გერმანიის ეკონომიკის კარგი შედეგები ექსპერტებს ილუზიებს არ უქმნის

ლევან ასათიანი

გერმანიის ეკონომიკის კარგი შედეგები ექსპერტებს ილუზიებს არ უქმნის
გასული წლის ვარდნის შემდეგ გერმანიის ეკონომიკამ ზრდა განაახლა. 2011 წლის უკანასკნელ კვარტალში მშპ-ის 0,2%-იანი კლება, კვარტალურ გაანგარიშებაში 0,5%-იანი ზრდით შეიცვალა. ასეთია ვისბადენის სტატისტიკური ფედერალური ბიუროს მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შეფასება. ამის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გერმანულ ეკონომიკას ტექნიკური რეცესია არ ემუქრება და შიში იმის თაობაზე, რომ სავალე კრიზისმა ევროზონის ლოკომოტივის ეკონომიკაც კი შეაჩერა, ჩავლილი თემაა.

მართალია, ლოკომოტივის სიჩქარე შესამჩნევად შემცირდა წლიურ გამოხატულებაში – 2011 წლის IV კვარტალში 2,0%-დან 1,2%-მდე, მაგრამ ასეთი ამოცანის გადაწყვეტა წარმოუდგენელი არ არის. ბოლო რამდენიმე კვირის მაკროეკონომიკური სტატისტიკა საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ მიმდინარე კვარტლაშიც კი ეკონომიკური სიტუაცია უკეთ გამოიყურება, ვიდრე წლის დასაწყისის სამი თვი განმავლობაში. პროგნოზების წინმსწრებად გაიზარდა სამრეწველო შეკვეთები მარტში, ასევე წარმოებისა და ექსპორტის მოცულობა და ეს, პირველ რიგში, იმის წყალობით, რომ გერმანულ პროდუქციაზე ევროზონის ფარგლებს გარეთ გაზრდილი მოთხოვნაა.
მართლაც, როგორც ფედერალური სტატისტიკური ბიუროს მონაცემები აჩვენებს, გერმანიული ეკონომიკის მთავარ დრაივერად ექსპორტი იქცა, რომელიც 2011 წლის IV კვარტალთან შედარებით 1,7%-ით გაიზარდა და ქვეყნის მშპ-ს 0,9 პროცენტული პუნქტი შემატა. ამის პარალელურად, გერმანული ეკონომიკის კიდევ ერთი დრაივერი – კერძო მოხმარება – კვარტალურ გაანგარიშებაში მხოლოდ 0,4%-ით გაიზარდა და მთლიან შიდა პროდუქტს 0,2 პროცენტული პუნქტი შესძინა. წლის პირველი სამი თვის მანძილზე სახელმწიფო ხარჯები 0,2%-ით გაიზარდა. ამასთან, მშპ მკვეთრად დაამუხრუჭა შიდა მოთხოვნამ, რომელიც გასული წლის ბოლო კვარტალთან შედარებით 0,3%-ით შემცირდა.
ინვესტიციები ძირითად კაპიტალში კვარტალური გაანგარიშებით შემცირდა 1,1%-ით, ხოლო მშენებლობაში – 1,3%-ით. სამრეწველო შეკვეთების სტატისტიკა საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ გერმანია ევროპული ეკონომიკის ლოკომოტივად რჩება და მომავალშიც შესწევს უნარი დაჩქარებულად განვითარდეს, ამასთან, მიიღოს დივიდენდები საერთაშორისო ვაჭრობიდან – მარტში ექსპორტის მოცულობა 0,9%-ით გაიზარდა ანალიტიკოსების 0,5%-იანი ვარდნის მოლოდინის პირობებში. გერმანული კომპანიები წარმატებით ავსებენ იმ უფსკრულს, რომელიც ევროზონაში ეკონომიკური აქტივობის დაქვეითებას მოჰყვა და ისინი განვითარებად ქვეყნებში ისევ მოთხოვნადი არიან.
