”ფეისბუქმა” მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დარღვევა აღიარა
”ფეისბუქმა” აღიარა, რომ 6 მილიონი მომხმარებლის მონაცემების კონფიდენციალურობა დაარღვია. ირკვევა, რომ მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელის მომხმარებელთა ტელეფონის ნომრები და ელექტრონული მისამართები მთელი წელი ხელმისაწვდომი იყო არაავტორიზებული პირებისთვის.
მეტიც: ”ფეისბუქმა” პრობლემის შესახებ მხოლოდ ახლახანს ერთ-ერთი მომხმარებლის პრეტენზიის შემდეგ შეიტყო. სოციალურმა ქსელმა ტექნიკური ხარვეზი უკვე გამოასწორა. ”ფეისბუქის” მენეჯმენტი ირწმუნება, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა მომავალში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. დაეკისრება თუ არა მომხდარის გამო სოციალურ ქსელს სანქციები, უცნობია.