მესამე მსოფლიო ომი – ბარკალი თუ ფოლადი
სოფიკო სიჭინავა
ნებისმიერი ქვეყანა განვითარების გარკვეულ ეტაპზე ორ საკითხს აგვარებს – სიუხვის მოპოვებასა და მის განაწილებას. სიუხვის მოპოვება ხდება როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ანალოგიური ხდება განაწილების შემთხვევაშიც.
საკუთარი მეურნეობა არის ძირი და ძირი ქვეყნის განვითარებისა, მისი სავალუტო, თავდაცვითი, ეკონომიკური, სოციალური უსაფრთხოების საფუძველი, რადგან სიმდიდრე, რომელიც ამ ქვეყანაში იქმნება, სწორედ ამ ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეთა არსებობის საფუძველია, მისი ეკონომიკის, დემოგრაფიული კვლავწარმოების, თავდაცვითი თუ უსაფრთხოების საკითხების თავიდათავია. აქედან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რა დონეზეა მისი ეკონომიკა განვითარებული.
ეკონომიკაში არსებობს ისეთი ფენომენი, რომ შესაძლოა ერთი და იგივე პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში იწარმოებოდეს და სხვაგან უფრო მეტი ხელსაყრელი გარემო და შიდა ეკონომიკური პირობები იყოს. მაგრამ ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, ხელი შეუწყოს თავის წარმოებას და დაიცვას, რასაც პროტექციონიზმის თეორია ჰქვია.
პროტექციონიზმი თანამედროვე მსოფლიოში დაგმობილია. უფრო მეტიც, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მისი მთელი არსებობა ეფუძნება იმ აზრს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ვაჭრობა თანასწორუფლებიანად იყოს. ანუ ნებისმიერ ქვეყანაში უცხოელმაც და ადგილობრივმაც ვაჭრობის დროს ერთნაირი უფლებებით უნდა ისარგებლონ. ეს გახლავთ WTO-ს კრედო. ასეთია გლობალური, მსოფლიო კაპიტალის მიზანი და წესი, მაგრამ ნებისმიერი ქვეყანა ასეთ სიტუაციაში თავს იცავს. თავდაცვის იარაღს საბაჟო გადასახადი წარმოადგენს. ყველა ქვეყანას შორის ომის საგანი სწორედ ეს არის – საკუთარი მეურნეობის აღორძინების ხელშეწყობა საბაჟო პოლიტიკის მოქნილი წარმოების დახმარებით. არსად, არც ერთ ქვეყანაში მუდმივი პროტექციონიზმი კარგ შედეგს არ იძლევა, იმიტომ, რომ იგი კონკურენციას სპობს. მაგრამ წარმოების დროებითი პროვოცირება, დახმარებები – ეს აუცილებელია.
“ბუშის ფეხების” (ამერიკული ქათმის ბარკლები) გარშემო სკანდალი რუსულ ბაზარზე პირველი შემთხვევა არ არის. ზუსტად ექვსი წლის წინ, 1996 წლის მარტში, ვეტერინარიის დეპარტამენტმა იგივე სქემით აკრძალა ხორცის შემოტანა. (ჯერ შეწყვიტა შემოტანაზე ლიცენზიის გაცემა და ორ კვირაში იმპორტის სრული აკრძალვა მოხდა). ერთი თვის თავზე როგორც იქნა რუსული მხარე ამერიკამ ბაზრის გახსნაზე დაითანხმა. მაშინ ერთი მოარული ჭორი დადიოდა ვინმე შეძლებულ და გავლენიან მსხვილ იმპორტიორზე, რომელმაც საწყობში ხორცის დიდი მარაგი გააკეთა, შემდეგ რუსეთის მთავრობაში იმპორტის გადაწყვეტილების ლობირება შესძლო და პროდუქციაზე ფასების აწევით დიდი მოგება ნახა. დღეს ხალხის ფანტაზია ცოტა “მოდუნებულია” იმ მიზეზის გამო, რომ ოფიციალური ვერსიის ცოტას თუ სჯერა, უფრო მეტიც, მიზეზი ყველასთვის თვალნათელია.
მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკამ გადაწყიტა თავის ფოლადის წარმოებასმხარი დაუჭიროს და მის იმპორტზე საბაჟო გადასახადი 30 %-დე გაზარდა. ამერიკის ეკონომიკა რეცესიაშია. თუმცა, ბოლო დროს სერიოზული წინსვლები შეინიშნება და ინდექსებმა მატება დაიწყეს. ამ დროს პრეზიდენტი იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომ ერთ დროს ამერიკაში წამყვანი დარგი, ფოლადის წარმოება ააღორძინოს. ეს დარგი დემპინგურ ფასებში შემოტანილ რუსულ და ევროპულ ფოლადთან შედარებით, ნაკლებკონკურენტუნარიანია. ევროპა და რუსეთი ძირითად მომწოდებლებად ითვლებიან. ფოლადი ამერიკის ინდუსტრიის საფუძველია მანქანათმშენებლობაში და სხვადასხვა ტექნოლოგიებში. ბაზრის დასაცავად მან, როგორც მოგახსენეთ, საბაჟო გადასახადი გაზარდა. ამით ამერიკელი მეფოლადეები უზარმაზარი მასის დასაქმებას და ამერიკის ეკონომიკის აღორძინების საქმეში თავიანთი წვლილის შეტანას შესძლებენ.
ამერიკული მხარე აცხადებს, რომ ბუშის გადაწყვეტილება შეესაბამება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმებას, რომლის თანახმად ქვეყანას უფლება აქვს შიდა წარმოების კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად დროებით ზომებს მიმართოს. მთელ მსოფლიოში ფოლადის წარმოების ინდუსტრიაში შეიმჩნევა წარმოების მძლავრი სიჭარბე. პროდუქციის შემცირების შესახებ მოლაპარაკებისას ვერ მოხერხდა ამ ტენდენციის შემსუბუქება. 1997 წლის შემდეგ ფოლადის წარმოების 31 ამერიკული კომპანია გაკოტრდა. ბევრ ქვეყანაში ფოლადის წარმოება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. როგორი სადაოც უნდა იყოს ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება, ამერიკული მხარის მტკიცებით, ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა სერიოზული მოლაპარაკების დასაწყებად და შეიძლება მოამზადოს ნიადაგი მთელი მსოფლიოს ინდუსტრიის კონსოლიდაციისათვის.
საპასუხოდ რუსეთმა კი არ გაუძვირა, საერთოდ აკრძალა ამერიკული ქათმის ხორცის შეტანა. შედეგად მოხდა ის, რომ ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა. ამერიკა დათანხმდა რუსეთში ქათმის ხორცის ექსპორტის ახალ წესებს.
დაახლოებით ორ თვეში შემოღებულ იქნება ახალი პირობები, ამის თაობაზე რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა. მოლაპარაკებებზე, რომელიც გაიმართა აშშ-სა და რუსეთის ვეტერინარულ სამსახურებს შორის “ბუშის ფეხების” შემოტანის აკრძალვის თაობაზე, გადაწყდა, რომ შეიქმნას ოთხი ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ ხორცის სერტიფიცირების საკითხებზე და ხორცის წარმოებაში ანტიბიოტიკების, ჰორმონებისა და კონსერვატების გამოყენებაზე. აკრძალვის ოფიციალური ვერსია გახლდათ ის, რომ ამერიკული მხარე სისტემატურად არღვევდა რუსეთის ვეტერინარული სამსახურების უსაფრთხოების მაჩვენებლების მოთხოვნებს. იგივე სამსახურებმა დაადგინეს, რომ ბარკლებში ჰორმონებისა და ანტიბიოტიკების შემცველობა არ პასუხობდა ამავე სამსახურების მიერ დადგენილ ნორმებს. ბარკლების ზოგიერთ პარტიაში აღმოაჩინეს სალმუნელოზის ვირუსიც კი.