ახლა, როცა ევროზონის რიგი ქვეყნები ისევ ჩაიძირნენ რეცესიაში, გერმანელ მრეწველებს მთელი თავიანთი პოტენციალი კონცენტრირებული აქვთ ისეთ განვითარებად ქვეყნებზე, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. გერმანული ავტოინდუსტრიის სამივე ლიდერი: Bayerische Motoren Werke, Volkswagen da Daimler – ანგარიშს აკეთებენ იმის შესახებ თუ როგორ იზრდება მოთხოვნა მათ პროდუქციაზე ჩინეთში, რაც მათ წარმოების ზრდის საშუალებას აძლევს. ასეთ რთულ დროსაც კი Volkswagen-Audi-ის ქვეგანყოფილება აპირებს 2 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას იმისთვის, რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. მიმდინარე წლისთვის გაყიდვების მოცულობის პროგნოზი გაზარდაEvonik Industries AG-მაც, რომელიც IPO-სთვის ემზადება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გერმანიის წყალობით შესაძლებელი გახდა სამი წლის მანძილზე მეორედ ევროზონის ეკონომიკის რეცესიაში ვარდნის თავიდან აცილება. მშპ-ის 0,5%-იანი ზრდა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პერიფერიულ სახელმწიფოებში ეკონომიკური ვარდნის კომპენსირება მომხდარიყო. ევროპაში სავალე კრიზისის მორიგმა ექსკალაციამ ბებერი კონტინენტის ყველა ქვეყანაზე ძლიერი ზეწოლა მოახდინა. ჩვიდმეტი ქვეყნიდან რვა განმეორებით რეცესიაში გადაეშვა, ხოლო რეგიონის ნომერ მეორე ეკონომიკა – საფრანგეთი – მიმდინარე წლის სამი თვის შედეგებით, სტაგნირებს. კრიზისი არც იტალიას ინდობს, რომლის მშპ-ც I კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით შემცირდა 0,8%-ით. მიწურულ კვარტალში პორტუგალიურმა ეკონომიკამ მინიმალური შემცირება აჩვენა – 0,1%-ით. ცოტათი მაღალი შემცირება დაფიქსირდა ნიდერლანდებში – 0,2%.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ წლის სამი თვის შედეგებით საკმაოდ დამაჯერებელი ზრდა აჩვენა, ექსპერტები მაინც არ ჩქარობენ გერმანიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის აწევას. Bუნდესბანკ-ის ბოლო პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა შესამჩნევად შემცირდება 2011 წლის 3%-დან 0,6%-მდე. 2013 წელს კი, ბანკის ანალიტიკოსების აზრით, ქვეყნის ეკონომიკას ძალა ეყოფა 1,8%-იანი ზრდისთის. Bუნდესბანკ-ის ანალიტიკოსების აზრს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებიც იზიარებენ და ფიქრობენ, რომ ევროპის ნომერ პირველი ეკონომიკის ზრდას მიმდინარე წელს 0,6%-ის დონეზე ელოდებიან. ცოტა მეტად ოპტიმისტურ პროგნოზს ევროკომისიის ექსპერტები აკეთებენ – 2012 წელს 0,7%, ხოლო მომდევნო, 2013 წელს – 1,7%.

დიდ ბრიტანეთში უმუშევრობა ეკონომიკის ვარდნის ფონზე მცირდება
ნახევარი წელია დიდ ბრიტანეთში ინფლაციის შენელება შეიმჩნევა, თუმცა, თვიურ გამოხატულებაში მცირეოდენი პაუზებით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) სექტემბერში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი წლური 5,2%-იანი ზრდის შემდეგ, ყოველ მორიგ თვეს, ზრდას შედარებით დაბალი ტემპებით აგრძელებდა. შედეგად, 2012 წლის აპრილში CPI ინდექსის ზრდამ შეადგინა 3,0%. სამომხმარელო ფასების ზრდის ტემპი მკვეთრად შემცირდა მარტის 3,5%-დან. ამის პარალელურად CPI ინდექსი თვიურ გამოხატულებაში გაიზარდა 0,6%-ით და ამით მარტის 0,3%-იანი მაჩვენებლის შემდეგ ორჯერ დაჩქარდა. CPI ინდექსის ვოლატიური შემადგენლების გამოკლებით, როგორიცაა კვების პროდუქტები, ალკოჰოლი, თამბაქო და ენერგომატარებლები, სამომხმარებლო ფასების ინდექსი (Core CPI) წლიურ გამოხატულებაში გაიზარდა 2,1%-ით. ამ მაჩვენებლის ზრდა ბოლო ექვსი თვეა შეუჩერებლად მცირდება.
