მსოფლიო ეკონომიკა ციფრებში

აშშ
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მოხსენების თანახმად, რომელიც მან ღია ბაზარზე ოპერაციების კომიტეტის (FOMC) სხდომის შემდეგ გაავრცელა, ფედრეზერვმა საკვანძო სააღრიცხვო განაკვეთი 0-0,25%-ის დიაპაზონში დატოვა. როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, FOMC ელის, რომ შესაბამისი დაფინანსების პირობებში, ეკონომიკის ზრდის პროცესი ზომიერი ტემპებით გაგრძელდება, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი ეტაპობრივად შემცირდება.

მათ შორის, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეინარჩუნოს ფედერალური ფონდების განაკვეთების სამიზნე დიაპაზონი და ვარაუდობს, რომ იგი მისაღები იქნება თუნდაც იქამდე, ვიდრე უმუშევრობის დონე არ შემცირდება 6,5%-მდე, ხოლო უახლესი ორი წლის მანძილზე ინფლაციის პროგნოზი არ გადააჭარბებს 0,5%-ს 2%ს ზევით, რისკენაც კომიტეტი გრძელვადიან პერსპექტივაში მიისწრაფის, ნათქვამია მოხსენებაში.

კვლევითი ორგანიზაციის ConferenceBoard-ის მიერ მომზადებული მოხსენების თანახმად, აშშ-ის წამყვანი ეკონომიკური ინდიკატორების ინდექსი მიმდინარე წლის თებერვალში 0,5%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 0,4%-ით ელოდნენ. 2013 წლის იანვარში მოცემული მაჩვენებელი, დაზუსტებული მონაცემებით, 0,5%-ით გაიზარდა (ადრე ინდექსის 0,2%-ით ზრდა იყო გამოცხადებული), 2012 წლის დეკემბერში კი ეს ინდექსი 0,4%-ით გაიზარდა.

აშშ-ის რიელტორების ასოციაციის მონაცემებით, ქვეყნის მეორად ბაზარზე საცხოვრებელი სახლების გაყიდვების მოცულობა, მიმდინარე წლის თებერვალში, 0,8%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და შეადგინა 4,98 მილიონი ერთეული (ერთ წელზე გადაანგარიშებული, annual rate). ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის მნიშვნელობას 4,9 მილიონი ერთეულის ფარგლებში ვარაუდობდნენ. თებერვლის შედეგით მაჩვენებელმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია 2009 წლის ნოემბრიდან. ამასთან, აშშ-ის საცხოვრებელი სახლების მეორად ბაზარზე გაყიდვების მოცულობა 2013 წლის თებერვალში 10,2%-ით მაღალი აღმოჩნდა 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (4,52 მილიონი ერთეული). მიმდინარე წლის იანვრის მონაცემი ზრდის მიმართულებით გადაიხედა და შეადგინა 4,94 მილიონი ერთეული (ადრე დასახელდა 4,92 მილიონი ერთეული).

1

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში ახალი სახლების მშენებლობის მოცულობა იანვართან შედარებით 0,8%-ით გაიზარდა და შეადგინა 917 ათასი ერთეული. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 915 ათასი სახლი იქნებოდა. 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ახალმშენებლობის მოცულობა 2013 წლის თებერვალში გაიზარდა 27,7%-ით. გადასინჯული მონაცემებით, 2013 წლის იანვარში აშშ-ში ახალმშენებლობების მოცულობა თვიურ გამოხატულებაში შემცირდა 7,3%-ით (ადრე მაჩვენებლის შემცირებას 8,5%-ით ვარაუდობნენ) და შეადგინა 910 ათასი ერთეული.

ახალი სახლების მშენებლობისთვის გაცემული ნებართვების რაოდენობა, მიმდინარე წლის თებერვალში, წინა თვის გადასინჯულ მონაცემთან შედარებით გაიზარდა 4,6%-ით 946 ათას ერთეულამდე. გასული წლის თებერვალთან შედარებით ნებართვების რაოდენობა გაზრდილია 33,8%-ით.

2

აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, უმუშევრობის შემწეობისთვის სახელმწიფოსადმი პირველადი მიმართვების რაოდენობა 16 მარტს დასრულებული კვირის შედგებით, 336-მდე გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის მნიშვნელობას 342 ათას მოთხოვნამდე პროგნოზირებდნენ. დაზუსტებული მონაცემებით, წინა, 9 მარტს დასრულებული კვირის შედგებით სახელმწიფოს შემწეობისთვის 334 ათასმა ადამიანმა მიმართა, როცა ადრე 332 ათასს ვარაუდობდნენ.

ევროზონა

ევროპის სტატისტიკური სააგენტოს Eurostat-ის მონაცემებით, ევროზონის სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა მიმდინარე წლის იანვარში 3,9 მილიარდი ევრო შეადგინა. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ თვის შედეგის მიხედვით სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 3,5 მილიარდი ევრო იქნებოდა. 2012 წლის დეკემბერში, გადასინჯული მონაცემების თანახმად, ვროზონის სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა 10,8 მილიარდი ევრო შეადგინა, მაშინ როცა 11,7 მილიარდი ევროს დადებით სალდოზე იყო საუბარი. 2013 წლის იანვარში ევროზონის სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა 9,1 მილიარდი ევრო შეადგინა. ევროზონაში შემავალი 17 სახელმწიფოს ექსპორტის მოცულობა 2013 წლის იანვარში წლიურ გაანგარიშებაში 5%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტისა – 3%-ით. თვიურ გაანგარიშებაში, სეზონური რყევების გათვალისწინებით, ევროზონის ექსპორტი 2013 წლის იანვარში 2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 3,1%-ით.