ანალოგიურად მოიქცა ყირგიზეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის სახელმწიფო დეპარტამენტიც. 14 მარტს ამერიკული ბარკლების ქვეყანაში შემოტანაზე უფლების გაცემა დროებით შეჩერდა. ყირგიზეთში ქათმის ხორცის დიდი ოდენობა რუსეთის ფედერაციიდან შემოდის. ამ ორ ქვეყანაში იმპორტული საკვები პროდუქტის ხარისხის ერთნაირი მოთხოვნები არსებობს. ყირგიზეთის მხარის განცხადებით, საქმე არ ეხება ამ პროდუქტის შემოტანის საბოლოო აკრძალვას, იგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე რუსულ ვეტსამსახურებთან არ გაირკვევა თუ რა მოხდა. თუ რუსულმა მხარემ წარმოადგინა საქონლის არაკონდიციურობის დამადასტურებელი საბუთები, ეს საკითხი განიხილება ვეტერინარიის ქვეყანათშორისი საბჭოს მიერ, რომელიც დსთ-ის ქვეყნებს მოიცავს. გასული ნახევარი წლის განმავლობაში ყირგიზეთის ფირმებმა რესპუბლიკაში შემოიტანეს 408 ტონა ამერიკული ბარკლები. მთელი ამ ხნის განმავლობაში პროდუქციის შემოტანის უფლების მისაღებად ვეტერინარიის დეპარტამენტს ფირმებმა ორჯერ მიმართეს 2001 წლის ოქტომბერ-დეკემბერში. რუსეთისაგან განსხვავებით ყირგიზეთი WTO-ს წევრი ქვეყნაა. აქედან გამომდინარე, აშშ-სა და ყირგიზეთს შორის დავაში, შესაძლოა, ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთოს.
ადგილობრივი რუსული ქათმის ხორცის მწარმოებელნი დიდ იმედებს ამყარებენ კონკურენტი ამერიკული მხარის ჩამოცილებაზე. მათი განცხადებით, ექვსი წლის წინ მსგავსი ღონისძიება ძალიან დაეხმარათ და იმედს იტოვებენ, რომ ახლაც ასე იქნება. თუმცა, ადგილობრივად ნაწარმოებ პროდუქტს ყოველთვის ჰყავდა თავისი სტაბილური მომხმარებელი, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ყოველთვის გაცილებით ძვირი ღირდა იმპორტულზე. რუსეთის ბაზარზე ქათმის ხორცის მოთხოვნის შევსება ბრაზილიელმა ექსპორტიორებმა გადაწყვიტეს. გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, ქათმის ხორცის ბრაზილიურმა უმსხვილესმა ექსპორტიორმა ფირმამ “BღF Iნტრნატიონალ Fოოდს” გადაწყვეტილება მიიღო, რუს მომხმარებელს ქათმის ბარკლები 20%-ით მეტი რაოდენობით მიაწოდოს. ფირმის შემოსავალი წლის განმავლობაში 30 მლნ დოლარით გაიზრდება. თუმცა, აღნიშნული ფირმის წარმომადგენლის განცხდებით, მათ ჰყავთ ისეთი ძლიერი კონკურენტი ფირმა ევროპაში, როგორიცაა ფრანგული “Doux ” და აქედან გამომდინარე, მისივე განცხადებით, მათი პოზიციები რუსეთში არ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორის სურვილიც მათ აქვთ.
გასულ წელს რუსეთმა აითვისა მილიონი ტონა ამერიკული ბარკალი, რომელიც დაახლოებით 700 მლნ დოლარის ღირებულებისაა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა პროდიმ ბუშს წერილი გაუგზავნა, რომელშიც თავისი უკმაყოფილება გამოთქვა ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით. პროდიმ მიანიშნა, რომ თუკი ამერიკა ტარიფებს გაზრდის, ევროკავშირს არ დარჩება სხვა გზა, თუ არა, რომ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება “ისე, როგორც საჭიროა”. ევროკავშირის კომისიის პრეს-მდივნის, ჯონათან ფაულის განცხადებით, აშშ-ს ეს გადაწყვეტილება მათ ურთიერთობას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს და დაძაბავს. მოგვიანებით ევროკავშირმა საჩივარი შეიტანა, სხვა ქვეყნებმაც შესაძლოა იგივე ხერხს მიმართონ.
