ქართულ ბაზარზე ჟანგბადით გამდიდრებული სასმელი წყალი ”ოქსი” შემოდის

ქართული ბაზრის წყლების სეგმენტს ჟანგბადით გამდიდრებული სასმელი წყალი – ”ოქსი” შეემატა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მუშტაიდის პარკში კომპანია OXY-GI-მ ჟანგბადიანი წყლის პრეზენტაციას გამართა.

ჟანგბადით გამდიდრებულ სასმელ წყალს ევროპასა და აშშ-ში მომხმარებლები კარგად იცნობენ და მასზე მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია. საქართველოში კი, სტაბილიზირებული ჟანგბადის ბოთლებში ჩამოსხმა პირველად კომპანია OXY-GI-მ დაიწყო. ”ოქსის” მიღება რეკომენდირებულია ნებისმიერი ადამიანისთვის. OXY-GI-ს სტაბილიზირებული ჟანგბადი სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში იყიდება.