საგარეო ვალმა 12 მილიარდი დოლარი შეადგინა

რედაქციისგან

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2012 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 12,0 მილიარდი აშშ დოლარი (19,7 მლრდ ლარი) შეადგინა. აქედან, 3,9 მლრდ აშშ დოლარი (6,3 მლრდ ლარი) იყო სამთავრობო სექტორის ვალი (მთლიანი ვალის 32,2%); 706,0 მლნ აშშ დოლარი (1,2 მლრდ ლარი, 5,9%) – ეროვნული ბანკის; 2,1 მლრდ აშშ დოლარი (3,4 მლრდ ლარი, 17,3%) – საბანკო სექტორის; 2,5 მლრდ აშშ დოლარი (4,1 მლრდ ლარი, 20,6%) – სხვა სექტორებისა და 2,9 მლრდ აშშ დოლარი (4,7 მლრდ ლარი, 24,0%) – კომპანიათაშორისი ვალი. საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის შეფარდება ბოლო ოთხი კვარტალის (იგულისხმება პერიოდი 2011 წლის მესამე კვარტალიდან 2012 წლის მეორე კვარტალის ჩათვლით) მშპ-თან 78,7 პროცენტს შეადგენს. მთლიანი საგარეო ვალის 94,2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

2012 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 389,7 მლნ აშშ დოლარით (636,3 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან ოპერაციული ცვლილების გამო ვალი გაიზარდა 539,2 მლნ აშშ დოლარით (880,3 მლნ ლარით), ფასის ცვლილების შედეგად 14,0 მლნ აშშ დოლარით (22,8 მლნ ლარით), საკურსო ცვლილებების და სხვა ცვლილების გამო კი შემცირდა შესაბამისად, 119,9 მლნ აშშ დოლარით (195,7 მლნ ლარით), და 43,5 მლნ აშშ დოლარით (71,0 მლნ ლარით).
სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები 53,2 მლნ აშშ დოლარით (86,7 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან ოპერაციული ცვლილებების შედეგად 110,1 მლნ აშშ დოლარით (179,8 მლნ ლარით) და ფასის ცვლილებით 6,6 მლნ აშშ დოლარით (10,7 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების შედეგად 63,5 მლნ აშშ დოლარით (103,6 მლნ ლარით) შემცირდა. სამთავრობო სექტორის საგარეო ვალის შეფარდება ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-თან 25,4 პროცენტი იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 77,1 მლნ აშშ დოლარით (125,8 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების შედეგად 61,0 მლნ აშშ დოლარით (99,7 მლნ ლარით), ხოლო საკურსო ცვლილების შედეგად 16,0 მლნ აშშ დოლარით (26,1 მლნ ლარით). წინა კვარტალთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა ეროვნული ბანკის საგარეო ვალის შეფარდება ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-თან და 4,6 პროცენტი შეადგინა.
საბანკო სექტორის უცხოური ვალდებულებები 15,6 მლნ აშშ დოლარით (25,5 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების შედეგად ვალი 20,1 მლნ აშშ დოლარით (32,8 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების შედეგად, შესაბამისად, 12,9 მლნ აშშ დოლარით (21,1 მლნ ლარით) და 22,7 მლნ აშშ დოლარით (37,1 მლნ ლარით) შემცირდა.
362,5 მლნ აშშ დოლარით (591,8 მლნ ლარით) გაიზარდა სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები. აქედან 342,4 მლნ აშშ დოლარი (559,0 მლნ ლარი), რაც სხვა სექტორების ვალდებულებების ზრდის 94,5 პროცენტს შეადგენს, არასაფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებებზე მოდის. სხვა სექტორების საგარეო ვალი, ოპერაციული ცვლილების შედეგად 374,9 მლნ აშშ დოლარით (612,0 მლნ ლარით), ფასის ცვლილებების შედეგად კი 7,4 მლნ აშშ დოლარით (12,1 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების შედეგად შესაბამისად 15,6 მლნ აშშ დოლარით (25,5 მლნ ლარით) და 4,2 მლნ აშშ დოლარით (6,9 მლნ ლარით) შემცირდა.
უცხოური კომპანიათაშორისი სესხები 66,7 მლნ აშშ დოლარით (109,0 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებით 95,1 მლნ აშშ დოლარით (155,3 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების შედეგად შსაბამისად, 11,8 მლნ აშშ დოლარით (19,3 მლნ ლარით) და 16,6 მლნ აშშ დოლარით (27,0 მლნ ლარით) შემცირდა.
საგარეო ვალდებულებების ზრდის 85,6 პროცენტი, რაც 333,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (544,4 მლნ ლარი) უცხოური ვალუტით დენომინირებულ ვალზე მოდის, ხოლო 14,4 პროცენტი, 56,3 მლნ აშშ დოლარი (91,9 მლნ ლარი) – ეროვნული ვალუტით დენომინირებულ საგარეო ვალზე. უცხოური ვალუ-ტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების მოცულობამ 11,3 მლრდ აშშ დოლარი (18,6 მლრდ ლარი), ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვალის მოცულობამ 690,3 მლნ აშშ დოლარი (1,1 მლრდ ლარი) შეადგინა.