენტირი შექმნილიყო – Bloomberg Interbank Offered Rate ან Blibor. მის გამოსაანგარიშებლად გამოყენებული იქნება სხვადასხვა საფინანსო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციები.
LIBOR-ის რეფორმის ერთი ყველაზე სავარაუდო ვარიანტი ის არის, რომ მისი განაკვეთის განსაზღვრა მოხდება კერძო კომპანიის მიერ, მაგრამ მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ. ბრიტანეთის საბანკო ასოციაციამ (ВВА) გამოთქვა შეშფოთება, რომ შექმნილ სიტუაციაში რთული იქნება კომპანიის მოძებნა, რომელიც ასეთი ბიზნესის ყიდვას მოინდომებს. თუ ვინ განახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, ამასთან დაკავშირებით ერთიანი ხედვაც არ არსებობს.
LIBOR-ის რეფორმის ფარგლებში ორი უმთავრესი ამოცანა ისმება. პირველი, ინფლაციური შოკის თავიდან ასაცილებლად საჭიროა საპროცენტო განაკვეთის ვოლატურობის შეზღუდვა ფულადი ბაზის მნიშვნელოვანი დაგროვების პირობებში. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ LIBOR-ის განაკვეთის განსაზღვრის სტრუქტურა უახლოესი თვეების მანძილზე შეცვლილი იქნება ბევრად უფრო გამჭვირვალე სტრუქტურით საფინანსო ხელისუფლებისთვის, რომელიც ბევრად ადვილად დაე-ქვემდებარება სწრაფ კორექტირებას და ეს ბევრ რამეში ტექნიკური საკითხია. მეორე, სახელმწიფო ბანკებს მათთვის რთულ საფინანსო პერიოდში ეხმარება, მაგრამ მათგან საფინანსო სისტემის მეტ გამჭვირვალობას ითხოვს.
LIBOR-ის განაკვეთების მანიპულირებასთან დაკავშირებული სკანდალი ხაზს უსვამს მოცემული მექანიზმის გადახედვის აუცილებლობას ან ორიენტირის ხარისხში ალტერნატიული განაკვეთის გამოყენებას. ასე ფიქრობს აშშ-ის ფიუჩერსული ფასიანი ქაღალდების კომისიის თავმჯდომარე ჰარი გეინსლერი. მისი აზრით, ამ ინსტრუმენტისადმი ნდობის აღსადგენად და ბანკთაშორისი დაკრედიტების ბაზარზე მანიპულაციების აღსაკვეთად ეს აუცილებელია.
“მოვიდა ახალი განაკვეთ-ორიენტირის დრო, ჯანსაღი ორიენტირის, რომელიც დაფუძნებული იქნება აქტუალურ საბაზრო ინფორმაციაზე. ეს აუცილებელია ამ ინსტრუმენტისადმი ნდობის დასაბრუნებლად, რადგანაც მთელს მსოფლიოში ადამიანები ორიენტირს აკეთებენ სწორედ ამ განა-კვეთზე სესხებთან დაკავშირებული გადაწვეტილების მიღებისას”, – აცხადებს გეინსლერი.