იაფი ნავთობის ერა დასრულდა, მაგრამ ნავთობმოპოვების პიკი – მითია

სოფლიო ნავთობის მარაგების დაშრეტის საფრთხე სამომავლოდ გადაიდო, რასაც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებიც ადასტურებს. ამ ცოტა ხნის წინ აშშ-ში აღმოჩენილი ახალი მსხვილი ნავთობის საბადოებმა პროგნოზები გლობალური მასშტაბით შეცვალეს. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (სეს) ნავთობის ბაზრის განყოფილების მეთაურის, ანტუან ჰაფის განცხადებით, ბოლო ორი წლის მანძილზე ნავთობის მსოფლიო მარაგების პროგნოზი რამდენჯერმე გადაიხედა ზრდის მიმართულებით. აშშ-ში ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირება შეიცვალა ზრდით – ფიქლის ნავთობის სახეობისა და სხვა წყაროების ახალი ჭაბურღილების მწყობრში შესვლის ხარჯზე. ”რამდენიმე წლის წინ, ყველა ფიქრობდა, რომ აშშ-ში ნავთობის მოპოვება შემცირებას დაიწყებდა, რომ ქვეყანა იძულებული იქნებოდა ნავთობის იმპორტი ქვეყანაში შეუჩერებლად გაეზარდა, მაგრამ ახლა ქვეყანა მთლიანად აკმაყოფილებს თავის მოთხოვნას~, – განაცხადა ჰაფმა.

რევოლუცია ნავთობის მოპოვების მეთოდებში

პროგნოზების ცვლილების უკან ნავთობის ახალი საბადოების აღმოჩენა დგას ტეხასსა და ჩრდილოეთ დაკოტაში, ასევე, კალიფორნიაში, მონტერეის რაიონში ფიქლის საბადოებიდან ჰიდრო რღვევის მეთოდით ნავთობის მოპოვების პერსპექტივები. სესის ერთ-ერთი პროგნოზის თანახმად, ნავთობის მოპოვებაში აშშ ციფრების მიხედვით, შესაძლოა, საუდის არაბეთსაც დაეწიოს 2020 წლისთვის, არ არის გამორიცხული, რომ 2017 წლისთვისაც კი.

ბუნებრივი ფიქლის გაზის ახალი მეთოდით მოპოვება – ჰიდრო რღვევა – უკვე დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება ნავთობის მოპოვებაში ისეთ რაიონებში, რომლებიც ადრე არაპერსპექტიულად მიიჩნეოდა. გამოჩნდა გეოლოგიური დაზვერვის მონაცემების ანალიზის ახალი მეთოდები. სეისმური მონაცემების სტერეოსკოპიური ინტერპრეტაციები გეოლოგებს საშუალებას აძლევს, უკეთ შეაფასონ ფიქლის სტრუქტურა, რომლებიც შეიძლება გაზს ან ნავთობს შეიცავდეს. ჰორიზონტალური ბურღვის მეთოდი საშუალებას იძლევა, ერთი მეორეზე განლაგებული ფიქლის შრეებიდან ნავთობის მოპოვების.

