კომიტეტ FOMC-ის გადაწყვეტილებები

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ღია ბაზარზე ოპერაციების კომიტეტის
(FOMC) სხდომის დასრულებისას, უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აპირებს რაოდენობრივი ლიბერალიზმის პროგრამის შემცირების გაგრძელებას. ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა, როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც 10 მილიარდი დოლარით შემცირდება. ფედეალური სარეზერვო სისტემა ობლიგაციებს 65 მილიარდი დოლარის მოცულობით შეისყიდის თვეში. მათ შორის, სახაზინო ობლიგაციების შესყიდვა შემცირდება 40 მილიარიდან 35 მილარდ დოლარამდე თვეში, ხოლო იპოთეკური – 35-დან 30 მილიარდამდე თვეში. ფედერალური სარეზევრო სისტემა თავის გადაწყვეტილების მოტივად ასახელებს იმას, რომ ბოლო კვარტლების განმავლობაში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა, მაშინ როცა შრომის ბაზრის ინდიკატორი, მართალია, ერთმნიშვნელოვნად კარგი არ იყო, ჯამში მაინც მიანიშნებდა ქვეყანაში დასაქმების მხრივ სიტუაციის გაუმჯობესებას. უმუშევრობის დონე შემცირდა, თუმცა ნორმის მაღლა მაინც რჩება.

BERNANKE

ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ასევე მიანიშნა, რომ ინფლაცია ნარჩუნდება სამიზნე ორიენტირს ქვემოთ (2%) და გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია. ამასთან, ფედმა გაიმეორა, რომ საქმია კურსშია ინფლაციის ხანგრძლივად 2%-იან ნიშნულს ქვემოთ ყოფნის რისკების თაობაზე და ამიტომაც ამ მაჩვენებელს ყურადღებით დააკვირდება.

კომიტეტი რჩება იმ აზრზე, რომ ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერისთვის აუცილებელია ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მაღალადაპტირებადი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გაგრძელება რაოდენობრივი ლიბერალიზმის პროგრამის დასრულების შემდეგ. ამის შედეგად ახლა მოქმედი ძალიან დაბალი საბაზისო განაკვეთი, 0-0,25%-ის ფარგლებში, ძალაში რჩება და იმოქმედებს, სავარაუდოდ, იქამდე, სანამ აშშ-ში უმუშევრობის დონე 6,5%-ზე მეტი იქნება. კომიტეტი ძველებურად ფიქრობს, რომ მიზანშეწონილი იქნება კრედიტებზე განაკვეთების მოქმედი დიაპაზონის ძალაში დატოვება მას შემდეგ, რაც უმუშევრობის მაჩვენებელი პოზიციებს დათმობს და 6,5%-ს ჩამოსცდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციას ვერ დააჩქარებენ 2%-მდე. დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ფედერალურ სარეზერვო სისტემას თავის განცხადებაში არაფერი უთქვამს იანვარში დაწყებული მღელვარებების შესახებ განვითარებად ბაზრებზე, სწორედ რაოდენობრივი ლიბერალიზმის პროგრამის შემცირების ფონზე.

კომიტეტის ახლანდელი სხდომა ბენ ბერნანკესთვის უკანასკნელი იყო ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის რანგში, მის ადგილს 1 თებერვლიდან უკვე ჟანტ იელენი იკავებს.