ფშავ-ხევსურეთი შესაძლოა დაცულ ტერიტორიად გამოცხადდეს
ფშავ-ხევსურეთი შესაძლოა დაცულ ტერიტორიად გამოცხადდეს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტს დაახლოებით ერთ კვირაში მიმართავს. როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთიანეთში გაჩნდება კიდევ ერთი დაცული ტერიტორია და ეს არის სტრატეგიული ზონა, რომელიც რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება.
ცაგარეიშვილის განცხადებით, გერმანელი პარტნიორების მეშვეობით ქართულმა მხარემ 9 მილიონი ევროს გრანტი მოიპოვა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების შემდეგ იქ 50-მდე ადამიანი დასაქმდება. დეპუტატს მიაჩნია, რომ ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიად გამოცხადება ამ კუთხის გადარჩენის ერთ-ერთი გზაა.