ბერნანკემ აშშ-ის აქციების ბაზარს დაარტყა

მიდმინარე წლის 17 ივნისს, აშშ-ში საფონდო ვაჭრობა წამყვანი ინდექსების ზრდით დასრულდა ტრეიდერების მოლოდინის ფონზე, თუ რა პოლიტიკას გააგრძელებდა აშშ-ის ცენტრალური სარეზერვო სისტემა ”რაოდენობრივი ლიბერალიზმის” პროგრამასთან მიმართებაში. აშშ-ში ვაჭრობა წამყვანი ინდექსების 1%-ით ზრდით დაიწყო, თუმცა მერე ვარდნა შეინიშნებოდა, რაც Financial Times-ის პუბლიკაციას მოჰყვა, სადაც ნათქვამი იყო, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა ახლოს არის მასტიმულრებელი ღონისძიებების შემცირებასთან. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით ინდექსები ”გამოჯანმრთელდნენ” დანაკარგებისგან და ისევ შევიდნენ ”მწვანე” ზონაში, იმისთვის, რომ ვაჭრობის დასრულებამდე აქვე ყოფილიყვნენ.

ამერიკული ბანკების კოტირებები დამაჯერებლად იზრდებოდა. Wells Fargo-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 1,1%-ით გაიზარდა, Bank of America-ის კოტირებებმა მოიმატა 1,07%-ით, მაშინ როცა JP-Morgan Sachs-ის აქციებმა ფასში 1,4%-ით მოიმატა.

რიგი კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდას ასევე შეუწყვეს ხელი ცალკეულმა კორპორატიულმა სიახლეებმა. მაგალითად, ამერიკული ავიამშენებლის Boeing-ის კოტირებები გაიზარდა 1,2%-ით მას შემდეგ, რაც ლე-ბურჟეში საერთაშორისო ავიაშოუს დროს კომპანიამ კონტრაქტი გააფორმა თავისი თვითმფრინავის _ 787 Dreamliners _ მიწოდებაზე ავიასალიზინგო შვილობილისთვის General Electric.

17 ივნისის ავჭრობის შედეგად, ინდექსი Dow Jones გაიზარდა 109,67 პუქნტით (+0,73%) 15179,85 პუქნტამდე, ინდექსი S&P 500 _ 12,31 პუნქტით (+0,76%) 1639,04 პუნქტამდე, ინდექსი NASDAQ _ 28,57 პუნქტით (+0,83%) 3452,13 პუნქტამდე.

სამშაბათს, 18 ივნისს საფონდო ვაჭრობა აშშ-ში დაიხურა წამყვანი ინდექსების ზრდით. ეს დაკავშირებულია, როგორც ინვესტორების შეშფოთების შემცირებასთან ”რაოდენობრივი ლიბერალიზმის” პროგრამის შეკვეცასთან დაკავშირებით, ისე მაკროეკონომიკური სტატისტიკის გამოქვეყნებასთან. ვაჭრობის მიმდინარეობაზე გავლენა მოახდინა ფედერალური სარეზერვო სისტემის აქტივების გამოსყიდვის პროგრამის კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებულ ინვესტორების მოლოდონმა.

იაპონური ელექტოსაქონლის მწარმოებლის Sony-ის კოტირება ამერიკულ ვაჭრობაზე 3%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჰეჯ-ფონდმა Third Point გაზარდა თავისი წილი კომპანიის პაკეტში (6%-დან თითქმის 7%-მდე).

Nokia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 4,6%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Financial Times-ში გამოქვეყნებულმა პუბლიკაციამ გააძლიერა კომპანიის ჩინურ Huawei-სთან შერწყმის ხმები. ამასთან, სმარტფონების მწარმოებლის BlackBerry-ის კოტირება 3,8%-ით გაიზარდა მოარული ხმების გამო იმასთან დაკავშირებით, რომ მან შესაძლოა ჩინურ კომპიუტერულ კომპანია Lenovo-სთან დადოს გარიგება. თავის მხრივ Lenovo-ს კოტირება 0,1%-ით შემცირდა.
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ინდექსი Dow Jones გაიზარდა 138,38 პუნქტით (+0,91%) 15318,23 პუნქტამდე, ინდექსი S&P _ 12,77 პუნქტით (+0,78%) 1651,81 პუნქტამდე, ინდექსი NASDAQ _ 30,05 პუნქტით (+0,87%) 3482,18 პუნქტამდე.