ჰიდრო დარტყმის მეთოდის გამოყენება ან სითხის ნაკადებით ქანების დარღვევა მაღალი წნევის ქვეშ, ნახშირწყალბადების დღემდე ხელმიუწვდომელ მარაგებამდე მისვლის საშუალებას იძლევა. ცენტრალურ კალიფორნიაში, სადაც პირველი ნავთობის ჭაბურღილებმა ნავთობი ჯერ კიდევ XIX საუკუნის 90-იან წლებში ამოიღეს, თავდაპირველად ნავთობი მიწიდან მოდიოდა საკუთარი წნევით. გასული საუკუნის 40-იან წლებში ნავთობის კომპანიებმა ცხელი ორთქლით ჭაბურღილის დაორთქვლის მეთოდი გამოიყენეს შეკრული ნავთობის გამოსათავისუფლებლად. ამ მეთოდს დღემდე მიმართავენ.
როგორც მენავთობე ფრედ ჰოლმსი აცხადებს, კომპანია Holmes Western-დან, ამ პროცესში გადამწყვეტი ფაქტორი ნავთობზე მაღალი ფასია, რომელიც არსებული საბადოების ექსპლუატაციისა და ახლების დაზვერვაში ახალი მეთოდების შემუშავებასა და გამოყენებას რენტაბელურად აქცევს. ”ჩვენს ქვეყანაში ნავთობი ასი წლით არის საკმარისი და ეს არსებული მეთოდების გამოყენების პირობებში, მსოფლიოში კი ნავთობი ბევრად მეტია”, – აცხადებს ჰოლმსი. მისი სიტყვებით, სან-ხუაკინის ველის ნავთობით მდიდარ რაიონში ნავთობის საშუალო წლიური მოპოვება 8%-ით მცირდებოდა, მაგრამ ახალი ჭაბურღილების ამუშავებამ და ახალი მეთოდების გამოყენებამ მენავთობეებს საშუალება მისცა ეს ტენდენცია შეეცვალათ.

1

მონტერეის ფიქლიანი რაიონი, ზოგიერთი შეფასებით, შეიცავს დაახლოებით 500 მილიარდი დოლარის ღირებულების 15 მილიარდი ბარელის ნავთობს, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად ხელმისაწვდომი გახდება იგი რთული გეოლოგიური პირობების გამო.

ეკოლოგები შფოთავენ

ახალი სანავთობე ციებ-ცხელების პერსპექტივა ეკოლოგ-აქტივისტებსა და მწვანე მოძრაობას ძალიან აშფოთებთ, წყალბადების ახალი წყაროების არსებობა ავტომატურად არ უნდა ნიშნავდეს მის აუცილებელ ექსპლუატაციას. `ჩვენ უნდა მოვიგოთ ახალი სანავთობე ბუმის წინააღმდეგ ბრძოლა კალიფორნიაში. ჩვენ არ უნდა დავწვათ ეს ნავთობი და არ გამოვიწვიოთ ატმოსფეროში სასათბურე გაზების დონის აწევა”, – აცხადებს იგი.

ტომ ფრანცი, რომელსაც კალიფორნიასა და შაფტერში ნუშის ხეების ფერმა ეკუთვნის, ყურადღეებით ადევნებს თვალს შრეების ჰიდრო დარღვევის მეთოდს მონტერეის ნავთობის რაიონში. ”ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია – ახლა აქ ჯერ 70 ახალი ჭაბურღილია გამართული, სამი წლის შემდეგ ამავე რაიონში უკვე 500 ჭაბურღილი იქნება. შემდეგ კი მთელი ნავთობმოპოვების რაიონი ჩრდილოეთით გადანაცვლებას დაიწყებს და თავის გზაზე ყველაფერს აღგავს”, – აცხადებს ფრანცი.

ამერიკელი გეოფიზიკოსების ჟურნალმა – Eos – გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მხარი დაუჭირა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნავთობმოპოვებაში პიკის მოლოდინი მითია. თუმცა, სტატიის ავტორები ფიქრობენ, რომ ნავთობმოპოვების თვითღირებულების ზრდამ შესაძლოა თვითონ ითამაშოს მოპოვების თვითშემზღუდველი ფაქტორი.

2

ნავთობმოპოვების ერთ-ერთმა წამყვანმა ამერიკელმა სპეციალისტმა ასე შეაჯამა თავისი მოსაზრება: ”იაფი ნავთობის ერა დასრულდა. მაგრამ ჩვენ ძალიან შორს ვდგავართ პიკური მოპოვების მომენტისგან – მისი თვითღირებულება გაიზრდება, მაგრამ გამოჩნდება მოპოვების სხვა, ახალი მეთოდებიც”.

სავსებით შესაძლებელია, რომ ნავთობის ენერგეტიკის ეპოქის დასრულების პროგნოზი გადაჭარბებული აღმოჩნდა.