ნისლიან ალბიონზე სამომხმარებლო ფასების ზრდის ასეთი მკვეთრი შენელება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ინგლისის ბანკისადმი მიცემულ რეკომენდაციას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ეკონომიკისადმი მხარდაჭერა უნდა გაზრდილიყო. “მონეტარულ პოლიტიკას მრავალი ინსტრუმენტი აქვს, მათ შორის, რაოდენობრივი ლიბერალიზმის ღონისძიებების განახლება ან საპროცენტო განაკვეთებით მანიპულირება”, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტინ ლაგარდმა.
მერვინ კინგის უწყებამ, როგორც ცნობილია, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომაზე რეფინანსირების საბაზისო განაკვეთი უცვლელი დატოვა, მინიმალურ 0,5%-იან ნიშნულზე და არც რაოდენობრივი ლიბერალიზმის პროგრამაში (QE) შეუტანია ცვლილებები, რომლის მოცულობაც დღეის მონაცემებით არის 325 მილიონი ფუნტი სტერლინგი.
ამასთან, საცალო ფასები, რომელიც ოფიციალურად გამოიყენება ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ინგლისელების ცხოვრების ღირებულების გამოსათვლელად, აპრილში წინა თვესთან შედარებით 0,7%-ით გაიზარდა (მარტი – 0,4%-იანი ზრდა). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვიურ გამოხატულებაში საცალო ვაჭრობაში საქონელი ორჯერ სწრაფად ძვირდება. წლიურ გამოხატულებაში კი საცალო ფა-სების ზრდა შედარებით შენელდა, ვიდრე მთლიანობაში სამომხმარებლო საქონლის ფასები: აპრილში საცალო ფასების წლიური ზრდა შემცირდა 3,6%-დან 3,5%-მდე.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის შენელება გრძელდება, ბრიტანელებს ცხოვრება არ გაადვილებიათ. ინფლაციის ზრდის კომპენსირება შემოსავლების ზრდით არ ხდება, არამედ მცირდება და ბევრად სწრაფი ტემპებით. ეროვნული სტატისტიკური სამმართველოს წინასწარი მონაცემებით, შრომის ანაზღაურება ბონუსების გათვალისწინებით (Avg. Earnings inc bonus) ბოლო სამი თვის მანძილზე 0,65-ით გაიზარდა (წინა სამი თვის 1,1%-იანი ზრდის შემდეგ), ხოლო შრომის ანაზღაურება ბონუსების გათვალისწინების გარეშე (Avg. Earnings ex bonus) ბოლო სამი თვის მანძილზე წინა სამ თვესთან შედარებით 1,6%-ით გაიზარდა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბრიტანული ეკონომიკა მეორედ ეშვება რეცესიაში, უმუშევრობა ბოლო 16 წლის მანძილზე მაქსიმალურ ნიშნულს მიუახლოვდა, ხოლო ქვეყანა კვლავ საბიუჯეტო ხარჯების მკაცრი ეკონომიის პირობებში ცხოვრობს, დიდი ბრიტანელები 12 თვის პერსპექტვაში შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ელოდონ. თუმცა, დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის მეთაური მერვინ კინგი ამტკიცებს, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაცია მკვეთრად უნდა შენელდეს, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ გასული წლის იანვრიდან გაიზარდა გაყიდვებიდან გადასახადის განაკვეთი. ინგლისის ბანკის ექსპერტების პროგნოზების თანახმად, წლის ბოლოსთვის სამომხმარებლო ფასების ზრდა უნდა აღმოჩნდეს მერვინ კინგის უწყების მიერ დადგენილი სამიზნე 2%-იანი ბარიერის ქვემოთ. ჯერჯერობით, ინფლაცია ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ საზღვრებს სცდება. არადა, უწყება ვალდებულია ყო-ველკვარტალურად მთავრობას აუხსნას თუ რატომ სცილდება ინფლაცია 1%-ით კომფორტულ 2%-იან ზღვარს.