19 ივნისს საფონდო ვაჭრობები აშშ-ში დასრულდა წამყვანი ინდექსების შემცირებით. მთავარი იმედის გაცრუება ინვესტორებისთვის ფედერალური სარეზერვო სისტემის მეთაურის, ბენ ბერნანკეს პრეს-კონფერენცია გახდა, რომელიც ღია ბაზარზე ოპერაციების კომიტეტის (FOMC) სხდომას მოჰყვა. ბერნანკეს განცხადებით, სარეზერვო სისტემამ შეიძლება შეამციროს ბონდების შესყიდვის თვიური მოცულობა იმ შემთხვევაში თუ ამერიკის ეკონომიკა მაღალ ტემპებში გააგრძელებს აღდგენას. მისი სიტყვებით, შესყიდვის მოცულობის შემცირება იქნება უკიდურესად ზომიერი და შეიძლება დაიწყოს 2014 წლის შუა პერიოდში. ბერნანკემ ხაზი გაუსვა იმას, რომ სტიმულირების პროგრამა შემცირებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ”შრომის ბაზარი სტაბილური გაუმჯობესების დემონსტრირებას მოახდენს”. მოცემულ მომენტში, ფედერალური სარეზერვო სისტემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის ეკონომიკის ზრდა გრძელდება ზომიერი ტემპებით. ყოველივე ამის ფონზე ამერიკულმა ბანკებმა ნეგატიური ტენდენცია აჩვენეს. ასე მაგალითად, Wells Fargo-ის კოტირება შემცირდა 0,4%-ით, Bank of America-ს აქციათა ფასები დაეშვა 0,6%-ით, ხოლო JP-Morgan Chase-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა 1,03%.

კორპორატიული სიახლეებიდან ინვესტორებს დააინტერესათ ელექტომობილების მწარმოებლის Tesla Motor-ის სიახლემ. კომპანიამ განაცხადა, რომ Model S-ის ავტომობილების გარკვეულ ნაწილს მექანიკური დეფექტების გამო უკან იწვევს. მიუხედავად ამისა, Tesla-ს კოტირება 1,3%-ით გაიზარდა. საერთაშორისო კურიერული სამსახურის FedEX Corp.-ის კოტირება გაიზარდა 1,1%-ით კომპანიის ანგარიშის ფონზე, რომლის მიხედვითაც კვარტალური მოგება აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს.

19 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ინდექსი Dow Jones შემცირდა 206,04 პუნქტით (1,35%) 15112,19 პუნქტამდე, ინდექსი S&P შემცირდა 22,88 პუნქტით (-1,39%) 1628,93 პუნქტამდე, ინდექსი NASDAQ _ 38,98 პუნქტით (-1,12%) 3443,2 პუნქტამდე.

საფონდო ვაჭრობა აშშ-ში 20 ივნისს დაიხურა 2013 წლისთვის წამყვანი ინდექსების უძლიერესი შემცირებით. საბირჟო ინდიკატორები დაეცა საშუალოდ 2,3%-ით არასასურველი მაკროეკონომიკური სიახლეებისა და ინვესტორების პესიმიზმის ფონზე, რომელიც დაკავშირებული იყო 2014 წლის შუა პერიოდისთვის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ აქტივების გამოსყიდვის პროგრამის შეწყვეტის მოლოდინით, ამერიკის სავაჭრო მოედნებზე კოტირებების შემცირება ასევე მიმდინარეობდა სასაქონლო ბირჟებზე ჩამოქცევის ფონზე. 20 ივნისს დღის ბოლოსთვის ფიუჩერსები Brent და Light Sweet-ის მარკის ნავთობზე შემცირდა 3%-ით, რამაც შეამცირა ნავთობისა და გაზის კომპანიების კაპიტალიზაცია. ნავთობი გაიაფდა გრძელი პოზიციების ლიკვიდაციით, რომელიც განპირობებული იყო ენერგომატარებლებზე გლობალური მოთხოვნის შემცირების შიშით. სანავთობე ფიუჩერსების აქტიური გაყიდვების სიგნალად იქცა ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შემცირების მონაცემები. წინასწარი მონაცემებით, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის HSBC-ის მონაცემებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ივნისის ინდექსი _ Flash Manufacturing PMI (საქმიანი აქტივობა მრეწველობაში) _ შემცირდა მაისის 49,2 პუნტიდან 48,3 პუნქტამდე. საკვანძო 50-იან ნიშნულს ქვემოთ მოცემული მაჩვენებელი მეორე თვეა რაც იმყოფება და ახლა დაეშვა 2012 წლის სექტემბრიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე. ამასთან, ანალიტიკოსები ადრე ვადაუდობდნენ, რომ ინდექსი HSBC Flash Manufacturing PMI იქნებოდა 49,4 პუქნტი. ჩინეთიდან სუსტი მონაცემების ფონზე, კოტირების შემცირება აღენიშნათ სამთო მომპოვებელ კომპანიებსაც: ალუმინის გიგანტის Alcoaა-ის აქციები გაიაფდა 1,17%-ით, სპილენძის მომპოვებელი Freeport McMoran-ისა კი 5,04%-ით.

