დემოგრაფია და დემაგოგია
ეკა გაბადაძე
მსოფლიოს ყველა ქვეყნის პროფესორები ერთხმად ამტკიცებენ, რომ დედის რძე ჩვილის გამოკვების უალტერნატივო და ძვირფასი საშუალებაა. მაგრამ მეძუძური დედა თავად უნდა იყოს ჯანმრთელი, კარგად გამოკვებილი, იმყოფებოდეს მშვიდ სიტუაციაში, ერთი სიტყვით, სრულ იდილიაში. სამწუხაროდ, ცხოვრებაში და, კერძოდ, ჩვენს ქვეყანაში ასე იშვიათად ხდება. ამიტომ პატარებისათვის მხოლოდ დედის რძე საკმარისი არ არის.
ბავშვთა კვების პროდუქციის სიმრავლე ყველა მათგანის მაღალხარისხიანობას სულაც არ ნიშნავს. ამასთანავე, ავადმყოფ ბავშვებს სპეციალური საკვები სჭირდებათ, ჯანმრთელებს – სხვადასხვაგვარი ვიტამინებით, ცილებით თუ ცხიმებით გამდიდრებული… იანვრის ბოლოს თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ: “ჰუმანა მილხუნიონ” ჯგუფისა და “რერუნ ნატურალსის” წარმომადგენლები. ორდღიან ლექცია-სემინარს, რომელიც “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა, დედაქალაქის პედიატრთა ფართო სპექტრი ესწრებოდა. სემინარის მთავარ თემას ბავშვთა ჰარმონიული განვითარებისთვის ზრუნვა წარმოადგენდა. პედიატრთა განმარტებით, ისინი ხშირად უნიშნავენ “ჰუმანას” პროდუქციას – რძეს, ფაფებს, სხვადასხვა დამატებებს.. “ჰუმანას” რძის შემცველობა მაქსიმალურად არის მიახლოებული დედის რძესთან.
საიდ ლასიდი (“ჰუმანა მილხუნიონ” ჯგუფის წარმომადგენელი აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში და “ჰუმანა ჯორჯიას” დამფუძნებელი): “ჩვენი ვიზიტის მიზანია ქართველ ექიმებს უკეთ გავაცნოთ “ჰუმანას” პროდუქცია და ყველა საინტერესო, პრობლემატურ კითხვამდე ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ. “ჰუმანა” აწარმოებს დღენაკლულ ბავშვთა, დისბაქტერიოზის, დიარეის, გენეტიკური ინტოლერანციის პრობლემების მქონე ბავშვთა პროდუქტებს. “ჰუმანა-პრე” დედის რძესთან მაქსიმალურად მიახლოებული საკვებია ალერგიული ბავშვებისათვის რომლებისთვისაც ძროხის რძე და მისგან დამზადებული ფაფების მიღება არ შეიძლება. მათთვის სპეციალური პროდუქტი გვაქვს – ძროხის რძეს ჩვენ სოიას რძით ვცვლით. განსაკუთრებით აღვნიშნავდი ავადმყოფ ბავშვთა კვების პროდუქტებს, ეს პროდუქტები მთელ რიგ ქვეყნებშია აპრობირებული და საოცარი შედეგები მივიღეთ! მართალია, ძროხის რძე გაცილებით იაფია, მაგრამ ალერგიული და ავადმყოფი ბავშვებისათვის სამომავლოდ სავალალო შედეგების მომტანიც არის: ალერგენები, რაც ძროხის რძის მიღების შედეგად ორგანიზმში იყრის თავს, სამუდამოდ იქ რჩება. “ჰუმანას” სპეციალური პროდუქცია ამ პრობლემათაგან ჩვილთა დაზღვევის საშუალებაა”.
თბილისში იმყოფებოდა დოქტორი ვოლფგანგ შუბერტი – საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი, კვების ქიმიკოსი, სამეცნიერო კვების ხელმძღვანელი, გაერთიანებული ერების კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)-ს კვებითი სტანდარტების ერთობლივი პროგრამისა და კვებითი ნორმების კომიტეტის წევრი. დოქტორ შუბერტის ხელმძღვანელობით “ჰუმანას” პროდუქცია არაერთხელ შეისწავლეს ზედმიწევნით. “ჰუმანას” პროდუქტები აბსოლუტურად ეთანხმება საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს. დოქტორი შუბერტი კმაყოფილია საქართველოში “ჰუმანას” პროდუქციის წარმატებით: “მოხარული ვარ, რომ ქართველ ექიმებთან ბავშვთა კვების პროდუქტების შესახებ საუბრის საშუალება მაქვს. ამ მხრივ, უამრავი პრობლემა და საჭირბოროტო საკითხი დაგროვდა. “ჰუმანას” პროდუქცია სათავეს 50-იანი წლებიდან იღებს. გერმანიაში ფერმერთა ერთადერთი კორპორაციაა (რომლის წარმომადგენელიც გახლავართ), რომელიც ბავშვთა კვების პროდუქციას აწარმოებს. საქართველოში “ჰუმანა” 1995 წლიდან შემოვიდა და ამ მოკლე პერიოდში საკმაო წარმატებებითაც სარგებლობს”.
“ჰუმანას” პროდუქცია, სამწუხაროდ, ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის. კომპანია პროდუქციის გაიაფებაზე ზრუნავს, მაგრამ თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში რეალიზება წარმოებას არარენტაბელურს გახდიდა. საიდ ლასიდის თქმით – მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბავშვთა კვება მთავრობის ზრუნვის საგანია. იმისათვის, რომ “ჰუმანას” თუ ბავშვთა კვების სხვა პროდუქცია მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, გამოსავალი მთავრობის მიერ ამ სფეროს სუბსიდირება იქნებოდა, თუმცა, ეს, ალბათ, შორეული პერსპექტივაა და ასევე ქართული მხარის გადასაწყვეტია.