OECD-ის ეკონომისტების შეფასებით, ბრიტანული ეკონომიკის მთავარი საფრთხე ისევ ევ-როზონიდან მოდის. მთლიანად მსოფლიო ეკონომიკა საკუთარ თავზე გრძნობს სუვერენული ვალის დაუძლეველი კრიზისის სერიოზულ დარტყმას. “ყველაფერი მანკიერ წრეზე ტრიალებს – პერიოდულად მწვავდება დავალიანების ზრდა, საბანკო სისტემა სუსტია, სახელმწიფო ხარჯები გადაჭარბებულადაა შემცირებული და ეკონომიკური ზრდა სუსტია”, – ასეთ კომენტარს არკეთებს ევროპის შესახებ OECD-ის მთავარი ეკონომისტი, პიერ-კარლო პადოანი.
რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის შრომის ბაზარს, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო 16 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, ბოლო პერიოდში ის გამყარებას ცდილობს. ზედიზედ მეორე თვეა უმუშევარი ბრიტანელების რიცხვი მცირდება და თანაც დაჩქარებული ტემპით. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ შრომის ბაზრის გამყარება ეკონომიკური ვარდნის ფონზე მიმდინარეობს. მართალია, მშპ-ის საბოლოო შეფასებით რეცესია არ დასტურდება – ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში ეკონომიკურ განვითარებაში ვარდნაზე, მხოლოდ მშპ-ის 2012 წლის პირველი კვარტლის წინასწარი შეფასება მეტყველებს. მაისის შუა რიცხვებში ლონდონის ერ-ოვნული სტატისტიკური ბიუროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, უმუშევრობის გამო სახელმწიფოსთვის მიმართვების რაოდენობა (ჟობლესს ჩლაიმს) მიმდინარე წლის აპრილში 13700-ით შემცირდა. ამ მაჩვენებლის ასეთი მკვეთრი ვარდნა არ დაფიქსირებულა 2010 წლის ივლისიდან. აპრილის სტატისტიკა ასევე მოწმობს იმასაც, რომ ნისლიან ალბიონზე უმუშევართა რიცხვის შემცირების ტემპი დაჩქარებულია – მარტში მაჩვენებელი შემცირდა 5400-ით. შედეგად სამუშაოს მაძიებელი ბრიტანელების რიცხოვნობის აპრილის შემცირებამ მიაღწია 1,59 მილიონ ადამიანს. ამასთან, უმუშევრობის დონე, რომელიც მიმართვების რაოდენობით გამოიანგარიშება, მარტის ნიშნულზე დარჩა, ანუ 4,9%-ზე.
დიდი ბრიტანეთის შრომის ბაზარი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) თვალით დანახული ნაკლებად ოპტიმისტურად არ გამოიყურება. წლის პირველ სამ თვეში უმუშევარი ბრიტანელების რაოდენობა 45000 ადამიანით შემცირდა 2,63 მილიონამდე. დასაქმებული ადამიანების რაოდენობა ამ პერიოდში 105000 ადამიანით გაიზარდა – გასულ წელს ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს უკანასკნელი ფაქტი კარგ არგუმენტად გამოადგება ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტს იმისთვის, რომ დაამტკიცოს შრომის ბაზარზე სტაბილიზების რეალური ნიშნების გამოჩენა, რათა ამით პასუხი გასცეს ოპოზიციის კრიტიკას საბიუჯეტო დეფიციტის მკვეთრი შემცირების თაობაზე, იმ პირობებში, როცა ქვეყნის ეკონომიკა ფაქტობრივად ხელმეორე რეცესიაშია. თუკი მშპ-ის საბოლოო შეფასებამ დაადასტურა რეცესიის ფაქტი, ეს ძლიერი დარტყმა აღმოჩნდება კერძო ბიზნესისთვის – დიდი ბრიტანეთის საქმიან წრეებში განწყობა მკვეთრად დაეცემა, რაც სამუშაო ადგილების შემცირების კატალიზატორი აღმოჩნდება უკვე კერძო სექტორში, რომელმაც შრომის ბაზარი მთელი ამ ხნის განმავლობაში მკვეთრ ვარდნას გადაარჩინა. ბევრი ბრიტანული კომპანია უკვე დღეს ცდილობს საოპერაციო ხარჯების შემცირებას და ასეთი კომპანიების რიცხვი დროთა განმავლობაში გაიზრდება. ამიტომ, იმის პარალელურად, რომ სამუშაო ადგილების შემცირება მიმდინარეობს, როგორც აღვნიშნეთ, მცირდება ბრიტანელების შრომის ანაზღაურების ზრდაც.