რუსეთის ხელისუფლებამ 14 მარტს მოიწონა “საქონლის იმპორტის სპეციალური დამცავი, ანნებისმიერი ქვეყანა განვითარების გარკვეულ ეტაპზე ორ საკითხს აგვარებს – სიუხვის მოპოვებასა და მის განაწილებას. სიუხვის მოპოვება ხდება როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ანალოგიური ხდება განაწილების შემთხვევაშიც. საკუთარი მეურნეობა არის ძირი და ძირი ქვეყნის განვითარებისა, მისი სავალუტო, თავდაცვითი, ეკონომიკური, სოციალური უსაფრთხოების საფუძველი, რადგან სიმდიდრე, რომელიც ამ ქვეყანაში იქმნება, სწორედ ამ ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეთა არსებობის საფუძველია, მისი ეკონომიკის, დემოგრაფიული კვლავწარმოების, თავდაცვითი თუ უსაფრთხოების საკითხების თავიდათავია. აქედან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რა დონეზეა მისი ეკონომიკა განვითარებული. ტიდემპინგური და საკომპენსაციო ზომების” შესახებ კანონპროექტის ახალი რედაქცია, კანონი უზრუნველყოფს სამამულო საქონელმწარმოებლების ინტერესების დაცვას. ეკონომიკური განვითარების და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს კანონი შეცვლის კანონს, რომელიც 1996 წლიდან მოქმედებდა და სადაც მრავალი უზუსტობა და ურთიერთგამომრიცხავი ნიუანსი იყო. ეს კანონი ითვალისწინებს დამცავ მექანიზმებს იმ შემთხვევაში, თუ იმპორტი რუს მწარმოებლებთა ნაციონალურ ინტერესებს დააზიანებს.
მისივე განცხადებით, როდესაც ეს კანონი ამოქმედდება, ნებისმიერ ეკონომიკურ დარგში მოღვაწე მწარმოებელი, რომელიც მიიჩნევს, რომ იმპორტი შესაბამის დარგში მას ზარალს აყენებს, შესაძლებლობა ექნება განცხადება შეიტანოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. კანონის თანახმად, იწყება საგამოძიებო პროცედურა. რის შედეგადაც ბაჟი იმპორტულ საქონელზე გაიზრდება, ან სულაც მისი აკრძალვის ზომები მიიღება.
ანალოგიურად ცდილობს უკრაინაც. უკრაინულმა უწყებათაშორისმა კომისიამ დაიწყო სპეციალური გამოძიება ახალი ავტომობილების იმპორტის შესახებ, რომლის ძრავა 1-1,5 ლიტრის ტევადობისაა. ამ სეგმენტში ერთმანეთის კონკურენტები არიან რუსული “ავტოვაზი” და უკრაინული “ავტოვაზ-დეუ”. უკრაინის მთავრობას უკრაინულმა ასოციაცია “უკრავტოპრომის” მესვეურებმა მიმართეს მოთხოვნით, რომ დაეცვათ ისინი რუსი კონკურენტებისაგან.
უკრაინაში “ვაზ”-ის მანქანების საერთო პარკი დაახლოებით 2,5 მლნ-ია. უკრაინას დსთ-ის ქვეყნებს შორის ავტოვაზის ექსპორტში ტრადიციულად უჭირავს პირველი ადგილი. 2001 უკრაინამ მიიღო 35 ათასი მცირესაწვავიანი მანქანა. მართალია, ტოლიატის მანქანები უკრაინის ბაზარზე დაახლოებით 8-10% გაიყიდა და თითქოს მცირე რაოდენობაა, მაგრამ თუ ვიანგარიშებთ მხოლოდ ახალი მანქანებით ვაჭრობას, ავტოვაზის პროდუქცია 57%-ს შეადგენს, ხოლო “ავტოვაზ-დეუსა” კი ბევრად ნაკლებია.
