დიდი კორუფციული სკანდალი თურქეთში
რამდენიმე კვირის წინ თურქეთში დიდი კორუფციული გარიგებების შესახებ დაიწო გამოძიება. უკვე დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. კორუფციასა და ქრთამის აღებასთან დაკავშირებულ დანაშაულებებში პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სახელიც ფიგურირებს. დაკითხვაზე თურქეთის მინისტრთა კაბინეტის 3 წარმომადგენლის შვილები და ეროვნული ბანკის მაღალჩინოსნები დაიბარეს. პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა Halk Bank-ის აღმასრულებელი დირექტორის სახლში, სადაც სეიფის ყუთში აღმოაჩინა ნაღდი ფული 4.5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით.
ასევე გამოქვეყნდა აღმასრულებელი დირექტორის ცოლის სატელეფონო საუბარს, სადაც ის ამბობს, რომ ”მწვანეები დაბრუნდნენ”, რაშიც აშშ დოლარი იგულისხმებოდა.
ეს დაკავებები იყო 2-წლიანი გამოძიების კულმინაცია. გამოძიება მიმდინარეოიბდაKკორუფციის, ფულის გათეთრების, ოქროს კონტრაბანდის და ქრთამის აღების საქმეებთან დაკავშირებით. თურქეთის ფინანსური დანაშაულებების კავშირმა დააკავა მაღალჩინოსნები, მათ შორის ეკონომიკისა და ურბანული დაგეგმარების მინისტრის ვაჟები, Halk Bank-ის გენერალური დირექტორი და სხვა მაღალჩინოსნები.
თურქეთის მთავრობისთვის ეს ძალზედ არასასურველი სიგნალებია გაზაფხულის არჩევნების წინ. ოპოზიციური პარტიები უკვე ითხოვენ ერდოღანის გადადგომას. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც საეჭვო გახდა, რომ კორუფციული სქემის გამოყენებით, მარალჩინოსანთა ნათესავები სამშენებლო კომპანიების საშუალებით უკანონო მოგებას იღებდნენ.
ყველაფერი სტამბოლის მეტროსადგურის მშენებლობით დაიწყო. სკანდალის აგორებამდე თურქეთის მთავრობა ამაყობდა სტამბოლის მეტროს სისტემის სწრაფი განვითარების გეგმით, რომელმაც ბოსფორის გავლით აზია ევროპას უნდა დააკავშიროს.
როდესაც გვირაბის მშენებლობა დასრულდა, მისი უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გაჩნდა. იაპონელი ინჟინერი თავის დაწერილ დასკვნაში მუნიციპალიტეტს იმის თაობაზე აფრთხილებდა, რომ, თუ მეტროსადგურის ახლოს დაგეგმილი სასტუმრო აშენდებოდა, შეიძლებოდა გვირაბის უსაფრთხოება ეჭვქვეშ დამდგარიყო. მოგვიანებით მაიორი მუსტაფა დემირი დაადანაშაულეს ამ დასკვნის გაყალბებაში, უკანონო სამშენებლო ლიცენზიის გაცემაში და დააკავეს ის. ამ ფაქტზე დაწყებულმა გამოძიებამ სხვა უკანონო ლიცენზიების გაცემის ფაქტებიც აღმოაჩინა, რომელიც სამშენებლო ნებართვებს გასცემდა სტამბოლის ისტორიულ უბნებში. გარდა ამისა, ხდებოდა ისტორიული ღირსშესანიშნავი ძეგლების უკანონო გასხვისება. სტამბოლის ისტორიული უბნების მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები კორუფციული სქემის საშუალებით უბნების სტატუსს ცვლიდნენ, იმისათვის, რომ აქ სამშენებლო ნებართვები გაეცათ. ამ საქმეში გარემოსა და ურბანული დაგეგმარების სამინისტროც იყო ჩართული. ერთ-ერთი მინისტრის შვილის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს სეიფის 6 ყუთი, აშშ დოლარებითა და ევროებით სავე.
დიდი თანხა აღმოჩნდა Halk Bank-ის გენერალური მენეჯერის სულეიმან ასლანის ბინაში. 4.5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით ნაღდი კუპიურებით. გამოძიებას ასევე უკავშირდება ცნობილი კრიმინალების სახელები, რომლებიც წლების განმავლობაში, სწორედ ამ ბანკის საშუალებით ახორციელებდნენ ფულის გათეთრების, ოქროს კონტრაბანდისა და სხვა უკანონო საქმიანობის წარმოებას. გათეთრებული ფული Hალკ Bანკ-ის საშუალებით ირიცხებოდა ირანში. 2012 წელს ბანკი დასავლეთის სანქციების მიუხედავად, დიდ ტრანზაქციებს ახორციელებდა ამ ქვეყანაში. 2012 წლის აპრილში აშშ-ის სენატის 47 წევრმა Halk Bank-ისთვის სანქციების დაწესებაც მოითხოვა ირანისათვის დაწესებული საერთაშორისო სავაჭრო სანქციების დარღვევის გამო.