კერძო კომპანიები, რომლებიც დღემდე წარმატებით ცვლიდა სახელმწიფოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, იმ მომენტიდან, როდესაც ჯორჯ ოსბორნის უწყებამ დაიწყო ბიუჯეტის დეფიციტის უპრეცენდენტო შემცირება, მომავალში თავს ვეღარ გაართმევენ დასაქმების ამოცანის გადაწყვეტას. თუმცა, ზოგიერთი მათგანი ისევ ცდილობს ეკონომიკა ახალი სამუშაო ადგილებით შეავსოს. მაგალითად, რიტეილერების ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი თესცო Pლც აპირებს უახლესი ორი წლის განმავლობაში თავისი თანამშრომლების რიცხვი 20000 ადამიანით შეავსოს მთელი ქვეყნის მასშტაბით სუპერმარკეტების რეკონსტრუქციის პროგრამის ფარგლებში. ავტომშენებლობის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი Nისსან Mოტორ ჩო თავისი ახალი მოდელის შუნდერლანდ-ის შესამუშავებლად აპირებს 2000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას.
ყოველივე ამის პარალელურად გრძელდება სახელმწიფო სექტორში მოსამსახურეების დათხოვნის პროცესი. 2064 ადამიანის დათხოვნის შესახებ განცხადება ორმა ბრიტანულმა უმსხვილესმა ბანკმა გააკეთა, რომლებთაც სახელმწიფო მხარდაჭერა აქვთ, ესენი არიან, Lლოყდს Bანკინგ Gროუპ Pლც და ღოყალ Bანკ ოფ შცოტლანდ Gროუპ Pლც. ხოლო სიდიდით მეორე ფარმაცევტული ინგლისური კომპანია Aსტრა ძენეცა 7300 თანამშრომლის დათხოვნას აპირებს. ეს კი, როგორც ექსპერტები აცხადებენ, მხოლოდ დასაწყისია.
მართალია, უმუშევრობასთან დაკავშირებული ანგარიშები გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, მაგრამ დიდი ბრიტანეთის შრომის ბაზრის აღდგენაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. უმუშევარი ბრიტანელების მესამედი უმუშევარია უკვე წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. დასაქმების ზრდის კუთხით დამატებით დიდი წვლილი შეიტანა არასრულმა სამუშაო დღემ, ანუ ნაწილობრივმა დასაქმებამ, რამაც I კვარტალში ასეთი ტიპის მომუშავეთა რაოდენობა 118 000-ით გაზარდა. შრომის ბაზრის ბოლო სტატისტიკა ძალიან წაადგება ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს, რომლის რეიტინგიც, განსაკუთრებით აპრილის შემდეგ, როცა პირველად დაიწყო საუბარი ბრიტანეთის ეკონომიკის ტექნიკურ რეცესიაზე, მკვეთრად დაეცა მინიმუმამდე.