“უკრავტოპრომის” ინფორმაციით, გასულ წელს ის იძულებული გახდა, შეეწყვიტა ახალი ავტომობილების გამოშვება 12,7 %-ით (29,3-დან 25,6 ათას მანქანამდე) იმ დროს, როცა რუსეთიდან მცირელიტრაჟიანი მანქანების იმპორტი 1998-დან 2000 წლამდე 52%-ით გაიზარდა. ბოლო წლების განმავლობაში უკრაინელი მანქანათმშენებლები ზარალს ზარალზე განიცდიან.
რუსული მხარე ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ უკრაინა “დეუ”-სთან ძალიან მკაცრი ვალდებულებებით არის დაკავშირებული, კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ მათი მოთხოვნა იყო, შეეზღუდათ ნახმარი უცხოური მარკის ავტომანქანების შემოყვანა და რუსულ ავტომანქანებზე მაღალი საბაჟო გადასახადების დაწესება. ეს გახლდათ ის მოთხოვნები, რომელიც კორეულმა მხარემ წამოაყენა მაშინ, როდესაც მათ შორის ხელშეკრულებას ხელი ეწერებოდა.
შედეგად მიიჩნევენ, რომ ამით სლავურ ქვეყნებში მანქანების შემოტანაზე საბაჟო გადასახადები გაიზრდება.
საქართველოში კი, ამ მხრივ, არაფერი არ ხდება. ჩვენ მარტივი საბაჟო პოლიტიკა გვაქვს. გავხდით WTO-ს წევრი და ბევრი კრიტიკოსი იმასაც აღნიშნავდა, რომ ამით ჩვენ პოზიციები დავთმეთ. მემორანდუმში, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და ვაღიარეთ, ჩადებულია დაბალი საბაჟო გადასახადი, მაგრამ რაც ჩადებულია, იმასაც არ ვიყენებთ. ეკონომიკაში დარგების მიხედვით მუშაობა არ მიმდინარეობს, ანუ სად რა, როგორი მოქნილი პოლიტიკა, სეზონური თუ არასეზონური საბაჟო გადასახადი თუ დიფერენცირებული საბაჟო გადასახადი შემოვიღოთ. გარკვეული მცდელობა იყო ეკონომიკის სამინისტროსგან, მაგრამ რეალური შედეგი არ მოჰყოლია. პარლამენტი ამ საკითხზე არ მსჯელობს, ამ მიმართულებით საღათას ძილს მისცემია. ჩვენი ეკონომიკა ჩამოყალიბებული არ არის, რომ დავიცვათ საკუთარი ბაზარი და უფრო მეტიც, პროტექციონიზმი გვაშინებს და სალანძღავ სიტყვად გვეჩვენება. გვინდა, რომ კვების მრეწველობის, გადამუშავების მრეწველობის, მეღვინეობის, უალკოჰოლო სასმელების ბიზნესი მსოფლიო გიგანტებს შეეჭიდოს, რომლებიც გვჯობნიან არა მარტო ფინანსურად, არამედ ტექნოლოგიურად და გამოცდილებით. ეს მცდელობა თუ სურვილი ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, ბაზარს სერიოზული რეგულირება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკა დაიღუპება. ამის ნათელი მაგალითია ჩაის წარმოება. მასზე მაქსიმალური საბაჟო გადასახადი უნდა იყოს. საკუთარი ბაზარი უცხოელ ჩაის მეწარმეებს ჩავაბარეთ, რომლებიც ქართული ბაზრის ანექსიას ახდენენ. ეს არის უგუნური საბაჟო პოლიტიკა. არადა, ამერიკა მკაცრი და სხვა ქვეყნებისთვის არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას არ ერიდება, სამაგიეროდ, ჩვენ ვერიდებით. საბაჟო პოლიტიკა და ის, რაც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, უნდა იყოს გამოღვიძების მაგალითი – როგორ უნდა ნახოს ქვეყანამ თავისთვის მომგებიანი პოზიცია და ამავე დროს დარჩეს პარტნიორი.