ნეგატიური დინამიკა დაფიქსირდა ამერიკულ ბანკებს შორისაც: Bank of Americaა-ს კოტირება დაეშვა 2,27%-მდე, CitiGroup-ის _ 3,29%-მდე, ხოლო US Bancorp-ისა _ 0,37%-ით.

1

ინვესტორები ინტერესით აკვირდებოდნენ ავიამშენებლობის ინდუსტრიის ორი გიგანტის ორთაბრძოლას, რომელიც ლა-ბურჟეს მინდვრებზე გაიმართა და დასრულდა არც ერთის აშკარა უპირატესობით. ამერიკულმა Boeing-მა საიუბილეო ავიასალონის შედეგებით მიიღო 442 თვითმფრინავის შეკვეთა საერთო ღირებულებით 66 მილიარდი დოლარი, მაშინ როცა ევროპულმა Airbus-მა გამოფენა 466 შეკვეთით დაასრულა საერთო ღირებულებით 68,7 მილიარდი დოლარი. Boeing-ის კოტირება სავაჭრო სესიის დასრულებისას შემცირდა 2,25%-ით.

სავაჭრო სესიის შედეგებით, ინდექსი Dow Jones შემცირდა 353,87 პუნქტით (-2,34%) 14758,32 პუნქტამდე, ინდექსი S&P შემცირდა 40,74 პუნქტით (-2,50%) 1588,19 პუნქტამდე, ინდექსი NASDAQ _ 78,56 პუნქტით (-2,28%) 3364,64 პუნქტამდე.

21 ივნისს აშშ-ში საფონდო ვაჭრობა დასრულდა ინდექსების სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობით. წამყვანი ინდექსების ფიუჩერსების კოტირება იმის დასტური იყო, რომ სავაჭრო სესია ”პლუსში” გაიხსნებოდა. ასეც მოხდა, მაგრამ გახსნის შემდეგ ძალიან მალე ინდექსი NASDAQ წავიდა ზომიერ მინუსში. ვაჭრობის დახურვისას ძალთა განლაგება უცვლელი დარჩა: Dow Jones Industrial Average-მ და S&P 500-მა ვაჭრობა დაასრულეს ”მწვანე” ველში, ხოლო NASDAQ ”წითელში” დარჩა.

CarMax-ის (ავტომობილებით ვაჭრობა) ფასიანი ქაღალდები 0,04%-ით გაძვირდა. ასეთი მოკრძალებული შედეგი განპირობებული იყო კომპანიის ბოლო ანგარიშით: CarMax-ის მოგება ანალიტიკოსების პროგნოზს ქვემოთ აღმოჩნდა. ამერიკული კორპორაციისა და Oracle-ისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის აქციების კოტირება შემცირებას აგრძელებს, ვაჭრობის დახურვისას მან 9,3% დაკარგა. ამის მიზეზი ადრე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიში გახდა, რამაც ანალიტიკოსების იმედის გაცრუება გამოიწვია.

Facebook-ის აქციები, პირიქით, გაიზარდა 2,6%-ით მას შემდეგ, რაც სოციალურმა ქსელმა გამოაცხადა, რომ პოპულარულ სერვისში _ Instagram _ შეიძლება ვიდეოს უფასო გამოქვეყნება.

სავაჭრო სესიის შედეგად Dow Jones გაიზარდა 41,08 პუნქტით (+0,28%) 14799,40 პუნქტამდე, ინდექსი S&P _ 4,24 პუნქტით (+0,27%) 1592,43 პუნქტამდე, ინდექსი NAშDAQ შემცირდა 7,39 პუნქტით (-0,22%) 3357,25 პუქნტამდე.