ევროზონაში სიტუაციის გაუარესების მოლოდინის ფონზე, ექსპერტები, მათ შორის ინგლისის ბანკიდან, დაბლა სწევენ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის პირველმა შეფასებამ ბევრი ანალიტიკოსი ჩააფიქრა – ქვეყნის ეკონომიკის ხელმეორედ რეცესიაში გადაშვების შესაძლებლობა სავარაუდო სცენარებს შორის არ მოიაზრებოდა. 2012 წლის I კვარტალში Mორგან შტანლეყ-ის ანალიტიკოსების მიერ მშპ-ის მინიმალური ზრდის პროგნოზი კეთდებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული ეკონომიკის მდგომარეობა ბევრად სუსტი აღმოჩნდა Morgan Stanley-ის შეფასებებთან შედარებით, ექსპერტები ოპტიმიზმს ინარჩუნებენ წლის მეორე ნახევრისთვის ზრდის პერსპექტივასთან დაკავშირებით. ამერიკელი ექსპერტები ერთგულნი რჩებიან თავისი პროგნოზების, რომლის მიხედვითაც, პირველ ორ კვარტალში დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა სუსტად განვითარდება და დარწმუნებულნი არიან, რომ მშპ-სთან დაკავშირებული I კვარტლის პირველადი მონაცემები ზრდის მიმართულებით გადაისინჯება.
აშშ
შშ-ის რიელტორების ასოციაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის უძრავი ქონების მეორად ბაზარზე გაყიდვების მოცულობა 3,4%-ით გაიზარდა და შეადგინა 4,62 მილიონი ერთეული. ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში 4,66 მილიონი ერთეული იქნებოდა. ამასთან, აშშ-ის მეორად ბაზარზე გაყიდვების მოცულობა 10%-ით მეტი აღმოჩნდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (4,2 მილიონი ერთეული).
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ახალი სახლების გაყიდვების მოცულობა 2012 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით 3,3%-ით გაიზარდა და შეადგინა 343 ათასი. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 335 ათასი სახლი იქნებოდა. ამასთან, წლევანდელი აპრილის მაჩვენებელს თუ შევადარებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან, ზრდა 9,9%-იანია (312 ათასი ერთეული). 2012 წლის მარტის გადასინჯული მონაცემებით, გაყიდული სახლების რაოდენობა არის 332 ათასი ერთეული (ადრე სახელდებოდა 328 ათასი ერთეული).
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გრძელვადიანი მოხმარების საგნებზე შეკვეთების მოცულობა 2012 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი თვიურ გამოხატულებაში 0,2%-ით გაიზრდებოდა. სატრანსპორტო საშუალებებზე შეკვეთების გამოკლებით, გრძელვადიანი მოხმარების სა-ქონელზე შეკვეთების მოცულობა 2012 წლის აპრილში 0,6%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით, ხოლო თავდაცვის შეკვეთების გამოკლებით – გაიზარდა 1,2%-ით. გადასინჯული მონაცმების თანახმად, მიმდინარე წლის მარტში გრძელვადიანი მოხმარების საგნებზე შეკვეთების მოცულობა შემცირდა 3,7%-ით და არა 4,2%-ით, როგორც ადრე იუწყებოდნენ.
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, 19 მაისს დასრულებული კვირის მიხედვით, უმუშევრობისათვის შემწეობის მისაღებად სახელმწიფოს პირველად მიმართა 370 ათასმა ადამიანმა. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 371 ათასი იქნებოდა. დაზუსტებული წინა კვირის მონაცემებით, რომელიც 12 მაისს დასრულდა, მიმართვების რაოდენობამ შეადგინა 372 ათასი და არა 370 ათასი, როგორც ადრე ვარაუდობდნენ.
