ვინ უფრო კარგად უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს

მოამზადა ბესო ჯგერენაიამ

როცა იაპონია კონტრაქტს დებდა, რათა გამასპინძლებოდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, ის ფეხბურთის გულშემატკივრებს შეჰპირდა, რომ მათ იაპონიის ტექნოლოგიის უმაღლეს დონეს დაანახებდა.მაყურებლები, რომლებიც ბოლო გადამწყვეტი მატჩების ნახვას ვერ შეძლებდნენ, შესაძლებლობა მიეცემოდათ, ისინი პირდაპირ ეთერში ენახათ, გიგანტურ გუმბათოვანი ფორმის ეკრანებზე, რომლებიც სტადიონებზე იქნებოდა განლაგებული და, სამგანზომილებიანი გამოსახულება ექნებოდა.

მაგრამ ეს წარმტაცი წარმოდგენა ნელ-ნელა ჩაიშალა იმის გამო, რომ მატჩები კორეასთან ერთად გაერთიანებულად ჩატარდებოდა.

დღეისთვის, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე უნდა იზრუნონ და გულშემატკივრებს ისე მოემსახურონ, როგორც საჭიროა. დაამონტაჟონ უსაფრთხოების ყველა სისტემა, რათა თავიდან აიცილონ ყველანაირი მუქარა პოტენციური ტერორისტებისა და ხულიგნებისაგან.

ახლანდელი ხელისუფლების გამოკვლევებმა დაგვანახვა, საგანგაშო წინდაუხედაობის არსებობა ქალაქგარეთ მშენებარე სტადიონებზე. შიზუოკას პრეფექტურამ, რომელიც მასპინძლობს თამაშებს მის სტადიონზე კოპა, განაცხადა, რომ მას მხოლოდ სავარაუდო სტუმრების ერთ მეათედზე ნაკლების უზრუნველყოფა შეუძლია.

ადგილობრივი ხელისუფლება, სასტუმროების მშენებლობაში პასიურობს, რომლებიც გულშემატკივრების წასვლის შემდეგ “თეთრ სპილოს” დაემსგავსება. სახელმწიფომ ადგილობრივ მოსახლეობას ურჩია, აიყვანონ მდგმურები, ხელისუფლებამ კი გულშემატკივრებისთვის ბანაკები ააშენოს.

ერთობლივად გამასპინძლება, ორი მეზობელი ქვეყნებისთვის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების სიმბოლოდ იქცა. ასევე ამან გამოააშკარავა ძველი მტრობა. პოლიტიკური მეტოქეობა, ნაწილობრივ, პასუხისმგებელია ქვეყნების თამაშების ერთობლივი გამასპინძლებისთვის. კორეა წააქეზეს, კონკურენცია გაეწია თამაშებისთვის, მას შემდეგ რაც იაპონიამ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფიფას გადაწყვეტილება ერთობლივი გამასპინძლების თაობაზე, იაპონიისთვის დარტყმა იყო.

იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატის კომისია ყოველთვის არ არის ყურადღებიანი მისი ემოციების დასამალად. სამგანზომილებიანი ეკრანების განთავსების გეგმის ჩაშლა სამხრეთ კორეასთან მოგების გაყოფას დააბრალა.

დავა ისევ გამწვავდა “კორეა-იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატის” დასათაურების გამო. იაპონიას სურდა, რომ ადგილი შეეცვალა დასათაურებაში ქვეყნების სახელწოდებებისათვის.

პოლიტიკური ურთიერთობა ტოკიოსა და სეულს შორის უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იუნიჩირო კოიზუმიმ იაპონიის ომში დაღუპულთა და ომის კრიმინალთა აკლდამა მოინახულა. ასევე ხელისუფლებამ მოიწონა სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც მეოცე საუკუნის იაპონიის აგრესიას ქება-დიდებას ასხამდნენ.

იაპონია მშობლიურ ქვეყანაში ფინალის ჩატარებით ტურიზმისა და საერთაშორისო პროფილის გაზრდას იმედოვნებდა. მაგრამ ახლა იაპონელებს იმედი აქვთ, რომ აზიაში გზის ხარჯები ბევრ გულშემატკივარს მგზავრობას გადააფიქრებინებს, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ნაკლები ხულიგნები იქნებიან.

თუმცა, იაპონია ზოგადი სიძნელეების წინაშეE დგას. იაპონიის პოლიციამ აღნიშნა, რომ მათ ფეხბურთის ხულიგნებთან ბრძოლის პრაქტიკა არ აქვთ, ამიტომაც ისინი ერთობლივად მუშაობენ ევროპული დაცვის სამსახურებთან. უცხოელი პოლიციის მუშაკები, რომელთაც ხულიგნებსა და ტერორისტებთან ბრძოლის პრაქტიკა აქვთ, იაპონელ თანამშრომლებთან ერთად დაიცავენ მატჩებს. პოლიცია აცხადებს, რომ მათ ტერორიზმი ყველაზე დიდ საშიშროებად 11 სექტემბრის ტერაქტამდეც მიაჩნდათ და მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა.

ორ ქვეყანას შორის ერთადერთი უპირატესობა ამ დაძაბულ სიტუაციაში არის საღი კონკურენციის წარმოშობა, თუ რომელი უფრო კარგად გაუმასპინძლდება მსოფლიო ჩემპიონატს. კორეის მსოფლიო ჩემპიონატის კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, ჩანგ მონგ-ჯუნს (ჩჰუნგ Mონგ-ჯოონ) იმედი აქვს, რომ იაპონიის იმპერატორი, აკიიტო (Aკიჰიტო) სეულში ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების ტონი შერბილდა, მას შემდეგ რაც, კორეის დასაცავად იაპონიის გაზეთები თავს დაესხნენ ფიფას, როცა ფიფამ კორეის რესტორნებს შესთავაზა, წუნია დასავლელი გულშემატკივრების გამო, ძაღლის ხორცით მომსახურება შეეწყვიტათ.