ევროკავშირის 27 სახელმწფოს სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა მიმდინარე წლის იანვარში 16,5 მილიარდი ევრო შეადგინა 2012 წლის იანვრის 24,9 მილიარდიანი დეფიციტის საპირისპიროდ. 2012 წლის დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებში დაფიქსირდა 1,1,-მილიარდიანი დეფიციტი. ამასთან, 2013 წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ევროკავშირის 27 ქვეყნის ექსპორტის მოცულობა 6%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტისა კი თითქმის არ შეცვლილა. თვიური გამოანგარიშებითა და სეზონური კორექტირების გათვალისწინებით, ევროკავშირის 27 ქვეყანაში ექსპორტი გაიზარდა 2013 წლის იანვარში 2,9%-ით, ხოლო იმპორტი – 1,3%-ით.

გერმანია

კვლევითი ინსტიტუტის, IFO-ს მონაცემებით, გერმანიის საქმიანი განწყობის ინდექსი მიმდინარე წლის მარტში გასულ თვესთან შედარებით შემცირდა და შეაგდინა 106,7 პუნქტი. ანალიტოკოსები ამ მაჩვენებლის მნიშვნელობას 107,6 პუნქტის დონეზე ელოდნენ. წინა თვეს ეს მაჩვენებელი გადასინჯული მონაცემებით, 107,4 პუნქტზე იყო, რასაც ადრევე ვარაუდობდნენ. მარტში მიმდინარე საქმიანი პირობების ინდექსმა შეადგინა 109,9 პუნქტი, როცა ანალიტიკოსები 110,4 პუნქტს პროგნოზირებდნენ, ხოლო მოლოდინის ინდექსმა – 103,6 პუნქტი, 104,9 პუნქტის პროგნოზის პირობებში.

საფრანგეთი

საფრანგეთის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს, INSEE-ს მონაცემებით, ქვეყნის დამამუშავებელ სექტორში მიმდინარე წლის მარტში საქმიანი განწყობის ინდექსი წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა და შეადგინა 90 პუნქტი. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 91 პუნქტის დონეზე ელოდნენ. საქმიანი კლიმატის ინდექსმა 2013 წლის თებერვალში, გადასინჯული მონაცემებით, შეადგინა 90 პუნქტი, როგორც ამას ადრეც იუწყებოდნენ.

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში ქვეყანაში საცალო გაყიდვების მოცულობამ (სეზონურად კორექტირებული მაჩვენებელი) წინა თვესთან შედარებით 2,1%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,5%-ით გაიზრდებოდა თვიურ გაანგარიშებაში. დიდი ბრიტანეთის საცალო გაყიდვების მოცულობა 2013 წლის თებერვალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,6%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ანალიტიკოსები მაჩვენებლის ზრდას წლიურ გამოხატულებაში 0,5%-ით ვარაუდობდნენ. 2013 წლის თებერვლის შედეგებით მაჩვენებელმა ბევრად ინტენსიური ზრდა აჩვენა თვიურ და წლიურ გამოხატულებაში 2012 წლის მარტთან შედარებით. 2013 წლის იანვარში დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვების მოცულობა, გადასინჯული მონაცემებით, შემცირდა 0,7%-ით (ადრე იუწყებოდნენ, რომ შემცირება 0,6%-იანი იქნებოდა), ხოლო 2012 წლის იანვართან შედარებით მაჩვენებელი ასევე შემცირდა 0,5%-ით, ადრე კი 0,6%-იან კლებას ვარაუდობდნენ.

3

ქვეყნის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის მაჩვენებელი მიმდინარე წლის თებერვალში არ შეცვლილა და შეადგინა 4,7%. 2013 წლის თებერვალში სახელმწიფოსთვის უმუშევრობის შემწეობის გამო მიმართვების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 1,5 ათასით შემცირდა და შეადგინა მილიონ 542 ათასი. ეს 2011 წლის ივნისის შემდეგ განაცხადების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ მიმართვების რაოდენობა 5 ათასით შემცირდებოდა.

4

დიდი ბრიტანეთის 2013 წლის იანვრის უმუშევრობის მონაცემები გადაიხედა და შეადგინა 4,7%, როგორც ადრე იუწყებოდნენ, მაგრამ უმუშევრობისთვის ახალი მიმართვების რაოდენობა 2013 წლის იანვრისთვის წინა თვესთან შედარებით გადასინჯული მონაცემებით, 10 ათასით შემცირდა (ადრე 12,5 ათასით შემცირება გამოცხადდა). დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით არის გამოთვლილი, სამ თვეში (2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის იანვრამდე) არ შეცვლილა აგვისტო-ოქტომბერთან შედარებით და შეადგინა 7,8%. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებელს 7,7%-ის დონეზე ვარაუდობდნენ.