მიჩიგანის უნივერსიტეტისა და ღეუტერს-ის ერთობლივი მოხსენების მიხედვით, აშშ-ის სამომხმარებლო ნდობის ინდექსმა 2012 წლის მაისში, დაზუსტებული მონაცემებით, შეადგინა 79,3 პუნქტი აპრილის 76,4 პუნქტის საპირისპიროდ. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ მაისის ინდექსი საბოლოო შეფასებით იქნებოდა 77,8 პუნქტი. მიჩიგანის უნივერსიტეტისა და ღეუტერს-ის პირველადი მონაცემებით, მაისის ნიშნული სწორედ 77,8 პუნქტი იყო. მიმდინარე ეკონომიკური პირობების ინდექსი მიმდინარე წლის მაისში წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0,1 პუნქტით და 87,2 პუნქტი შეადგინა, თუმცა მომხმარებელთა მოლოდინის ინდექსი 2,6 პუნქტით გაიზარდა 74,3 პუნქტამდე. დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, 2012 წლის I კვარტალში ქვეყნის მშპ 2011 წლის IV კვარტალთან შედარებით 0,3%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,2%-ით შემცირდებოდა. წლიურ გაანგარიშებაში დიდი ბრიტანეთის მშპ 2012 წლის I კვარტალში 0,1%-ით შემცირდა. ეს არის პირველი რეგისტრირებული შემცირება 2009 წლის IV კვარტალიდან მოყოლებული. მშპ 2011 წლის IV კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით შემცირდა 0,3%-ით, ხოლო 2010 წლის IV კვარტალთან შედარებით გაიზარდა 0,5%-ით.

დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის მაისში გაიზარდა 3%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ სამომხმარებლო ფასები აპრილში 3,1%-ით გაზრდებოდა. თვიურ გაანგარიშებაში მიმდინარე წლის აპრილში სამომხმარებლო ფასები 0,6%-ით გაიზარდა. 2012 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით იგი 0,3%-ით გაიზარდა. სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი (ენერგომატარებლების, კვების პროდუქტების, ალკოჰოლისა და თამბაქოს გამოკლებით), მიმდინარე წლის აპრილში 2,1%-ით გაიზარდა წლიურ გაანგარიშებაში. მარტში ამ მაჩვენებლის ზრდამ 2,5% შეადგინა წლიურ გამოხატულებაში. თვიურ გაანგარიშებაში კი სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი 2012 წლის აპრილში 0,6%-ით გაიზარდა, ხოლო მარტში 0,4%-ით.
იგივე, დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყანაში საცალო გაყიდვების მოცულობა მიმდინარე წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2,3%-ით. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ თვიურ გაანგარიშებაში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდებოდა 0,7%-ით. დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვების მოცულობა მიმდინარე წლის აპრილში გასული წლის აპრილთან შედარებით შემცირდა 1,1%-ით. 2012 წლის მარტში დიდ ბრიტანეთში, დაზუსტებული მონაცემებით, თვიურ გაანგარიშებაში საცალო გაყიდვების მოცულობა 2,0%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურ გამოხატულებაში – 3,1%-ით. ადრე იუწყებოდნენ მაჩვენებლის ზრდას თვიურ გაანგარიშებაში 1,8%-ით, ხოლო წლიურით – 3,3%-ით.
გერმანია
გერმანიის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, 2012 წლის I კვარტალში ქვეყნის მშპ წინა კვარტალთან შედარებით 0,5%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები მშპ-ის ზრდას სწორედ ასეთ დონეზე ვარაუდობდნენ. 2011 წლის I კვარტალთან შედარებით წლევანდელი წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნის მშპ 1,7%-ით გაიზარდა, რაც წინასწარ მონაცემებს დაემთხვა.
გერმანიის საქმიანი განწყობის ინდექსი, რომელსაც კვლევითი ორგანიზაცია Ifo ითვლის, მიმდინარე წლის მაისში შემცირდა წინა თვესთან შედარებით 106,9 პუნქტით. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ამ ინდექსის მნიშვნელი 109,5 პუნქტი იქნებოდა. Iფო-ს მიერ გამოთვლილმა გერმანიის საქმიანი განწყობის ინდექსმა ბოლო ექვსი თვის მანძილზე პირველად შეაჩერა ზრდა. გასულ თვეს ინდექსის მნიშვნელობა შეადგენდა 109,9 პუნქტს. მიმდინარე საქმიანი პირობების ინდექსმა 2012 წლის მაისში შეადგინა 113,3 პუნქტი ანალიტიკოსების 117,1 პუნქტის პროგნოზის პირობებში, ხოლო მოლოდონის ინდექსმა – 100,9 პუნქტი, 102,0 პუნქტის პროგნოზის ფონზე.