ყველაზე ძვირადღირებული განქორწინება
ნავთობის მაგნატი ჰაროლდ ჰემი განქორწინების მძიმე პირობების წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ ღალატში დასდო ბრალი. ჰემის ისტორია შეიძლება მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული განქორწინება გახდეს: Forbes-ის ინფორმაციით, ჰემი ამერიკელი მილიარდერების სიაში 35-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 11,3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. თუმცა, თავად მაგნატის განცხადებით, ეს განქორწინება არანაირ მატერიალურ ზეგავლენას არ იქონიებს მის კომპანიაზე.
Reuter-ის ინფორმაციით, მოსამართლემ ჰემს შეიძლება კომპანიის აქციათა პაკეტის ღირებულების განახევრება მოთხოვოს. დღეისათვის კი მისი წილი 68%-ს შეადგენს. იურისტებთან გასაუბრების შემდეგ გამომცემლობამ ასევე დაასკვნა, რომ ჰემმა განქორწინებით შეიძლება იმაზე მეტი დაკარგოს, ვიდრე ერთ დროს მედიამაგნატმა რუპერტ მერდოკმა, რომელსაც ყოფილი მეუღლესთან განქორწინება 1,7 მილიარდი დოლარი დაუჯდა.