რატომ შეჩერდა ხუდონჰესის მშენებლობა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ხაიშში აზომვით სამუშაოები, რომელიც ხუდონჰესის მშენებლობას უკავშირდება, დროებით წყვეტს. ენერგეტიკის მინისტრი უახლოეს დღეებში ხაიშის მაცხოვრებლებს შეხვდება, რომლებიც აქამდე მშენებლობას აპროტესტებდნენ.
სამუშაოების შეჩერების შესახებ განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სამინისტროში გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს და მესტიის მაჟორიტარ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს შეხვდა.