არგენტინის ხელისუფლება ოპტიმიზმს არ კარგავს
მოამზადა ბესო ჯგერენაიამ
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არაპოპულარული ხარჯების შემცირების გზით, არგენტინისთვის აუცილებელი ფინანსური დახმარება სათანადო მდგომარეობაში მოიყვანა. წლების განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტს ფინანსურ ქაოსს აბრალებენ, რომელმაც მწვერვალს იანვრის თვეში მომხდარი გაუფასურებისა და სახელმწიფო ვალების შეუსრულებლობისას მიაღწია. ხალი პრეზიდენტი ედუარდო დუჰალდე მონდომებით ცდილობს, თავიდან აიცილოს მძვინვარე აჯანყებები, რომელმაც მისი ორი წინამორბედის გადადგომა გამოიწვია.
დუჰალდეს მიერ შესრულებული სამუშაოები ბევრისთვის სტაბილურია. მაგრამ ამბოხებების შემდეგ, რომელმაც სულ მცირე 27 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და გამოიწვია ფერნანდო დე ლა რუას გადადგომა, ბევრი არგენტინელი დარწმუნებულია, რომ მათ გააჩნიათ ძალაუფლება, გააკონტროლონ და შემოაბრუნონ კიდეც ხელისუფლების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება. “დუჰალდე, სჯობს, ფრთხილად იყოს, თორემ ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში და მერე არავინ იცის, რა მოხდება. ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ”, – განაცხადა არგენტინის ერთ-ერთმა მოქალაქემ.
დუჰალდეს მიერ კრიზისის დაძლევის ხერხმა ბევრ ბანკში განაწყენება გამოიწვია. ზოგიერთი მათგანი დახურვის პირასაა მისული. ეს ის ბანკებია, რომლებიც ათწლეულის მანძილზე პესოს დოლართან მიმართების კურსს, ერთი ერთზე ინარჩუნებდნენ.
ზოგიერთმა უცხოურმა ბანკებმა განაცხადეს, რომ ისინი უბრალოდ გავლენ არგენტინის ოპერაციიდან, თუ დევალვაცია მათთვის ძალიან მძიმე იქნება. ესპანეთის Banco Bilbao Vizcaya Argentina-მა კი განაცხადა, რომ მათ საკუთარი ინვესტიციები არგენტინაში სტაბილურად მიაჩნიათ.
არგენტინას იმედი აქვს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა ბანკებს დაეხმარება და ეს წერტილს დაუსვამს საბანკო დეპოზიტების გაყინვას, განაახლებს სტაბილურობას ეკონომიკაში, რომელიც 1998 წლის შემდეგ არ განვითარებულა. მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ ჯერ უფრო მეტი რეფორმების გატარება იქნება საჭირო.
არგენტინის ხელისუფლება ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ისინი 20 მილიარდამდე საერთაშორისო სესხს მიიღებენ. ბუშის ადმინისტრაცია კი დაჟინებით მოითხოვს, უფრო სრულყოფილი რეფორმის პროგრამის ჩამოყალიბებას.
არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლოს რუკოფი შეხვდა შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრს, კოლინ პაუელს და ფინანსთა მინისტრს პოლ ონეილს, რათა განეხილა ეკონომიკური მიზნები.
აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ არგენტინის მიმართ მხარდაჭერას უფრო სრულყოფილი ეკონომიკური გეგმის ჩამოსაყალიბებლად. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა – “როცა ისინი შეიმუშავებენ გეგმას, მათ მხარს დავუჭერთ, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით”.
ბუშის ადმინისტრაცია ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციას, რომ დუჰალდეს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს უფრო სრულყოფილი ფულის მიმოქცევის რეჟიმი, ასევე შეადგინოს მისაღები გეგმა უცხოური ვალების რესტრუქტურიზაციისთვის და აღმოფხვრან ბიუჯეტის დეფიციტის საკითხი.